ეძებენ სახლის მმართველს, კერძო ვილაზე, ქობულეთში – ვაკანსია

ვაკანსია: სახლის მმართველი კერძო ვილაზე ქობულეთში ვაკანსიის აღწერა: ქობულეთში, კერძო ვილაზე, ესაჭიროებათ სახლის მმართველი. ვალდებულება: უზრუნველყოს შენობისა და აღჭურვილობის ტექნიკური ექსპლუატაცია (კონდიცირების სისტემა, ვენტილაცია, გათბობა, აუზები, SPA, ჩილერი და ა.შ.). შენობის სისტემების გამართული მუშაობის ყოველდღიური კონტროლი. ხელმძღვანელობის ინფორმირება აღჭურვილობის არსებული ხარვეზების შესახებ. უპირატესობა ენიჭება გამოცდილებას BMS (ჭკვიანი სახლი) სისტემასთან მუშაობაში. ანაზღაურება: სტაჟირების შედეგების მიხედვით. მუდმივი …

დირექტორის ვაკანსია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში – უწყებაში კონკურსის შესახებ არ იციან

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსია გამოცხადებული, თუმცა ამის შესახებ სააგენტოში არ იციან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ სააგენტოს დირექტორი ისევ თამარ იოსელიანია, ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კონკურსი სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს გამოცხადებული – სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. კონკურსის პირობების მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 680 ლარია. …

ვაკანსია ბათუმის მერიაში 8 თანამდებობაზე

ბათუმის მერიას ჯერ ისევ არ დაუმტკიცებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები ბათუმში. შესაბამისად, ქალაქს ოფიციალურად არც ისტორიული დაცვის ზონა აქვს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა. სამაგიეროდ, მერიაში მუშაობს ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება, რომელიც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დაქვემდებარებაშია. ბათუმის მერიამ ამ განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, ბაკალავრის …

“სასიამოვნო გარეგნობის მდივანი” – დისკრიმინაცია ვაკანსიების განცხადებებში

შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები დაადგინა. შრომის ინსპექციამ შეამოწმა საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. განცხადებები შემოწმდა როგორც მოქალაქის მიმართვის, ისე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესის, გარეგნობისა და ა.შ. ნიშნით დისკრიმინაციას დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით. …

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ბათუმში ვაკანსიას აცხადებს

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (აჭარის ჰაბორგანიზაცია) აცხადებს ვაკანსიას. პოზიცია: ფანდრაიზერი ხანგრძლივობა: 38 თვე განაკვეთი: სრული განცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 სექტემბერი 2021, 18:00 საათი. ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2021 ორგანიზაციის შესახებ: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს აჭარის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა 2001 წელს დააარსეს. ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ლიბერალური ღირებულებებით და თავის …

რატომ მივიდა 1000 ვაკანსიაზე 450 ადამიანი – დასაქმება ქართულად

„დასაქმებული მქვია. ჩემი ხელფასი მხოლოდ 400 ლარია. წლებია მრეცხავად ვმუშაობ. პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი. ადრე ყოველ მეორე დღეს ვისვენებდი და ხელფასი 400 ლარი მქონდა. ახლა ყოველდღე ვმუშაობ, ხელფასი იგივეა. ბიზნესსაც გაუჭირდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები დარიკო ბასილაძე. ის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა, მაგრამ მისთვის ხელსაყრელი არაფერი გამოჩნდა. ბათუმში 15 ივნისს დასაქმების ფორუმი მოეწყო. ფორუმში სულ 65 …

„აჭარტრანსრეგულირება“ სამუშაოდ იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილებით – განცხადება

შპს „აჭარტრანსრეგულირება“ 10 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ვაკანტურ ადგილებზე ქვემოთ ჩამოთვლილ მარშუტებზე და სამუშაოდ იწვევს მძღოლებს საკუთარი ავტომობილებით: [checklist] მარშრუტი N140, ახალშენი – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 10 ადგილი მარშრუტი N165, განახლება – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 6 ადგილი მარშრუტი N141, ორთაბათუმი – ს/ც – ,,ბათუმი 2009“ – 12 ადგილი მარშრუტი …

