როდიდან დაინიშნება იალაღებზე უფასო ტრანსპორტი

სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიები ტენდერს აცხადებენ. შუახევის მუნიციპალიტეტში მოიალაღეების მთაში გადასაყვანად 39 270 ლარზეა ტენდერი გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2026 წლის 10 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოემსახუროს მგზავრებს. შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო „მარშუტკები“ იმოძრავებენ კატრიანის, ყავრიანის, გრძელგორის, ჩირუხის, ღომას, საყანდრიას, ჯანჯღარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის, თაგინურის, საბერწიას, …

საქონელს მთაში ახალი ვირუსი გაუჩნდა: „ჩლიქები ულპება, ვერ დადიან, არავინ გვეხმარება“

„ერთი პირუტყვი უკვე დავმარხე, სხვებს – ჩემი ძალებით ვმკურნალობ… ყველა თავისი ძალით ცდილობს, გადაარჩინოს პირუტყვი, იმიტომ, რომ არავინაა მომხმარე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოში, სოფელ ქედლებში მცხოვრებმა ბეგლარ შანთაძემ. მისი საქონელიც ჯერ კიდევ გაურკვეველი და მასობრივად გავრცელებული ვირუსით დაავადდა. უკვე მეორე თვეა აჭარის მთაში პირუტყვი ავადდება. არალეგიტიმური მთავრობა მესაქონლეებს არათუ არ ეხმარება – განმარტებასაც კი არ …

2 სასტუმრო, აპარტოტელები – ხალხმა არ იცის, რის გაკეთებას გეგმავენ ბეშუმსა და შქერნალში

„ერთი კაციც კი არ იყო ინფორმირებული ჩემი იალაღიდან ეგრეთ წოდებულ საჯარო განხილვაზე, საჯარო მოხელეები მიიყვანეს მხოლოდ შეხვედრაზე… მერიის წარმომადგენელმაც კი არ იცოდა, რომ განიხილებოდა დოკუმენტი, რაც ჩვენთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხვალ კანონი იქნება,“ – გვიყვება ჯემალ საგინაძე. ის ხულოში ცხოვრობს და გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, შქერნალის უბანში იალაღი აქვს. საუბარია გოდერძის უღელტეხილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის …

რას მკურნალობს მემთეური ქალების მცენარეული მედიცინა – კვლევა

ქალები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ ბუნებასა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდებს. ზრუნვის ეს პრაქტიკა დღეს ძირითადად სოფლებში, უფრო კი მაღალმთიან რეგიონებშია შემორჩენილი. სწორედ ამ ცოდნის მოძიებისა და პრაქტიკის მოკვლევის მიზნით მკვლევარი ქალების გუნდი ამ ზაფხულს აჭარის იალაღებზე ავიდა. მულტიმედიური კვლევა მცენარეების შესახებ მაღალმთიანი აჭარის მემთეური ქალების ცოდნის შეგროვებასა და დოკუმენტაციას ისახავდა მიზნად. „აჭარის …

„ერთხელ მეც დავიკარგე ნისლში“ – ამბები გომის მთის იალაღებიდან ფეხით მომავალი მგზავრისთვის

„ნისლი ყველაზე მეტად უხდება აქაურობას. აბა, გახედეთ, როგორ მოეფინა მიწას ნისლი და რა უცებ გაქრება, ჩვენ კიდევ ღრუბლების ზემოთ ვართ,“ – 70 წლის იაილის აივნიდან მარწყვის ბაღებს გაბადრული სახით გადახედა დავით ლომინაძემ და შესვენებისკენ მოგვიწოდა, ფეხით მიმავალს ჩვენ ამბებს დაგამგზავრებთო. ამ დროს გომის მთაზე, სადაც ღრუბლებს ზემოთ, თენდებოდა. გომის მთის შორეულ იალაღებზე, საიდანაც სამანქანო გზა …

„ესმის ჩემი. იცის, როდის მიჭირს“ – თემური და ცხენი მაციე

38 წლის თემურ ირემაძე წელს, ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე დოღის ყველაზე უფროსი მონაწილე იყო. სახეზე ოდნავ დაღლილობა ემჩნეოდა და მზისგან შეწუხებული ჩრდილს ეძებდა, როცა თავს დავადექი. თემური ხულოს სოფელ ღორჯომიდანაა. ჩემი ყურადღება მისმა მაღალყელიანმა, გაცრეცილი, ნაცრისფერი ტყავის ფეხსაცმელმა მიიქცია, რომელიც მის გამოცდილებაზე მიუთითებდა ცხენოსნობაში. ასეც აღმოჩნდა, თემურმა გვითხრა, რომ ბავშვობიდან ცხენზე ჯირითობს. გაცნობიდან მალევე თემურმა …

