5 ნოემბრის ღამეს სუპერმთვარე გამოჩნდება

5 ნოემბერს, ოთხშაბათს, ცაზე სუპერმთვარე გამოჩნდება – მთვარე 2025 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და კაშკაშა იქნება. სუპერმთვარეს დედამიწის თანამგზავრს უწოდებენ მაშინ, როცა სავსე მთვარე დედამიწის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში აღმოჩნდება და განსაკუთრებით დიდი და კაშკაშა ჩანს ცაზე ჩვენი პლანეტიდან. სუპერმთვარე წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ ჩნდება ცაზე. წელს პირველად სუპერმთვარე 6 ოქტომბერს გამოჩნდა. „გარდიანი“ …

რას ნიშნავს ლურჯი სუპერმთვარე, რომლის დანახვაც ამ საღამოს შეგიძლიათ

30 აგვისტოს, ღამით, ცაზე ლურჯი სუპერმთვარე გამოჩნდება. „ნასას“ ცნობით, 30-31 აგვისტოს მთვარეს შეგვიძლია ვუწოდოთ სავსე, სუპერმთვარე და, ამავე დროს, ლურჯი მთვარე. სუპერმთვარეს დედამიწის თანამგზავრს უწოდებენ მაშინ, როცა სავსე მთვარე დედამიწის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში აღმოჩნდება და განსაკუთრებით დიდი და კაშკაშა ჩანს ცაზე ჩვენი პლანეტიდან. რაც შეეხება ტერმინ ლურჯ მთვარეს, ეს არ ნიშნავს, …

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434 მლნ ევროს გამოყოფს

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სადოქტორო ქსელების ფარგლებში, ევროკომისიამ  2023 წლისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამეცნიერო სფეროს 130-ზე მეტი სადოქტორო პროგრამა და გადამზადდება 1600 დოქტორანტი. კონკურსის ბიუჯეტი 434.8 ევროა. ევროკომისიის ინფორმაციით, სადოქტორო პროგრამების გარდა, თანხა მოხმარდება საუნივერსიტეტო პარტნიორობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარეთ. …

ბათუმელი მოსწავლეები STEM სკოლის სტიპენდიატები გახდნენ

ელექტრო, კოსმოსური ინჟინერია და მედიცინა – ეს ის სფეროებია, რომლებიც მეცხრეკლასელმა თამარმა, თორნიკემ და მიხეილმა მომავალ პროფესიად აირჩიეს. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები მათთვის საინტერესო მეცნიერებების მიმართულებით კომაროვის სკოლისა და ერთ-ერთი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიის ფარგლებში ცოდნას STEM სკოლაში აიმაღლებენ და მათთვის საინტერესო მიმართულებით ახალ მოდულებს შეისწავლიან. კონკურსში ორი ათასამდე ბავშვი მონაწილეობდა,  მათგან 60 გამარჯვებული …

გამომგონებელი მოსწავლეები ბათუმიდან, რომლებმაც უნივერსიტეტების დაფინანსება უკვე მოიპოვეს

ანრი მამულაძე და დავით ჭურკვეიძე ბათუმელი გამომგონებელი მოსწავლეები არიან. ორივე სკოლა „პროგრესში“ სწავლობს და ყველაზე მეტად STEM მიმართულებით არიან დაინტერესებულნი. ანრის გუნდმა სპეციალური პრიზი მოიპოვა „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“, დავითი კი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის გამარჯვებულია. „ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელსაც მეღვინეების მარჯვენა ხელი ვუწოდეთ პირობით და „სმარტ დამრევი“ დავარქვით. გამოგონებამ პირველი ადგილი აიღო“, – გვეუბნება დავით …

„ბებია სულ მეუბნებოდა, ფიზიკაზე ჩააბარე, მომავლის პროფესიააო“ – ბსუ-ს სტუდენტის პროექტი

20 წლის ლანჩხუთელი მარიკა ცინცაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე სწავლობს. იგი მეორეკურსელია. გასული წლის ოქტომბერში მარიკამ კონკურში, Social Impact Award-ში 2 000 დოლარი მოიპოვა, რითაც პროექტის განხორციელება დაიწყო. მის პროექტს „კიურის ლაბორატორია“ ჰქვია. მარიკა 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამეცნიერო ყუთებს შექმნის, რის დახმარებითაც ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ. სამეცნიერო ყუთებში …

ილიაუნის პროფესორი ოზგურ ქიში, 2021 წლის ყველაზე გავლენიან მკვლევართა სიაში მოხვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის მიმართულების პროფესორი ოზგურ ქიში Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა (Highly Cited Researchers) 2021 წლის სიაში მოხვდა. საქართველოც, როგორც ქვეყანა წელს ამ სიაში პირველად დასახელდა. 2021 წლის სია 70-ზე მეტი ქვეყნის 6 602 მკვლევრის მონაცემებს მოიცავს და აქედან,  სიაში 24 ნობელის პრემიის ლაურეატია დასახელებული. როგორც ილიაუნი წერს, „პროფესორი ოზგურის Clarivate-ის გავლენიან …

დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია და სტიპენდია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესდა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია.  პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოს თუ უცხოეთის მოქალაქეს. გარდა პრემიისა, როგორც სამინისტრო აცხადებს, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, „ხოლო სტუდენტებისათვის მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება“. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი იყო, …

კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სამეცნიერო თემატიკაზე

საქართველო სამეცნიერო ფესტივალს – „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის სხვადსხვა კონკურსი და აქტივობა გაიმართება. სტუდენტებისთვის გამოცხადდება მოთხრობების კონკურსი სახელწოდებით – „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“. სკოლის მოსწავლეებისა და ასევე სტუდენტებისთვის კი, პიესების კონკურსი – მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ. გამოცხადდება კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად …

საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც კოლეგები პლაგიატში დაადანაშაულა

ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე, რომელმაც კოლეგები, მათ შორის, აკადემიის რექტორი პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი შესაბამის ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მანამდე აკადემიამ თავიდან მოიშორა პროფესორი, რომელმაც პლაგიატის სავარაუდო ფაქტების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. „მე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს პირად ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ არ მინდა გავასაჯაროვო. ეთიკის კომისიის სხდომები იყო დახურული. ბატონ …

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

„არაა გამორიცხული, აკადემიიდან საერთოდ გამათავისუფლონ… დაპირისპირება ჩემსა და მენეჯმენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე პროფესორი და, მათ შორის, რექტორი პლაგიატში ვამხილე… ვაპროტესტებდი სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, როცა დოქტორანტურის შექმნა გადაწყვიტეს, როცა ამის რესურსი არ არის,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და …

საქართველოში პირველად გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალი – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, Horizon 2020 მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსზე – „ევროპელ მკვლევართა ღამე“ სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა – CAPTAIN: Science is the Captain გაიმარჯვა და 197 500 ევროს  ღირებულების გრანტი მოიპოვა. პროექტი, სახელწოდებით – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საერთო-ევროპული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ჩატარებას გულისხმობს. „ევროპელ მკვლევართა …

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში „რევოლუციური აღმოჩენისთვის“ სამ მეცნიერს გადაეცემა

დღეს, 8 ოქტომბერს, ნობელის კომიტეტმა დაასახელა სამი მეცნიერი, რომლებიც 2019 წელს ნობელის პრემიას მიიღებენ ფიზიკის დარგში. ნობელის პრემია გადაეცემა ჯეიმს პიბლსს, 84 წლის ამერიკელ/კანადელ მეცნიერს, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორს – თეორიული აღმოჩენისათვის ფიზიკურ კოსმოლოგიაში, და, ასევე, ნობელის პრემია გადაეცემათ შვეიცარიელ ასტროფიზიკოსებს – მიშელ მაიმორსა და დიდიე კელოს – მზის მსგავსი ვარსკვლავების ირგვლივ ეგზოპლანეტების აღმოჩენისთვის. მათ ჯერ …

ევროპულ სამეცნიერო პლატფორმაზე წვდომა აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში, EURAXESS-ში გაწევრიანდა, რის შემდეგაც ქართველ მეცნიერებს წვდომა ექნებათ ევროპულ სამეცნიერო-კვლევით პლატფორმასთან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფუძნდება EURAXESS GEORGIA, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს ევროპასთან თანამშრომლობაში. სამინისტროს ცნობით, EURAXESS GEORGIA-ზე გარდა ქართული ენისა, ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც განთავსდება, რაც შესაძლებლობას მისცემს აფხაზ მეცნიერებს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში საქართველოს სახელით. საქართველოს დროშა …

ცვლილებები, რომელსაც სამინისტრო მეცნიერების სფეროში გეგმავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციის მიხედვით, ცვლილებები ითვალისწინებს სამეცნიერო სფეროს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტ ინტეგრაციას, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ კვლევებში სამეცნიერო ეფექტიანობის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვას, მეცნიერების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავებას, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის …

225 ქართველი მეცნიერი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, 225 ქართველი მეცნიერი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის წამყვან დაწესებულებებში – უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. ამ სიის მიხედვით, 99 ფიზიკის სპეციალისტი მუშაობს უცხოეთში. აქედან ყველაზე მეტი –  29 ფიზიკოსი დასაქმებულია აშშ-ის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, აშშ-ს ეროვნული ლაბორატორია, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, დელავერის უნივერსიტეტი, აიოვას უნივერსიტეტი და ა.შ. აქედან, დიდი ნაწილი მუშაობს მკვლევარად, …

ქართველი მეცნიერები ცერნში

„თამაშით გართულ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება თავად სათამაშოს შიგნით… ასე ვართ დიდებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შიგნით. ბავშვებივით ჩვენც ხშირად არ გვყოფნის ძალა, დავამტვრიოთ სათამაშო და შიგნით შევიჭვრიტოთ. ესაა ცერნი. აქ მეცნიერები დღე-ღამის განმავლობაში წლობით ელიან შედეგს – უნდათ დაინახონ და მერე სამყაროს გააგებინონ – რა ხდება „სათამაშოს“ …

Exit mobile version