რამდენად არსებობს ბირთვული ომის სერიოზული საფრთხე – ჰოჯესი რუსეთის მოტივებზე

ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა, უკრაინულ მედიასთან ბირთული იარაღის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია ბირთვული ომის საფრთხე სერიოზულად მიიღოს მსოფლიომ. ამის შესახებ მან LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერც ამით იხეირებს. „ატომური ომის საფრთხე სერიოზულად უნდა მივიღოთ. რუსეთს აქვს ათასობით ბირთვული ქობინი და მათ აშკარად …

რუსეთი გაზაფხულზე უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდა – Newsweek

უკრაინაში რუსეთის არმიის პირველი მარცხის შემდეგ, ძალაუფლების მქონე პირები კრემლში რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდნენ. ამერიკული Newsweek-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან გაჟონილ წერილებშია ლაპარაკი. გამოცემის ცნობით, ФСБ-ს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წერილები დათარიღებულია 17 მარტით, 21 მარტით, 12 აპრილით და ისინი ФСБ-ს აგენტმა გაუგზავნა ადამიანის უფლებადამცველ რუს აქტივისტს, ვლადიმირ ოსეჩკინს, რომელიც …

აშშ-ის უდიდესი ატომური წყალქვეშა ნავი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, პირველ ნოემბერს, ხმელთაშუა ზღვაში შევიდა აშშ-ის უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, Rhode Island (SSBN 740), რომელზეც განთავსებულია „ოჰაიოს“ კლასის ბალისტიკური რაკეტები. ეს იყო ხანმოკლე გაჩერება ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციების არეალში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის მოახდინა ამ რეგიონში წყალქვეშა ნავების მოქნილობისა და ადაპტაციის დემონსტრირება. „Rhode …

რუსი გენერლები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ – NYT

რუსეთის არმიის მაღალჩინოსნები განიხილავდნენ, სად და როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ – ინფორმაციას, რომ კრემლში ამგვარი საუბრები შედგა, ამერიკული The New York Times-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ განხილვაში თავად ვლადიმერ პუტინი არ მონაწილეობდა, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ დისკუსია მიმდინარეობდა უკრაინაში ბრძოლის ველზე არაერთი მარცხისა და რუსეთის …

„ბინძურ ბომბზე“ შოიგუს განცხადების გამო უკრაინა ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტებს იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინაში არსებულ მშვიდობიან დაწესებულებებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მოიწვია. როგორც კულება წერს, რუსეთის „ცრუ ბრალდებების“ პასუხად, უკრაინა რჩება გამჭვირვალე და „დასამალი არაფერი აქვს“. „რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბრის დროს ოფიციალურად მოვიწვიე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სასწრაფოდ გამოგზავნოს ექსპერტები უკრაინაში იმ მშვიდობიან დაწესებულებებში, რომლებშიც ბინძური ბომბის განვითარებაზე ავრცელებს …

რუსეთის არმია განადგურდება, თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში – ბორელი

„ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე გამოიწვევს პასუხს, რომელიც არ იქნება ბირთვული, მაგრამ იქნება იმდენად ძლიერი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელმა მოსკოვი დასავლეთის საპასუხო რეაქციაზე დღეს, 13 ოქტომბერს, ბრიუსელში „დიპლომატიური აკადემიის“ გახსნის ცერემონიაზე გააფრთხილა. ინფორმაციას AFP News Agency ავრცელებს. …

თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს – The Times

უკრაინის საზღვრებთან ბირთვული გამოცდის ჩატარებით ვლადიმერ პუტინი აპირებს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ მზადაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად – წერს ბრიტანული The Times-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვული გამოცდის საფრთხის შესახებ NATO-მ თავისი წევრები უკვე გააფრთხილა. „კრემლი გზავნის სიგნალებს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი ბრძოლის ველზე პოზიციებს კარგავს. შიში, რომ პუტინმა მართლაც შეიძლება მიმართოს ამგვარ ტაქტიკას განსაკუთრებით …

მედვედევი უკრაინაში ბირთვულ იარაღის სროლაზე – გადაყლაპავენ ნებისმიერი იარაღის გამოყენებას

ბირთვულ იარაღის შესაძლო გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, თავის მოსაზრებას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აქვეყნებს. ტელეგრამის პოსტში, ის სიძულვილის ენით, სექსიზმითა და შეურაცხმყოფელი ლექსიკით ესხმის თავს უკრაინისა და დასავლეთის ლიდერებს და ახსენებს რუსეთის უფლებას – გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. „ბაიდენი და ტრასი, სხვადასხვა მეორეხარისხოვანი ბლინკენები და სალივანები, ატლანტიკურ ნერწყვს იფურთხებიან …

„ეს ბლეფი არაა“ – პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით ემუქრება

დღევანდელ გამოსვლაში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინმა რუსეთის მიმართ დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ილაპარაკა, დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილება გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“. „თავის აგრესიულ ანტირუსულ პოლიტიკაში, დასავლეთი უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. ჩვენ მუდმივად გვესმის მუქარები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მისამართით. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი დასავლეთში, …

რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომი 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს – კვლევა

5 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპება შიმშილით შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში – წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი ჟურნალ Nature food-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით. ასეთია ყველაზე უარესი სცენარი იმ პუბლიკაციის თანახმად, რომლის მიზანიც იყო გაერკვია, რა არაპირდაპირი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ატომურმა ომმა და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს ჭვარტლმა, რომელიც ქალაქებისა …

რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი – ანალიტიკოსების ანგარიში

რუსეთმა შეიძლება მიიღოს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება, თუკი იგრძნობს, რომ NATO-ს ჩარევა და მასთან პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია – მიიჩნევენ კვლევითი ცენტრის, Rand Corporation-ის ანალიტიკოსები, რომლებმაც ანგარიში მოამზადეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაიძაბოს უკრაინაში ომის გამო ვითარება რუსეთსა და ალიანსს შორის. ექსპერტებს დოკუმენტში რუსეთსა და ალიანსს შორის ესკალაციის ოთხი შესაძლო სცენარი მოჰყავთ. მათ შორის ერთ-ერთია …

ნიუ იორკის საგანგებო ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას ბირთვული აფეთქების დროს

ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ბირთვული დარტყმის ანუ ატომური აფეთქების დროს. „მაშ, მოხდა ბირთვული შეტევა. არ მკითხოთ რატომ და როგორ, უბრალოდ, იცოდეთ, რომ „დიდი ბომბი“ აფეთქდა, – იწყებს ვიდეოინსტრუქციას წამყვანი. იგი ასეთი ვითარების დროს სამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს აღწერს: სასწრაფოდ შედით შიგნით – თქვენ, თქვენი მეგობრები, თქვენი …

რუსეთ-უკრაინის ომის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრული – Wall Street Journal-ი

გამოცემა  Wall Street Journal-ი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრულს განიხილავს. გამოცემა წერს, რომ ომის მესამე თვესაც კი, ჯერ კიდევ ვერ აღწევს რუსული მხარე სერიოზულ წარმატებას ბრძოლის ველზე. ექსპერტების ნაწილი უკრაინის დიდი კონტრშეტევის შესაძლებლობასაც განიხილავს, რამდენიმე კვირაში. ომის დასასრულის 5 სხვადასხვა ვარიანტზე ვრცელი სტატია WSJ-მ 19 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთის კრახი მაღალი მოტივაციით განმსჭვალულმა და …

არ გამოიყენოთ ბირთვული იარაღი – გზავნილი იაპონიის 2 ქალაქიდან

იაპონიის ქალაქებში – ჰიროსიმასა და ნაგასაკიში რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ბირთვული ომის საფრთხეებს ეხმიანებიან. ჰიროსიმა და ნაგასაკი იაპონიის ის ქალაქებია, რომელთაც იწვნიეს ატომური იარაღის საშინელი ძალა. 1945 წელს ორივე ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის შედეგად 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასი ათასზე მეტი კი სხვადასხვა სენით დაავადდა. 8 მარტს ქალაქ ჰიროსიმაში იაპონელებმა 1000 სანთელი აანთეს რუსეთის …

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს პუტინს, თუკი იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს? – ამ თემაზე ვახტანგ კაპანაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ბირთვული ომის დაწყების საფრთხე და პრაქტიკულად რა პროცედურები არსებობს, ვიდრე ვინმე „წითელ ღილაკს“ თითს დააჭერდეს?  …

Exit mobile version