ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის მოწმე: „ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები მირტყა პოლიციაში“

„ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს,“ – უთხრა ნაფიც მსაჯულებს და მოსამართლე ნინო სახელაშვილს მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმემ ჯემალ ზანდარაძემ. დღეს, 25 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილული კაცის საქმის“ განხილვა გაგრძელდა. ამ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი | Live განახლებადი ინფორმაცია

თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.  13:39 –  ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ივლისს, მცირე დაგვიანებით დაიწყო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. პირველ ეტაპზე დაცვის მხარე წარადგენს დასაბუთებას, თუ რატომ უნდა დაურთონ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიციური სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და რატომ უნდა დაკითხონ ექსპერტი სასამართლო …

რას ითხოვს გერმანიის მოქალაქე ბათუმის სასამართლოსთან

დღეს, 8 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გერმანიის მოქალაქე ოიგენ გარდვიგი საპროტესტო ბანერით მივიდა. ის მოსამართლე ლევან ყოლბაიას მიმართავს და მოითხოვს, რომ ჩაინიშნოს მისი საქმის განხილვა, რომელიც თაღლითობას ეხება.  „მოსამართლე ბატონო ლევან ყოლბაია! ამიხსენით რა მიზეზით არ ატარებთ სისხლის სამართლის საქმის განხილვას, სადაც მე ვარ დაზარალებული“ – წერია ბანერზე. 68 წლის ოიგენ გარდვიგი ამბობს, რომ ფერწერის …

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან – დაკავება ყალბი ოქმით

დღეს, 13 მარტს, 11 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო. დღევანდელ სასამართლო სხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. თავად მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომას ვერ ესწრება, მას პროცესზე ვიდეოზარით ჩართავენ. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. მან დღევანდელ სხდომაზე უნდა თქვას, დაკითხავს თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსს …

მტკიცებულებად პოლიციელების ჩვენება და არა ვიდეო – მოსამართლე გოგუაძის სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას უვადო მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყოველთვის მის მხარესაა, ვინც სიტყვის თავისუფლებას არად დაგიდევთ და ადამიანების დასჯას ითხოვს – ჯერჯერობით საქართველოში თავისუფალი სიტყვისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით სჯიან. ალექსანდრე გოგუაძეს ზოგჯერ იმდენად „მონდომებულია“, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოც კი აუქმებს. ასე მოხდა, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, …

პოლიციელი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქემ მას მონა დაუძახა, თუმცა არ იცის, რა ენაზე

დღეს, 8 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ნავსადგურთან რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოწმე პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ აქციაზე დაკავებულმა უკრაინის მოქალაქემ, მარინა ჩობანიანმა მას მონა უწოდა, თუმცა ვერ თქვა, რომელ ენაზე. პოლიციელმა რუსული არ იცის, უკრაინის მოქალაქემ კი – ქართული.  „პოლიციელი ამბობდა, მონა გვიწოდა ქალბატონმა მარინამო, თუმცაღა ვერ …

რუსული გემის შემოსვლის დღეს დაკავებულთა საქმის განხილვა დაიწყო – რას ჰყვებიან პოლიციელები

„ხათუნა ბერიძე და სხვა დაკავებულებიც სხვადასხვა შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. გვეძახდნენ: მონებო, პუტინის მონებო, მილიცია ხართ, პუტინ ხუილო, მოღალატეებო, ბიძინას მონები ხართ, არასამართლიანი პოლიცია“, – ეს ეპითეტები ჩამოთვლეს დღეს, 7 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე, რომელზეც ხათუნა ბერიძის ბრალეულობას განიხილავდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე, მოწმეები კი პოლიციელები იყვნენ. ხათუნა ბერიძე და კიდევ 22 პირი 31 ივლისს …

როცა შვილმა სახლიდან გამოგაგდო, სასამართლომ კი ბაჟის გადაუხდელობის გამო საქმე არ მიიღო

„აივანზე შემასახლეს, რომელიც სულ 3 კვადრატული მეტრია,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები პენსიონერი ქალი. ნანა ბ. სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ ვერ იხდის სასამართლო ბაჟს – 3 ათასს ლარს, რის გარეშეც მის სარჩელს არ განიხილავენ. „ბათუმელები“ ორ კონკრეტულ საქმეს გაეცნო, სადაც უკვე პენსიონერი დედები საკუთარი შვილების წინააღმდეგ დავობენ სასამართლოში. ორივე შემთხვევაში დავის საგანი საცხოვრებელი ბინაა, რომელიც …

1000 ლარით დააჯარიმეს კაცი ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარი შენობის ფანჯარაზე გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“. მანამდე 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი ვაჟა თავართქილაძის წინააღმდეგ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეადგინა. მერიის გადაწყვეტილება მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია. განცხადების ვიტრინაში გამოკვრამდე კი, ვაჟა თავართქილაძეს ტროტუარიდან თავისი ნარგავები უნდა აეღო, …

დაკავებული ოპოზიციონერი, რომელიც პოლიციას მანქანიდან გაექცა სააპელაციომ გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ბაჩი მექვაბიშვილი. ეს ის ოპოზიციონერია, რომელიც პოლიციელებმა ბათუმში, 2022 წლის 19 თებერვალს დააკავეს, მანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ. ბაჩი მექვაბიშვილი 2021 წლის შემოდგომიდან ბათუმის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აქციაზე დაკავებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იცავდა. 2022 წლის 19 თებერვალს ბაჩი მექვაბიშვილი და ენმ-ს სხვა აქტივისტები ბათუმის „ჰილტონში“ …

გია აბულაძე ამბობს, რომ სასამართლომ საკრებულოში აღადგინა, მაგრამ გადაწყვეტილებას არ აბარებს

ბათუმის საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლის, გია აბულაძის სამსახურში აღდგენაზე სასამართლომ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება უმუშევრად დარჩენილ პირს დღემდე არ ჩააბარა. გია აბულაძემ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მოთხოვნით ისევ ბათუმის სასამართლოს მიმართა. „გადაწყვეტილება არ ჩაგვბარებია“, – ამბობენ  ბათუმის საკრებულოშიც. იმ გარემოებით, რომ „გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ“,  საკრებულოში ისარგებლეს და თანამდებობაზე, რომელიც გია აბულაძის გათავისუფლების შემდეგ ვაკანტური …

ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ბათუმში დანიშნულ ახალ მოსამართლეებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლეა – ნინო სახელაშვილი და გულიკო კაჟაშვილი. მათ უკვე დაიწყეს სამოსამართლეო უფლებამოსილების შესრულება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი 32 წლისაა. ის 1989 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ქუთაისში. 2010 წელს ნინო სახელაშვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს – ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა. ბიზნესის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ნინო სახელაშვილს 2011 წლიდან სტაჟიორობა …

მოსამართლემ გაამართლა ქალი, რომელიც სუსთან ვიდეოს გადაღებისთვის დააკავეს -VIDEO

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაამართლა თამარ კურატიშვილი, რომელიც ბათუმში, სუსის შენობასთან დააკავეს 13 ნოემბერს მაშინ, როცა ის ვიდეოს იღებდა. მოსამართლემ “სირცხვილიას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაამართლა როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში. მოსამართლემ ხაზი გაუსვა ვიდეომტკიცებულებას, სადაც ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადადის და ამ დროს მას პოლიციელები ეუბნებიან, რომ ვიდეო …

კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო – „გამოვკითხეთ მერიის თანამშრომლებიც“

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, „კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვიდრე კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდება რამ გამოიწვია სადარბაზოს ჩამოშლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს. „საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადგინდებოდა ამ …

„ფარფურში“ ხანძრის გაჩენის საქმე – რა თქვა 15 წლის ბრალდებულმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ

დღეს, 13 ივნისს, 15 წლის ბიჭი, რომელსაც პროკურატურა მაღაზია „ფარფურში“ ხანძრის გაჩენას ედავება, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საუბარია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარფურში“ 9 ივნისს გაჩენილ ხანძარზე. წინა დღეებში ამავე სუპერმარკეტების ქსელის კიდევ ორ მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი. პროკურატურამ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი მოზარდი დააკავა ბოლო ხანძრის შემდეგ, როცა ეს …

ლავასოღლის 8 მხარდამჭერი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს – სასამართლო გადაწყვეტილება

ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები, რომლებიც 5 ივნისის აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. სასამართლო დღეს, 6 ივნისს გაიმართა. დაკავებული 9 პირიდან სასამართლომ 8 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ პირს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულმა პირებმა გუშინ, 5 ივნისს ახალსოფელთან, ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ბლოკირება სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის …

ორმაგი სტანდარტი – როდის არ ასრულებს ბათუმის მერია სასამართლო გადაწყვეტილებას

ძველ ბათუმში, ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში, ორი ისტორიული სახლის დანგრევისა და მის ნაცვლად ახალი ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე თანხმობა ბათუმის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ახსნა: „სასამართლომ დაგვავალდებულა“, თუმცა  სხვა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, თითქმის იდენტურ საკითხზე, მერიისთვის სერიოზული განხილვისა და გადაწყვეტილების საფუძველი ვერ გახდა. მოქალაქემ მერიის პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვერ მიიღო, მან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე პროკურატურასაც …

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. სასწრაფოს ინფორმაციით, „სასამართლოს შენობაში ერთ-ერთი პატიმარი გახდა ცუდად“. საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასწრაფოს მედპერსონალი „ამ წუთებში საბადრაგო სამსახურში ერთ-ერთ პატიმარს უწევს სამედიცინო დახმარებას. მძიმე მდგომარეობა არ არის. ფილტვების პრობლემა ჰქონია პატიმარს. სასამართლო პროცესი კი, რომელიც ამ პატიმრის საქმეს ეხებოდა, უკვე დასრულებულია“.  

არჩილ ვანაძის მხარდამჭერების აქცია ბათუმის სასამართლოსთან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მორიგ აქციას მართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, დაიწყო ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა. სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანი შესვლას ვერ ახერხებს უადგილობის გამო, მათ შორის, აჭარის უმაღლესი …

არჩილ ვანაძის მხარდამჭერი აქცია ბათუმის სასამართლოსთან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები ამ წუთებში აქციას მართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. პროკურატურის ვერსიით, მერიამ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ისე, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა …

გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია 

ინდმეწარმე დავით სიჭინავას ბათუმის მერიამ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება ისე შეუწყვიტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. მერიაში ამის მიზეზად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და პროექტის პირობების დარღვევა დაასახელეს. დაკვეთის მიმღები კი მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე საუბრობს. არაოფიციალურად ე.წ. ატკატის ოდენობაც დაასახელეს, რაც სოლიდური თანხაა: ჯამში ორი შეკვეთის 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 პროცენტი, …

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე უვადოდ გაამწესეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ერთადერთი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე თავის პოზიციაზე უვადოდ გაამწესეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭო ჯუმბერ ბეჟანიძე და კიდევ 31 მოსამართლე გუშინდელ სხდომაზე დანიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ამ მოსამართლეთაგან 3 დაინიშნა გამოსაცდელი ვადით და დანარჩენი უვადოდო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ასევე დანიშნა კობა გოცირიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. …

17-წლიანი სასჯელი – ლიფტში ქალის მკვლელობის მცდელობის საქმეზე განაჩენი სააპელაციომ არ შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ხულიგნური განზრახვით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გერმანე ჩერნიავსკი დამნაშავედ იქნა ცნობილი. შემთხვევა ბათუმში 2018 წლის 27 მაისს მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მსჯავრდებული ქალს თავს დაესხა და მას 55 ჭრილობა დანით მიაყენა, მათ შორის 4 – გულმკერდის არეში. …

სასამართლომ დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანიას მშენებლობა შეუჩერა – მან ამის შესახებ არ იცის

„მოპასუხე შპს „ჩემი სახლი”-ს აეკრძალოს ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქ. N20-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე… IV კლასს მიკუთვნებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გაგრძელება ერთი თვის ვადით“, – ეს განჩინება მოსამართლე სალიხ შაინიძემ 25 ივნისს გამოსცა. კომპანიას სასამართლოში მშენებლობის გვერდით მცხოვრებმა ორმა პირმა უჩივლა. სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლი” 50%-ი დეპუტატ ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნის. იმაზე, რომ სასამართლომ შეაჩერა მშენებლობა, ხვიჩა …

ხმაური სასამართლოში – მკვლელობის საქმის განხილვა

მკვლელობის საქმის განხილვაზე მოსამართლე ლევან გელოვანს რამდენიმე პირის სასამართლოდან გაძევება მოუწია. საუბარია გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მომხდარ მკვლელობაზე. შემთხვევის შედეგად 50 წლის კაცი – ანზორ კონცელიძე დაიღუპა. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ მკვლელობა მუცელში ქვის მრავალჯერ ჩარტყმით მოხდა და ამას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს. „ჩემი ძმა მანქანით მოდიოდა სახლისკენ. გზაში შეამჩნია, რომ მეზობლის ბიჭები შეკრებილიყვნენ და …

როგორ ისჯებიან ბავშვებზე სექსუალური მოძალადეები

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამი საქმე განიხილა, სადაც ბრალდებულს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავებოდნენ. სამივე შემთხვევაში სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ციხეში ამის გამო სასჯელს არავინ იხდის. სამივე შემთხვევაში მსჯავრდებულებთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი [სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან] თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან …

სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. წელს, ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ 15 პირი სრულად გაამართლა, 2015 წელს – 7. ნიშნავს თუ არა ეს მაჩვენებელი იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა – ზოგიერთი ადვოკატი ფიქრობს, რომ არა. ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოზე მიგვითითებენ, სადაც, მაგალითად, წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული 4 ადამიანი უკან, ციხეში …

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …

მშენებლობაზე გარდაცვლილი ერთ-ერთი მუშის საქმე სასამართლოში

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის საქმეს განიხილავს. შემთხვევა 22 აპრილს, ორბელიანის ქუჩაზე მოხდა. სამშენებლო კონსტრუქციიდან ჩამოვარდნილი ვასილ უჩაძე გარდაიცვალა. ვასილის გარდა, წელს მშენებლობებზე კიდევ ოთხი ადამიანი მარტო ბათუმში დაიღუპა. რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ბრალდებულის სკამზე მშენებელი ჯდება? ბრალდებულმა რეჯეფ ჯ.-მ დუმილით უპასუხა მოსამართლის შეკითხვას: „ცნობთ თუ არა თავს …

სახლის სარდაფში დამარხული გვამის ამბავი

სოფელ ჭარნალში ალექსანდრე ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლის სარდაფში დამარხული ცხედარი გამოძიებამ გაზაფხულზე იპოვა. იმ დილით პოლიციაში ქალმა დარეკა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სარდაფში გვამი მისმა მეუღლემ ორი დღის წინ დამარხა და მას არც არავინ მოძებნიდა, თუკი პოლიცია არ დაინტერესდებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას დაასრულა. „ისინი ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ,“ – გვითხრა ალექსანდრე ფუტკარაძის ადვოკატმა, …

მორიგი უკანონო ბრძანება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და ზარალი ბიუჯეტს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ, რომელსაც ხელს ბათუმის ინფექციური საავადმდყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე აწერს. მოსამართლე სალიხ შაინიძემ საავადმყოფოდან მიმდინარე წლის 17 ივნისს გათავისუფლებული იურისტი, რომელიც ასევე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა, სამსახურში აღადგინა. რუსლან ბერიძეს ყოველი გაცდენილი თვისთვის 1000 ლარი უნდა გადაუხადოს ინფექციურმა საავადმყოფომ ბიუჯეტის ხარჯზე.  შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და …

ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე

დღეს, 27 ოქტომბერს, ქობულეთში დაკავებული ბესიკ მახარაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბესიკ მახარაძე გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი სხვა მუხლით წაუყენეს. „მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბესიკ მახარაძე არ იყო ყაჩაღობაში მონაწილე პირი, მას ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს; ასევე ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა სამხარაულის …

ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა. „საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც …

6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში

14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს. ბრალდებული, …

„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“

ბათუმის სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეს განიხილავს „იმ დღეს როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას დაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო… ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო… მე ორი წლის ბავშვი მეჭირა ხელში. მეც მიმკრა ხელი მამაჩემმა. მერე ეზოში გაგრძელდა ჩხუბი… ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, …

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ბათუმის სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტს, პაატა საბელაშვილსა და მის მეგობარს, ბათუმის პროკურატურა საზოგადიებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. სასამართლომ პაატა საბელაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. პაატა საბელაშვილის მონაყოლით ინციდენტი ბათუმის პოლიციასთან გუშინ ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც ის და მისი მეგობარი ბათუმის კლუბ „გეითის“ გასასვლელში მყოფ ბიჭებს გამოესარჩლენ, რომლებსაც პოლიციელებთან შელაპარაკება ჰქონდათ. „ბოლო დღეეების განმავლობაში …

Exit mobile version