მთავარი,სიახლეები

ვინ ისარგებლა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2017 წელს

25.12.2017 •
ვინ ისარგებლა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2017 წელს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალური დაცვის პროგრამებით 2 683-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ოფიციალური ინფორმაციით, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით  625-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით – 257-მა ბენეფიციარმა, გაიცა 1850 ვაუჩერი. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით 700-მა  ბენეფიციარმა ისარგებლა, გაიცა 3466 ვაუჩერი.

სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამით   20-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსდა რეაბილიტაციის 40 კურსი.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა-პროგრამით 215-მა ადამიანმა ისარგებლა. 469 სმენადაქვეითებულ მოქალაქეს სმენის აპარატები გადაეცა. 36-მა 100 წელს გადაცილებულმა მოქალაქემ ერთჯერადი დახმარების პროგრამით ისარგებლა.

ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამით 70-მა ოჯახმა ისარგებლა. წელს აჭარაში 150 ტყუპი დაიბადა, ოთხ ოჯახში 3-3 ტყუპი.

2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება-დაღუპული ჯარისკაცების 20 ოჯახს და შშმ პირის სტატუსის მქონე ჯარისკაცის 3 ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცათ.

სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ჯარისკაცების 21 დედასა და მეუღლეს გადეცა 1000-1000 ლარი, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამით ოცმა მოქალაქემ – ცხრა დედამ და 11 ბავშვმა ისარგებლა.

ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამით გაიცა 53 ვაუჩერი. „პროგრამაში ამჟამად ჩართულია 38 ბენეფიციარი.“

სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში შეძენილი იყო 13 ავტომანქანა, სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების ფარგლებში მომსახურება გაეწია 129 946 პაციენტს, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 111 საცხოვრებელი სახლი იქნა შეძენილი,“-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს, სარეზერვო ფონდიდან, სტიქიით დაზარალებულ 198 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 2 966 981 ლარის ოდენობით. სტიქით დაზარალებულ 243 ოჯახს კი საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართობი.

ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის ანგარიშსაც აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით,  ჯანდაცვის პროგრამებით 7 937-მა მოქალაქემ ისარგებლა.

„სამედიცინო რეაბილიტაციისთვის 400, ხოლო, გულის ქირურგიისთვის 673 ვაუჩერი გაიცა. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაზე გაიცა 1 287 ვაუჩერი, ონკოლოგიურ პაციენტთა  დამატებით  სამედიცინო  მომსახურებაზე კი – 1 453 ვაუჩერი.

ასევე, მოსახლეობის ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებაზე გაიცა 2 288 ვაუჩერი, სახსრების ენდოპროთეზირებისთვის – 106 ვაუჩერი, ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევისთვის – 1 722 , ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარული მკურნალობაზე კი გაიცა რვა ვაუჩერი“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: