„ოცნებამ“ შექმნა დაძაბულობა იმ დროს, როცა ქვეყანა ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს – ბერძენიშვილი

ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია. რა ჩანაფიქრი …

„როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, მთავრობა ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს“

დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – „ევროპული და ქართული იდენტობა“ იმართება. დასწრება თავისუფალია. ლექციამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ბერძენიშვილი „ბათუმელებს” საქართველოს ევროპულ მომავალზე, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ლევან ბერძენიშვილი:  „ჩვენ აქამდე ორ სუბიექტთან გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ ევროპა ვართ: საკუთარ თავთან, ჩვენსავე მოსახლეობასთან, რაც ადვილი ამოცანა …

დღეს ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

„მოგზაური ბიბლიოთეკა“ იწყებს შეხვედრების ახალ სერიას სახელწოდებით – „რატომ ევროპა“. პროექტის ფარგლებში, მედიაგამოცემები „ბათუმელები & ნეტგაზეთი“, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, გიწვევთ ბათუმში, ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე – „ქართული და ევროპული იდენტობა“. საჯარო ლექცია გაიმართება, 9 აგვისტოს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“. ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია შეეხება საკითხებს: რატომ არის ევროპა საქართველო, რა ადასტურებს ამას …

ლევან ბერძენიშვილზე ძალადობა განვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს ბოროტებაა – პედაგოგი

„როცა ადამიანი თავისუფლებას მტრის ხატად მიიჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალ აზრს, მოსაზრებებს ბლოკავს. ამ შემთხვევაში ასეთი მასწავლებელი კარგი ღირებულებების, თავისუფალ მოქალაქეს ვერ გაზრდის. ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ინა იმედაშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი. ის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია თბილისის UG სკოლაში. ქალბატონო ინა, შეგიძლიათ გვითხრათ, რის …

„ხდება ხალხის მტრების გამოგონება“ – ჯანაშია ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ისევ იქცა „ქართული ოცნების“ სამიზნედ. ამჯერად მის წინააღმდეგ კამპანია ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურზე“ მსჯელობის გამო ააგორეს – ბერძენიშვილმა ხევსურები შეურაცხყოო. ლევან ბერძენიშვილს სახლთან 15-20 ნიღბიანი ადამიანიც კი დაახვედრეს. რას ნიშნავს, როცა ფილოლოგი, პუბლიცისტი დევნის ობიექტი ხდება და რა ემართება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს თავისუფალი აზროვნების გამო სდევნის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, …

მოაზროვნე ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ – პაატა შამუგია

„ავტორიტეტების, მოაზროვნე, თავისუფალი ადამიანების დამცირებით ცდილობენ რაღაც თემები გატესტონ, მათ შორის ის, თუ რამდენად შეიძლება შეზღუდონ თავისუფალი აზროვნება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პოეტი პაატა შამუგია. მას დღეს „ბათუმელებმა“ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებული ერთგვარი დევნის კამპანიის შეფასება სთხოვა. პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ჩაშლის შემდეგ, „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც  ის …

დადასტურდა, რომ კვლავ „ბედნიერი ერი“ ვართ – ლევან ბერძენიშვილი

15 იანვარს ქალაქ ყვარელში პრორუსულმა „კონსერვატიულმა მოძრაობამ“, იგივე „ალტ-ინფომ“, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ლექცია ჩაუშალა. ლევან ბერძენიშვილს მოსწავლეებთან ილია ჭავჭავაძის შესახებ უნდა ესაუბრა, თუმცა მას „ალტ-ინფოს“ წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ლევან ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მოხდა ყვარელში. „იმის მიხედვით, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ …

კობახიძემ პარლამენტში ძმებ ბერძენიშვილებზე სიძულვილის ენით ისაუბრა

დღეს, 7 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას ძმებზე, ლევან და დავით ბერძენიშვილებზე თქვა, რომ ისინი ისტორიული პიროვნებების კრიტიკით „ეროვნულ იდენტობას ებრძვიან“. „მათ გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობის დაკნინებას. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ …

რეაქცია გვაქვს ხელოვნურ, კომიკურ პრობლემებზე. აქ დისკუსია შეუძლებელია – ინტერვიუ

ფილოლოგ, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის კრიტიკას საქართველოში, საზოგადოების ერთი ჯგუფის მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეიქმნა პეტიცია, რომლითაც პეტიციის ავტორებმა მოითხოვეს ბერძენიშვილს „აეკრძალოს სტუდენტებთან კომუნიკაცია“, რადგან, მათი აზრით, ლევან ბერძენიშვილი ერეკლეს მიერ რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის კრიტიკით ეროვნულ გმირს შეურაცხყოფს. 28 მაისს თელავში აქციაც კი გაიმართა ლევან ბერძენიშვილისგან „ერეკლე მეორეს დასაცავად“. რას ნიშნავს სინამდვილეში ლიტერატორის, …

„აბა, ომი გინდათ“ ლოგიკით ყველაზე ცუდი მეფე აღმაშენებელია – გაბედა და დიდგორი მოიგო

