ბათუმის მერიამ წელს სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ გამართვა 6-7 ივნისისთვის გადადო. ბოლო წლებია „ბათუმობას“ აპრილის ბოლოს მართავდნენ. როგორც მერიაში განგვიმარტეს, წელს „ბათუმობა“ საკურორტო სეზონის გახსნას დაამთხვიეს, ამიტომაც ღონისძიებას ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ერთობლივად ჩაატარებენ. 2026 წლის ბათუმის ბიუჯეტში „ბათუმობისთვის“ 400 000 ლარია გათვალისწინებული, ზოგადად, ქალაქში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ხარჯებისთვის კი მერიაში 1 მილიონ 330 …
Tag Archives: ბათუმობა
ბათუმის მერიამ 1000 ლარი ტორტში და 88 ათასი ლარი რესტორნებში დახარჯა – ბათუმობა 2025
ბათუმში გამართულ „ბათუმობა 2025“-ის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ტორტში და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 18 ათასი ლარი დაიხარჯა. ცალკე 70 ათასი ლარია გადახდილი „შერატონში“ გამართულ ვახშამში. გასაჯაროებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 335 ათასზე მეტი ლარია დახარჯული. ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის სარესტორნო მომსახურება ბათუმის სხვადასხვა …
მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში
„ბათუმობაზე“ „შერატონში“ შეკვეთილ ვახშამში ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 70 ათას 200 ლარი დახარჯა. „ბათუმობა“ 2025 წლის 3 და 4 მაისს გაიმართა, თუმცა, არც მერიამ და არც ბათუმის კულტურის ცენტრმა რესტორნის ხარჯების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა. საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტი კულტურის ცენტრმა მხოლოდ 28 მაისს ატვირთა შესყიდვების პორტალზე. ამ დოკუმენტის მიხედვით „ბათუმობა 2025“ -ის ფარგლებში სარესტორნო მომსახურებაში …
Continue reading “მერიამ „ბათუმობაზე“ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა რესტორანში გამართულ ვახშამში”
ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს
2025 წლის ბათუმობისთვის, ქალაქის ბიუჯეტში 380 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნული თანხიდან 223 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებსა და კონცერტის ორგანიზებაზე დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში „შერატონში“ ვახშამიც შეუკვეთეს, თუმცა რამდენი პირი მიიწვიეს და რამდენი დახარჯეს – ბათუმის მერია ამ დრომდე ასაიდუმლოებს. მომღერლების ჰონორარების ხარჯები ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა შესაბამის პლატფორმაზე ატვირთვა, თუმცა „შერატონში“ გამართული ვახშმის ხარჯებს ამ …
Continue reading “ბათუმის მერია „შერატონში“ გამართული ვახშმობის ხარჯებს არ ასაჯაროებს”
„ბათუმობისთვის“ წელს ბიუჯეტიდან 223 ათასი ლარი იხარჯება – ორგანიზებასა და კონცერტში
„ბათუმობა 2025“-ის ორგანიზება და კონცერტი წელს ქალაქის ბიუჯეტს ჯამში 223 035 ლარი დაუჯდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 3 და 4 მაისს ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება. ბათუმის ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 109 ათას 60 ლარს გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზების ხარჯებს, ბათუმის კულტურის ცენტრს ტენდერები ჰქონდა გამოცხადებული …
„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ბიუჯეტიდან 109 ათას 60 ლარის გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. დამატებით 113 ათას 975 ლარი კი ღონისძიების ორგანიზებაში დაიხარჯება. „ბათუმობის“ ჩატარებას ბათუმის მერია 3-4 მაისს, ბულვარში, საზაფხულო თეატრთან გეგმავს. ბათუმის კულტურის ცენტრი აღნიშნულ თანხას უტენდეროდ, პირდაპირი წესით დახარჯავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „ქალაქ ბათუმის კულტურის ცენტრს 2025 წლის 3 და 4 მაისს გათვალისწინებული აქვს …
Continue reading “„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება”
„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის
ბათუმის მერია 3 და 4 მაისს „ბათუმობა 2025“-ის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 141 ათას 225 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, უცნობია ინფორმაცია ჰონორარების შესახებ. ღონისძიება წელსაც ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს. ბათუმის კულტურის ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ორი ტენდერი გამოაცხადა: ერთი ტენდერი 103 050 ლარით – დაგეგმილია …
Continue reading “„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის”
„ბათუმობის“ დღესასწაულზე ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება
შაბათ-კვირას, 27-28 აპრილს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება. აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. 27-28 აპრილს ბათუმში სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ გაიმართება. ამავე თემაზე: ვის ამღერებს მერია „ბათუმობაზე“ – ჰონორარებში 158 ათასი ლარი დაიხარჯება
ვის ამღერებს მერია „ბათუმობაზე“ – ჰონორარებში 158 ათასი ლარი დაიხარჯება
ბათუმის მერია 27-28 აპრილს „ბათუმობის“ ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. აქედან 158 164 ლარი ტენდერის გარეშე ჰონორარებში, ხოლო 139 950 ლარი – ღონისძიების ორგანიზებისთვის. „ბათუმობა“ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ბათუმის კულტურის ცენტრმა კონცერტის მონაწილეებისთვის ანაზღაურების [ჰონორარების] გამარტივებული წესით გაცემაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის ჯერ „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლით მიმართა, შემდეგ …
Continue reading “ვის ამღერებს მერია „ბათუმობაზე“ – ჰონორარებში 158 ათასი ლარი დაიხარჯება”
ბათუმობა წელს 27-28 აპრილს ბულვარში ჩატარდება
ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2024“-ის ორგანიზებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო განაცხადის მიხედვით ღონისძიება 2024 წლის 27-28 აპრილს ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარია გათვალისწინებული [კონცერტის მონაწილეების ჰონორარებში კი თანხა ცალკე დაიხარჯება]. „ბათუმობა 2024“-ის ღონისძიებების რუკა: აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: საგამოფენო სივრცის [დახლები] მოწყობა; ჯიხურები, შესასვლელი თაღი, ფოტოგამოფენა; ბრენდირებული …
Continue reading “ბათუმობა წელს 27-28 აპრილს ბულვარში ჩატარდება”
მხოლოდ ჰონორარებზე 209 392 ლარი დაიხარჯება – ბათუმობა 2023
„ბათუმობის“ ჰონორარებში წელს 209 392 ლარი დაიხარჯება. „ბათუმობა“ 29 აპრილს გაიმართება. ღონისძიებები ძირითადად ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ არის დაგეგმილი. ბათუმის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით მომსახურება „ბათუმობის“ კონცერტის 32 სოლომონაწილესთან გააფორმა. მაგალითად, წამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის ჰონორარი 18 500 ლარია, თიკა ფაცაცია 6 377 ლარს მიიღებს; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარს, სოფო გელოვანი, …
Continue reading “მხოლოდ ჰონორარებზე 209 392 ლარი დაიხარჯება – ბათუმობა 2023”
ვინ იმღერებს წელს ბათუმობაზე – ჰონორარებში 136 688 ლარი დაიხარჯება
აჩიკო სოლოღაშვილი – ჰონორარი 18 500 ლარი; თიკა ფაცაცია – 6 377 ლარი; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარი; სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე – თითოეულს 4 209 ლარი; დავით მაზანაშვილი [ორკესტრი] – 52 500 ლარი – ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმობის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას წელს. ბათუმის კულტურის …
Continue reading “ვინ იმღერებს წელს ბათუმობაზე – ჰონორარებში 136 688 ლარი დაიხარჯება”
„ბათუმობა“ სამწლიანი პაუზის შემდეგ – ღონისძიებები ბულვარში გაიმართება
