რატომ თქვა უარი 200-მა პედაგოგმა გარე დაკვირვების გავლაზე

გარე დაკვირვებაზე 200-მა პედაგოგმაუარი  თქვა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვების ველი 4 356 პედაგოგს გაეხსნა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი გარე დაკვირვებაზე აღარ დარეგისტრირდა. „ჩვენ ველი გავუხსენით მეტს, მაგრამ სურვილი გამოთქვა ნაკლებმა“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინა ინგოროყვა. გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვთ უფროსი სტატუსის მასწავლებლებს, ვისაც სურვილი …

სოციალური მუშაკების გადამზადება იწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპზე სერტიფიცირების კურსს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 39 სოციალური მუშაკი გაივლის. 2019 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 80 სოციალური მუშაკის სერტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ცენტრის ინფორმაციით, კანონის თანახმად, სოციალური მუშაკების სერტიფიცირება „სოციალური მუშაობის შესახებ“ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. სალომე ჩარკვიანი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის …

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის გამოხმაურება

საქართველოს განათლების სამინისტროს სსიპი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, „ბათუმელებში“ დღეს, 23 მაისს, გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება.  ინტერვიუში ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მკვლევარი, ნათია ანდღულაძე, პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების დაჯილდოების თემას შეეხო. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს სურს გამოეხმაროს  „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ნათია ანდღულაძესთან, რომელიც ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსებს ეხება. მასწავლებლის პროფესიის …

კონკურსი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება წლის საუკეთესო ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი. „კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს …

რა ევალებათ „სკოლის მხარდამჭერ ჯგუფებს“, რომლებსაც მასწავლებლის სახლი ქმნის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის წევრების ტრენინგები მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, ახალი პროექტი განათლების რეფორმის ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვისაა საჭირო. რას ნიშნავს სკოლის მხარდამჭერი ჯგუფი და რა პრინციპით იმუშავებენ ჯგუფის წევრები სკოლებში? „ბათუმელები“ ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს, თამთა კვარაცხელიას ესაუბრა. აჭარის რეგიონიდან მხოლოდ ის არის ჩართული სკოლის მხარდამჭერ …

უფროსი მასწავლებელი: გარედაკვირვებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა არ მეძლევა

„ბათუმელებს“ ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს სტატუსის შეცვლა, რისთვისაც დაგროვებული აქვს ყველა საჭირო აქტივობა (11+2 კრედიტქულა), თუმცა, პედაგოგის თქმით, გარედაკვირვებაზე დასარეგისტრირებლად მას შესაძლებლობა არ ეძლევა. „გარედაკვირვებაზე უნდა დავრეგისტრირებულიყავი 2018 წლის სექტემბერში, მაგრამ რადგან ამ დროისთვის რამდენიმე აქტივობის შეფასება არ იყო დასრულებული, ვერ დავრეგისტრირდი. ამჟამად მაქვს ყველა საჭირო კრედიტქულა …

ბერიკა შუკაკიძე: სკოლა გადაწყვეტს, თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდება პედაგოგს

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას სახელი შეეცვლება და ახლა უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ დაერქმევა. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – „ახალი დღე“ განაცხადა. შუკაკიძის თქმით, ცვლილებების შედეგად გაუქმდა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. პედაგოგი მას სურვილის მიხედვით შეავსებს, მაგრამ აღარ იქნება სავალდებულო. როგორც ბერიკა შუკაკიძე ამბობს,  …

რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად 

საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებისთვის 9 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 8 მილიონ 203 ათასი ლარი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“. ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მთლიანი თანხიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორის ტრენერების ანაზღაურებას 3 მილიონ …

მასწავლებლებს ადამიანის უფლებებს შეასწავლიან

სახალხო დამცველის აპარატი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი პედაგოგებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში  ონლაინკურსს მოამზადებენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი მედეა გუგეშაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, კურსის შექმნის საფუძველი  კვლევა გახდა, რომელიც მათ გასულ წელს სკოლებში ჩაატარეს: „კვლევა ჩავატარეთ სკოლებში ადამიანის უფლებების ცოდნისა და კომპეტენციების შესახებ და მოიცავდა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ადმინისტრაციას. კვლევის …

ხულოს ორ სკოლაში ინგლისურ ენას დისტანციურად შეასწავლიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების დანერგვას გეგმავს. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, დისტანციური სწავლების საჭიროება მაღალმთიან რეგიონებში უცხო ენის სპეციალისტების ნაკლებობამ განაპირობა. როგორც ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური …

გარე დაკვირვებაზე 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა

გარე დაკვირვების გასავლელად 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მანანა რატიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგებს, ვინც გარედაკვირვებაზე დარეგისტრირდნენ, სასწავლო წლის ბოლომდე განესაზღვრებათ გაკვეთილის ჩატარების თარიღები. „რეგისტრაცია დასრულდა და ერთი თვის ვადაში ამ მასწავლებლებლებს დაუნაწილდებათ ვადები, თუ ვის როდის დააკვირდებიან. კონკრეტული ვადა აისახება eshool-ის ელექტრონულ სისტემაში და გამოუჩნდებათ კალენდარზე“. როგორც მანანა …