ვაკანსია ქედაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ანაზღაურება – 630 ლარი

ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სრულწლოვანი [18 წლის და მეტი] მოქალაქეებისთვის აცხადებს კონკურსს თემის მობილიზატორის პოზიციაზე. დასაქმების პერიოდი: 20.04.2021 -30.08.2021 ანაზღაურება: თვეში 630 ლარი ვაკანსიის რაოდენობა: 15 მობილიზატორი [checklist] მოვალეობები: [/checklist] მობილიზატორი ვალდებულია, ქედის მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტის პოპულარიზაციის ფარგლებში, ყოველკვირეულად, 4 დღის განმავლობაში, დაბა ქედასა და 64 სოფელში, მიაწოდოს ინფორმაცია მოქალაქეებს ქედის მონაწილეობითი …

„ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებზე საზღვაო ნავიგაცია და გემის მექანიკა. აუცილებელი მოთხოვნები: [checklist] უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ინგლისური ენის ფილოლოგის მაგისტრის ხარისხი საზღვაო ინგლისურის (Maritime English) ცოდნა [/checklist] საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება. სამუშაო განაკვეთი: საათობრივი დაინტერესებულ …

9 ვაკანსია ბათუმის მერიაში და 2 აჭარის მთავრობაში

ბათუმის მერიამ ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, დოკუმენტების წარდგენა უკვე დაწყებულია. მერია ეძებს ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების უფროსს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ. ამ თანამდებობაზე ხელფასი 2000 ლარია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია არქიტექტურის მიმართულებით და მინიმუმ ორწლიანი მუშაობის გამოცდილება. მერიას ამავე განყოფილებაში კიდევ სამი სპეციალისტი სჭირდება, კონკურსი შესაბამის …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმში იურისტის ვაკანსიას აცხადებს

ვაკანსიის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იურისტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევს კვალიფიციურ და მოტივირებულ პიროვნებას. წარმატებულმა კანდიდატმა უნდა გამოავლინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მისიისადმი ერთგულება. კანდიდატი უნდა იცნობდეს საქართველოს სამართლებრივ სისტემას და გათვითცნობიერებული უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესებში. აუცილებელია, კანდიდატი დაინტერესებული და ინფორმირებული იყოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ. სახელფასო ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად ბენეფიტები: ჯანმრთელობის …

ვაკანსიები კაზინოში “მონტე კარლო”

წარმოგიდგენთ „მონტე კარლოში“ მიმდინარე ვაკანტურ პოზიციებს გოგოებისთვის, რომლებზეც შეგიძლიათ დასაქმდეთ: მიმტანი: მოთხოვნები: თურქული ენის ცოდნა ( დამატებით სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა) სლოტ კლუბში/კაზინოში მუშაობის გამოცდილება სამუშაო განაკვეთი: 2 დღე დღის საათებში მუშაობა, 2 დღე ღამის, მომდევნო 2 დღე დასვენება. სამუშაო დღე 12 საათი. ხელფასი: 550 ლარი. +ბონუსი, ჩაი, კვება კომპანიის, ანაზღაურებადი …

რატომ ვერ შეარჩია ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკები – მინისტრის მოადგილის განმარტება

ბათუმში სოცმუშაკის 6 ვაკანსიაა. ამ ვაკანსიების შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში ჯანდაცვის სამინისტრომ ვერავინ შეარჩია. ვაკანსიების რაოდენობა ამ სისტემაში გაფიცვების შემდეგ გაიზარდა, როცა რამდენიმე სოცმუშაკმა სამსახური დატოვა. სამინისტრო ხელახალი კონკურსის გამოცხადებამდე სოცმუშაკების „ტრეფიკინგის ფონდში“ გადაყვანას აპირებს. „რომ ვერ აიყვანეს ახალი თანამშრომლები, ადასტურებს იმას, რომ რთული სამუშაო პირობებია და სოცმუშაკობა არავის სურს,“ – ამბობენ სოციალური მუშაკები, რომლებიც საყოველთაო …

ცხრა ვაკანსია ბათუმის მერიაში, ოთხი – აჭარის განათლების სამინისტროში

ბათუმის მერია რამდენიმე სამსახურის დასაკომპლექტებლად განმეორებით კონკურსს უკვე მეხუთედ აცხადებს. ამჯერად მერიამ სხვადასხვა სამსახურში თანამშრომლის შესავსებად კონკურსი ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შესარჩევად. ამ თანამდებობაზე ხელფასის სახით 1700 ლარია  განსაზღვრული. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის …

7 ვაკანსია აჭარის განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდულ ცენტრში

აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში  ხუთი ვაკანტური ადგილის შესავსებად კონკურსი გამოაცხადეს, მათ შორის ისევ არ არის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია. ამ თანამდებობაზე დავით მიქელაძე მოვალეობის შემსრულებლად რჩება. ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  აჭარის მთავრობას კონკურსი ერთხელ უკვე გამოცხადებული ჰქონდა, თუმცა განათლების ახალი მინისტრის, მაია ხაჯიშვილის დანიშვნის შემდეგ, კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადეს. როგორც  მინისტრმა მოგვიანებით ახსნა, მიზეზი კვალიფიკაციასთან დაკავშირებული …

ვაკანსიები სკოლებში მასწავლებლებისთვის

საჯარო სკოლებმა მასწავლებლის გამოთავისუფლებული პოზიციების შესავსებად უკვე დაიწყეს ვაკანსიების გამოცხადება. ერთ-ერთი სკოლის დირექტორის თქმით, მალე ქვეყანაში ვაკანსიების ბუმი იქნება. მაგალითად, ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლამ უკვე გამოაცხადა 15 ვაკანსია სხვადასხვა საგნის მასწავლებლის პოზიციაზე. ამ სკოლას ყველაზე მეტი დაწყებითის მასწავლებელი სჭირდება. ამ პოზიციაზე სკოლა 6 ახალ მასწავლებელს ეძებს. მე-6 სკოლა ეძებს შემდეგი სპეციალობის მასწავლებლებს: ქართული ენა დაწყებითის …

აჭარაში ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორს კონკურსით შეარჩევენ – ხელფასი 2900 ლარია

აჭარის მთავრობა ახალგაზრდობის რეგიონულ  ცენტრს ქმნის. ამის შესახებ დღეს, 31 მაისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის განათლების სამინისტრომ კი ახალგაზრდობის რეგიონული  ცენტრის დირექტორის შესარჩევად  კონკურსი უკვე გამოაცხადა. განცხადებების მიღების ვადა 2 ივნისს იწურება. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია, მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილებით, უნდა ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებსა და ინგლისურ ენას – B2  …

როცა დაღლილობისგან ითიშები, მაგრამ მაინც მუშაობ – კონსულტანტები მძიმე შრომაზე

სტატიაზე მუშაობდნენ: ნესტან ზოიძე და მარიამ დუმბაძე მათ არაერთ სუპერმარკეტში უმუშავიათ და ყველგან ერთი და იგივე ვითარება დახვდათ: სამუშაო საათები – 12/14, სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში – 6, ანაზღაურება – მინიმუმ 300 ლარი, მაქსიმუმ – 500 ლარი. წაიკითხეთ 20-25 წლის გოგონების ისტორიები, რომლებიც ბათუმის სუპერმარკეტებში კონსულტანტებად მუშაობენ. სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს მარკეტში მარიამ გორჯელაძე, შოთა …

კონკურსი რამდენიმე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობამ რამდენიმე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია მთავრობის თავმჯდომარის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის [პირველი რანგის საჯარო მოხელის] თანამდებობა. ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს დეპარტამენტის საქმიანობის მართვა და უფლებამოვალეობათა იერარქიული გადანაწილება დაევალება. მისი მოვალეობა იქნება ასევე მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის წევრების საზღვარგარეთ ოფიციალური, სამუშაო ვიზიტების ორგანიზება,  დელეგაციათა დახვედრა-გაცილების ცერემონიის უზრუნველყოფა და ასე შემდეგ… დეპარტამენტის უფროსის …

