„ეს არის ხალხის ემოციებით ვაჭრობა, ფიზიკურად ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მაგრამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის – „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ. ამ კომპანიაში უსახლკაროების აქციის შესახებ ვიკითხეთ: არის თუ არა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი …
Tag Archives: კომპანია „მეტრო“
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა
„ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზით წარმოდგენილ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები,“ – აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ დღეს, 5 ივლისს, გაასაჯაროვა. მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ …
Continue reading “ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სისხლში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა”
ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს
საქართველოს მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც გუშინწინ, 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით დააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. გალიფ ოზთურქი საქართველოში არაერთ კომპანიას ფლობს „მეტრო ჰოლდინგის“ ქოლგის ქვეშ. ოზთურქის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის თქმით, ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, …
Continue reading “ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს”
რას და როგორ ედავება მერია მეტრო ჰოლდინგს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ „მეტრო ტერმინალს“, რომელიც გოგოლის #11 ბ-ში უკანონოდ აშენებდა, მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლომ მიიღო. ინსპექცია განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა სააღსრულებო ფურცელი მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ეს დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ აღსრულების ბიუროს 17 დეკემბერს გადაუგზავნა. ინსპექციის ინფორმაციით: „ასევე შესაბამისი მასალები გადაგზავნილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში …
Continue reading “რას და როგორ ედავება მერია მეტრო ჰოლდინგს”
ჩინური ინვესტიციები და გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით – გალიფ ოზთურქის იმპერია ბათუმში
ავტორები: თედო ჯორბენაძე, ირმა დიმიტრაძე ბათუმში, ბონის დასახლებაში, „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის მიერ უკანონოდ აშენებულ 9 კორპუსში უძრავი ქონების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ სულ სხვა კომპანია – „ჰექსინ ჯგუფი“ იუწყება. ახალ დასახლებას, რომელიც რამდენიმე თვეში უკანონოდ აშენდა, ქონების მესაკუთრეები ასე მოიხსენიებენ – „ბონი სითი“ ან „ჰექსინ მომავლის ქალაქი“. „მეტრო“ გავლენიანი და ცნობილი ჰოლდინგია საქართველოში. „ბათუმელები“ …
ჩინელი ბიზნესმენები ბათუმში – რას მალავს მთავრობა
ავტორები: თედო ჯორბენაძე, ირმა დიმიტრაძე საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურს ელიან, ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავენ პოლიტიკური პარტიები, პარალელურად კი ბათუმში ბოლო თვეებია ერთი თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ – რის გაკეთებას აპირებენ ჩინელი ბიზნესმენები ბათუმში? რის გაკეთებას აპირებენ ჩინეთის მოქალაქეები ბათუმში „მენეჯერმა გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნებია და ბევრი ჩინელი ერთად არ უნდა დაინახონ ქუჩაში. ამიტომ, ძირითადად, სავაჭრო ცენტრში ან …
Continue reading “ჩინელი ბიზნესმენები ბათუმში – რას მალავს მთავრობა”
ტროტუარი გადაკეტა კომპანიამ, რომელიც 242 მეტრი სიმაღლის შენობას აშენებს
ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, „მეტრო ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანია „ვესთ თაუერსმა“, რომელიც აქვე 242 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენს აშენებს, ჯიხური ჩადგა. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ჯიხური აქ უკანონოდ დგას. „ვესთ თაუერსი“ აქვე 7 023 კვ.მეტრი მიწის ფართობს ფლობს, რომელიც სახელმწიფოსგან 30 მილიონ ლარად იყიდა. ეს ნაკვეთი კომპანიამ შემოღობა, თუმცა ჯიხური ჩადგა არა თავის …
Continue reading “ტროტუარი გადაკეტა კომპანიამ, რომელიც 242 მეტრი სიმაღლის შენობას აშენებს”
242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ახალი, ყველაზე მაღალი თაუერი ბათუმში
ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს, შპს „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია 72-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, West Tower-ის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, „ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ კავკასიაში“. კომპანიამ მერიას პროექტის დეტალური განაშენიანების გეგმის პროექტის ინიცირების თაობაზე უკვე მიმართა. კომპანიის დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური ინვესტიცია. პირველადი პროექტის …
Continue reading “242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ახალი, ყველაზე მაღალი თაუერი ბათუმში”
ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე
ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს კიდევ ერთი თაუერი აშენდება. 7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი აქ შპს „დე გრუპმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა. „დე გრუპი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია. ბიზნესმენმა შესყიდულ ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო, ამ ადგილზე მოაზრებული პროექტის რენდერთან ერთად გუშინ, …
Continue reading “ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე”
„მეტრო“: აფთიაქის შენობაზე მხოლოდ რეაბილიტაციას ვგეგმავთ, მასშტაბი არ იცვლება
„მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, ბათუმში პირველი აფთიაქის შენობის მასშტაბების შეცვლას კომპანია არ გეგმავს, შენარჩუნდება შენობის ძველი იერსახე და მას მხოლოდ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. ამის თაობაზე ნებართვის მიღების მოთხოვნით კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს უკვე მიმართა: „შეგიძლიათ ახაროთ ბათუმელებს, რომ ისტორიულ ნაწილს არ შევეხებით, არც სიმაღლეში და არც სხვა პარამეტრში, არაფერს შევცვლით“. რაულ კახაძის …
Continue reading “„მეტრო“: აფთიაქის შენობაზე მხოლოდ რეაბილიტაციას ვგეგმავთ, მასშტაბი არ იცვლება “
13 მლნ დოლარად გაიყიდა ბათუმში პირველი აფთიაქის შენობა – მყიდველი „მეტროს“ მფლობელია
ბათუმში ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის ახალი მფლობელი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქია. 2019 წლის დეკემბერში მან ამ ქონების მესაკუთრე კომპანიის შპს „ჟასმინის“ ასი პროცენტი შეისყიდა. კომპანიის წილებში გალიფ ოზთურქმა ჯამში 42 მილიონი ლარი [13 მილიონ აშშ დოლარი] გადაიხადა. შესაბამისად ის გახდა ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედნის მიმდებარედ არსებული ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მფლობელი. მანვე აიღო ის …
ყოფილი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და „მეტროს“ მფლობელი ბიზნესს ერთად იწყებენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გალიფ ოზთურქთან პარტნიორობის ფარგლებში ძალების მოსინჯვას სადაზღვევო სექტორში გეგმავს. შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ყოფილმა მინისტრმა 2019 წლის 24 დეკემბერს დააფუძნა, ის კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელია. 2020 წლის თებერვალში კი, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის ახალდაფუძნებულმა კომპანიამ და სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ …
Continue reading “ყოფილი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი და „მეტროს“ მფლობელი ბიზნესს ერთად იწყებენ”
„მეტროს“ შესაძლოა კურორტ გოდერძიზე ხელშეკრულება შეუწყვიტონ
„მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებაზე ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. კომპანია ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმროს აშენებს. კურორტზე მიწის ნაკვეთი კომპანიას, პირდაპირი წესით, 2016 წელს გადაეცა. „მეტრო ატლას ჯორჯიას“ გეგმა-გრაფიკის მიხედვით აღებული გარკვეული შუალედური ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია სწორედ ამ …
Continue reading “„მეტროს“ შესაძლოა კურორტ გოდერძიზე ხელშეკრულება შეუწყვიტონ”
რა კავშირშია კაზინო „ინტურისტის“ მფლობელი კომპანია „მეტრო ჰოლდინგთან“
