„გამოძიება თავის გზას ნახავს, ბატონი თორნიკეც – თავისას“ – დავით გაბაიძე

დღეს, 30 მარტს, „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძე აჭარის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლობელია. ამიტომ, ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მისი თანამდებობიდან გადადგომა რამდენად უკავშირდება რიჟვაძის ფაქტორს. „ციხეში არა მაგრამ, რიჟვაძის ყველა საახლობლო სახლშია, ამას როგორ შეაფასებთ?“- ჰკითხეს ბრიფინგზე დავით გაბაიძეს. „ამ საახლობლოში ალბათ მეც მგულისხმობთ, მაგრამ ჯერ სახლში არ ვარ და …

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

დავით გაბაიძემ დატოვა „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით გაბაიძის პოსტს ცოტნე ანანიძე დაიკავებს. ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. დავით გაბაიძემ დღეს ბრიფინგი მადლობით დაიწყო, მან, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. „დიდი ხანია …

„მე ვიცი თუ არ ვიცი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“ – დავით გაბაიძე თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე

„მე რომც ვიცოდე, არ მაქვს იმის უფლება, ვისაუბრო სხვის მაგივრად,“ – უპასუხა დღეს, 6 აპრილს, ჟურნალისტებს დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. დავით გაბაიძე ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არალეგიტიმური ორგანო, ხვალ, 7 აპრილს აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. თორნიკე რიჟვაძემ 2025 წლის 4 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ფეისბუქპოსტით დატოვა. …

„მე არავისგან არ განვსხვავდები“ – გაბაიძე პოლიტიკური ხელმძღვანელების კრიტიკაზე

„თქვენ განსხვავებით კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან…“ – მიმართა რეპლიკით უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ლევან ანთაძემ საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს,  საქართველოსთვის  ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ. დავით გაბაიძემ  კოლეგას სიტყვა შეაწყვეტინა პასუხით: „მე არავისგან არ განვსხვავდები“. მანამდე კი დავით გაბაიძემ კოლეგას ის ენერგოკომპანიები ჩამოუთვალა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. …

რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა

„გონებაში მუდმივად ვალაგებდი, როგორ დამესვა კითხვა, რა მეკითხა, როგორ დამელაგებია სიტყვები…“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი. ის გარემოვაჭრეა და 9 ივნისს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა. გარემოვაჭრეს სავარძელი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მას შემდეგ დაუთმო, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გარემოვაჭრეებს სხდომაზე დასწრებაზე უარი უადგილობის გამო უთხრა. 9 ივნისს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს თორნიკე რიჟვაძე აბარებდა, …

3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

„მოქმედ უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარია – ჩამოვა სამზე და გამსხვილდება ოლქები. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი. ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება. მე, პირადად, დაყოფა ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ეს …

ასლან ლორთქიფანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად დანიშნეს

ასლან ლორთქიფანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავისი კაბინეტის უფროსად დანიშნა, ეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში დაადასტურეს. ამ დრომდე ასლან ლორთქიფანიძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთავაზება უმაღლეს საბჭოში გადასვლაზე მან პირადად დავით გაბაიძისგან მიიღო. ასლან ლორთქიფანიძემ „უსაფუძვლო ბრალდება“ უწოდა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შეფასებას: „ჭიქაში ქარიშხალი გამოწვეულია იმით, რომ ერთმა კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა …

რომელ თვეებში დასჭირდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს 800 ლიტრამდე საწვავი

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, წელს ხუთი თვე იყო ისეთი, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს თვეში 800 ლიტრამდე საწვავი დაუხარჯავს. ყველაზე მეტი საწვავი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაისში დასჭირდა – 799,88 ლიტრი [ლიმიტი 800 ლიტრია]. 800 ლიტრამდე საწვავი დაიხარჯა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ტრანსპორტირებისთვის სხვა თვეებშიც, მაგალითად, აგვისტოში – 793,53 ლიტრი, სექტემბერში – …

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გადასვლაზე

დღეს, 6 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობასთან დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ  სხვა შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს დაახლოებით დარჩა წელიწად-ნახევარი… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ გაგრძელდეს რაღაც პერიოდი, ეს …

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: საპრეზიდენტო კანდიდატის სიმაღლეს ვზომავთ მისი ფესვებიდან

დღეს, 24 სექტემბერს,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მინისტრები, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უჭერს აჭარის მთავრობა მხარს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზაურ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოში მისი წარდგენა დღეს, 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ტელეფონს არც ზაურ ახვლედიანმა უპასუხა. ზაურ ახვლედიანი ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს …

დავით გაბაიძე: თეორიულად შესაძლებელია ტურიზმის სამინისტროს შექმნა

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. გუშინ, 30 იანვარს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შეხვედრაზე იქნებოდა მსჯელობა მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე. საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის საშუალებას იძლევა. დავით გაბაიძე განმარტავს, რომ ახალი სამთავრობო უწყების შექმნაზე ინიციატივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა დასვას, ხოლო შემდეგ მიზანშეწონილობის საკითხი უმაღლესმა …

უმაღლესი საბჭო რეგიონში ვერ ქმნის პოლიტიკურ ამინდს – მესამე სექტორი

გაისად ისევ 5 მილიონი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს არსებობისთვის. ამ ორგანოს ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობა და აჭარის მთავრობის კონტროლი. სამოქალაქო სექტორში ისევ უჭირთ იმის თქმა, თუ რეალურად რა არის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია. რა აჩვენა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ერთი წლის მუშაობამ? – უმრავლესობა ირწმუნება, რომ სამართლებრივი აქტები მიიღეს, მესამე სექტორში თვლიან, რომ „ხელშესახები კანონი“ ამ ორგანოს …