ვაკანსიები აჭარის საჯარო სამსახურებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე  გამარტივებული კონკურსი გამოაცხდა. სამინისტროს პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილებაში ვაკანტურია მოქალაქეთა მომსახურების სპეციალისტის ორი პოზიცია. ამ პოზიციებზე დასაქმებულების მოვალეობა მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა იქნება, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სპეციალიტები სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ვაუჩერის მომზადებასა და გაცემაში უნდა დაეხმარონ. ორივე …

ვაკანსია ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე – დამსაქმებელი მართვის კომპანია GGM 

მართვის კომპანია GGM-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე. ვაკანსიის დასახელება: ბიზნესანალიტიკოსი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ბიზნესი, მენეჯმენტი); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ძირითადი მოვალეობები: ბიზნესპროექტის დამუშავება (კვლევა, დაფინანსების წყაროების მოძიება, პროექტის მომზადება, რისკების ანალიზი, დაფინანსების პროცესის მართვა); შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან (ბიზნესი, საფინანსო ინსტიტუტები, მედია, ინვესტორები, სახელმწიფო დაწესებულებები). სამუშაო განაკვეთი: სრული. სამუშაო ადგილი: ბათუმი. დაინტერესების შემთხვევაში …

მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანსია თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV 25 იანვრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: puppettheatre@outlook.com აუცილებელი მოთხოვნაა, კონკურსანტს გააჩნდეს შემოქედებითი პორტფოლიო, რომელიც თან უნდა ერთვოდეს CV-ს ფოტომასალის ან დოკუმენტის სახით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებსაც. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა …

კონკურსი შვიდ ვაკანტურ პოზიციაზე ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიამ შვიდ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი სამეტაპიანია და ის წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ ტესტირებას და შემდეგ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას ითვალისწინებს. შვიდივეს მერია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანს. ვაკანტურია მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა – ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში. ხელფასი 1300 ლარია. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობის …

უსკო განყოფილების უფროსს ეძებს – ხელფასი 1800 ლარია

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [ უსკო] ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. თანამდებობრივი სარგო 1800 ლარია. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი, საარჩევნო სისტემაში, გრანტების მოძიების სფეროში ან საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება. აუცილებელი მოთხოვნაა ასევე, საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ფლობა. კონკურსი სამ ეტაპიანია, პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას, …

კონკურსი რვა აღმზრდელისა და ერთი გამგის შესარჩევად ბათუმის საბავშვო ბაღებში

ბათუმის ბაღების გაერთიანება სხვადასხვა ბაღისთვის რვა აღმზრდელსა და ერთი ბაღის გამგეს კონკურსის წესით შეარჩევს. ბაღის აღმზრდელის ხელფასი 500 ლარია, ხოლო გამგის ხელფასი – 850 ლარი. გამარჯვებულებს სამსახურში ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დაასაქმებენ. თითო აღმზრდელის პოზიციაა ვაკანტური ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის N65-ში მდებარე N15 საბავშო ბაღში, კოტე აფხაზის N4 -ში მდებარე [ადლიის დასახლება] N28, ბარცხანის დასახლებაში, იოსებ …

21 822 ვაკანსია საუბნო კომისიებში – ცესკომ კონკურსი გამოაცხადა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად ცესკომ კონკურსი გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით სულ 3637 საარჩევნო უბანია, თითოეულ უბანში 6-6 წევრს საოლქო კომისიები ირჩევენ კონკურსის წესით. ჯამში საუბნო კომისიებში საოლქოს მიერ შერჩეული 21 822 წევრი დასაქმდება. საუბნო კომისიის წევრები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ მუშაობას და ერთი თვის ხელფასს მიიღებენ. ბათუმის საოლქო კომისიაში გვითხრეს, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის …

მეხანძრე-მაშველის ოთხი ვაკანსია აჭარაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. ოთხი ვაკანსიაა აჭარაში: ქობულეთისა და ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში – თითო მეხანძრე-მაშველი; აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის ქობულეთის სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის [გემწამყვანის]. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე. საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ვაკანსიები აღნიშნულ საიტზე ეტაპობრივად ემატება …

კონკურსი 6 მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგაა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა, გარდა იმ სსიპ-ებისა, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად დატოვეს. კონკურსი გამოცხადებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება. ხელმძღვანელ თანამდებობაზე …