ყოფილი კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას დღემდე ითხოვენ. კაზინო 2019 წლის იანვრიდან აღარ მუშაობს. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვის ხელფასები არ აუღიათ. ამ ადამიანებმა, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით 180-დან 280-მდე, ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სასტუმროს „ინტურისტის“ მფლობელ „მეტრო ჰოლდინგის“ კუთვნილ ობიექტებთან არაერთი აქცია გამართეს. „მეტრო ჰოლდინგმა“ რამდენიმე დღის წინ კაზინოს ყოფილ თანამშრომლებს …
Continue reading “რა კავშირშია კაზინო „ინტურისტის“ მფლობელი კომპანია „მეტრო ჰოლდინგთან“”
„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი
„მეტრო ჰოლდინგმა“ 21 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ კაზინო „ინტურისტის“ [„ლიბერთი კაზინოს“] ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანებას 22 თებერვალს სრულად აუნაზღაურებდა. დღეს, 23 თებერვალს, „ბათუმელებს“ კაზინოს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „მეტროს“ მათთვის კუთვნილი ხელფასები სრულად არ აუნაზღაურებია. „ვინც მივედით გუშინ, ყველას დაგვირიგეს 1000-1000 ლარი, მიუხედავად იმისა, 500 ლარი გვქონდა ასაღები ყოფილ თანამშრომლებს თუ – …
Continue reading “„მეტრომ“ კუთვნილი ხელფასები არ მოგვცა – კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომელი”
კაზინო „ინტურისტის“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას „მეტრო“ აუნაზღაურებს
კაზინო „ინტურისტის“ ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს. სასტუმრო „ინტურისტის“ მფლობელმა „მეტრო ჰოლდინგმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო პერიოდში სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ არსებულ „ლიბერთი კაზინოს“ პერსონალის დავალიანებასთან დაკავშირებულმა დავამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, რაც უარყოფითად აისახა „მეტრო ჰოლდინგის“ იმიჯზე. განვმარტავთ, რომ „მეტრო ჰოლდინგს“ იჯარით ჰქონდა გაცემული …
Continue reading “კაზინო „ინტურისტის“ ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას „მეტრო“ აუნაზღაურებს”
„მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმს“ უნებართვოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური დაანგრევინეს
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „მეტრო სითი ლეჯენდ ბათუმმა“ ბენზინგასამართი სადგური უნებართვოდ ააშენა. კომპანია ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილებამ რამდენჯერმე გააფრთხილა, დააჯარიმა და საქმე აღსრულებას გადასცა. ზედამხედველობის ამავე განყოფილების უფროსის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, კონსულტაციების შემდეგ კომპანიამ დემონტაჟი თავად განახორციელა. მოქიას თქმით, მოლაპარაკებებში მერიის გარდა აჭარის მთავრობაც ჩაერთო. ბათუმში ხშირია უნებართვო მშენებლობები, თუმცა უკანონოდ …
„მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება
გონიოს ციხის მიმდებარედ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენები შეიტანეს. კანონდარღვევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართეს და ფოტომასალაც მიაწოდეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის …
მშენებლობაზე დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახს კომპენსაციაზე უარს ეუბნებიან
2017 წლის სექტემბერში „მეტრობეტონის“ მშენებლობიდან 30 წლამდე ორი მამაკაცი ჩამოვარდა. დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრები სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ კომპენსაციას ითხოვენ. დაღუპულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს, 23 იანვარს, „უნისონის“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, დაღუპულებს ჰქონდათ სიცოცხლის დაზღვევა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანია თანხის – 100 ათასი დოლარის გადახდაზე უარს აცხადებს. სააქციო საზოგადოება „მეტრობეტონსა“ …
Continue reading “მშენებლობაზე დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახს კომპენსაციაზე უარს ეუბნებიან”
ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს
„სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ მოწოდებით „აუდიტორია 115“ ბათუმელი მუშების მხადარდამჭერ აქიას მართავს. საუბარია „მეტრო სითის“ მშენებლობაზე, სადაც 8 სექტემბერს ორი მუშა დაიღუპა, ხოლო 18 სექტემბერს სამსახურში დაბრუნებული მუშები მშენებლობაზე აღარ შეუშვეს. მშენებლობა ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის გამართვას „აუდიტორია 115“ ამ ადგილას აპირებს. კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციამ გუშინ, 19 სექტმებერს განაცხადა, რომ მშენებლობა …
