თანამდებობის პირების მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აიღებენ – კანონპროექტი

„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება ექნებათ  სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების მოადგილეებსაც. კერძოდ, ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტით, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს და …

ბათუმში 10 წლის ბიჭი დაშავდა, პარლამენტი კი პიროტექნიკაზე კანონის მისაღებად ისევ ვერ იცლის

საქართველოს პარლამენტმა ვერ მოიცალა კანონპროექტისთვის, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებას დაარეგულირებს. ამ კუთხით მომზადებული კანონპროექტის განხილვა 2023 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო. ვიდრე პარლამენტს პიროტექნიკის პრობლემის მოგვარებისთვის არ სცალია, ბათუმში ამჯერად 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა – დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. კანონპროექტი პიროტექნიკის მოხმარების კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს: „წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდარღვევად ცხადდება პიროტექნიკის უკანონო …

რა წერია კანონპროექტში, რომლითაც მედიისა და NGO-ების აგენტებად გამოცხადება იგეგმება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს. კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს …

ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე

შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძეს ან ლევან მამალაძეს, ასევე, იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის ბრალი აქვთ წაყენებული, თუმცა ისინი თავს აფარებენ რუსეთს ან სხვა ქვეყანას და სასჯელი არ აქვთ საქართველოში მოხდილი? – ეს კითხვები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, …

რამდენი ლარით შეიძლება დაჯარიმდეთ გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში – კანონპროექტი

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში ჯარიმები გაიზრდება. კანონპროექტის მიხედვით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის დამალვა დაჯარიმდება 5 000-დან 10 000-მდე ლარით, ხოლო დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დამალვა – 5 000 …

კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები

„კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს და საპროტესტო აქციების გამართვაც შეიზღუდოს…“ – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძე ახალ რეგულაციებზე, რომელიც რამდენიმე დღეში შესაძლოა ძალაში შევიდეს. 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს …

რა იცვლება შშმ პირებისთვის ახალი კანონპროექტის მიხედვით

საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა, სადაც ასახულია გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები. კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით,  შენობა-ნაგებობების ადაპტირება 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. „ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული“. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების შემოტანას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. „ახალი სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ …

სქესობრივი განათლება სკოლაში სასულიერო პირების ჩართულობით – ჯაშის კომენტარი კილაძის ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არ იცნობს ბავშვთა კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც მოზარდის სქესობრივ აღზრდას უკავშირდება და რომელზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მუშაობს. „აღნიშნულ ჩანაწერს მე არ ვიცნობ, როგორც კი დავბრუნდები პარლამენტში, მექნება კონსულტაცია სოფო კილაძესთან და ვეცდები ჩემი გამოცდილება, გაეროს ბავშვთა ფონდში მოღვაწეობის დროს, მათ …

შსს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე კანონის გამკაცრებას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. შსს-მ ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა. შსს-ს ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მსჯავრდებულისთვის საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას. „შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, …

შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებამ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების [განსაკუთრებით მოზარდების] დასაცავად და სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის მოამზადა“. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას 12 სექტემბერს წარედგინა. სამინისტრო აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ: [crosslist] იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, …

შს სამინისტროს კანონპროექტი – სად იკრძალება მარიხუანას მოწევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანის მოხმარება: [checklist] საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვნის თანდასწრებით სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა …

მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი …

საია: სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანს რელიგიური სიძულვილისგან და არა „რელიგიურ გრძნობებს“

ემზარ კვიციანის კანონპროექტზე „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან“ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პოზიციები ვერ შეაჯერეს. 25 აპრილი ბოლო დღე იყო, როცა ამ თემაზე წამყვან კომიტეტებს დასკვნები უნდა დაედოთ. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება პარლამენტარებმა ერთი თვით გადადეს. თუკი კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი გახდება. დამნაშავეს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, ან ერთი წლით ციხეში გამოამწყვდევენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, …

ოჯახში ძალადობის განმეორების შემთხვევაში მოძალადის მიმართ კანონი მკაცრდება 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გამკაცრებას აპირებს იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის გამო არიან ნასამართლევი და ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ ლონდა თოლორაიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტულად კანონპროექტი. „კონკრეტულ დეტალებს ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მაისში …

სამი ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს შშმ პირების შესახებ კანონპროექტის გასაჯაროებას სთხოვს

შშმ პირების უფლებებზე მომუშავე სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს. მათი მოთხოვნაა სამინისტრომ გაასაჯაროვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: აღშფოთებას გამოვთქვამთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საქართველოს კანონის სამუშაო ვერსიის შექმნისა და დამუშავების პროცესის დახურულობის გამო. კანონპროექტს ამუშავებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და რამდენიმე, ძირითადად, …

გაიზრდება თუ არა საჯარო მოხელის ხელფასი 2018 წელში

გაიზრდება თუ არა ხელფასები საჯარო სამსახურებში 2018 წლიდან? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაშიც კი,  ბიუჯეტების პროექტებში არსებული სახელფასო ფონდები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელფასები გაიზარდოს. თუმცა ჯერ არც ბიუჯეტებია დამტკიცებული და არც ის კანონი, რომელმაც ხელფასების ოდენობა და გაცემის წესი უნდა განსაზღვროს. დიდი ალბათობით საჯარო მოხელეებს არც დღეს …

კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებაში შესვლის უფლებისთვის

ფრაქცია ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ კანონპროექტი მოამზადა ”პატიმრობის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ უმაღლესი საბჭოს წევრებს პენიტენციალურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცემათ. ეს უფლებამოსილება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გია …

დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს …

Exit mobile version