„დინამო ბათუმის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება

„დინამო ბათუმს“ გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის. კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებსა და მედიას დღეს, 18 ოქტომბერს წარუდგინა. ჭიაბრიშვილს აქამდეც არაერთ ქართულ კლუბში უმუშავია და ეროვნულ დონეზე ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მიღწევებით. ის სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად: 2012 წელს ზესტაფონის „ზესტაფონი“ გახადა ჩემპიონი, 2018 წელს თბილისის „იბერია“ (მაშინდელი საბურთალო), ხოლო 2022 წელს თბილისის დინამო. …

3:0 – „დინამო ბათუმმა“ დაამარცხა „სამგურალი“ | ეროვნული ლიგა

24 სექტემბერს „დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ მოუგო ანგარიშით 3:0. შეხვედრაზე „სამგურალის“ კარში გოლი გაიტანეს „დინამოელებმა“: ჯიღაურმა, მამუჩაშვილმა და ალთუნაშვილმა. ამ დროისათვის „დინამო ბათუმი“ კვლავ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია 56 ქულით. მეორე ადგილზეა „დინამო თბილისი“, რომელსაც 51 ქულა აქვს, მესამეზე ადგილზე კი გორის „დილაა“ – 43 ქულით. შემდეგ შეხვედრას „დინამო ბათუმი“ გორის „დილასთან“ გამართავს 29 სექტემბერს.

„დინამო“ ბათუმი VS თბილისის „დინამო“ – მატჩი ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე

ეროვნული ლიგის მატჩი დინამო ბათუმისა და თბილისის დინამოს შორის 8 მაისს, ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება. პანდემიის გათვალისწინებით, მატჩზე დასასწრები ბილეთები სალაროში არ გაიყიდება. ბილეთების შეძენა შეზღუდული რაოდენობით, tkt.ge -ზე იქნება შესაძლებელი.

2:0 – ბათუმის დინამომ ბოლნისის სიონს მოუგო

ბათუმში გამართულ ეროვნული ლიგის  34-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და ბოლნისის სიონს შორის, დინამოს გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:0. პირველი გოლი პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში, თამაშის 48-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ნავალოვსკის პასი გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის “დინამოს” 67 ქულა აქვს და  სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა.

დინამო ბათუმმა გორის დილასთან ფრედ 0:0 ითამაშა

დღეს, 20 ოქტომბერს, გამართული ეროვნული ლიგის 31-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის ფრედ დამთავრდა. ეს უკვე მეორე თამაშია, რომელიც ბათუმის „დინამომ“ ფრედ დაამთავრა. წინა თამაში თბილისის „დინამოსთან“ ასევე ფრედ, 1:1 დასრულდა. 31 თამაშის შედეგით, ბათუმის „დინამო“ 63 ქულით ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში  პირველ ადგილზეა და გათამაშების ლიდერია. მას 62 ქულით თბილისის „დინამო“ მოსდევს, …

„დინამო“ ბათუმმა ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო – 2:1

ეროვნული ლიგის 28-ე მატჩში ბათუმის „დინამო“ ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა.  მატჩი წყალტუბოში გაიმართა. ანგარიში „ტორპედოელებმა“ გახსნეს მატჩის მე-12 წუთზე ზაზა ციცქიშვილის გოლით. ანგარიში მალევე გათანაბრდა, მეთხუთმეტე წუთზე გოლი „ტორპედოელების“ კარში ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა გიორგი ნავალოვსკის პასით. 39-ე წუთზე გიორგი მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შედეგად „ტორპედოს“ მცველს გოდერძი მაჩაიძეს ბურთი ხელზე მოხვდა. მატჩის არბიტრმა გიორგი …

2:2 – “დინამო” ბათუმისა და ქუთაისის “ტორპედოს” შეხვედრა ფრედ დამთავრდა

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში,  ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შეხვდა. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი გოლი პირველ ტაიმში მატჩის მერვე წუთზე გავიდა და მისი ავტორი „ტორპედოს“ ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე იყო. მეთოთხმეტე წუთზე მოედანზე მაყურებელი შევარდა და თამაში რამდენიმე წამით შეფერხდა. პირველი გოლიდან მალევე, მე-18 წუთზე, …

ლოკომოტივი – დინამო ბათუმის შეხვედრა 1:0 ანგარიშით დასრულდა

დღეს, 15 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა. გუნდებს შორის შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა.  რამდენიმე საგოლე მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმის მიწურულამდე ანგარიში 0:0 იყო. მხოლოდ თამაშის 89 -ე წუთზე შეძლო „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა სიხარულიძემ გოლის გატანა და ანგარიში 1:0 გახდა „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ. მიუხედავად “დინამო” ბათუმის მცდელობისა,  საბოლოო ანგარიში ტაბლოზე სწორედ 1:0 …

2:1 – “დინამო” ბათუმმა “რუსთავი” დაამარცხა

დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა.  „დინამო ბათუმი“  საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. „დინამო“ ბათუმის ფეხბურთელებს თამაშის დასაწყისში ორჯერ ჰქონდათ შანსი გოლი გაეტანათ სტუმართა კარში, თუმცა უშედეგოდ.  „რუსთავის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ორივეჯერ შეძლო ბურთის აღება და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. პირველი გოლი „რუსთავის“ კარში 25-ე წუთზე გავიდა. …

