ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 2015-2016-2017 წელს აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც აჭარის რეგიონში არიან რეგისტრირებული, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში. კონკურსში მონაწილე სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს და უნდა ჰქონდეს მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი უნდა იყოს ტოლი ან მეტი 71 პროცენტის.
დასაფინანსებელ კატეგორიაში შედიან სტუდენტები:
მაღალმთიანი აჭარიდან;
მრავალშვილიანი (ოთხი ან მეტი) ოჯახის წევრი;
დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
სოციალურად დაუცველი (ასი ათასი ქულა ან ნაკლები).
იმ კონკურსანტების განცხადება, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2018 წლის პირველი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში და აკმაყოფილებენ პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს, მაგრამ ვერ მოიპივეს სახელმწიფო დაფინანსება, ავტომატურად ჩაითვლება დამატებით გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებულად.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.