ქობულეთში ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

დღეს, 15 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში, 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მოზარდი ქობულეთში ქუთაისიდან იყო ჩასული. შემთხვევა დაახლოებით დღის 12 საათზე მოხდა. დღეს ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალული არ არის.

ბათუმში მაშველებს წყალი, ტკბილეული და საკვები მიუტანეს – მოქალაქეების ინიციატივა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან მაშველები უკვე 12 საათია მუშაობენ. „ფეისბუქზე“ მოქალაქეების ინიციატივას, მიეტანათ მაშველებისთვის წყალი და ტკბილეული, ასობით ადამიანი გამოეხმაურა. ინიციატივის ავტორის, ციალა ქათამიძის თქმით, მოკლე ხანში შეგროვდა თანხა, რომლითაც მაშველებისთვის წყალი, ტკბილეული, ხილი და სხვა საკვები შეიძინეს. მოქალაქეების მხრიდან ეს არის ერთგვარი მადლობის ჟესტი მაშველების მიმართ, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. …

ბათუმში ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ – მერია

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ. „ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- ამბობს …

თუშეთში გზა დაზიანდა, მაშველებს მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

დღეს, 25 სექტემბერს, მაშველებს თუშეთიდან, ომალოდან მოქალაქეები გამოჰყავთ. გუშინ, 24 სექტემბერს, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. „ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთნენ. ორი ვერტმფრენის მიერ უკვე განხორციელდა ფრენები, რის შედეგადაც …

მაშველებმა ჩანჩქერიდან მოზარდი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა გადაარჩინეს მოზარდი, რომელიც ჩანჩქერიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მოხდა. „112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ სამწვერას ჩანჩქერზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და სჭირდებოდა მაშველების დახმარება. მოზარდი ჩანჩერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო, უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა. ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. …

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ. ამ ეტაპზე 5 ავტომანქანის და მგზავრების გამოყვანას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საფრთხე არავის ემუქრება. მაშველებმა ბუქსირის დახმარებით უკვე გამოიყვანეს 8 ავტომობილი, რომელმაც სვლა განაგრძო, 2 ავტომანქანის მგზარები კი, უახლოეს სასტუმროში დააბინავეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო …

სანაპიროდან 700 მეტრში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს ცხედრის იდენტიფიკაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი 700 მეტრის რადიუსში ამ დილით იპოვეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგანგებო: წელს მაშველებმა 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის სეზონზე მაშველებმა 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და ასევე, თბილისის წყლებზე. გადარჩენილებს შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. დღეს, 11 ოქტომბერს,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 2019 წლის საზღვაო სეზონი ბათუმში შეაჯამეს. ___________ …

დღეს მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 19 აგვისტოს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. სამსახურის ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე, 3-4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. აღმართულია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ …

დრონით ადამიანის გადარჩენის პირველი შემთხვევა აჭარაში

მახინჯაურში მაშველებმა დრონის დახმარებით 29 წლის კაცი გადაარჩინეს. მოქალაქე ზღვაში 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ეს შენიშნა სანაპიროზე მყოფმა სხვა პირმა, რომელმაც სამაშველო დანაყოფს მიმართა. „გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს“, – აცხადებენ უწყებაში. ტექნოლოგიური სიახლე – მაშველი …

ბათუმელი მაშველების ნაამბობი ისტორიები ადამიანების გადარჩენაზე

21 წლის მაშველი ანრი ნემსაძე ბათუმის სანაპიროზე სამი წელია მუშაობს. ამ ხნის მანძილზე ანრიმ ზღვაში დახრჩობას 200-მდე ადამიანი გადაარჩინა. სანამ მაშველად დაიწყებდა მუშაობას, ანრი წყალბურთელი იყო და სპორტი იმის გამო მიატოვა, რომ გუნდი დაიშალა. „არ დაგვაფინანსეს და აუზის უქონლობის გამო დავიშალეთ, ასე რომ არ მომხდარიყო, სპორტულ კარიერას გავაგრძელებდი,“ – გვეუბნება ანრი. სპორტის მიტოვებაზე გული წყდება, …

სამი მაშველი, რომლებმაც 350 ადამიანი გადაარჩინეს

დღეს, 15 ივნისს, ბათუმში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამი მაშველი დააჯილდოვა. იგორ აზნაურაშვილს, ანრი ნემსაძეს და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელები გადასცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამივე მაშველმა გასულ წელს ჯამში 350 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან დამსვენებლების უსაფრთხოებაზე აჭარის სანაპიროზე 250 მაშველი იზრუნებს, მათ შორის …

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ბათუმში, ახალ ბულვარში, წყალზე მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული. მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლი შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა …

საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე მაშველებად შეძლებენ მუშაობას

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე სეზონური მაშველის პოზიციაზე დასაქმდებიან. ამის შესახებ შეთანხმებას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ დღეს მოაწერეს ხელი. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ. გარდა …

ჭოროხზე სათევზაოდ წასული კაცი მაშველებმა გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის კაცი უვნებლად გამოიყვანეს. უწყების ცნობით, წყლის დონის მომატების შედეგად, სათევზაოდ წასული კაცი ხიდის ქვეშ შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  

მეხანძრე-მაშველებს 677 600 ლარის ფეხსაცმელი უყიდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 4 000 წყვილი სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია GRISPORT-ისგან შეიძინა. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი სპეცფეხსაცმლის ტექნიკური მონაცემები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ფეხსაცმელი 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდება. სპეცფეხსაცმელს ორწლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვს. მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც  მიიღებენ.   მთავარი …

მეხანძრე-მაშველების ხელფასი მომავალი წლიდან შესაძლოა ასი ლარით გაიზარდოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სამაშველო სამსახურის დაფინანსების გაზრდაა გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას დაამტკიცებს,  მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასები გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის 87.6 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქედან 5,5 მილიონი ლარი კი  – მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდისთვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის …

მაშველებმა ურეკში ოთხი ადამიანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს დაბა ურეკში მაშველებმა ოთხი ადამიანი  გადაარჩინეს. სააგენტოს ცნობით ​ისინი სანაპიროდან ზღვაში 80-90 მეტრის დაშორებით იყვნენ შესულები და დახმარებას ითხოვდნენ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. See more

​ბოლო სამ თვეში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო

პირველი ივნისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 51 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს. მათგან ყველაზე მეტი – 27 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 14 – ტბაში, 10 ადამიანი კი – ზღვაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, პირველი ივნისიდან 5 სექტემბრამდე, მაშველებმა ​მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 …

დაბა ურეკში, ზღვაში მაშველებმა ექვსი ტურისტი გადაარჩინეს [ვიდეო]

დღეს დაბა ურეკში მაშველებმა სომხეთის სამი მოქალაქე გამოიყვანეს ზღვიდან.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მშობლები და 15 წლის გოგონა ზღვის სიღრმიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. დღეს მაშველებმა ასევე რუსეთის – ორი და ერთი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს. უწყების ინფორმაციით, ტურისტები არ დაშავებულან. See more  

ქობულეთში მაშველები 9 წლის ბავშვს ეძებენ

ქობულეთის სანაპირო ზოლზე 9 წლის ბავშვს ეძებენ. მაშველები გაუჩინარებულ ბავშვს ამ დროისთვის [13:00 სთ] ეძებენ, როგორც ზღვაში, ასევე სანაპირო ზოლზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობია, ბავშვი ჩავიდა თუ არა ზღვაში საბანაოდ.

„შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე კი ორ მეტრს აღწევს“ – საგანგებოს გაფრთხილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ახლახანს ტურისტები გადაარჩინეს. „მაშველებმა ლაშა როშჩინმა, ავთო გელაშვილმა და კობა მჟავანაძემ სომხეთის მოქალაქეები გადაარჩინეს. ​ტურისტები ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შავ ზღვაზე დღეს, 11 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია. „ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს“. დღეს თითქმის …

ქობულეთში ზღვაში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს [ვიდეო]

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 …

გონიოში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი გადაარჩინეს [ვიდეო]