Continue reading “ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს”
„მეტრო ატლას ჯორჯიას“ აჭარის მთავრობა ჯარიმებისგან ათავისუფლებს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა თანხმობა სს „მეტრო ატლას ჯორჯია“ გაათავისუფლოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ჯარიმებისაგან იმ პირობით, თუ შესრულებული იქნება ყველა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად სს „მეტრო ატლას ჯორჯიას“ მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე …
Continue reading “„მეტრო ატლას ჯორჯიას“ აჭარის მთავრობა ჯარიმებისგან ათავისუფლებს”
სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში „მეტრომ“ თავის შვილობილ კომპანიებზე გაასხვისა
„მეტრო ატლას ჯორჯიამ“ სასტუმრო „ეიფორია“ და სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“ ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილ კომპანიებზე ჯამში 306 მილიონ 250 ათას ლარად [დაახლოებით 125 მილიონ აშშ დოლარად] გაასხვისა. სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში, ახალ ბულვართან, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე „მეტროს“ მიერ განხორციელებული პროექტ „მეტრო სითის“ ნაწილია. „მეტრო ატლას ჯორჯია“ საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფაქტობრივად თავადაც ჰოლდინგ „მეტროს“ შვილობილია. …
Continue reading “სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი ბათუმში „მეტრომ“ თავის შვილობილ კომპანიებზე გაასხვისა”
„მეტრომ“ ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა
კომპანია „მეტროს“ ახალ სასტუმროს SKY TOWER-ი ჰქვია. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო 21-სართულიანია და მასში 101 ნომერია, 94 – სტანდარტული და 7 ლუქსი. სასტუმროს აქვს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. გარდა ამისა, SKY TOWER-ში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული. აჭარის მთავრობის ინფორმაციის თანახმად, სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ …
„მეტროს“ მუშების საპროტესტო აქცია ბათუმში
დღეს, ბათუმში სასტუმრო „პრინცესას“ [ყოფილი ფოსტის შენობაში] მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდა პროფკავშირების იურისტი ნინო უტიაშვილი. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მუშები აპროტესტებდნენ საწყობის ყოფილი გამგის რუსლან ჯაბნიძის გათავისუფლებას და დამსაქმებლების დამამცირებელ დამოკიდებულებას დასაქმებულთა მიმართ: „ხელშეკრულებებს ჯერ არ გავცნობილვარ, ამისი დრო და საშუალება არ გვქონდა. შევთანხმდით, რომ დაუბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებს. საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ, დაგვიკავშირდებიან და თუ …
Continue reading “„მეტროს“ მუშების საპროტესტო აქცია ბათუმში”
„ფოსტის“ ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას „მეტრო“ დაასრულებს
ბათუმში, ყოფილი ფოსტის შენობის ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას თურქული ჰოლდინგი „მეტრო“ დაასრულებს. კომპანიამ, რომელმაც მშენებლობა უნდა გააგრძელოს, მთელ ქონება [რაც „ფოსტის“ ადგილზეა] იპოთეკით დატვირთა. ქონების მეპატრონედ კი თურქული „აქთივ ბათუმი“ რჩება, რომელსაც თავის დროზე „ფოსტის შენობა“ გარკვეული პირობებით მიყიდეს. მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მეპატრონის განცხადებით, ვადა გადაიწია. რატომ გახდა აუცილებელი მშენებელი …
Continue reading “„ფოსტის“ ადგილზე სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობას „მეტრო“ დაასრულებს”
დაგირავებული ”ინტურისტი” და ჰოლდინგი ”მეტრო”
სასტუმრო „ინტურისტში“ რამდენიმე დღის წინ პროექტ „მეტრო სითის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „მეტრო ატლას ჯორჯია“ ბათუმში ახალ ბულვართან ახორციელებს. ამ კომპანიის მფლობელმა – თურქულმა „მეტრო ჰოლდინგმა“ კი, რამდენიმე თვის წინ, „ბათუმი ინტურისტის“ 50% წილი შეიძინა. სასტუმრო „ინტურისტთან“ დაკავშირებული კომპანიები საჯარო რეესტრში ცვლილებებს ვერ არეგისტრირებენ, ვინაიდან მთელი ქონება იპოთეკითაა დატვირთული.