ცენტრის განცხადება გარე დაკვირვების ხელმეორედ გავლის მსურველი პედაგოგებისთვის

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებმაც უარყოფითი შეფასება მიიღეს  გარე დაკვირვებაში და სურვილი აქვთ ხელმეორედ გაიარონ ის, ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემათ მომდევნო სასწავლო წელს. ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია არის უფასო, ხოლო „იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს …

მეექვსე ეროვნული კონფერენცია პედაგოგებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 15-16 დეკემბერს მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას გამართავს,  სახელწოდებით – „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“.  კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით. მომხსენებლის ნაშრომი უნდა მოიცავდეს ორი მიმართულებიდან ერთ-ერთს. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკა საგაკვეთილო …

მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელად ბერიკა შუკაკიძის დანიშვნას სამინისტრო არ ადასტურებს

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ უხელმძღვანელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. ბოლო დღეებია საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას ამ პოსტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ასოცირებული პროფესორის, ბერიკა შუკაკიძის დანიშვნის შესახებ. ბერიკა შუკაკიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისთვის ჯერ არ უცნობებიათ გადაწყვეტილების შესახებ და პასუხს ელოდება. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული …

მანანა რატიანი: ხუთი ათასზე მეტი მასწავლებელი სტატუსს შეიცვლის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, 5 ათასზე მეტი პედაგოგი სტატუსს შეიცვლის. „ახლა მიმდინარეობს  შეფასების ჯგუფის შედეგების აპელაციები და როცა დასრულდება, გვექნება საბოლოო სურათი, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ სტატუსები მივანიჭეთ მასწავლებლებს, რომლებიც აგვისტოს ჩათვლით სკოლებს ჰყავდათ წარმოდგენილი სტატუსის ცვლილებაზე. ამავდროულად, სექტემბერში წარმოდგენილი 1 100 მასწავლებლის წინადადება გვაქვს უკვე ცენტრში …

„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ – კონკურსის გამარჯვებულები 3 ოქტომბერს გამოვლინდებიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ქართველი მწერლებისთვის გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“, საკონკურსო კომისიაში სულ 72 მოთხრობაა შესული. საუკეთესო ათეული 21 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებული ავტორები 3 ოქტომბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების …

მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო

ბათუმში მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების გადამზადების ონლაინკურისისთვის ონლაინფასილიტატორების [ტრენერების] გადამზადება დაიწყო. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს კონკრეტულ საგნებში ონლაინკურსებს შესთავაზებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენერებად ცენტრის თანამშრომლებსა და პროექტის მონაწილეებს ამზადებენ. ტრენინგები ამ ეტაპზე ბათუმში ტარდება. „ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის მონაწილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის …

ტრენინგი პედაგოგებისთვის ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებაში

საბაზო და საშუალო საფეხურის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის (VII-XIIკლასი), ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებაში ტრენინგი იგეგმება. ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან: Powerpoint-ის, Moviemaker-ის, Pixton.com- ის, LearningApps-ის შესაძლებლობებს და მათი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნის ხერხებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ეფექტიანობისათვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს მიენიჭება 1 კრედიტქულა. ტრენინგი მოიცავს:  20 საკონტაქტო  და 5 …

აყალბებენ თუ არა პედაგოგები დოკუმენტებს? – ინტერვიუ სქემის მონიტორინგის მენეჯერთან 

არის თუ არა ინფორმირებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების მხრიდან „პრაქტიკის კვლევის“  სავარაუდო  ყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით და როგორ ამონიტორინგებს ცენტრი სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროგრამის მონიტორინგის მიმართულების მენეჯერი, კახა ჟღენტი საუბრობს. ბატონო კახა, ბოლო პერიოდში პედაგოგები და განათლების სფეროში დასაქმებული პირები ღიად საუბრობენ …

კონკურსი მწერლებისთვის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართველი  მწერლებისთვის აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს  –  „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“. ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მწერლებმა ხელი შეუწყონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და ჯანსაღი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებას სკოლაში. „წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის, საერთო სათაურის  ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ღირებულებების თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი …

ცვლილება გარე დაკვირვებაში და მასწავლებლის სკოლიდან გაშვების მექანიზმი

გარე დაკვირვების წესში ცვლილება შედის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი მაჩაბლის განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, დაკვირვების მექანიზმი მოქნილი ხდება. მისი თქმით, ცვლილების საჭიროება  პილოტირებამ აჩვენა, რომელიც გასულ წელს ორ რეგიონში ჩატარდა. ცენტრის დირექტორი ასევე საუბრობს მექანიზმზე, რომელიც დირექტორს საშუალებას აძლევს, სკოლიდან გაუშვას პედაგოგი, რომელიც პროფესიულად ვერ ვითარდება. ბატონო გიორგი, რაში გამოიხატება გარე დაკვირვების გამარტივება? …

Exit mobile version