გონიოში მაშველებმა – ლერი შაინიძემ და ნიკა აბდულიშმა უკრაინის მოქალაქე, 20 წლის გოგო გადაარჩინეს. ​ახალგაზრდა ქალი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, გონიოშივე მაშველებმა – ოლეგ შავაძემ, მამუკა და მანუჩარ წულუკიძეებმა 34 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც ზღვის სანაპიროდან …

მაშველებმა ზღვაში 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ზღვაში, მაშველებმა მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. ​მამაკაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული და შველას ითხოვდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს. …

ბოლო ორ თვეში ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიხრჩო

პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში საქართველოში 39 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს. მათგან ყველაზე მეტი – 20 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 11- ტბაში, რვა ადამიანი კი – ზღვაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე, მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 145 – …

თეთრი ალმები სანაპიროზე – ზღვაში ბანაობა დაშვებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს, შტორმის შესახებ გაფრთხილება უკვე მოხსნილია და ზღვაზე ბანაობა ყველას შეუძლია. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია თეთრი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა ნებადართულია“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქგვერდზე. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს ტალღის სიმაღლე 7-12 დმ-ა (2-3 ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა კი 26,6 გრადუსია. ამავე …

წელს ზღვის სანაპიროზე 200 მაშველი იმუშავებს

ზღვის სეზონთან დაკავშირებით, აჭარის სანაპიროებზე მაშველების რაოდენობა იზრდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსი, ირაკლი თოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, სანაპირო ზოლში 200 მაშველი იმუშავებს. გასულ წელს, სეზონის დასაწყისიდან, 130 მაშველი მუშაობდა, სეზონის ბოლოსთვის კი – 97 მაშველი. „წლის დასაწყისში გავაკეთეთ გარკვეული ანალიზი, თუ როგორი ვითარება იყო გასულ წელს, აქედან გამომდინარე გავზარდეთ მაშველების რაოდენობა. წინასწარი …

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს. „დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 …

ცხრა რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

1. შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი პირველი, რაც სანაპიროზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ეს ამინდის პროგნოზის შემოწმებაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი წვიმა, ქარი, შტორმი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ასე თქვენი სიცოცხლე უფრო დაცული იქნება. 2. ალკოჰოლი და ზღვა დაუშვებელია არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. ყველა ჯერზე როცა ასე იქცევით, თქვენი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება. …

შსს: მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 2017 წელს, მიმდინარე საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. „მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის …

ქობულეთში მაშველები ზღვაში მოზარდს ეძებენ

სამაშველო სამსახური ქობულეთში, ზღვაში, მოზარდ ბიჭს ეძებს, რომელიც დღეს შევიდა ზღვაში. მისი დაკარგვის შესახებ მშობელმა განაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.  

შსს: მოქალაქეებს ვთხოვთ, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები,“ – აფრთხილებს შს სამინისტრო ზღვაზე დამსვენებლებს. სამინისტროსვე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 …

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა უკვე შეწყვიტეს

მაშველებმა ჩაქვში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცის ძებნის სამუშაოები უკვე შეწყვიტეს. ამ უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ძებნა გათენებისთანავე განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული იყო პოლიციაც. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ზე შებინდებისას შევიდა. შს სამინისტროში ამბობენ, რომ გაუჩინარებული პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ საქართველოს მოქალაქეა თუ უცხოელი. ამ უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

შსს: ზღვაზე მაშველებმა წელს საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5- ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავე პერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს… შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, …

მაშველებმა ზღვაში ერთი ადამიანი გადაარჩინეს

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით,  ცოტა ხნის წინ ბათუმში მაშველებმა უცხოელი მამაკაცი გადაარჩინეს. ის თურქეთის მოქალაქეა. „ცოტა ხნის წინ ერთი მამაკაცი იხრჩობოდა ზღვაში და მაშველებმა ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარებამ კი საავადმყოფოში გადაიყვანა და გადაარჩინეს,“ -გვითხრა სასწრაფო დახმარების უფროსმა, მინდია კახიძემ. ბულვარში სასწრაფო დახმარების მანქანა 1-ელი ივლისიდან დგას და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში …

Exit mobile version