რა დაჯდა დავით გაბაიძის ვიზიტი ამერიკაში 

28 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. დავით გაბაიძის ამერიკაში ვიზიტისთვის ჯამში 9523 ლარი დაიხარჯა, თუმცა ავიაბილეთებისა და ვიზის მოსაკრებელი [ჯამში 2493 ლარი] მან საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დავით გაბაიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა …

რა იცვლება აჭარის კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში იცვლება კონსტიტუციური კანონიც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ კანონის ცვლილებიდან 6 თვეში აჭარას ახალი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს. „აჭარის კონსტიტუცია“ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს და პარლამენტმა დაამტკიცოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ  აჭარის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენით უყრიან კენჭს, …

რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

31 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უხარისხო პესტიციდები, ადგილზე არარსებული სანერგე მეურნეობები, სახელმწიფოს  მიერ წლების წინ „მისაკუთრებული მამაპაპისეული ტერიტორიები“ დაასახელეს და …

უმაღლესი საბჭოს პრესცენტრის ახალი ხელმძღვანელი: შემოთავაზება დავით გაბაიძისგან მივიღე

აჭარის უმაღლესი საბჭოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ფერიდე უსტიაშვილი დანიშნეს. ის ბოლო წლებში აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, საპარლამენტო არჩევნების დროს კი, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის, ამჟამად კი პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის წინასაარჩევნო პროცესში იყო ჩართული, მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა …

შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

გასული წლის ნოემბერში შეკრებილ კანონმდებლებს ამ ეტაპზე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირებული არ აქვთ. საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მარტს გაიხსნა. „არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მივიღოთ კანონი და მერე, შემოდგომაზე ისევ შესაცვლელი დარჩეს“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. შემოდგომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ელოდებიან. დავით გაბაიძე არ მალავს, რომ აქტიური …

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-5 წევრის სავარძელი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბორდის ახალი წევრი ამ დრომდე არ შეურჩევია. სწორედ ეს უწყება არის უფლებამოსილი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდი დააკომპლექტოს ან დაითხოვოს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. დავით გაბაიძე …

რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონი არ ადგენს ვინ უნდა შეასრულოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა მისი გადადგომის შემდეგ. როგორ უნდა გაგრძელდეს პროცედურა, თუ თავმჯდომარის ვეტო უმაღლესმა საბჭომ ვერ დაძლია… ამ და სხვა ხარვეზების გამოსასწორებლად უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს. რა ინციატივებით შევა უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა, რომელიც …

რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს.  საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული …

ახალი კადრები უმაღლეს საბჭოში

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციის ნაკლებობას საყვედურობდნენ. ასევე ამბობდნენ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კვალიფიციურ მომსახურებას  ვერც აპარატებში დასაქმებული საჯარო მოხელეები უწევდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა გამოცდილება აქვთ მათ, ვინც ახალმა უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია. აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და ფრაქციების აპარატების თანამშრომლები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ. ბევრიც, ჯერჯერობით, თანამდებობას ინარჩუნებს. უმაღლესი …

როგორ აპირებს უმაღლესი საბჭო იმიჯის შეცვლას – ინტერვიუ დავით გაბაიძესთან

შეძლებს თუ არა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ამ საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის გამოსწორებას და ისეთი კანონპროექტების მომზადებას, რომლებსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. რამდენად პრინციპული იქნება დავით გაბაიძე ყოფილი უფროსის – ზურაბ პატარაძისა და მისი მთავრობის მიმართ კონტროლის განხორციელებისას? „ბათუმელების~ კითხვებს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უპასუხა. – ბატონო დავით, წინა და მანამდელი მოწვევის უმაღლეს …

დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 14 ხმით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აიჩია. გაბაიძის კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. გაბაიძის კანდიდატურა ერთადერთი იყო ამ პოსტზე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს 5-მა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე თითო დეპუტატმა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდან“. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე აჭარის მთავრობის …

დავით გაბაიძე: „ახალი უმაღლესი საბჭო შეძლებს უკეთესად იმუშაოს“

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი, დავით გაბაიძე ამბობს, რომ „ეს უმაღლესი საბჭო განსხვავებული იქნება წინა მოწვევის საბჭოებისგან და შეძლებს უკეთესად იმუშაოს… ამის საფუძველს მაძლევს საბჭოს შემადგენლობა“. გაბაიძის აზრით, უმაღლესმა საბჭომ პირველ რიგში საკანონმდებლო ხარვეზებზე უნდა იმუშაოს, რომელმაც თავი იჩინა უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დაკომპლექტების, ასევე მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების დროს. დღეს, 28 ნოემბერს, 12 …

დავით კვაჭაძე ისევ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კონკურსანტი უკვე დარეგისტრირდა. ერთ-ერთი მათგანი დავით კვაჭაძეა, რომელსაც უმაღლესმა საბჭომ პირველჯერზე მხარი არ დაუჭირა. ამ დროისთვის უსკოს თავმჯდომარეობის სურვილი კიდევ ერთმა მოხელემ – ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ის სპეცილისტმა დავით ფარტენაძემ დაადასტურდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად განაცხადების შეტანის ვადა ორ დღეში, 10 მარტს …

Exit mobile version