სამწლიანი პაუზის შემდეგ სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ ისევ გაიმართება. სადღესასწაულო ღონისძიებები ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ, 29 აპრილს ჩატარდება. „ბათუმობა 2023“-ის ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 202 ათას 196 ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: საგამოფენო სივრცის (დახლები) მოწყობა; ჯიხურები, შესასვლელი თაღი, მიმართულების ნიშნულები სხვადასხვა სახის ინსტალაცია, ფილმების ჩვენების ორგანიზება, ლიტერატურული კუთხე, …
Continue reading “„ბათუმობა“ სამწლიანი პაუზის შემდეგ – ღონისძიებები ბულვარში გაიმართება”
8 მაისს „ბათუმობა“ გაიმართება – ქალაქი 100 ათას ლარს დახარჯავს
„ბათუმობა 2021“-ის ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 ათასი ლარია. ღონისძიების ჩატარება 8 მაისისთვისაა დაგეგმილი. ტენდერის პირობის მიხედვით, „ბათუმობის“ ჩატარების ადგილად კვლავ ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაა მითითებული. კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება. „ბათუმობა“ ბოლოს 2019 წელს გაიმართა. გასულ წელს კი, პანდემიის გამო, „ბათუმობა …
Continue reading “8 მაისს „ბათუმობა“ გაიმართება – ქალაქი 100 ათას ლარს დახარჯავს”
როგორ ჩაშალა კორონავირუსმა „ბათუმობა“
აპრილის ბოლო შაბათ-კვირას ბათუმში ქალაქის დღესასწაული, „ბათუმობა“ უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დღესასწაული წელს ჩაიშალა. „ბათუმობისთვის“ 2020 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, ჯერჯერობით, „ბათუმობისთვის“ განკუთვნილი თანხა, ისევ კულტურის ცენტრის ანგარიშზეა, თუმცა ღონისძიებების გაუქმების გამო ბიუჯეტში თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ. „ალბათ დაგვიბარებენ მერიაში და გადავწყვეტთ. რაც არ დავხარჯეთ, …
„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში
ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან „ბათუმობის“ დღესასწაულის მთავარი სცენა უკვე დამონტაჟებულია. ახლაც [19:23] ადგილზე იმყოფებიან ტექნიკოსები, რომლებიც ინსტრუმენტების გამართულობას ამოწმებენ. მთავარ სცენასთანაა მომღერალი ნინო ქათამაძეც, რომელიც „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ გალა კონცერტში მონაწილეობს. ბათუმობა ხვალ, 28 აპრილს გაიმართება. ბულვარში მთავარი სივრცის მიმდებარედ კიდევ ორი მცირე ზომის სცენაა დამონტაჟებული. საზაფხულო თეატრის წინ კი მზადაა სივრცე გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად. აქ გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების …
Continue reading “„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში”
„ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „ბათუმობის“ დღესასწაულის გამართვის თარიღი. ამიერიდან „ბათუმობა“ ნაცვლად სექტემბრის დასაწყისისა, 28 აპრილს გაიმართება. 28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა. ამის შესახებ ქალაქის მერმა შარშან განაცხადა. თარიღი ქალაქის მერმა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა. მაშინ მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში …
ბათუმობა-2018 [ფოტო]
„ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში დღეს ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მეცხრამეტე საუკუნის ბათუმის კადრები გააცოცხლეს. ღონისძიება დღის 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ქუჩებში მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი სამოსით გამოჩნდნენ მედუქნეები, გაზეთების დამტარებლები, ფოტოგრაფები, მოსეირნე წყვილები და რამდენიმე სცენა გაითამაშეს, მეფაიტონეები კი სტუმრებს ქუჩებში ფაეტონით გასეირნებას სთავაზობდნენ… გარდა ამისა, ძველი ბათუმის ქუჩებში გამოფენილი იყო ძველი …
ხვალ, პირველ სექტემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება
ხვალ, პირველ სექტემბერს, ქალაქის 130 წლის იუბილის აღნიშვნასა და „ბათუმობასთან“ დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლებს უფასოდ შესვლა დილის ცხრა საათიდან საღამოს რვა საათამდე შეეძლებათ.
დღეს ბათუმში ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ახალი მარშრუტი
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზებზე პირველი სექტემბრიდან, იმოძრავებენ. „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ახალი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ასევე ყვითელი ავტობუსებიც, თუმცა ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა უფასო არ იქნება. დღეიდან ბათუმის ქუჩებში ახალი ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ მარშრუტებზე: #10, 10-ა და # 6. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ბესო დათიაშვილის ინფორმაციით: #10 …
Continue reading “დღეს ბათუმში ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ახალი მარშრუტი”
ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 31 აგვისტოს და ხვალ, პირველ სექტემბერს, „ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. დღეს, 31 აგვისტოს, პარკირება შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, ხულოს, მაზნიაშვილისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში (გორგასლის, ფარნავაზ მეფის და ჟორდანიას ქუჩებზე). პირველ სექტემბერს ამავე მონაკვეთში შეიზღუდება …
Continue reading “ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება”
„ბათუმობა 2018“-ს „შვიდკაცას“ და „ალილოს“ კონცერტი დაემატება
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ვინაიდან „ბათუმობა 2018“-ის საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ტენდერებიდან შეიქმნა ეკონომია, მრავალფეროვნების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა გასართობი ღონისძიებების, კონცერტის დამატება. ცენტრის გადაწყვეტილებით ეკონომიიდან მიღებულ თანხას – 19 625 ლარს, ანსამბლებს – „შვიდკაცას“ და „ალილოს“ გადაუხდიან. კულტურის ცენტრმა თანხმობის მიღებისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც ცენტრის გადაწყვეტილებას 20 აგვისტოს განიხილავს. „შვიდკაცას” კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 11 375 …
Continue reading “„ბათუმობა 2018“-ს „შვიდკაცას“ და „ალილოს“ კონცერტი დაემატება”
„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული
სახალხო დღესასწაულ „ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ გაუწევს ორგანიზებას – ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამ კომპანიამ გაიმარჯვა. „მარკა“ „ბათუმობის“ ჩასატარებლად 124 983 ლარს მიიღებს ქალაქის ბიუჯეტიდან. ტენდერში ამ კომპანიას მხოლოდ ერთი კონკურენტი – შპს „ბეთერ ფლაი“ ჰყავდა. ტენდერის საწყისი ღირებულება 144 ათასი ლარი იყო. შპს „მარკამ“ „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა – 37 998 ლარად „მარკა“ ,ბათუმობა …
Continue reading “„ბათუმობა“ პირველ სექტემბერს გაიმართება – ორი ტენდერი, ერთი გამარჯვებული”
204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“
„ბათუმობა 2018“ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 144 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 60 ათასი ლარი. შესაბამისად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის კულტურის ცენტრს, სადაც წინადადებების მიღება 24-25 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ღონისძიების დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც …
Continue reading “204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“”
„ბათუმობა“ შესაძლოა 28 აპრილს აღინიშნოს
ბათუმის მერია აპირებს საკრებულოს მიმართოს ბათუმობის დღესასწაულის თარიღის შეცვლის ინიციატივით. თუ საკრებულო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ბათუმობა არა სექტემბრის დასაწყისში, არამედ 28 აპრილს აღინიშნება. „იმ შემთხვევაში, როცა 28 აპრილი არ დაემთხვევა შაბათ-კვირას, ქალაქის დღესასწაული აპრილის ბოლო შაბათს ან კვირას აღინიშნება, დასვენების დღეებში,“ – განმარტავენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. 28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა …
ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?
ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ აპრილში ჩატარების ინიციატივა სოციალურ ქსელში გააჟღერა. იდეის შეფასებას ის საზოგადოებას სოციალურ ქსელშივე სთხოვს: „ბათუმობა ყოველი სექტემბრის პირველ შაბათ-კვირას აღინიშნება. თარიღი დაკავშირებულია ბათუმში 1888 წლის 25 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ჩატარებულ ხმოსანთა პირველ არჩევნებთან. აღსანიშნავია, რომ 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბათუმისათვის ქალაქის …
Continue reading “ბათუმის მერი: როდის უნდა აღინიშნოს ,,ბათუმობის” დღესასწაული?”
ბათუმობა-2017 დაიწყო
„ბათუმობა – 2017“ დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით რამდენიმე წუთში მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაიწყება საზეიმო მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. განრიგი ღონისძიებების შესახებ იხილეთ აქ.
ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017
„ბათუმობა 2017“-ის ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 210 925 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის კულტურის ცენტრმა უკვე გამოაცხადა. ბათუმობა წელს 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ. [highlight color=”red”]გირლანდები[/highlight] – ალმების ზოლებით შექმნილი დროშები – …
Continue reading “ფერადი გირლანდები ქოლგების ნაცვლად – ბათუმობა-2017”
„ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე შეარჩია
2017 წლის „ბათუმობის“ დღესასწაულის ბიუჯეტი 87 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბათუმობაზე“ წელს 384 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. როგორც ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს, 28 ივნისის გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „ბათუმობის“ სცენარი კონკურსის გარეშე, კომისიამ შეარჩია. ალექსანდრე მითაიშვილის თქმით, კომისია იმიტომ იქმნება, რომ …
Continue reading “„ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე შეარჩია”
4 სექტემბერს ბათუმში მარათონი გაიმართება
ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის მერიის ა[ა]იპ „სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ახალგაზრდული ცენტრის გარბენი სტარტს 6 მაისის პარკიდან აიღებს და საოცრებათა პარკში [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია] დასრულდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეჯიბრში მონაწილეობისათვის სავალდებულოა მშობელთან ერთად გამოცხადება. გარბენში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-მისამართზე: https://www.batsyc.com/mtavari/garbeni