მაისში ჰარი სტაილსის კონცერტზე ამსტერდამში მიდიხარ? შეიძინე mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი

სულ ცოტახნის წინ გამოვიდა ჰარი სტაილსის ახალი ალბომი Kiss All the Time. Disco, Ocassionally, რომელსაც არტისტის რეპერტუარიდან მისი ექსპერიმენტული ჟღერადობა გამოარჩევს. ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით, არტისტი მსოფლიო ტურნეზე მიდის და რამდენიმე დღით ამსტერდამშიც გამართავს კონცერტს. თუ მაისში ამსტერდამში ჰარი სტაილსის კონცერტზე დასასწრებად გამგზავრებას გეგმავთ, ბილეთებისა და სასტუმროს გარდა, სტაბილურ მობილურ ინტერნეტზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. mobineX-ი გთავაზობთ ხელმისაწვდომ …

მოთხოვნები საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის დროს – ახალი წესი

საქართველოს მთავრობამ „საფეხმავლო ბილიკების  მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. ის რეგლამენტი კი, რომელიც მთავრობამ 2016 წელში დაამტკიცა, და დღემდე მოქმედებდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა. ახალი რეგლამენტი 2024 წლის 14 მარტიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები და ნორმები საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ, სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების, …

ბათუმში ჩამოვიდა 72 წლის ქალი, რომელიც იტალიიდან ჩინეთში ფეხით მიდის

„მე აპრილიდან მოვდივარ ფეხით იტალიიდან, ვაპირებ 15 ქვეყანა გავიარო და 2025 წელს ჩავიდე პეკინში,“ – ლაღი და გადამდები ემოციით გვეცნობა 72 წლის ვენა კამაროტა, რომელსაც მოგზაურობაზე სალაპარაკოდ ბათუმის ერთი პატარა კაფე შეურჩევია, ტროტუარის მოაჯირთან მიდგმულ მაგიდაზე გაუშლია მარკო პოლოს ისტორიული რუკა. ისტორიულ რუკაზე შავი წყვეტილითაა აღნიშნული პოლოს გზა ვენეციიდან პეკინამდე. ცნობილი მოგზაურის მარკო პოლოს ისტორიული …

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსული ესპანელი: პირველი გაოცება ავტობუსში მქონდა

„ვმოგზაურობდი მარტო. ვიყავი რუმინეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში და ჩავედი თურქეთში, სადაც კაბადოკიაც მოვინახულე. ტრაბზონიდან მქონოდა ფრენა ფილიპინებში და ვიფიქრე, მოდი, ბათუმი აქედან ძალიან ახლოსაა და ხომ არ ვნახო? ასე დაუგეგმავად და შემთხვევით მოვხვდი ბათუმში,“ – ამბობს ესპანელი მიგელ ანხელ კაფინეს ხარენიო, რომელსაც გადაწყვეტილება უკვე მიუღია – ბათუმში აპირებს საცხოვრებლად დარჩენას. „ულამაზესი ბუნებაა აქ, ზღვა, მთები, …

9 დღე და 18 საათი – ნიჩბებიანი ნავით 4 კაცი რუმინეთიდან ბათუმამდე ჩამოვიდა

9 დღე-ღამე და 18 საათი დასჭირდა 4 მოგზაურს რუმინეთის ქალაქ მანგალიიდან ბათუმის ნაპირებამდე გადმოსაცურად ნიჩბებიანი ნავით, რომელსაც ძრავაც კი არ აქვს. „ალბათ, დრო მჭირდება, რომ გავიაზრო და გიპასუხოთ, რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი,“ – პაუზის შემდეგ გვიტხრა დენიელ ლონგმენმა, 4 მოგზაურიდან ერთ-ერთმა, რომელმაც ნიჩბებიანი ნავით გადმოცურა შავი ზღვა. დენიელ ლონგმენი პროფესიით ბიოლოგია, ის კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორია …

ნიჩბებიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმისკენ – „7 დღეა გზაში ვართ“

„როცა გრძნობ, რომ ცხოვრება გახდა რუტინა, რაღაც ახალი უნდა გააკეთო… ნიჩბიანი ნავით რუმინეთიდან ბათუმში წამოსვლა გადავწყვიტეთ“, – ამბობს ვლად გრეგორე, ის რუმინელია და სამ ბრიტანელ მეგობართან ერთად მე-7 დღეა ბათუმისკენ მოდის. ვლად გრეგორე ამბობს, რომ მეგობრებმა შთამბეჭდავი მოგზაურობა „ოფისებში გადაღლილობის“ შემდეგ გადაწყვიტეს. ნიჩბიანი ნავით მეგობრები რუმინეთის ქალაქ მანგალიიდან გამოვიდნენ, ახლა ისინი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არიან. …

რომელმა ქვეყნებმა (არ)შეუმსუბუქეს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის წესები

ევროპის რიგმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს. 2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში ქვეყანაში თავისუფლად შევიდნენ. „პირი ვაქცინირებულად ითვლება, თუკი Pfizer, Moderna, AstraZeneca – მეორე დოზიდან გასულია 7 დღე, ხოლო ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა. პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ სინოფარმის …

„ველური სვანეთი”- XIX საუკუნის ბრიტანელი მოგზაურის 600-გვერდიანი წიგნი

  „უშგული ისეთი განუმეორებელია, ისეთი განსხვავებულია ყველა ქალაქისა და სოფლისგან რაც კი ოდესმე, სადმე მინახავს, ცალკე თავი უნდა მივუძღვნა“, – წერს 1883 წელს გამოცემულ ინგლისურენოვან წიგნში ბრიტანელ-კანადელი დიპლომატი, სამართალმცოდნე, მწერალი და მოგზაური – კლაივ ფილიპს უოლი. წიგნს „ველური სვანეთი“/„Savage Svanetia” ჰქვია. კლაივ ფილიპს უოლი ორ ნაწილად გამოცემულ 600-გვერდიან ტექსტს უძღვნის საქართველოში, სვანეთში მოგზაურობას. „ველური სვანეთის“ …

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა საქველმოქმედო მოგზაურობა ჩინეთამდე ბათუმიდან დაიწყო

26 წლის ლუკ გრენფელ შოუ თავის საქველმოქმედო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. “ბრისტოლიდან ბეიჯინამდე” – ამ სახელწოდების ველომარშუტის გავლას ლუკ გრენფელ შოუ თავის დედასთან ერთად ველოსიპედით აპირებს. ველოსიპედისტი ამ გზით 30 ქვეყანას გაივლის და ამ დროის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულთათვის 300 ათასი ევროს შეგროვება აქვს განზრახული. დიდი მოგზაურობის დაწყებამდე ველოსიპედისტმა მთიანი აჭარა მოიარა. მისი ბათუმში ყოფნის კადრები აჭარის …

ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ხვამლის ციხე-ქვაბულს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ძეგლის კატეგორია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა. „ძეგლს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან …

როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები – ჯანმოს განმარტება

ვირუსის ახალი შემთხვევების კლების პარალელურად ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნისთვის ემზადებიან. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემია კვლავ მძვინვარებს, ზოგან კი ახლა იკრებს ძალებს. ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაიკ მაიერსი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნა რეკომენდებულია ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის …

არაადეკვატური ბლოგი თვითიზოლაციაში ლაშქრობების შესაძლებლობაზე [ფოტო]

მთელი მსოფლიო კარანტინშია. ადამიანებს უჭირთ შინ დარჩენა და გარეთ გაჭრას ლამობენ. ასეთებს მერე პოლიცია აჯარიმებს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის გამო. თუ კორონავირუსის ეპიდაფეთქებამდე ფეისბუქზე თქვენი ,,ფრენდები“ დღეში ერთ ან ორ პოსტს წერდნენ, ახლა ყველა ყველაფერს პოსტავს ისტერიულად და ხვდებით, რომ სხვების ცხოვრებაში ასე დეტალურად ჩახედვაზეც ნამდვილად არასდროს გიოცნებიათ. თავადაც ვერ ხართ მაინცადამაინც კარგ გუნებაზე …

ლიტერატურული ოდისეა – კონკურსი სტუდენტებისთვის

„ლიტოდისეა“ სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა გააგზავნოთ თქვენი დაწერილი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც არ იქნება ექვს გვერდზე მეტი. ნაწარმოების თემასა და ჟანრში კონკურსანტი შეზღუდული არ არის. ჟიური რვა მონაწილეს შეარჩევს, რომლებიც გაემგზავრებიან შემდეგ ქალაქებში: ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორში, თელავში, ახალციხეში, ზუგდიდსა და თბილისში. „მონაწილეები თითოეულ ქალაქში გაატარებენ ათ დღეს, თან ექნებათ დღიური, რომელშიც მხატვრულად აღწერენ …

5 ქართული კერძი, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე ხშირად დაპოსტეს

ხაჭაპური – 17.9 %, ხინკალი – 15. 74 %, ჩურჩხელა – 8.11 %, აჭარული ხაჭაპური – 2.59 %, მწვადი – 2.95 % – ასე გამოიყურება ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ქართული კერძების პირველი ხუთეული. მონაცემები ტურისტების მიერ ინსტაგრამზე დაპოსტილი ფოტოებიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეაგროვა. Emotions are Georgia – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანიაა. კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული  …

ღვინის გზა აჭარის მთებში საუკეთესო არომატის აღმოსაჩენად

In Vino Veritas – არავინ იცის ზუსტად რომელი ღვინის დაგემოვნებისას წამოსცდა რომის იმპერიაში უცნობს ეს ლათინური სიბრძნე. საუკუნეებს გადარჩენილი ფრაზა აუცილებლად ამოგიტივტივდებათ გონებაში, თუ ღვინის გზას დაადგებით ქედაში და მთებში მიმალული სოფლების საოჯახო მარნებს ესტუმრებით. ღვინის გზაზე ქედაში მრავალფეროვანი, საინტერესო და ცოტათი გამაბრუებელი თავგადასავალი გელით. მთავარია, თავიდანვე განსაზღვროთ, როგორი მოგზაურება გირჩევნიათ ამჯერად: ნაცნობ-მეგობრებთან ერთად მხიარული …

საოჯახო რესტორანი მტირალაზე

გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ლაშქრობების დასაგეგმად და დროის ბუნებაში გასატარებლად. ბათუმთან ახლოს მდებარე მტირალას პარკი ერთ-ერთი ადგილია, რომლის სიკეთეებითაც სარგებლობა არც ძალიან ძვირი ღირს და არც შორსაა. ბათუმის ავტოსადგურიდან ზუსტად მტირალას პარკის შესასვლელამდე კვირაში ორჯერ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი: ორშაბათსა და პარასკევს. ტრანსპორტი ბათუმიდან 7:50-ზე გადის და პარკიდან იმავე დღეს, საღამოს 9 საათზე ბრუნდება უკან. მტირალას პარკი საუკეთესო …

ველოსიპედით ევროპაში – ქართველი წყვილის ცხრაწლიანი მოგზაურობა

ველოსიპედი, გიტარა და ჰარმონიკა 9 წლის წინ, თაფლობის თვეში ზღვაზე ჩამოსულ ცოლ-ქმარს, ნინო ხუნდაძეს და პაატა ბერიკიშვილს, ბათუმიდან თბილისში დაბრუნება აღარ მოუნდათ. მათ მოულოდნელად გადაწყვიტეს, ველოსიპედებით წასულიყვნენ სამოგზაუროდ. ერთი ველოსიპედი ბათუმში სთხოვეს მეგობარს, საკუთარიც გამოაგზავნინეს თბილისიდან ახლობელს და მოგზაურობა თურქეთიდან დაიწყეს. წინასწარ დაუგეგმავი გზა ევროპამდე გაგრძელდა და წყვილი უკვე ცხრა წელია მოგზაურობს. დაბრუნდნენ, როცა მათი …

შემოდგომა ხევსურეთში

არ ვიცი, თქვენ რა ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც სიტყვა „ხევსურეთს“ გაიგონებთ, მაგრამ მე იმწამსვე ჟანგისფერი ფიქალი ქვით ნაგები შატილის კონტურები წარმომიდგება, მერე ზურგჩანთის ჩალაგება და ხევსურეთისკენ წასვლა მინდება. როცა ბარში ზაფხული მთავრდება, მთაში უკვე გვიანი შემოდგომის ფერებია, დათვიჯვარზე კი – თოვლი და ძვლების გამყინავი სიცივე. შატილში ჩვეულებრივი სამგზავრო „მარშრუტკით“ წავედი. ოქტომბერი იწყებოდა და მძღოლი ეჭვობდა, ვაითუ …

მძინარე ლოდების მინდორი

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …

ნისლიანი ხვამლის მთა [ფოტო]

  ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ხვამლის მთა ლეჩხუმში, მდინარეების: რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს. ხვალმზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება, ყველაზე პოპულარული მარშრუტია სოფელი ტვიშიდან (მდინარე რიონის ხეობა) ან სოფელ ოყურეშიდან (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხვამლზე ფეხით ასვლას საშუალოდ 4-6 საათი სჭირდება,მთის ძირამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია.  საფეხმავლო გზა ხვამლისკენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე და ტყეზე გადის. წაიკითხეთ უფრო …

მოგზაურობა ხვამლის მთაზე

თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. ბათუმიდან იქ ჩასასვლელად ოთხი საათია საჭირო, ხოლო თბილისიდან – ცოტა უფრო მეტი. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად …

სად ისვენებენ ქართველები უცხოეთში – რჩევები დამწყები მოგზაურებისათვის

თურქეთი, ეგვიპტე, ჩეხეთი, უნგრეთი, ესპანეთი – „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები ამ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას. არჩევანს ძირითადად ფასი და შედარებით ლიბერალური სავიზო რეჟიმი განაპირობებს. ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე იაფი და პოპულარული კურორტი ანტალიაა, სადაც დასვენების ფასი საშუალოდ 300 დოლარიდან იწყება. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ტურისტული სააგენტოების გარეშეც …

“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით

„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს. 28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული …

10 ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ

 

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისათვის. „ბათუმელები“ გთავაზობთ ათ ადგილს, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ აჭარაში. 

უცნობი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

 

აჭარის მაღალმთიანეთი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველია, თუმცა მისი პოტენციალი ჯერ ბოლომდე ათვისებული არ არის. მთებისა და ალპური ზონის გადავლით შუახევიდან  ხულოში, სამთო კურორტ ბეშუმში გადასვლაა  შესაძლებელი. იაილები საუკეთესო ადგილია დასალაშქრად. თუმცა, ამ მარშრუტს მოლაშქრეები იშვიათად თუ იყენებენ. გზა მარკირებული არ არის და, შესაბამისად, არც ტურისტულ რუკაზეა დატანილი. 

Exit mobile version