აჭარის მთავრობა სსიპ-ების ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევს

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოცხადდება – ამის შესახებ განკარგულება აჭარის მთავრობამ დღეს, 31 ივლისს, გამართულ სხდომაზე მიიღო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდება შემდეგ თანამდებობზე: აჭარის დასაქმების სააგენტოს უფროსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსი ბათუმის ბულვარის დირექტორი ტექნიკური …

პროექტების მენეჯერის ვაკანსია მართვის კომპანია GGM-ში

მართვის კომპანია GGM აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის/ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: [checklist] უმაღლესი განათლება: (საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია/ბიზნესის ადმინისტრირება/სხვა, ვაკანსიის შესაბამისი მიმართულება); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ქართული და ინგლისური ენების ცოდნა. [/checklist] ძირითადი მოვალეობები: [checklist] ბიზნეს პროექტის მართვა; სხვადასხვა ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიებაში მხარდაჭერა (სესხი, გრანტი, სახელმწიფო პროგრამები); ბიზნესის განვითარების დაგეგმვა და პროცესის მართვა; შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან (ბიზნესი, მედია, ინვესტორები, …

ვაკანსიები აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატში

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატი ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს ხუთ ვაკანსიაზე. ღია კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:  ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო: 1 400 ლარი. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი. თანამდებობრივი სარგო: 1 400 ლარი. ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე …

სამინისტრო მებაჟე-ოფიცრების თანამდებობებზე ვაკანსიებს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვაკანსიებს აცხადებს მებაჟე-ოფიცრების ვაკანსიებზე. ვაკანსიები გამოცხადებულია საბაჟო დეპარტამენტის 12 საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე-ოფიცერზე, მათ შორის ,,ბათუმის აეროპორტში”, ,,ბათუმის პორტსა” და  ,,სარფში”. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში  სამ თანამშრომელს, ბათუმის აეროპორტში ორს, სარფში კი რვა თანამშრომელს აიყვანს. მებაჟე-ოფიცრების თანამდებობრივი სარგო 1300 ლარია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ …

10 ვაკანსია ბათუმის ბულვარში

“ბათუმის ბულვარი” 10 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს. ორი ვაკანსია გამოცხადებულია ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, კიდევ ორი ვაკანსია –  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიციაზე. ერთი ვაკანსიაა გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სამი ვაკანსია – იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის …

კონკურსი მაღალანაზღაურებად ვაკანსიებზე საჯარო სამსახურებში

მას შემდეგ, რაც ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამაუკა ახალაძემ, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, ზღვაში დაბრუნება გადაწყვიტა, სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ეს სააგენტო, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ამ თანამდებობაზე ხელფასი 6850 ლარია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. …

ვაკანსიები ხულოს მერიაში – გამარტივებული კონკურსი თანამდებობების დასაკავებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა მერიაში  სამეურნეო მუშაკის, სამეურნეო მუშაკის დამხმარისა და მდივან-რეფერენტის პოზიციებზე. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა, მეორე კი – გასაუბრებაა. მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კონკურსანტების ცოდნას, გასაუბრების ეტაპზე, ხულოს მერი, გოჩა მელაძე, ერთპიროვნულად შეაფასებს. ხულოს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად …

სამსახური, სადაც მუშაობის დასაწყებად უძრავი ქონება გჭირდება

დასაქმების ვებგვერდებზე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს თუ გადახედავთ, უმრავლეს შემთხვევაში განაცხადში იპოვით მოთხოვნას იმის შესახებ, რომ კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „იპოთეკური ვალდებულებებისგან თავისუფალი უძრავი ქონება (ბინა ან მიწის ნაკვეთი)“. ხშირად კომპანიები, რომლებიც პრისელერებს ან დისტრიბუტორებს ეძებენ, ასევე განსაზღვრავენ, რომ სამუშაოს მაძიებელი, რომელსაც დაასაქმებენ, აუცილებლად უნდა იყოს მამრობითი სქესის. დასაქმების ცნობილ ვებგვერდზე, hr.ge-ზე, ამ დრომდე …

Exit mobile version