„სოკარის“ 200-მდე თანამშრომელმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა – პროფკავშირები

აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 22 იანვარს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძე შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალში დასაქმებულ 200-მდე  თანამშრომელს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოტივით გაიფიცნენ. გაფიცული თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული სამუშაო პირობები აქვთ, ანაზღაურება მაინც …

ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია მიზერულ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათი შრომითი დატვირთვის შეუსაბამოა. „არ ვეხებით მხოლოდ ავარიულ სამსახურს, რომ აბონენტებს არ შეექმნათ პრობლემა, სხვა სამსახურები გაფიცული ვართ. დაახლოებით 200-250 ადამიანი. ათი დღის წინ მივმართეთ ადმინისტრაციას წერილობით და მოვითხოვეთ …

„ჩვენს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყეს“ – აჭარის ფინანსთა სამინისტროს გაფიცული თანამშრომლები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორი გაფიცული თანამშრომლის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ეს ინფორმაცია სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, ლელა მიქელაძემ დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ 17 დეკემბერს ჩაბარდა წერილი, რომლითაც აცნობეს, რომ სამსახურში უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, მას ჩააბარეს ბრძანება მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. დისციპლინური წარმოება დაიწყეს  სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, …

„საჯარო სამსახური უნდა გაიფიცოს, წინააღმდეგობის ლიდერი კი ზურაბიშვილი უნდა იყოს“ – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო სამსახურების გაფიცვა. წინააღმდგობის მოძრაობას კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაუდგეს სათავეში. „წინააღმდეგობას სჭირდება ლიდერი და ის სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. ოთხივე ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს და პრეზიდენტთან ერთად მიიღოს კონსენსუალური და კოორდინირებული გადაწყვეტილებები. ორბელიანების სასახლე უნდა გახდეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ადგილი და ის უნდა დავიკავოთ. …

როგორ ვესაუბროთ და რა ვუწოდოთ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას – იურისტის განმარტება

როგორ უნდა მივმართოთ ან რა სტატუსით უნდა მოვიხსენიოთ წერილობით ან ზეპირ განცხადებებში ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი არ აღიარებს? როგორ იქცევა ხალხი, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციები ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს ქართული …

აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ …

დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე

„ეს როგორ შეიძლება? რატომ აკეთებენ ამას? რისი გულისთვის თან? ვიღაცებმა რომ ფულები იშოვონ იმის გულისთვის?“ – ვიდეო, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებული ვაჟა მარუაშვილი ცრემლებს ვერ იკავებს და პოლიციას ტირილით უსვამს კითხვებს, 26 თებერვლის საღამოს გავრცელდა. იმ დღეს საირმეში პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ და ასე მიექციათ ხელისუფლების ყურადღება …

ბათუმში Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმში Wolt-ის 150-მდე კურიერი გაიფიცა. კურიერები ამბობენ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. „ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. ობიექტიდან მომხმარებლამდე არსებული მანძილის საბაზისო ამ წუთას არის 2.50 ლარი და გვინდა 3.50 ლარი გახდეს – კილომეტრაჟზე 20 თეთრი დაგვემატოს. ახლა 50 თეთრია და გვინდა გახდეს 70 თეთრი. დღეს დამსაქმებელს ვესაუბრეთ …

10℃ ყინვაში გათბობაც კი არ გვაქვს – „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა გუშინ, 13 თებერვალს დაიწყო. კურორტ საირმეში მდებარე ქარხნის 40-მდე დასაქმებული არასაკმარის ხელფასს, არასათანადო სამუშაო პირობებს, დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟსა და მუქარას აპროტესტებს. პროტესტის მონაწილეები ხელფასის 30 პროცენტით მომატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ. „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს, აკოტრებს ქარხანას და დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. …

ბათუმსა და თბილისში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აგრძელებენ გაფიცვას და ხვალ, 20 იანვარს, თბილისსა და ბათუმში აქციებისთვის ემზადებიან. ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გამოსწორებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ.”სოლიდარობის ქსელის” ცნობით, წინასაგაფიცვო მედიაცია უშედეგოდ დასრულდა, თუმცა მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალია მშრომელებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას დაჰპირდა. მინისტრ ტიკარაძის …

ჩვენც ვიფიცებით, ვითხოვთ ხელფასების მომატებას – სოციალური აგენტი ბათუმიდან

ორშაბათ, 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მდე თანამშრომელმა გაფიცვის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გაფიცულებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შეატყობინეს. გაფიცვას უერთდება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა ქობულეთისა და ქედისა – დაახლოებით 35 ადამიანი. სოცაგენტების გარდა გაფიცვას ასევე უერთდებიან სპეციალისტები, იურისტები და სხვა თანამშრომლები. ეს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები ბენეფიციარებს …

