რატომ არის ჩაბნელებული „საოცრებათა პარკთან“ ბათუმში

ბათუმში, რუსთაველის ქუჩიდან „საოცრებათა პარკთან“ მისასვლელ ტერიტორიაზე განათებები გამორთულია. აქ ათამდე რკინის მაღალი ბოძია განთავსებული. თითო ბოძზე რამდენიმე ნათურაა დამაგრებული, თუმცა ყველა გამორთულია. მხოლოდ ერთ ბოძზე მუშაობს რამდენიმე ნათურა. რატომ არ მუშაობს განათება? –  ვკითხეთ ბათუმის მერიას, თუმცა აქ გვითხრეს, რომ პარკი ბულვარის საკუთრებაა და მიზეზის გასარკვევად ბულვარისთვის უნდა მიგვემართა. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, …

გონიოში ზღვისპირა ბილიკის განათებისთვის 443 000 ლარია გამოყოფილი

გონიოში ზღვისპირა ბილიკის გარეგანათების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 443 ათას 972 ლარით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გონიოს ბულვარში მდებარე გარეგანათების ბოძებზე 153 დაზიანებული სანათი უნდა შეიცვალოს. ჩასატარებელია ასევე სხვადასხვა სახის, მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. …

იქნება თუ არა გარეგანათება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე – გზების დეპარტამენტის პასუხი

„ბათუმიდან ხულომდე მაგისტრალი, გარდა იმისა, რომ გზა ბევრ ადგილზე ავარიულია, განათებაც არ არის. აქ ღამით ხილვადობა ძალიან ცუდია და გარეგანათებაა საჭირო“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ მძღოლები, რომლებიც ამ გზით ხშირად სარგებლობენ. საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გარეგანათება „სავალდებულო არ არის“. ბათუმიდან ხულომდე გზის მონაკვეთი, ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის აღნიშნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ამ …

ბათუმში, სანაპიროზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს

ქალაქის შემოსასვლელში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სანაპიროს გასწვრივ მოწყობილი ღამის დეკორატიული გარეგანათების სისტემა არ მუშაობს. აქ ელექტროკაბელები მოიპარეს. კონკრეტულად როდის აღადგენენ განათებას, მერიის სამსახურში არ გვიპასუხეს. სანაპიროს გასწვრივ არაერთ ადგილზე დაზიანებულია ქვის მოაჯირიც. „თამარის დასახლების მიმდებარე ზღვისპირა განათება დეკემბერში შეცვალეს და გააკეთეს. აგერ ერთ თვეზე მეტია აღარ ანათებს და ვეღარც გაანათებს, იმიტომ რომ „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ …

29 მლნ ლარის ტენდერი „ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს – ოპოზიცია

დღეს, 12 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა და ბაჩი მექვაბიშვილმა განცხადება გააკეთეს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, ბათუმის გარეგანათებისთვის გამოცხადებული 29-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს. „განათების სისტემებზე გუშინ დასრულდა ტენდერი, რომელიც უკონკურენტოდ მოიგო შპს „აჭარგანათებამ“.  ჩვენ  24 იანვარს გავუგზავნეთ ქალაქის მერს წერილი და ვითხოვდით ტენდერთან …

როდის განათდება ბათუმის ჩაბნელებული ქუჩები – სია, რომელიც მერიამ მოგვაწოდა

ბათუმის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 29 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება ახალი გარეგანათების დამონტაჟებაზე. მერიის ინფორმაციით, გარეგანათების ძველი სანათები LED სანათებით ჩანაცვლდება. შეიცვლება 14 555 ერთეული სანათი. 31 იანვარს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა იმ 15 ქუჩის ჩამონათვალი, სადაც გარეგანათება თვეების განმავლობაშია გამორთულია, ან ნაწილობრივ არის განათებული. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმელებმა“ ზუსტად 23 ქუჩის მცხოვრებლებისგან მიიღო ანალოგიური შეტყობინება, რომ …

რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ. ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში. ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად …

ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებას ბათუმის მერია ამჯერად 6 წლით, 2027 წლის ჩათვლით შეისყიდის. თუმცა, პარალელურად, მიმწოდებელმა ქალაქში არსებული გარე განათება LED სანათებით უნდა ჩაანაცვლოს. სატენდერო თანხა 29 859 061 ლარია. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, მიმწოდებელის [ტენდერში გამარჯვებულის] მიერ, სანათების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან, …

ბათუმში მერია გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლებას გეგმავს

ბათუმში 2022 წელს გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება დაიწყება, რომელიც ეტაპობრივად, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამის მიხედვით, „ქალაქში არსებული გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება [შეცვლა/განახლება] მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2027 წლებში] შეადგენს 30 მილიონ ლარს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, სანათების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხის დადგენის მიზნით, ამ …

ბათუმის რამდენიმე ქუჩა ახალ წელს გარეგანათების გარეშე შეხვდება

ბათუმში, 9 მარტისა და „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეების თქმით, ორ კვირაზე მეტია გარეგანათება გამორთულია. ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს გარეგანათების მოვლა-ექსპლუატაციაზე ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“, აგვისტოში, 2 მილიონ 60 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. „უკვე 2 კვირაზე მეტია ბათუმი პლაზას მიმდებარე ქუჩებზე [9 მარტის ქუჩა, წერეთლის შესახვევი, ზურაბ ბერიძის ქუჩა და ზურაბ ბერიძის შესახვევი] არ არის გარეგანათება [არცერთი ლამპიონი …

რამდენად უსაფრთხოა საახალწლო განათებები ბათუმში

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან სპეციალური კარადა, რომელშიც ელექტროკაბელებია დაერთებული, ღიაა. ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა, რომელიც გვწერს, რომ პარკის ტერიტორიაზე გარდა ამ კარადისა, რამდენიმე ადგილზე ელექტროკაბელები ისეა გადაბმული, რომ უსაფრთხოება დაცული არ არის, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ბათუმის გარეგანათებებს წინასაახალწლოდ დეკორატიული განათებაც ემატება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „აჭარგანათებას“, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს …

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათება მოეწყო

სოფელ ზანაქიძეებში, ზედა თხილნარსა და შუა მახინჯაურში დასრულდა გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 49 880 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს გარე განათების მოწყობის 16 პროექტი განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებით შესაძლებელი გახდა 25 კილომეტრამდე შიდა სასოფლო გზის განათება.

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 …

„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო გეგმის 446 219 ლარით შეუსრულებლობა მერიის მიერ „შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არასრულად შესრულებამ და გარეგანათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გამოყოფილი …

ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში – რამდენად მასშტაბურია პრობლემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ღამის განათება არ მუშაობს. განათება გამორთულია, შესაბამისად, სიბნელეში უწევთ გადაადგილება მოქალაქეებს შემდეგ ქუჩებზე: ლადო ასათიანის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, რურუას, ჩოლოყაშვილის, ტბეთის, პარიზის კომუნას და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. დაახლოებით ათი ჩაბნელებული ქუჩის შესახებ აცნობეს „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა. მოქალაქე დავით ყულეჯიშვილი წერს, რომ თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, დიდი ხანია გამორთულია ღამის განათება. კიდევ ერთი მოქალაქე, ია …

ქედის სოფლებში გარე განათებების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება

სოფლის გაძლიერება და შესაბამისი პირობების შექმნა, ქედის თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარე განათებების ქსელის მოწყობისთვის თანხა ყოველწლიურად გამოიყოფა. გასულ წელს ქედის 30 სოფელში, 195 განათების წერტილი დამონტაჟდა, რისვისაც 80 000 ლარი დაიხარჯა. ქსელში ჩასართავად კი ამ დროისთვის, მუნიციპალური ორგანიზაცია შპს ,, ქედის კომუნალურსერვისი“ აქტიურად მუშაობს. …

ქედაში 11 სოფლის ცენტრი განათდება

ქედის მუნიციპალიტეტის თერთმეტი სოფლის ცენტრში გარეგანათება მოეწყობა. ეს სოფლებია  –  კუჭულა, სალიბაური, დანდალო, ახო, აბუქეთა, ვაიო, შევაბური, აქუცა, კოლოტაური, ზედა მახუნცეთი და ჭალახმელა. გარეგანათების მოსაწყობად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო. გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 31 მაისს გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 11 სოფელში გარეგანათება ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მოაწყოს.

როდის აღადგენენ გარეგანათებას ბათუმის ქუჩებში

როდის აღადგენენ გარეგანათებას ბათუმის ქუჩებში? -კითხვაზე “ბათუმელებს” ზუსტი პასუხი ბათუმის მერიაში ვერ გასცეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, გაფრთხილეს კომპანია “ზიმო 7-ი”, რომელიც ტენდერის მიხედვით ე.წ. ჭაობის უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. „რეაბილიტაციის დროს დაზიანდა ელექტროსადენები. ბოლო დროს კომპანია ორიენტირებული იყო მაქსიმალურად გზის მოასფალტებაზე და ამიტომ ვერ მოხერხდა გარეგანათების აღდგენა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის მერიის პრესსამსახურში. ამავე პრობლემაზე “ბათუმელებს” 11 …

რამდენიმე ქუჩა გარეგანათების გარეშე

ქუჩების ნაწილი ბათუმში გარეგანათების გარეშეა. გრიბოედოვის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის და თავდადებულის ქუჩებზე გარეგანათება პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრიწყინვალემდე არეალშია შეზღუდული, ლუკა ასათიანის ქუჩაზე კი, ბაგრატიონიდან – მთის ძირის ქუჩამდე. ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, გარეგანათება მათ უბანში უკვე რამდენიმე კვირაა გამორთულია. „ამ ქუჩებზე გარეგანათება ერთი კვირის განმავლობაში აღდგება“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარეგანათების სისტემა …

Exit mobile version