ხულოს იალაღებზე მიკროავტობუსი ივლის, მგზავრობა წელს უფასო არ იქნება

პირველი ივნისიდან ხულოში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო. დაბა ხულოდან ყოველ დღე, დღეში ერთხელ, დილის რვა საათზე გავა ტრანსპორტი, ხოლო მთიდან საღამოს 6 საათზე დაბრუნდება. ხულოს მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნული გრაფიკით, მხოლოდ ერთი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბეშუმისა და ბეშუმის მიმდებარე იალაღებისკენ. 10 ივნისიდან მიკროავტობუსი ივლის დიდაჭარისა და ვაშლოვანის იალაღებისკენ და მერიის ინფორმაციით, ეტაპობრივად დაემატება …

“ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა გაიმართა. „ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზეა გადაღებული. ტბელ აბუსერიძის  თქმით, ფოტოპროექტზე მუშაობის დროს თითქმის ორი თვე ცხოვრობდა მთაში იმ ოჯახებთან ერთად, ვინც მისი პროექტის გმირები გახდნენ. ფოტოების თემატიკა მრავალფეროვანია, გმირები კი სხვადასხვა ასაკის არიან. „დაახლოებით 2 500 ფოტო …

შუახევის ათ იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა – გამოყოფილია 1,3 მილიონი ლარი 

შუახევის მუნიციპალიტეტი სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობას გეგმავს. ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა შემდეგ იალაღებზე: ყავრიანი, კირჩხიანი, გრძელგორი, ნაყორვალა, ნაფოცხვარა, ხარიათაღი, მთაპატარა, შუა იეილა, ჯვარი მინდორი, ტყისველა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 301 300 ლარია. პროექტი წარმოადგენს ორწლიან, 2019-2020 წწ შესყიდვას. 2019 საბიუჯეტო წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს 685 000 ლარის ღირებულების სამუშაოები [აუცილებელია სამუშაოები დაიწყოს …

ხულოში იალაღებისა და ალპური ბაღის განათებაზე მუშაობენ, თუმცა საჭირო თანხა მერიას ჯერ არ აქვს

ხულოს მერია სამ საზაფხულო იალაღზე: შქერნალზე, ლოდიძირისა და საკამბეჩოზე არსებულ 10-კილოვატიან ელექტროგადამცემ ხაზს შეაკეთებს. ქსელის სარეაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი პირველ მაისს 6 355 ლარზე გამოაცხადა. წინასწარი გათვლებით, ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას 200-250 ათასამდე ლარი დასჭირდება. ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხა არ არის, ამიტომ დაფინანსებისთვის მერიამ მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების სააგენტოებს მიმართა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა აბულაძე …

იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამით ტურისტებიც ისარგებლებენ

დღეიდან შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა  იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს, პროგრამა გასულ წელს დაიწყო და წელს მეორედ ხორციელდება. გამგებლის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობაზე „ტურისტებს უარს არვინ ეტყვის“. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას ინტენსიური სახე მიეცემა, რაც ადგილობრივებს შეუშლის ხელს და …

აჭარაში, იალაღებზე, მეხის დაცემის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

20 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის იალაღებთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და გარდაიცვალა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩიძის თქმით, შემთხვევა საღამოს მოხდა, 22 წლის მამაკაცი მამასთან და ბიძასთან ერთად იყო გზაში. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ აგარის მკვიდრია. აგარელების თქმით, ბოლო წლებში იალაღებზე მეხის დაცემის შემთხვევები ყოფილა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანი დაიღუპა.  

იალაღებზე მისასვლელად შუახევის მოსახლეობას ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მთებზე ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე  [ორი თვის განმავლობაში] უფასო  გადაადგილებით ისარგებლებს. შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი ამ მომსახურებაზე გუშინ, 6 ივლისს, 28 460 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც შუახევის გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს: [checklist] კატრიანის …

7 დღე გზაში – თხის ჯოგის გადარეკვა მაჭახელას ხეობიდან [ფოტო, ვიდეო]

ჩხუტუნეთელმა თამაზ ფუტკარაძემ 30 მაისს ოთხ თანასოფლელთან ერთად თხისა და ცხვრის ფარის მაჭახელას ხეობიდან ჯაზიგოლის მთაზე გადაყვანა დაიწყო. მემთეურები ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილდებიან. თამაზი ამბობს, რომ გზას მაჭახელას ხეობიდან საძოვრებამდე შვიდი დღე სჭირდება. მემთეურები იალაღებიდან მას შემდეგ დაბრუნდებიან, როდესაც მთებზე თოვას დაიწყებს.  

Exit mobile version