5:1 – ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

დღეს, 29 მაისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი გაიმართა „დინამო“ ბათუმსა და ბოლნისის „სიონს“ შორის. საკუთარ სტადიონზე ბათუმის „დინამომ“ „სიონს“  5:1 სძლია. პირველი საგოლე მომენტი ბათუმის „დინამოს“ მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე ჰქონდა, რამოსმა კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ბათუმელებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. საბოლოოდ, 38-ე წუთზე ბათუმის …

ფანები ბათუმის „დინამოს“ თამაშებს შესაძლოა ვეღარ დაესწრონ – გუნდი 40 ათასით დააჯარიმეს

საფეხბურთო კლუბ „დინამო“ ბათუმს შესაძლოა ცარიელ ტრიბუნებზე ან ნეიტრალურ მოედანზე მოუწიოს ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარება. მიზეზი ტრიბუნებზე გულშემატკივართა აგრესიული ქცევაა. საფეხბურთო კლუბის მისამართით საჯარიმო სანქციები უკვე გატარდა და ჯარიმის ოდენობამ ჯამში 40 ათას ლარს მიაღწია. „რამდენიმე თამაშის გამო დაგვაჯარიმეს. მაგალითად, 5800 ლარით დაგვაჯარიმეს ბოლო თამაშზე, 7000 ლარით დაგვაჯარიმეს თბილისის „დინამოსთან“ მატჩში. ყოველ თამაშზე სხვადასხვა ოდენობის …

ბათუმის დინამომ საჩხერის ჩიხურას 2:1 მოუგო

ბათუმის „დინამო“ დღეს, 23 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობით სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ შეხვდა. ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე მატჩი ბათუმის დინამოს გამარჯვებით დასრულდა. პირველ ტაიმში, მატჩის მეშვიდე წუთზე ბათუმის დინამოს შანსი ჰქონდა გოლი გაეტანა. მამუჩაშვილი პირისპირ დარჩა მეკარესთან, ნიკა საბანაძეს ბურთი გადააწოდა, საბანაძემ კარში დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა და „ჩიხურას“ კარი გადარჩა. მე-17 წუთზე ბათუმის “დინამოს” …

ვიტ ჯორჯიამ წინასწარი შეთანხმებით ბათუმის „დინამოსთან“ 2-ბურთიანი სხვაობით წააგო – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართული შეხვედრის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. „2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს“, …

ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს მოუგო ანგარიშით 3:2

დღეს, 11 მაისს, ბათუმში, ანგისის სტადიონზე გამართულ მატჩში 5 გოლი გავიდა. ხუთივე გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა გაიტანეს. სამი სტუმრის კარში, ორიც კი საკუთარში. თამაშის დასასრულს ტაბლოზე 3:2 ანგარიში დაფიქსირდა. თამაშის დაწყებიდან 22-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა თამაშის წესები დაარღვია, რის შემდეგაც თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა. პენალტი ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ შეასრულა და მატჩის …

ბათუმის „დინამო“ თბილისის დინამოს ხვდება – სტადიონი სავსეა

დღეს, 11 მაისს, 21:00 საათზე ბათუმში, ანგისის სტადიონზე „დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ ხვდება. მატჩამდე ერთი საათია დარჩენილი, ტრიბუნები კი გულშემატკივრებით  სავსეა. ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დინამო“ ბათუმს 22 ქულა აქვს და ლიდერ „საბურთალოს“ ორი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, იგი მესამე ადგილზეა, 20 ქულა აქვს და „ბათუმის დინამოს“ ორი ქულით ჩამორჩება. გუშინ, 10 მაისს,  პირველ …

4:2 – ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” დაამარცხა

დღეს, 24 აპრილს,  ბათუმის დინამომ ე.წ ქამბექით გასული წლის საქართველოს ჩემპიონი თბილისის “საბურთალო” 4:2 ანგარიშით დაამარცხა. საფეხბურტო მატჩში, რომელიც ბათუმში ანგისის სტადიონზე მიმდინარეობდა ბათუმის “დინამო”  თავდაპირველად აგებდა ანგარიშით 0:2. თუმცა დინამოელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და პირველი ტაიმი 3:2 ანგარიშით დამთავრდა. საბოლოოდ კი დინამოელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის მიწურულს ტაბლოზე ანგარიში 4:2 იყო. პირველ ტაიმის …

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „დინამო ბათუმის“ გეგმები 2019 წლის ჩემპიონატისთვის

7 დეკემბერს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მარტვილის „მერანთან“ სეზონის ბოლო თამაშს გამართავს. ეს, ასევე, იქნება ბოლო მატჩი, რომელსაც „დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საფეხბურთო კლუბმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება შეძლო. „7 დეკემბრის მატჩი პრინციპული თამაში არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშს ვთამაშობთ ბოლომდე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ბოლო თამაშიც გამარჯვებით დავამთავროთ. …

Exit mobile version