ღამის ცვლის მოწესრიგება, ხელფასების 15%-ით გაზრდა – ბათუმის პორტში გაფიცვა შეწყდა 

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ბათუმის ნავსადგურის პროფკავშირის ინფორმაციით, შეთანხმება ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის გუშინ ღამით შედგა. „მედიატორს დაუკავშირდნენ და ის დაგვეხმარა. შეთანხმება შედგა ნაწილობრივ, დეტალები დასაზუსტებელია, მაგრამ გაფიცულები უკვე დაუბრუნდნენ სამსახურს… ძირითადად ეს ეხება ღამის ცვლის მოწესრიგებას, რაც პრობლემების 80 %-ს მოაგვარებს. ასევე გაიზრდება დასაქმებულთა ხელფასი 15%-ით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის …

გამოიყვანთ თუ ვერა უცხოეთიდან შემოტანილ მანქანებს? -პორტში გაფიცვა გრძელდება

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში შეხვედრა გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის დასრულდა. გაფიცულების თქმით, შეთანხმება ვერ შედგა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში გაფიცვა გაგრძელდება. ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის 120 თანამშრომლიდან 80-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას. გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე შრომის ანაზღაურების 50 %-ით გაზრდა. რაც …

ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლები ტარიფის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ – Live

დღეს დილიდან ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლები გაიფიცნენ, ისინი ტარიფის გაზრდას ითხოვენ. „კატავი“ გამოგვდისო“, – აცხადებენ მძღოლები. მძღოლები ამბობენ, რომ ამ ფასად ვერ იმუშავებენ, მით უფრო „კომენდანტის საათის პირობებში“. „ლარ-ნახევრიანი დაკვეთა მოგდის ცხრა საათისკენ. შეიძლება ამ დროს 2000 ლარით დაგაჯარიმონ“, – წუხს ერთ-ერთი მძღოლი. „ახლანდელი ფასების მიხედვით, როგორ ვიცხოვროთ. მთელი დღე მგზავრებს ვარბენინებთ ტყუილად. როცა ნორმალური ფასი …

უკანონოდ გათავისუფლებულ სოცმუშაკს 15 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლოს გადაწყვეტილება

საყოველთაო გაფიცვის შემდეგ უკანონოდ  გათავისუფლებულ სოცმუშაკს, ივანე ბუბაშვილს კომპენსაციის სახით 15 000 ლარს გადაუხდიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. სოცმუშაკის ინტერესებს სასამართლოში EMC იცავდა. ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან დათხოვილი სოციალური მუშაკები რამდენიმე სასამართლოში დავობენ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, თუმცა სამსხურში მის დაბრუნებაზე უარი თქვა, …

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან, მაია მერკვილაძე ტელევიზიაში რჩება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან. გადაწყვეტილება გუშინ ღამით ალტერნატიულმა პროფკავშირმა მიიღო. გუშინ, 24 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე – მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას გიორგი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს წამყვანობა შესთავაზა. საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად ნინო ხაჟომია დანიშნეს. დღეს, 25 თებერვალს, მაია მერკვილაძემ თქვა, რომ ის გიორგი კოხრეიძეს შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა თოქ-შოუს …

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი შემოსავლების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გაფიცულები ითხოვენ, ფიროსმანის ქუჩით არ იმოძრაოს #29 სამარშრუტო ტაქსმა –  მათ „მგზავრები მოაკლდებათ“. #31 სამარშრუტო ტაქსი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობს. ამ დრომდე გორგასლის ქუჩით გადაადგილდებოდა და რამდენიმე თვეა, რაც ფიროსმანის ქუჩით …

კლიმატისთვის მსოფლიო გაფიცვას საქართველოც უერთდება – რას ითხოვენ მოქალაქეები

20 სექტემბერს, გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, იგეგმება  გლობალური გაფიცვა გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის, რომელსაც საქართველოს მოსწავლეები და სტუდენტებიც უერთდებიან. See more „ერთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა გრეტა ტუნბერგი, 16 წლის შვედი მოსწავლე, პირველად გაიფიცა მოთხოვნით, რომ პოლიტიკოსებმა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება და ჩვენს თაობას კლიმატური კრიზისის ყველაზე კატასტროფული შედეგები აარიდონ. წინა გლობალურ …

აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ ოპერატორები შესაძლოა გაიფიცნონ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ სამსახურის 13 ოპერატორი შესაძლოა გაიფიცოს. მათი პროტესტი ანაზღაურებას უკავშირდება. ოპერატორები აცხადებენ, რომ ძირითად საქმიანობასთან ერთად ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, თუმცა ამისათვის ისინი ანაზღაურებას არ იღებენ. ოპერატორების განცხადებას, რომელსაც აჭარის ტელევიზია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები, ძირითად საქმიანობასთან ერთად ვასრულებთ მემონტაჟის ფუნქციას, მაგრამ …

„ჩვენ ისევ ცარიელი ხელებით ვრჩებით“ – სოცმუშაკების გაფიცვის მეხუთე დღე ბათუმში

სოცმუშაკები ბათუმის „ვარდების სკვერში“ დღეს, 29 მარტს, ისევ შეიკრიბნენ. პარალელურად საპროტესტო აქცია თბილისში, კანცელარიის შენობასთან იმართება. სოცმუშაკები მოთხოვნების სრულად შესრულებას ითხოვენ. „კატეგორიულად უარს ამბობენ ამ წელიწადში ხელფასის მატებაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი ანაზღაურება ხელზე 625 ლარია. ასევე, ვითხოვთ წერილობით დადასტურებას იმ დაპირებების, რაც მინისტრმა გააჟღერა,“ – ამბობს ბათუმელი სოცმუშაკი, ხატია მახარაშვილი. სოცმუშაკების თქმით, ისევ პრობლემაა …

სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2

„ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები უკვე ასამარებს არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ მთლიანად სოციალურ სამსახურს. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ,“ – ეს რეაქცია აქვს სოცმუშაკს ინგა დავითაძეს მისი უშუალო უფროსების – მინისტრ დავით სერგეენკოს და მისი მოადგილეების ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე. მათი განმარტებით, სოცმუშაკების გაფიცვით სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება და სხვა თანამშრომლები შეასრულებენ სოცმუშაკის ფუნქციებს. სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის …

„დაშინების გამო ყველა ვერ მოვედით“ – სოცმუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს

„ზრუნვა ცარიელი ხელებით“, „ერთად სისტემური ცვლილებებისთვის“ – ბათუმის ვარდების სკვერში სოციალურმა მუშაკებმა ეს და სხვა ტრანსპარანტები გამოფინეს და გაფიცვა დაიწყეს. სოცმუშაკები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება სისტემური ცვლილებებისთვის ნაბიჯებს არ გადადგამს. „მოვედით აქამდე, რადგან წლების განმავლობაში არავინ მოისმინა ჩვენი პრობლემა… ჩვენ ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, არ შეიძლება 30 მიმართულებით ერთდროულად მუშაობდე, გიწევდეს ღამით გასვლა …

თემურ ქარცივაძე სოცმუშაკების გაფიცვაზე: მათ ფუნქციას სხვა თანამშრომლები შეასრულებენ

რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით ხვალ, 25 მარტს იწყებენ? – ამ უწყებების პრესცენტრებში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. „ბათუმელები“ იმავე კითხვით სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსს, თემურ ქარცივაძეს დაუკავშირდა. „ყველა არ არის გაფიცული, არის სამსახურში რესურსი, რომ ერთი დღით სოცმუშაკები სხვებმა ჩაანაცვლონ. ჯანდაცვის სამინისტრო …

სოცმუშაკი: უფროსი სამსახურიდან გაშვებით დამემუქრა, თუკი გაფიცვაზე წავალ

თამარ ღუნაშვილი ერთ-ერთი სოციალური მუშაკია, რომელიც ხვალიდან გაფიცვას აპირებს. სოცმუშაკი ამბობს, რომ სამსახურის უფროსი მას სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა და „შვილების ულუკმაპუროდ დარჩენით“. „პარასკევს შემხვდა თავის სამუშაო ოთახში. მითხრა, რომ თუ გაფიცვაზე გავიდოდი, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ სამსახურიდან გავეშვი, თანაც ისე, რომ ვეღარსაც ვეღარასოდეს მუშაობა ვეღარ დამეწყო და შვილები მშიერი დამრჩებოდა,“ – ამბობს თამარ ღუნაშვილი. ის სოციალური …

რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა

25 მარტიდან სოცმუშაკები ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან. ისინი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს აპირებენ პროცესში ჩართვას. მანამდე კი, სამუშაო კაბინეტებში სოცმუშაკებმა განცხადება დატოვეს: „ძვირფასო მოქალაქეები, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც…“ კანონმდებლობით გაწერილია კონკრეტული შემთხვევები, სადაც სოცმუშაკის ჩართვა სავალდებულოა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა. ბათუმში მომუშავე სოცმუშაკების, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრის, ქეთევან ხუციშვილის …

სოციალური სააგენტოს გამოხმაურება სოცმუშაკების დაანონსებულ გაფიცვაზე

“მოლაპარაკების ვადა გახანგრძლივდა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით. გახანგრძლივება აწყობდათ სოციალურ მუშაკებს და ჩვენც გვაწყობდა,” – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის აპარატის უფროსმა, ნიკა ჩანადირმა. ის “ბათუმელებში” 12 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც სოცმუშაკები აღნიშნავენ, რომ გაფიცვის ვადა 12 მარტიდან, სავარაუდოდ, 25 მარტამდე გადაიწია. ნიკა ჩანადირის თქმით, მედიაცია და მოლაპარაკება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზეც უცნობია, სოცმუშაკების …

სოცმუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ. მათი თქმით, „სისტემური ცვლილებებისთვის“ ერთი თვის წინ დაყენებული მოთხოვნებიდან ხელისუფლებამ არც ერთი შეასრულა და თვის ბოლოს გაფიცვის უფლებით ისარგებლებენ. გაფიცვის კონკრეტული პირობები ამ დროისთვის უცნობია. „არანირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლისთვის. პირიქით, მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მიმდინარე ამბების ფონზე 12-მა სოცმუშაკმა თავისი სურვილით დატოვა სამსახური. მიიღეს ახალი, გამოუცდელი კადრები… …

სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან – შეტყობინება დავით სერგეენკოს

სოციალური მუშაკები გაფიცვას აპირებენ. მათ უკვე მოამზადეს განცხადება, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკები დავით სერგეენკოს ატყობინებენ, რომ გაფიცვას დაიწყებენ. განცხადების ელექტრონული ვერსია „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა გამოუგზავნა იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ დავასახელებდით. განცხადებაში რამდენიმე მოთხოვნაა გააქტიურებული, მაგალითად, ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკის სამუშაოს განსაზღვრა, ხელფასის გაზრდა, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სამგზავრო ხარჯის …

რატომ ძვირდება ტაქსი „მაქსიმის“ მომსახურება

ტაქსი „მაქსიმის“ მომსახურება 20 თეთრით ძვირდება იმ შემთხვევაში, თუკი ტაქსს ტელეფონით, მობილური ოპერატორების დახმარებით გამოიძახებთ. ტარიფები იგივე დარჩება მობილური აპლიკაციის სარგებლობის დროს. ამ ცვლილების გამო ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. „მძღოლებისთვის არაფერი იცვლება. 20 თეთრი, რაზეც დავობენ ისინი, არ არის მათი შემოსავლის ნაწილი, არც კომპანიის, ეს არის  მგზავრების გადასახდელი თანხა, კონტაქტ-ცენტრის მომსახურებისთვის,“ – …

ბათუმის პორტი გაფიცვის უკანონოდ მიჩნევას ითხოვს

ბათუმის საზღვაო პორტი თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. პორტი გაფიცვების უკანონოდ მიჩნევას ითხოვს. საპროტესტო აქცია ბათუმის საზღვაო პორტში 2018 წლის აპრილში იმართებოდა. მაშინ მოშიმშილეები ითხოვდნენ „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის, დანიარ მუხამედ რახიმის გადადგომას, სამსახურიდან გათავისუფლებული 25 თანამშრომლის დაბრუნებას და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას. “ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიებაც მცურავი საშუალებების კაპიტნების მიმართ, ვინც იმ დღეებში, ფაქტობრივად, პიკეტირება მოახდინა. …

როგორ იბრძოდა მსოფლიო 8-საათიანი სამუშაო დღისთვის

პირველ მაისს მსოფლიოში მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღევანდელი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში დაკანონებული რვასაათიანი სამუშაო დღე მუშათა დიდი ხნის წინანდელი გაფიცვებისა და პროტესტის შედეგია, რაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა მშრომელები პირველად დაფიქრდნენ საკუთარ შრომით უფლებებზე და 11, 13-საათიანი სამუშაო გრაფიკის შეუსაბამობაზე ადამიანისთვის. თავიდან ყველაფერი ამერიკაში დაიწყო, როცა პროფკავშირებში გაერთიანებულმა მშრომელებმა 1865 წელს დღეში 11 …

პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან

ხელვაჩაურის რაიონის პედაგოგები გაფიცვით იმუქრებიან. მიზეზად პედაგოგებისათვის დაპირებული 30%-იანი დანამატის გაუცემლობა სახელდება. 30%-იანი დანამატის ერთჯერადი გაცემა 2004 წლის იანვრის ხელფასზე მოახერხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე თანხები საკმარისი აღარ არის. „გვპირდებოდნენ, რომ 2003 წლის დანამატსაც მივიღებდით“, – აცხადებენ პედაგოგები და იქვე დასძენენ, რომ დაპირება დაპირებად დარჩა. ხელვაჩაურის რაიონის საბიუჯეტო სამსახურის მთავარი ბუღალტერი ნანა …

Exit mobile version