„ზოგი ამბობს, სად ევროპა და სად ნიკა გვარამია, ამან როგორ უნდა იქონიოს გავლენა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. არადა, ეს ამბავი თავშიცაა, შუაშიც და ბოლოშიც“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, პარლამენტის ყოფილი წევრი.  მას დღეს, 16 მაისს, „ბათუმელები“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ბატონო ლევან, ევროკავშირმა დაახლოებით ერთ თვეში უნდა იმსჯელოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ამ დროს …

ყველაზე სამარცხვინო მოვლენიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე – ლიტერატურული წლის შეფასება

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს „ბათუმელებმა“ სთხოვა დაესახელებინა, მისი აზრით, 2018 წელს ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. მან არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ ზოგადად, წლის ლიტერატურულ პროცესებზე და ყველაზე სამარცხვინო ლიტერატურულ მოვლენაზეც კი ისაუბრა.  ლევან ბერძენიშვილი: საქართველოსთვის წლის მთავარი, 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო. როცა მსოფლიოს ეუბნები, როგორი მაგარი იყავი წარსულში, ფიქრობენ, რომ ეს …

ბათუმში წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ გაიხსნა

„ქალაქი იზომება ბევრი კრიტერიუმით, მაგრამ თუ გახსოვთ, ერთმა დიდმა მწერალმა, როდესაც განიზრახა კარგი წიგნი დაეწერა, თქვა, რომ თუ გინდათ ქალაქი გაიგოთ, უნდა იცოდეთ, როგორ უყვართ, როგორ კვდებიან და რა წიგნებს კითხულობენო. ეს ალბერ კამიუა, „შავი ჭირი“, მაგარი წიგნია მოგეხსენებათ და ისიც ზღვისპირა ქალაქზეა დაწერილი, თუმცა ჩვენ სილამაზით ქალაქი ორანი ვერ შეგვეჯიბრება, ნამყოფი ვარ და დიდი …

ბათუმში „სანტა ესპერანსა“ ლევან ბერძენიშვილის თარგმანის პრეზენტაციითა და გამოფენით გაიხსნება

27 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, წიგნის მაღაზიათა ქსელი „სანტა ესპერანსას“ ახალი მაღაზია ლევან ბერძენიშვილის ახალი თარგმანის პრეზენტაციითა და მხატვარ ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენით გაიხსნება. ლევან ბერძენიშვილი პირველად ბათუმში წარადგენს ესქილეს „ორესტეას“ თარგმანს, ხოლო ლევან ხარანაულის გამოფენის დამთვალიერებლებს მისი ნახატებისა და ილუსტრირებული წიგნის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო პირველი 50 მყიდველი დასაჩუქრდება. წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიასა და …

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

16 სექტემბერს, 19 საათზე ბათუმში, „თიბისი გალერეში“ ლევან ბერძენიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ავთანდილიდან ალუდამდე“. საჯარო ლექცია 21 საათამდე გაგრძელდება და დასწრება თავისუფალია. მისამართი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. 37

საჯარო ლექცია უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს საჯარო ლექცია-მოხსენება თემაზე –  უმაღლესი განათლების მნიშვნელობა და როლი. მოხსენებებს კითხულობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი. „ვილაპარაკებ ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენს ეპოქაშიც არის თუ არა ამ ჰუმანიტარულ განათლებაში ის, რასაც უწოდებენ „ლებერალარტს“, მარადიული განზომელება, დანიშნულება… მე ვეცდები დავამტკიცო, რომ არის. შევეცდები ცოტა კონტრბალანსი გავაკეთო თანამედროვე წარმატების …

ლევან ბერძენიშვილის და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია ბათუმში

15 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო ლექცია-მოხსენებას გააკეთებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი. მომხსენებლები ისაუბრებენ უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე. ასევე, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბოლონიის პროცესის შესახებ. ღონისძიება ტარდება თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი – ” R N C D-ს” პროექტის – ‘’უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის …

ბათუმი – მულტიკულტურული ქალაქი

 

მე ბათუმელი ვარ. გავიზარდე გორკის #1-ში, ბათუმისთვის დამახასიათებელ ეზოში. ამ ქუჩას ბევრჯერ შეეცვალა სახელი, მაგრამ ბათუმელების ცნობიერებაში მაინც გორკის ქუჩად დარჩა, ისევე როგორც თბილისელების მეტყველებიდან ვერ განიდევნა „პლეხანოვი“.
ეს სახლი, სადაც მე ვიზრდებოდი, ორ ქუჩაზე დგას. ფაქტობრივად, ორი სახლია ერთმანეთზე მიდგმული და შიდა ეზოს ქმნის. აი, ამ ეზოში ცხოვრობდნენ ქართველები, ბერძნები, სომხები, რუსები და უკრაინელები. ამ ეზოში შეხვდა მათი კულტურები ერთმანეთს. და ჩემმა ბავშვობამაც სხვადასხვა კულტურაში ვარჯიშში გაიარა.

Exit mobile version