როგორ დაამტკიცა ბათუმის მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტი

ბათუმში, ლეონიძის 8 გ-ში 156კვ.მეტრზე 7 -სართულიან კორპუსს აშენებენ. ნებართვა 2023 წლით თარიღდება, თუმცა მისი მიღების ისტორია გაცილებით ადრე, 2017 წელს დაიყო: არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენება შეათანხმეს და საბოლოოდ 7 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღეს. მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენების პროექტი განიხილა და დაამტკიცა. ამ „პროექტის“ საფუძველზე კი  იმავე წელს 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს. …

გიორგი ერმაკოვი თავისუფალია, ის გაფლანგვის ნაწილში გამართლდა – ადვოკატი

თავისუფალია ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი, რომელიც 2019 წელს დააპატიმრეს. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ვერა დოლიძემ გაამართლა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით. ამისთვის ბათუმის ყოფილ მერს 3 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. „ეს ვადა უკვე გავიდა, ამიტომაც ერმაკოვი პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით …

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის …

ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო

„თქვენ, როგორც დაზარალებული ორგანიზაცია, სთხოვთ თუ არა ზიანის ანაზღაურებას იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა იაფი სახლის პროექტის შესრულებაზე?” – ამ კითხვით პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენელს, ზურაბ ქამაშიძეს მიმართა. ზურაბი მერიაში 2016 წლიდან სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობს. მან დღეს, 24 ოქტომბერს, მერიის პოზიცია წარმოადგინა სასამართლოში. “მერიას მიაჩნია, რომ პასუხი უნდა აგოს “კონვენტ ჯორჯიამ”, რომელიც …

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ. მოსამართლის განმარტებით, ბათუმის მოქმედ მერს არ შეეძლო დამოუკიდებლად ბრალდებულებთან შეთანხმება. გარდა ამისა, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ბრალდებულები საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩებოდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, როცა პატიმრობაში …

სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს, 16 აგვისტოს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე დაკითხეს. ბათუმის მერიის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს თანხის მითვისებას და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ავანსად ჩარიცხული 1 მილიონი ლარის დაკარგვას, ისე რომ სამუშაოების ნაწილიც …

დღეს გაირკვევა, მერიის 7 მაღალჩინოსანს პატიმრობაში დატოვებენ თუ გაათავისუფლებენ  

„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 24 ივლისს, გაირკვევა, დაიწყება თუ არა არსებითი განხილვა, ასევე წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ დაკავებულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს. წინასასამართლო სხდომა ახლახან დაიწყო მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ. სასამართლო პროცესს შვიდივე ბრალდებული ესწრება. სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან საპროტესტო აქცია ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ ვანაძის ახლობლებმა გამართეს. ისინი ვანაძის გათავისუფლებას ითხოვენ. მერიის …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის ოთხი მაღალჩინოსანი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ ბათუმის მერიის ოთხი მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის არის ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ვლადიმერ ხინთიბიძე, ასევე ეგარსლან ლომაძე და ბექა ხალვაში. ბათუმელების ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. ინფორმაცია ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ აჭარის პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა. ამავე თემაზე: რატომ დააკავეს ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვები – პროკურატურის …

ბინები პლაჟზე, რეკრეაციულ ზონაში – რამდენად კანონიერია ერმაკოვის მიერ გაცემული ნებართვა

კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯია“, რომელიც ახალი ბულვარის ბოლოში კომპლექს Batumi View-ს, ოთხ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, შენობების მოცულობის გაზრდაზე ნებართვას ითხოვს. ეს კომპლექსი ზედ პლაჟზე, ველობილიკის გასწვრივ შენდება და მთლიანად კეტავს ზღვისპირა სივრცეს ახალი ბულვარიდან აეროპორტის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გამორიცხული არ არის, ახალი ბულვარისა და მისი გაგრძელების დამაკავშირებელი ზღვის პირას აქ მხოლოდ ველობილიკი დარჩეს. ვინ …

კიდევ ერთი ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმში, რომელმაც ქალაქს ტროტუარი წაართვა [ფოტოამბავი]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წრიულთან,  სამი მაღალსართულიანი სახლის წინ კიდევ ერთ მაღალსართულიან კორპუსს აშენებენ. სამშენებლო ღობის შიგნითაა მოქცეული როგორც ტროტუარი, ასევე სამანქანო გზის ნაწილი.   მშენებარე სახლის წინ, ე.წ. „ვოქსის ცხრიანში“ მცხოვრებნი შიშობენ, რომ ახალი პროექტი მათ ბინებს კიდევ უფრო დააბნელებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის  ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, 2017 წლის 16 ოქტომბერს გასცა. ამ სახლის დასრულების …

ლაშა კომახიძე მერიის ანსამბლის რუსეთში გასტროლების დაფინანსებაზე

გასულ წელს ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის შესაძლო გასტროლზე რუსეთის ქალაქებში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. მერიაში განმარტეს, რომ ღონისძიების შესახებ, რომელიც საკრებულოსთვის განსახილველად გადაგზავნილ ბიუჯეტის პროექტში  იყო ჩაწერილი, მერთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვიზიტი ჩაიშალა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გადაწყვეტს ბათუმის ახალარჩეული მერი თუ მერიის რომელიმე ორგანიზაცია რუსეთში მიწვევას ისევ მიიღებს: დააფინანსებთ თუ არა მუნიციპალური ანსამბლების რუსეთში …

რაზე წყდება გული გიორგი ერმაკოვს

„გული მწყდება უბრალოდ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს, შეიძლება მეც, რაღაცას რომ გააკეთებ, გარკვეული დრო გავა და დაინახავს ადამიანი. უნდა ხედავდეს იქ მაცხოვრებელი. ზოგჯერ შენიშვნასთან ერთად იმდენ თბილ წერილს ვიღებ, იმდენ მესიჯს და სატელეფონო ზარს, რომ მეც მიხარია. მე არ ვაბრალებ იმას, რომ ვიღაცამ არასათანადოდ გააშუქა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო“, – აღნიშნა ბათუმის …

ბათუმის ახალ მერს ყოფილმა მერმა ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა

„გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ეს ლამაზი ტრადიცია, მოქმედი მერის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი მერის უფლებამოსილების შედგომა. ეს ახალი ტრადიციაა და იმედია მას ბათუმის ახალი მერი, ლაშა კომახიძე გააგრძელებს. მე მინდა მას გადავცე სიმბოლური გასაღები, რომელსაც აწერია ქალაქი ბათუმი და რომელზეც გამოსახულია ლოგო. მინდა მას ვუსურვო ქალაქის საკეთილდღეოდ ბევრი საქმის კეთება თავის გუნდთან ერთად“ – განაცხადა ბათუმის უკვე …

ბათუმის მომავალი მერი საკადრო პოლიტიკაზე: „ძალიან გაბედული ვარ გადაწყვეტილებებში“

შესთავაზებს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას ბათუმის ახალი მერი მოქმედი მერის – გიორგი ერმაკოვის მოადგილეებს, ამაზე ლაშა კომახიძე ჯერ არ საუბრობს. „მოადგილეებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან, იმიტომ, რომ  არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც უფრო ღრმად მჭირდება ჩახედვა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე. რაც შეეხება სამსახურების უფროსებს, უკვე ცნობილია, რომ ბათუმის ახალ მერს სამსახურში ჯერ კიდევ …

როგორ შეხვდა „ქართული ოცნება“ ბათუმში ეგზიტპოლის შედეგებს [ფოტო]

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მეორე ტური არ გაიმართება და ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ლაშა კომახიძე იქნება. წინასწარი მონაცემებით, ლაშა კომახიძემ არჩევნებში ამომრჩეველის ხმათა უმრავლესობა, 54,86 პროცენტი მიიღო. 21 ოქტომბრის საღამოს, ბათუმის მერობის კანდიდატი თავის მხარდამჭერთა კლუბში, ეგზიტპოლების შედეგებს რეგიონის პირველ პირებთან ერთად ელოდა. 20:00 საათზე, როცა საარჩევნო უბნები დაიკეტა, „ლაშას მხარდამჭერთა კლუბში“ დიდ ეკრანზე …

მიშენებული აივანი ახალაშენებულ სახლზე – რატომ გასცა მერიამ ნებართვა

ბათუმში, გორგილაძის #94-ში, მოქალაქემ ამხანაგობის წინააღმდეგობის მიუხედავად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აივანი მიაშენა. ახალაშენებულ სახლზე აივნის მიშენების ნებართვა ბათუმის მერიამ მშენებელ კომპანიასთან – „დარ ბილდინგთან“ შეთანხმების გარეშე გასცა. ამის შესახებ არც ამხანაგობამ იცოდა. გორგილაძის #94-ში ახლახან აშენებულ 21-სართულიან სახლს ერთადერთი მიშენებული აივანი აქვს. მეზობლები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ ამ მიშენებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომ მიშენების კანონიერებით დაინტერესდნენ და ინფორმაცია როგორც …

კორუფცია და საზოგადოების ინტერესების გათელვა – ბათომის მიმართვა ზურაბ პატარაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს, ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ გიორგი ერმაკოვს მოგახსენებთ, რომ ამა წლის 12 ოქტომბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის (ე.წ. „ზონალური“) საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც „გუშაგი ძაღლების“ როლში ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტივისტები, რომლებმაც გამოხატეს მკვეთრი პროტესტი ერთ–ერთი განსახილველი საკითხის მიმართ. კერძოდ – მაზნიაშვილისა და ჟორდანიას კუთხეში (##27/17) მდებარე …

ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე

გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა. საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე …

გიორგი ერმაკოვი: ბათუმის მომავალ მერს გამძლეობას ვურჩევ

ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის უფლებამოსილების ვადა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მიიჩნევს, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა და მისი მერობის პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. „სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაწყებულია, რამდენიმეეტაპიანია და დასჭირდება კიდევ ორი წელი დაახლოებით, რომ დასრულდეს. ოთხწლიანი ვადაც რომ მქონოდა, ვერ დასრულდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოებია, რაც ათწლეულებია ქალაქში …

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა. „ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე …

კომპანიები, რომლებსაც ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

2017 წლის მარტიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, k2-კოეფიციენტის გაზრდაზე 13 კომპანიას უშუამდგომლა. მათგან უმეტესობა  ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. ამ კომპანიებს  შორისაა შპს „ბათთაუერსი“. კომპანია ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიმშიაშვილის #1,2- ში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანია k2 – კოეფიციენტის გაზრდას 7,0-მდე ითხოვდა. მერისადმი მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე …

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

„ბათუმის მერიას არ გაუგზავნია სარჩელი სააპელაციო სასამართლოში“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში მას შემდეგ, როცა გონიოელებს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი შეხვდა და მათ სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა. საპროტესტო აქცია გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან დღეს, 14 ივნისს გამართეს. მათი მოთხოვნა იმის გარკვევა იყო, ასაჩივრებდა თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის მიწის …

ტარიელ ნაკაიძე ახალი მეჩეთის ზომებთან დაკავშირებულ შესაძლო კომპრომისზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მერია მუსლიმ თემს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას არ მისცემს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. „საპროტესტო აქციები დაიწყება იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას ვაპირებთ. თუმცა, როდის დაიწყება ეს აქციები ან რა ფორმატში წარიმართება, ამ საკითხებს მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი სხვა მორწმუნეებთან ერთად …

გიორგი ერმაკოვი ბათუმში უკანონო მშენებლობების შესაძლო დაკანონებაზე

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში უკანონოდ აშენებული მაღლივი სართულების დაკანონებას მერია ერთი პირობით აპირებს – მენაშენემ 1 კვადრატულ მეტრზე 400 ლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონებაზე მენაშენემ ასევე უნდა წარუდგინოს მათ აჭარის მთავრობის შუამდგომლობა. გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე? – ამ და სხვა კითხვებს გიორგი ერმაკოვმა უპასუხა. ბატონო …

მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს – ახალი ინიციატივა 

  400 ლარი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული თითოეული კვადრატული მეტრის სანაცვლოდ – ბათუმის მერია მენაშენეებს სპეციალური მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერების ჩარჩოში მოქცევას სთავაზობს. მერიის ახალი ინიციატივით, ბათუმის ტერიტორიაზე სანებართვო პირობების დარღვევით განხორცილებულ მშენებლობაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებელი შემოვა. პროექტის თანახმად, ეს ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ აპრილამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის …

ერმაკოვი აქციის შედეგად ბათუმში ასობით გაუქმებული ტურისტული ჯავშნის დეტალებზე

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, რომელიც მან გუშინ, 20 მარტს გაავრცელა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო უცხოურმა ტურისტულმა კომპანიებმა ბათუმში ასობით ჯავშანი გააუქმეს. აღნიშნულ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. თუმცა, ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საპროტესტო აქციის დღეებში ირანულმა კომპანიამ ბათუმის ნაცვლად თბილისში გადაიტანა ტური. „ბათუმელებმა“ გიორგი ერმაკოვს „ასობით“ გაუქმებული ჯავშნის დეტალებზე ჰკითხა. …

ერმაკოვისთვის 11 მარტის აქციაზე დაკავებულთა ოჯახების მუქარა მიუღებელია

დღეს 20 მარტს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა. გთავაზობთ ტექტს უცვლელად. „მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგები ქალაქისათვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. დამწვარი და დაზიანებულია აქციის მიმდებარე ქუჩის ინფრასტრუქტურა, დაიწვა, როგორც საპატრულო სამსახურის, ასევე მოქალაქეების ავტომობილებიც, სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები მიიღეს როგორც შსს-ს თანამშრომლებმა, …

ბათუმის მერიასა და საკრებულოს წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი

ბათუმის საკრებულოს და მერიას მიმდინარე წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი. აქედან საკრებულოს გეგმა, ანუ წლიური ლიმიტია 43 ტონა, ხოლო მერიის – 103 ტონა. მერიისდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების შედარებით კი ჩანს, რომ რეალურ ხარჯსა და წლიურ ლიმიტს შორის საკმაო განსხვავებაა. მაგალითად, ბათუმის მერიაში გასულ წელს 87 ტონა საწვავი გაიხარჯა, წლიური ლიმიტი კი შარშან 110 …

„მერი ძველ ბათუმში მშენებლობის შესაზღუდად თავისავე პრაქტიკას არ იყენებს”

ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტები ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს მეორედ შეხვდნენ. მერმა მორატორიუმის სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად ათი დღის ვადა ითხოვა, მაშინ, როცა ბათუმის მერია მსგავს პრაქტიკას 2013 წლამდე, წლების განმავლობაში მიმართავდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტებით გუშინ მერთან შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი ნათია ზოიძე მივიდა. „პირველი შეხვედრა დასრულდა იმ შეთანხმებით, …

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

15 თებერვალს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან დახურული შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოება „ბათომის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე? „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა. შოთა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ შედგა შეხვედრა მერიაში, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. რა იყო საუბროს თემა? საუბრის თემა …

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს. წერილის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ჩვენ, ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა, თქვენთან, როგორც მერობის კანდიდატთან, გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისთვის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით. მხარეები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების …

ბათუმის მერის მივლინებების შედეგი

ბათუმის მერი ყველაზე ხშირად მივლინებით გერმანიაში დადის. გიორგი ერმაკოვი ყოფილა თურქეთში, ბელორუსში, ლატვიაში, ავსტრიაში, სომხეთსა და ეგვიპტეში. რა შედეგი მოიტანა, მაგალითად, ეგვიპტეში, ქალაქ შარმ ელ-შეიხში ვიზიტმა? – გიორგი ერმაკოვი კონკრეტულ შედეგს ვერ გვისახელებს. ამბობს, რომ ტერორისტულმა აქტმა შეუშალა ხელი ურთიერთობების გაღრმავებაში. „კარგად ნახეთ მაქ, ფული რამდენი დაიხარჯა და როგორ დაიხარჯა…“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა, როცა …

“იაფი სახლის” ასაშენებლად მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს

„კომპანიები მონაწილეობენ ტენდერში და ბევრ შემთხვევაში მოკლებული ხარ შესაძლებლობას, ტენდერში მონაწილე კომპანიის სამომავლო განზრახვები გქონდეს შესწავლილი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება,“ – ამბობს ბათუმის მერი გაუჩინარებულ კომპანიაზე, რომელიც ბათუმში „იაფ სახლს“ აშენებდა. გიორგი ერმაკოვმა “ბათუმელებთან” საუბრის დროს თქვა, რომ მერიამ ყველა სამართლებრივი პროცედურა დაიწყო, რაც საბანკო გარანტიებს უკავშირდება. ხელმისაწვდომი საცხოვრისი, ანუ ე.წ. „იაფი სახლი“ ბათუმში კომპანია “კონვენტ …

ბათუმის მერი: „ვცადე და ვერ შევარჩიე მოადგილე“

„ვცადე და ვერ შევარჩიე… სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა მიმზიდველი აღარ არის ბევრისთვის. გამოცდილ ადამიანებს კერძო სექტორში ურჩევნიათ მუშაობა, იქ უფრო კარგი პირობები აქვთ, მაღალი ანაზღაურება და ასე შემდეგ,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ კითხვას, რატომ არ ინიშნება მერის მოადგილე, რომელიც ფინანსურ საკითხებს უნდა კურირებდეს. მერის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია 2015 წლის 13 ივლისიდან. …

ბათუმში სპორტის სასახლე აშენდება

ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. სპორტული კომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით: „სპორტის სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი. დღეს, 4 ოქტომბერს,  მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და …

Exit mobile version