იანვარში საგარეო ვაჭრობა შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. „2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 597 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19 პროცენტით), ხოლო იმპორტი …

სარფიდან ზეთისხილის 4500 ნერგი უკან, იტალიაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოდან ზეთისხილის 4500 ნერგი უკან, იტალიაში გააბრუნეს. სამსახურის ინფორმაციით, „თანმხლებ ნიადაგში დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.“ „საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, იტალიის რესპუბლიკიდან მომავალი 4500 ცალი ზეთისხილის ნერგით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფიტოსანიტრების მიერ, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო – საკარანტინო კონტროლის პროცედურების …

რუსეთთან იმპორტ-ექსპორტი მარტში, თებერვალთან შედარებით, შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია როგორც იმპორტი რუსეთიდან, ასევე ექსპორტი. საქსტატის მონაცემებით, რუსეთიდან მარტის თვეში საქართველოში შემოტანილია 91,5 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, ხოლო თებერვლის თვეში შემოტანილი იყო 95,9 მილიონი დოლარის საქონელი. ამავე მონაცემებით, იმპორტი რუსეთიდან მარტის თვეში გაზრდილია იანვართან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან შემოტანილი იყო 85,9 …

საიდან შემოდის ფქვილი, შაქარი, ზეთი – რუსეთის და სხვა ქვეყნების წილი 

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები, ისეთი, როგორიცაა: შაქარი, მზესუმზირას ზეთი, ხორბლის ფქვილი, ხორბალი, წიწიბურა, მაკარონი, ბრინჯი, რძის ფხვნილი, ლობიო და მარილი. ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან ძირითადად შემოტანილია ხორბალი, ხორბლის ფქვილი და მაკარონი. სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების შემთხვევაში კი, რუსეთი მთავარი მომწოდებელი ანუ იმპორტიორი არ არის …

საქართველოში წელს რუსეთიდან 181 მილიონის საქონელი შემოვიდა, გავიდა – 92 მილიონის

2022 წლის ორი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია ჩინეთში, შემდეგ კი – რუსეთსა და აზერბაიჯანში. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ამავე პერიოდში ყველაზე მეტი პროდუქცია შემოტანილია თურქეთიდან, შემდეგ მოდის რუსეთი და მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. 2022 წლის ორ თვეში საქართველოდან რუსეთში გატანილია ჯამში 92,8 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო ამავე პერიოდში რუსეთიდან შემოტანილია 181,7 მილიონი …

საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მლნ-ის, ხოლო შემოტანილია 85 მლნ-ის პროდუქცია 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თურქეთის შემდეგ რუსეთი მეორე ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა საქართველოში. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია 85 მილიონ 929 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მილიონ 684 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია. წინა, 2021 წლის იანვართან შედარებით კი, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან იმპორტი 30,2 მილიონი დოლარითაა გაზრდილი, მაშინ, …

ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს იწურება

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1-ლი მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით აქვთ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეღავათი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა. აღნიშნული შეღავათი დაახლოებით  19 …

პანდემიის პერიოდში საქართველოში 112 ათასი ავტომანქანა შემოიტანეს, 43 ათასი კი გაიტანეს

პანდემიის ერთ წელში, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 156 496 ავტომობილის იმპორტ-ექსპორტი განხორციელდა. აქედან 141 811 მსუბუქი ავტომობილი იყო. პანდემიის დროს ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი, პანდემიამდე ერთ წელთან შედარებით, 135 594-ით შემცირდა [2019 წლის მარტიდან 2020 წლის მარტამდე ანუ არაპანდემიის დროს, ავტომობილების იმპორტ-ექსპორტმა საქართველოში რაოდენობრივად, ჯამში 292 090 შეადგინა]. იმპორტ-ექსპორტის მონაცემები 2020 წლის …

წელს 3 თვეში 206 მილიონი აშშ დოლარის ავტომანქანა შემოიტანეს – საქართველო

2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 206 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარის მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა. ეს მაჩვენებელი 17,7 მილიონი დოლარით ნაკლებია პანდემიამდე ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 223,9 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა იყო შემოტანილი. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 2021 წლის პირველ სამ თვეში 22,3 მილიონი …

ქვეყნების სია, სადაც საშიში ინფექციური დაავადებებია გავრცელებული – მთავრობა

საქართველოს მთავრობამ საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ეს არის ამონაწერი/ინფორმაცია მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმიდან და ეს ინფორმაცია მიღებული იქნა ცნობად“. სხვადასხვა დაავადების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორიებიდან იზღუდება ან იკრძალება მეცხოველეობისა თუ მეფრინველეობის პროდუქტების იმპორტი. მთავრობის განცხადებით, „ამ …

მარტში იმპორტი და ექსპორტი შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის მარტში იმპრტირებულია 655 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რაც თითქმის 101 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული წლის მარტთან შედარებით. იმპორტი 2020 წლის მარტში შემცირებულია ამავე წლის თებერვლის თვესთან შედარებითაც – 43,4 მილიონი აშშ დოლარით. ამ პერიოდისთვის ჯამში, 32,5 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები ღირებულების მანქანები და სატრანსპორტო მოწყობილობები შემოვიდა; მნიშვნელოვნად …

პროდუქტში სალმონელას გამო თურქული, ბელგიური და ჰოლანდიური 3 საწარმოდან იმპორტი შეჩერდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს. „აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა. კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდა,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. სამსახურმა …

რა შეღავათები გაუუქმეს იმპორტიორებს და ვის შეეხება მინისტრის ბრძანება 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა], წინასწარ [საქონლის შემოტანამდე] დეკლარირებულ საქონელზე [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა] და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას [ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა]. საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილებები, დღეიდან, 12 ივნისიდან, უკვე ამოქმედდა აქციზური …

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან [ინფოგრაფიკა]

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3030 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ …

საქართველოს საგარეო ვაჭრობა რიცხვებში [ინფოგრაფიკა]

საქსტატის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 11 966 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [4 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 9852 მლნ. აშშ დოლარს [27 პროცენტით მეტი]. 2016 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის …

კანადა, თურქეთი, რუსეთი – უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [10 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დოლარს [23 პროცენტით მეტი]. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის …

ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაისიდან აქციზის განაკვეთები განახევრდება

0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი 50 პროცენტით მცირდება. შესაბამისი ცვლილება კანონში 2016 წლის პირველი მაისიდან შევა ძალაში. ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში შევიდა, რომლითაც აქციზის ის განაკვეთებია განსაზღვრული, რომლითაც ესა თუ ის აქციზური საქონელი იბეგრება. 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთებია: 2016 წლის …

33 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი სამ თვეში

2016 წლის იანვარ-მარტში თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამავე პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, …

იანვარში საქართველოდან 10 მილიონი დოლარის თხილი გავიდა

2016 წლის იანვარში საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რამაც 25 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 12 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილისა და კაკლის სხვა  ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის საქართველოდან ექსპორტმა 10 მლნ. აშშ დოლარი …

უფასო უშუქობა ამჯერად ცენტრის ბრალი ყოფილა

„საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ სამშაბათიდან 100 მეგავატით გაზარდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა. როგორც ჟურნალისტებს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში აცნობეს, დღეისათვის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობა 300 მეგავატს შეადგენს. იმპორტის მოცულობის გაზრდის საფუძველი გახდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის წერილობითი თხოვნა რუსული მხარისადმი. 300 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი მოცულობა 250 მეგავატამდე შემცირდება. …

Exit mobile version