მთავარი,სიახლეები

კონკურსი რამდენიმე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში

14.03.2019
კონკურსი რამდენიმე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობამ რამდენიმე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

ვაკანტურია მთავრობის თავმჯდომარის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის [პირველი რანგის საჯარო მოხელის] თანამდებობა. ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს დეპარტამენტის საქმიანობის მართვა და უფლებამოვალეობათა იერარქიული გადანაწილება დაევალება. მისი მოვალეობა იქნება ასევე მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის წევრების საზღვარგარეთ ოფიციალური, სამუშაო ვიზიტების ორგანიზება,  დელეგაციათა დახვედრა-გაცილების ცერემონიის უზრუნველყოფა და ასე შემდეგ… დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო 3 200 ლარია. ამ პოზიციაზე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება და ფლობდეს ინგლისურ ენას ბ2 დონეზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების პარალელურად კომისიას უნდა წარუდგინოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შრომის წიგნაკის ასლი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი [უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.

ვაკანტურია ასევე იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის [ მეორე რანგის საჯარო მოხელის] თანამდებობა. ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 2800 ლარია. გამარჯვებულს, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა, მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა დაევალება…

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება [მაგისტრის ხარისხი] და საჯარო სამსახურში იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

მთავრობა კონკურსის წესით შეარჩევს ასევე საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსს [მეორე რანგის საჯარო მოხელეს]. ხელფასი ამ შემთხვევაშიც 2800 ლარია. ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური გეგმის პროექტის შემუშავება, გეგმის შედგენა, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ცვლილებების განხორციელება და წლიური საბიუჯეტო სახსრების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება დაევალება.

კონკურსი გამოცხადებულია მონიტორინგის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზეც [მესამე რანგის საჯარო მოხელის თანამდებობაზე. ანაზღაურება 1800 ლარია].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: