ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა [ADB] და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი …
Tag Archives: ბათუმის შემოვლითი გზა
ბათუმის შემოვლითი გზა 2020 წელში უნდა დასრულდეს – რა ეტაპზეა ჭოროხი-სარფის პროექტი
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. აჭარაში დაგეგმილია ასევე ახალი გზის მშენებლობა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე [საქართველო-თურქეთის საზღვრამდე] მონაკვეთში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, გრძელდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რაც 2019 …
ბათუმი-სარფის ახალი გზა – რამდენიმე ვარიანტი, თუ სად გაივლის გზა გონიოში, კვარიათსა და სარფში
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი უკვე განიხილეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოზე. ახალი გზის სავარაუდო სიგრძე 12 კმ-ია. კონკრეტულად სად გაივლის ახალი გზა მდინარე ჭოროხიდან გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით, ამ დროისთვის კვლავ უცნობია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება“. „ახალი გზის მიმართულების ბევრი …
ბათუმში შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმში სამ მოქალაქეს საკუთრებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. „საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორის …
სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან
ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ავტობანიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მცხოვრები ორი ოჯახი აცხადებს, რომ უკვე სამი თვეა ელოდებიან, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას. ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე დღემდე არ აქვთ. ამ ადგილას ბათუმის შემოვლითი გზა გაივლის, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს. „ჩემი სახლი ავტობანიდან ორ მეტრშია. მოვიდნენ სამი თვის წინ, მას შემდეგ, რაც მედიით გაშუქდა ინფორმაცია, გადაიღეს ფოტოები …
Continue reading “სამი თვე პასუხის მოლოდინში – ოჯახები საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ელიან”
მოსახლეობა: ჩვენი სახლებიდან 2-5 მეტრში ავტობანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე აშენებენ
ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ათამდე ოჯახი აცხადებს, რომ მათ საკარმიდამო ნაკვეთებში, საცხოვრებელი სახლებიდან 2-5 მეტრში, ისე გაჰყავთ ახალი გზა, რომ არანაირ კომპენსაციას არ უხდიან. ეს ოჯახები ამბობენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ განსასახლებელთა სიაში იყვნენ. დღეს, როცა სამუშაოები ფაქტობრივად მათ ეზოებშია დაწყებული, ეუბნებიან, რომ არც განსახლების სიაში არიან და არც კომპენსაციას სთავაზობენ. „შეიცვალა გზის მიმართულებაო, …
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა
მესამე დღეა საამქროს მუშები გაფიცულნი არიან, ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ კომპანია რვა საათის ნაცვლად 12 საათს ამუშავებს, თუმცა ხუთი საათის სამუშაოს უნაზღაურებს. „ბათუმელები“ გაფიცულ მუშებს ესაუბრა. „ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ვაშენებთ კოტეჯებს მუშებისთვის. გავიფიცეთ იმისთვის, რომ ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა მუშამ, ედიშერ მუთიძემ. ედიშერ მუთიძე …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 40 მუშა გაიფიცა”
ქობულეთის შემოვლითი გზა ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ის მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აშენების მთავარი მიზანი ქობულეთის სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთვაა. ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში. აჭარის გარეთ, ოთხზოლიან ავტობანზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი – 110 კმ/სთ-ია. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის …
როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება; რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას [ოჩხამურიდან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთი], მისი გახსნა ივნისის თვეშია დაგეგმილი – ეს ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა. „ქობულეთის შემოვლითი გზა ივნისის თვეში უნდა გაიხსნას, თუმცა გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაწყებისთვის კი მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობა …
Continue reading “როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა”
ავტობანი – გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსი ზედამხედველ კომპანიაში დასაქმდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. ეს თანამდებობა ზურაბ სიხარულიძემ დატოვა და სამუშაოდ იმ კომპანიაში გადავიდა, რომელიც „ბათუმის შემოვლითი გზის“ პროექტს ზედამხედველობს. „ჩემი სურვილით დავტოვე თანამდებობა, ბევრი ვიშრომე და ასე გადავწყვიტე… ისევ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე განვაგრძობ მუშაობას. დავსაქმდი კომპანია „სნეკში“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა და საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს შემოვლითი გზის პროექტზე, ახლა …
ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესით, იძულებით ქონების ჩამორთმევას დაექვემდებარა: [checklist] უძრავი ქონება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, რომლის მესაკუთრეა გოგიტა ბერიძე. საექსპროპრიაციო ფართობია 53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები. უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ …
Continue reading “ავტობანი – ქონების ექსპროპრიაცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო”
ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ორთავე მხარეს გზებზე და გზის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება. ჩაქვის მხარეს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ქობულეთის შემოვლითი ახალი გზის არსებულ მაგისტრალთან დაერთებას ახორციელებს, მახინჯაურის მხარეს კი მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. ამასთან, ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაც. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში აცხადებენ, რომ უშუალოდ გვირაბში მიმდინარე …
Continue reading “ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება”
ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. „გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – …
Continue reading “ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება”
ავტობანი – როდის დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ზედამხედველობას ავსტრალიური კომპანია გაუწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და SMEC lnternational Pty. Ltd of Australia-ს შორის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება [ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობა], რომლის პროექტიც თავის დროზე საქართველოს მთავრობამაც მოიწონა, უკვე გაფორმებულია. ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ ააშენებს. რაც შეეხება უშუალოდ გზის მშენებლობას, შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, …
Continue reading “ავტობანი – როდის დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა”
ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა რვამდე მცირე მეწარმე დაზარალდეს. ტერიტორია, სადაც ფართობები იჯარით აქვთ აღებული და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ექსპროპრიაციას ექვემდებარება, რის შესახებაც ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია. მათ ორი დღის წინ ფართობების დაცლა წერილობით მოსთხოვეს. შესაბამისად, მოიჯარეებს იმ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, რაც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ დროს [ამ შემთხვევაში ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] …
Continue reading “ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები”
ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია ააშენებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებაზე დეპარტამენტსა …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს. „ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა …
Continue reading “ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო”
ბათუმის შემოვლით გზას სავარაუდოდ თურქული კომპანია ააშენებს – სად გაივლის მაგისტრალი
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში „ბათუმელების“ ინფორმაციით გამარჯვებულად თურქული კომპანია დასახელდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაგვიდასტურეს ის, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის თურქული კომპანია შეარჩიეს, თუმცა სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. „მონაცემები გადაგზავნილი გვაქვს აზიის განვითარების ბანკში და ამ ეტაპზე მათგან პასუხს ველოდებით. მათი თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულებაც და სატენდერო პროცედურებიც ამის შემდეგ დასრულდება, რაზედაც მოგვიანებით …
მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა
ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე, მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [ჩაქვის მხრიდან], ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი მოეწყობა. ახალი კვანძის მოწყობას 2,5 მილიონი ლარი დასჭირდება და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჩქარებული წესით შეისყიდის. „განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა არის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთულ მთაგორიან რელიეფზე და გზის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია. შესაბამისად, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ხშირად იქმნება სატრანსპორტო საცობები და …
Continue reading “მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა”
ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …
ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე
მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის …
Continue reading “ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე”
ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 10 კომპანიის წინადადებას განიხილავენ
ბათუმის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო …
ავტობანი – 114 მილიონი აშშ დოლარის სესხი ბათუმის შემოვლითი გზისთვის
საქართველოს მთავრობამ „ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის პროექტის“ დასაფინანსებლად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან [AIIB] მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები მოიწონა. სესხის პირობები მთავრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარუდგინა. AIIB-დან მისაღები სესხის ძირითადი ფინანსური პირობები: [checklist] სესხის მოცულობა – 114 მილიონი აშშ დოლარი; სესხის ვალუტა – აშშ დოლარი; სესხის ხანგრძლივობა – 25 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი …
Continue reading “ავტობანი – 114 მილიონი აშშ დოლარის სესხი ბათუმის შემოვლითი გზისთვის”
„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები
ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასახლება აღებაშია. „ამბობენ, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა უნდა გაფართოვდეს და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აასახლონო, სხვა არაფერი ვიცით“, – გვითხრა ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა. „ბათუმელები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციას დაუკავშირდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირი, როგორც ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, სწორედ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. გზების დირექციაში ფრიდონ …
Continue reading “„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები”
ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლებას, საერთო ჯამში 774 ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. „ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება”
აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან
დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების შეფასება არასამართლიანია და ითხოვენ საკითხით დაინტერესდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შუამდგომლობის მოთხოვნით მთავრობაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს. ერთ-ერთი აქციის მონაწილე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი …
Continue reading “აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან”
ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება
ბათუმის შემოვლითი გზის 14 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს იწურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება”
ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია
„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება. „ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია”