სიახლეები

5 ნოემბრის ღამეს სუპერმთვარე გამოჩნდება

03.11.2025
5 ნოემბრის ღამეს სუპერმთვარე გამოჩნდება

5 ნოემბერს, ოთხშაბათს, ცაზე სუპერმთვარე გამოჩნდება – მთვარე 2025 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და კაშკაშა იქნება.

სუპერმთვარეს დედამიწის თანამგზავრს უწოდებენ მაშინ, როცა სავსე მთვარე დედამიწის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში აღმოჩნდება და განსაკუთრებით დიდი და კაშკაშა ჩანს ცაზე ჩვენი პლანეტიდან.

სუპერმთვარე წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ ჩნდება ცაზე. წელს პირველად სუპერმთვარე 6 ოქტომბერს გამოჩნდა.

„გარდიანი“ წერს, რომ 2025 წლის 5 ნოემბერს მთვარე დედამიწიდან 357 000 კილომეტრზე ოდნავ ნაკლები მანძილით იქნება დაშორებული, რაც მას წლის ყველაზე სავსე მთვარედ აქცევს.

5 ნოემბერს მთვარე საშუალოზე 8%-ით უფრო დიდი და დაახლოებით 16%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდება.

„ბიბისის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 5 ნოემბერს 2025 წლის ყველაზე კაშკაშა და სავსე მთვარე იქნება, შემდეგ სუპერმთვარემდე ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირდება, რადგან წლის მესამე და ბოლო სუპერმთვარეს 2025 წლის 4 დეკემბერს ვიხილავთ ცაზე.

________________________

ფოტოზე: სუპერმთვარე 2025 წლის 6 ოქტომბერს, ტაივანი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: