მთავარი,სიახლეები

ხულოს იალაღებზე მიკროავტობუსი ივლის, მგზავრობა წელს უფასო არ იქნება

02.06.2022
ხულოს იალაღებზე მიკროავტობუსი ივლის, მგზავრობა წელს უფასო არ იქნება

პირველი ივნისიდან ხულოში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა დაიწყო.

დაბა ხულოდან ყოველ დღე, დღეში ერთხელ, დილის რვა საათზე გავა ტრანსპორტი, ხოლო მთიდან საღამოს 6 საათზე დაბრუნდება.

ხულოს მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნული გრაფიკით, მხოლოდ ერთი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბეშუმისა და ბეშუმის მიმდებარე იალაღებისკენ.

10 ივნისიდან მიკროავტობუსი ივლის დიდაჭარისა და ვაშლოვანის იალაღებისკენ და მერიის ინფორმაციით, ეტაპობრივად დაემატება მიკროავტობუსები სხვა მიმართულებებითაც.

საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამის თანადამფინანსებელია ხულოს მერია. გასულ წელს  პროგრამას ხულოს მერია 30 000 ლარით აფინანსებდა, წელს 35 000 ლარით დააფინანსებს, თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით ხულოს საზაფხულო იალაღებზე ტრანსპორტი უფასო აღარ იქნება.

წელს მგზავრობის საფასური მგზავრებისთვის 3 ლარი იქნება. მგზავრობის ეს ტარიფი იქნება ტურისტებისთვისაც.

იგივე პროგრამით მოიალაღებისთვის მგზავრობა წინა წლებში უფასო იყო. რატომ გახდა წელს მგზავრობა ფასიანი? – ვკითხეთ ხულოს მერიას.

როგორც ხულოს მერიაში გვითხრეს, წელს პროგრამისთვის მერიის მიერ გამოყოფილი თანხის გაზრდის მიუხედავად ხულოს მთებში მიმავალ მგზავრებს 3 ლარის გადახდა იმიტომ უწევთ, რომ 2022 წლისთვის რეისების რაოდენობა გაიზარდა და მიკროავტობუსი ხულოს ყველა მთაზე მდებარე იალაღებისკენ ივლის.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: