კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად 

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის …

რატომ ჩამოვარდა და დაიღუპა მუშა მშენებლობიდან 

შპს „სუპერ გრუპის“ წინააღმდეგ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ განმეორებითი საქმის წარმოება დაიწყო გასულ შაბათს, 30 იანვარს. სწორედ ამ დღეს სამშენებლო ობიექტიდან 35 წლამდე მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა. ინსპექციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სამართალდამრღვევს კანონის შესაბამისად მიეცა მითითება“. კომპანია იმავე მიზეზით – „უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“ – გასულ წელს ორჯერ გააფრთხილეს, შესაბამისი საქმის წარმოება კი ორივე შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების …

„სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“ – ავტობუსების კონტროლიორი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ის აჭარის მთავრობის სახლის წინ, ე.წ. თავისუფლების კვარტალში საპროტესტო აქციებზე დააფიქსირეს. ლელა ჩხაიძე არ მალავს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. „მაგრამ ვერავინ დამიმტკიცებს, რომ სამუშაო საათებში ვიყავი აქციაზე“, – ამბობს ის. ლელას თქმით, ის 31 დეკემბერს გაუთავისუფლებიათ, თუმცა მან ამის …

მუნიციპალურმა ინსპექციამ აკუსტიკური ხმაურის გამო ბათუმში 9 პირი დააჯარიმა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ხაზობრივი ნაგებობების, გარე რეკლამისა და იერსახის მონიტორინგის მიმართულებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში 64 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 9 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა, ცხრა პირი დაჯარიმდა აკუსტიკური ხმაურის გამოც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკუსტიკურ ხმაურზე სულ 34 შეტყობინება …

ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირი დააჯარიმეს

ბათუმში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 71 პირია დაჯარიმებული, ამკრძალავ ნიშანზე დგომისთვის კი 52 ოქმი შედგა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე ივლისის თვეში პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა  1729 ოქმი გამოწერა. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის კი, ბოლო 5 დღის განმავლობაში, 1586 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

ბათუმის მერიის ინსპექცია 42 560 ლარად სპეცტანსაცმელს იყიდის

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესაძენად 42 560 ლარია გათვალისწინებული ქალაქის ბიუჯეტიდან. ინსპექციამ სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინსპექცია ყიდულობს 133  ქურთუკს, ამდენივე ჟილეტს, 266-266 მაისურს მოკლე და გრძელი სახელოთი, 133 კეპს და 133 საწვიმარ ლაბადას. ტენდერის პირობის მიხედვით, ტანსაცმელი იკერება ინდივიდუალური, თითოეულ თანამშრომელზე ზომის აღებით [ყოველ თანამშრომელზე ზუსტი ზომის მორგებით]. არაზუსტი ზომების შემთხვევაში, შესყიდვის …

რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში

ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთ სართულს აშენებენ, რომელსაც შუშით ფუთავენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებს. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა. ბათუმის მერისთვის, ლაშა კომახიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 200 მეტრის დაშორებით, უკანონოდ აშენებენ ? – …

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით იმოძრავებს

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამხრე კამერებით აღიჭურვება. ინსპექცია 49 კამერას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. კამერებისთვის 23 520 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი კამერისთვის – 480 ლარი. ბათუმის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური ინსპექცია“ 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში კი ინსპექციისთვის 3 444 000 ლარია გათვალისწინებული. ინსპექციაში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 110, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა …

ავეჯი, დაცვა – მერიის ახალშექმნილი ინსპექცია 255-ათასიან ტენდერებს აცხადებს

ავეჯი, საჯარიმო ქვითრები, დაცვა, კურიერები, საკანცელარიო ნივთები – ეს იმ საგნებისა და მომსახურების ჩამონათვალია, რომლებსაც ბათუმის მერიის ახალშექმნილი მუნიციპალური ინსპექცია ტენდერით შეისყიდის. ელექტრონული ტენდერები, ჯამში, 255 226 ლარითაა გამოცხადებული. მერიის ინსპექციას 31 500 ლარი აქვს გათვალისწინებული 2020 წლის განმავლობაში დაცვის მომსახურებისთვის. პირობის თანახმად, „ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის „ობიექტის“ დაცვა, ცოცხალი ძალით, სპეციალური უნიფორმით და …

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა

ბათუმის მერიის ახალდაფუძნებული ა(ა)იპის „მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელი  ურეხის პოლიციის უფროსი არჩილ კონცელიძე იქნება. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება უკვე მზადაა. ეს ინფორმაცია დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დაგვიდასტურა. მერის თქმით, ახალი მუნიციპალური აიპის „ბათუმის ინსპექციის“ ხელმძღვანელს სამართალდამცავად მუშაობის გამოცდილება აქვს: „მას, როგორც სამართალდამცავს, აქვს მუშაობის კარგი გამოცდილება და იმედი გვაქვს, რომ მისი სახით გვეყოლება ძლიერი პიროვნება, …

ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან

ბათუმის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადაუგზავნა  განხილვისა და დამტკიცებისთვის. ბიუჯეტის ერთხელ დაკორექტირებულ ვარიანტში, მიუხედავად იმისა, სრულად გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს შენიშვნები, უკვე არაფერი შეიცვლება [პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა]. ბიუჯეტის ახალი  პროექტის თანახმად, იანვრიდან თავისი დაფინანსება ექნება მერიის ახალ ა(ა) იპს – „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც“. თანხა 3 …

Exit mobile version