მთავარი,სიახლეები

ვაკანსია ბათუმის მერიაში 8 თანამდებობაზე

21.02.2022
ვაკანსია ბათუმის მერიაში 8 თანამდებობაზე

ბათუმის მერიას ჯერ ისევ არ დაუმტკიცებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები ბათუმში. შესაბამისად, ქალაქს ოფიციალურად არც ისტორიული დაცვის ზონა აქვს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა. სამაგიეროდ, მერიაში მუშაობს ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება, რომელიც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დაქვემდებარებაშია.

ბათუმის მერიამ ამ განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, ბაკალავრის ხარისხი და ამ მიმართულებით მუშაობის ორწლიანი გამოცდილება. კონკურსი სამეტაპიანია, პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევაა, შემდეგი – ზეპირი დავალება, ხოლო ბოლო ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

ამ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო დარიცხვით 2200 ლარია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო  ვადა 2 მარტია.

ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს დააანონსეს.  2021 წელს კი ამ საკითხზე მივიღეთ მორიგი განმარტება, რომ დამცავი ზონების დამტკიცებაზე მერია მას შემდეგ დაიწყებს ზრუნვას, როცა ქალაქს გენგეგმა ექნება.

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არი

მერიას კონკურსი გამოცხადებული აქვს ასევე ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, ბაკალავრის ხარისხი და იმავე მიმართულებით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ამ შემთხვევაშიც 3 მარტია.

ბათუმის მერიას კონკურსი აქვს გამოცხადებული მუნიციპალური პოლიტიკის  სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, კონკურსანტი უნდა იყოს  ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების ან სამართლის მიმართულების მცოდნე. ასევე უნდა ჰქონდეს ამათგან რომელიმე მიმართულებით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.

ამ თანამდებობაზე ხელფასი დარიცხვით 3190 ლარია.

მერია კონკურსის წესით შეარჩევს შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსს, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის პირველადი სამხედრო აღრიცხვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსს, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს, მერიის ადმინისტრაციის სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს – იურისტს.

საერთო ჯამში, მერიაში რვა ვაკანტურ თანამდებობაზეა კონკურსი გამოცხადებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: