როგორ დააფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს – სამინისტრო ახალ მოდელზე საუბრობს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს. სამინისტროს ინფორმაციით, მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს – საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს. „საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების …

„გამიგია“ – რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსებაზე

16 აპრილს ელისო ბოლქვაძემ აჭარის კულტურის სამინისტროს ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ნინო ჩხეტიამ მას შეკითხვა დაუსვა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის დაფინანსებაზე. „ეს ფესტივალი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩემთვის. რა იცით ბიაფის შესახებ, რა გააკეთა სამინისტრომ ამ ხნის განმავლობაში ფესტივალთან დაკავშირებით და თუ არაფერი გაუკეთებია, რატომ არ …

აჭარაში უშვილობის მკურნალობის პროგრამით ბაღისა და სკოლის თანამშრომლებიც ისარგებლებენ

2024 წლიდან აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება. 2024 წელს პროგრამით სარგებლობა სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც შეეძლება. აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედდა. თავიდან ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ შშმ სტატუსის ან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ადამიანები, შემდეგ ქულა 300 000-მდე გაიზარდა. მომავალი წლიდან პროგრამით სარგებლობას შეძლებენ სკოლამდელი …

პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა – პენსიონერები 10 პროცენტს გადაიხდიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა. „მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით“ (DRG) დაფინანსების მოდელის პირობებში პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა თანაგადახდის წილისა, რომელიც 0-30%-ია. მიუხედავად ამისა, თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს. ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული ჯგუფებისთვის დააწესა ზედა ზღვარი, რომელზე მეტის გადახდა, მათივე განმარტებით, პაციენტს არ …

კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება

სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. „DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტს უნაზღაურდება დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის …

ვის შეუძლია ისარგებლოს უშვილობის მკურნალობის პროგრამით – კრიტერიუმები დაზუსტდა

დღეს, 28 ივნისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის კრიტერიუმები დაასახელეს. ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება, წელს, ივლისიდან, პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. ბენეფიციარებს წარმოადგენენ 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ან/და შშმ სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უნაყოფო …

აჭარაში კიდევ 670-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის გადასახადი

დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 670-ზე მეტი სტუდენტისთვის შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. „ მთავრობის გასულ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. ასევე მინდა გაგაცნოთ სიახლე, რომლის ფარგლებშიც 670-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს მიიღოს სწავლის დაფინანსება შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამიდან. დაფინანსდებიან სტუდენტები როგორც მაღალმთიანი აჭარიდან, ასევე …

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 1 მილიონით გაიზარდა – მთავრობა

მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაუზარდა. მთავრობის ინფორმაციით, რელიგიური გაერთიანებების საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მოტივით იღებენ. აქამდე ეს თანხა 4,5 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წლისთვის კი საკომპენსაციო თანხა 1 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა გამოყოფილია რელიგიური უმცირესობებისთვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ბიუჯეტიდან ცალკე …

ვინ და როგორ ისარგებლებს უშვილობის მკურნალობის პროგრამით აჭარაში – ინტერვიუ

აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. პროგრამა წელს ივლისის თვიდან პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალო საბაზრო ფასი დღეს დაახლოებით 10 000 ლარია. ამ სერვისს საქართველოში არც ერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს. როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის …

კულტურის სამინისტრომ პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა

კულტურის სამინისტრომ კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა. ახალი წესის მიხედვით, პროექტის დაფინანსების თაობაზე საკონკურსო განცხადების მიღების, განხილვის, კონკურსში გამარჯვებული პირის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების საერთო ვადა 45 დღის ნაცვლად 25 დღე იქნება. ამასთან, საქმის წარმოებაში გამოიყენება ელექტრონული ფოსტა და საბუთების ხელზე ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. გაუქმდა ე.წ. მოხსენებითი ბარათების ინსტიტუტიც, „რადგან ეს ბიუროკრატიული …

4000 ლარი გრანტი საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის – განაცხადების მიღება დაიწყო

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა გასცემს გრანტებს  შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროფესიული განათლებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ  ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან …

კონკურსი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის დასაფინანსებლად

„სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს, რომლებიც ბოლო სამი წელია რეგისტრირებულნი არიან აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ან ზოგადი ან უმაღლესი განათლების დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად და უმაღლეს სასწავლებლებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც ჩარიცხულია ან ჩაირიცხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა …

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 1.8 მილიონი ლარი სახელწიფო გრანტი გამოიყო

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა. „უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,845,000 ლარით განისაზღვრა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე …

2,5 მილიონი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 520 ათასი ლარი გამოყო. პროგრამის მიხედვით, 229 სტუდენტი დაფინანსდება [მათ შორის, აჭარიდან 41], რომლებიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში ცხოვრობენ და წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. დაფინანსებას ის სტუდენტები მიიღებენ, რომლებმაც სწავლისთვის განკუთვნილი გრანტი ვერ ან ნაწილობრივ მოიპოვეს. უპირატესობა „ზოგადი უნარების“ ქულას მიენიჭება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მაღალმთიან …

5 ათასი ლარი გამარჯვებულ პროექტს – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოაყალიბონ თეატრალური დასი და დადგან სასკოლო სპექტაკლი. გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული პროექტი, თითოეული პროექტი 5 ათასი ლარით დაფინანსდება. გამარჯვებული პროექტებიდან ჟიური გამოავლენს სამ საუკეთესო სპექტაკლს, რომლებიც დამატებით მიიღებენ ფასიან საჩუქრებს. პროექტებს აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სკოლების მოსწავლეებსაც. კონკურსში მონაწილეებმა აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ …

ევროკავშირი ახალგაზრდულ პროექტებს 1 500 000 ევროთი დააფინანსებს

„ახალგაზრდობა ცვლილებისათვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ევროკავშირი  1 500 000 ევროთი დააფინანსებს. პროექტს ახალგაზრდობის განვითარების ფონდი Save the Children International-თან ერთად განახორციელებს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც პირველი კონფერენცია – „ახალგაზრდობის დასაქმება გამოწვევები და მიდგომები“ უკვე ჩატარდა. „კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სოციალურ უნარებში არაფორმალური …

როგორი იქნება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი 2019 წელს

საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი წელს იგივე დარჩება, თუმცა მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება და სახელმწიფო მხოლოდ იმ მიმართულებებს დააფინანსებს, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. „სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა. უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მიხეილ ბატიაშვილმა ჯერ კიდევ წლის …

აჭარაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგიონის მოსახლეობისთვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება იზრდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრანსპლანტაციისთვის ერთ პაციენტზე 65 000 ლარი გამოიყოფა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მომავალი წლისთვის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (რომელიც, ასევე, სამინისტროს პროგრამაშია გათვალისწინებული) ჯამში 10 პაციენტს დაუფინანსდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2016 წელს დაიწყო.  დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ისარგებლა …

წელს ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა [ინფოგრაფიკა]

2018 წელს ეროვნულ გამოცდების ჩასაბარებლად 40 405-მა აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე 36 497 აბიტურიენტი გავიდა, სწავლის გაგრძლეების უფლება კი 26 696-მა მათგანმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ წელს, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 55-ით  მეტია.

კონკურსი 57 სტუდენტის დასაფინანსებლად

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2015-2016-2017 წელს აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც აჭარის რეგიონში არიან რეგისტრირებული, უფლება აქვთ  მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. კონკურსში მონაწილე სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს და  უნდა ჰქონდეს მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი …

103 სტუდენტი, რომლებმაც აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსება მიიღეს (სია)

აჭარის განათლების სამინისტრომ  „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტები გამოავლინა. საკონკურსო კომისიამ 103 სტუდენტი დაასახელა გამარჯვებულად. მათ შორის, პირველი საფეხურის 90 და მეორე საფეხურის 13 სტუდენტი. კონკურსში მონაწილეობდა 2015, 2016 და 2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურზე ჩარიცხული 117  სტუდენტი. მათ შორის …

როგორ გადაუნაწილა სახელმწიფომ რელიგიურ გაერთიანებებს 4 მილიონ 500 ათასი ლარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიურ გაერთიანებებზე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან 3 500 000 ლარი უკვე გადანაწილებულია რელიგიურ ორგანიზაციებზე, შემდეგი ოდენობებით: საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 ლარი  საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 ლარი  საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა …

ბაკალავრებისა და მაგისტრების 2018-2019 წლების საგრანტო დაფინანსება

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობას ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინანსების საკითხი წარუდგინა. პროექტის მიხედვით, ნიჭიერი სტუდენტებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება უნდა გამოყოს. სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი – სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება. კატეგორიების მიხედვით თანხა …

კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად

იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის, შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დაფინანსება მიიღონ. სწავლა აჭარის განათლების სამინისტროს  ქვეპროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ფინანსდება. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წელს …

რომელი პარტიები მიიღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან – ცესკოს მონაცემები

ცესკომ იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ბიუჯეტიდან 18 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება და ამისთვის წლის განმავლობაში, ჯამში, 8 მილიონ 939 157 ლარი დაიხარჯება. დაფინანსებას ბიუჯეტიდან ის პოლიტიკური პარტიები იღებენ, რომლებმაც წინა საპარლამენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 %-იანი ბარიერი გადალახეს. ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბარიერგადალახული პოლიტიკური …

კონკურსი სტუდენტების დაფინანსებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც: 2014, 2015 და 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია …

სტუდენტების დაფინანსების კონკურსში განცხადებების მიღება თებერვალში დაიწყება

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2016 წელს, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები  სამინისტროში, 2016  წლის 17 თებერვლიდან  – 4 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ. აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:  – 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო …

Exit mobile version