პჯრ აპარატი დაზიანების პირასაა, 24 საათში 200-მდე ანალიზს აკეთებენ – ბათუმის ინფექციური 

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათი ლაბორატორიის აპარატი გათვლილია 50 ანალიზის გაკეთებაზე, თუმცა 24 საათის განმავლობაში ამუშავებენ და ამ დროში 200-მდე ანალიზს აკეთებენ. აქედან გამომდინარე „პჯრ ბოქსი დაზიანების პირასაა, სხვა ალტერნატივა კი ბათუმის ინფექციურს არ გააჩნია.“ ინფექციურში მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასწრაფოდაა შესაძენი შესაბამისი აპარატურა, რასაც 270 ათას 300 ლარი დასჭირდება. აპარატურის გამარტივებული წესით შესაძენად …

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა

კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ განსაკუთრებით მძიმეა. კლინიკა „მედალფაში“ 3 აპრილის მდგომარეობით 7 პაციენტია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს გადის, ერთი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. „ის 70 წელს გადაცილებულია და დღესაც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, რადგან მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა …

ბათუმის ინფექციურს 23-მა პირმა მიმართა, მათგან შვიდს ანალიზს ჩაუტარებენ

ბათუმში ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტს აკვირდებიან – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც თავად მიმართეს საავადმყოფოს, რადგან აღენიშნებათ რესპირატორული ინფექცია და ეჭვი აქვთ CIVID-19-ზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-დან შვიდ პირს საეჭვო სიმპტომები აქვს, ამიტომ მათ ლაბორატორიულ ანალიზებს ჩაუტარებენ, ხოლო 16 პირს დააკვირდებიან, საჭიროების შემთვევაში კი მათაც გამოიკვლევენ. დღეს, 31 მარტს, ბათუმში დაწყებული თერმოსკრინინგის შემდეგ მაღალი …

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს „ბათუმელებს“. COVID-19 აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში. ის გადაყვანილი იქნა სარფის საბაჟოდან, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ.  დღეის მონაცემებით აჭარაში სულ კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. ექვსივე პაციენტს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის,ზაალ მიქელაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათგან ერთი პაციენტი იმყოფება განსაკუთრებული …

ბათუმში 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან, ხუთს კი კორონავირუსზე მკურნალობენ

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით. ოთხივე მათგანს ანალიზი უკვე აუღეს და პასუხი, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 24 მარტის მდგომარეობით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 5 პაციენტს მკურნალობენ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ-ინფექციონისტ დავით მურვანიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხუთიდან მხოლოდ ერთ მათგანს …

ბათუმში ელოდებიან 6 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია. საავადმყოფოში კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელიან, რომლებიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში – ამის შესახებ, დღეს, 23 მარტს, ჟურნალისტებთან განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ. „ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არავითარი ზედმეტი გართულება არც ერთ პაციენტს …

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული 5 პირიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – COVID 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა. 5 პირი კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს. 22 მარტის მონაცემებით, ბათუმში 3 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 კარანტინის რეჟიმში – 3 254 თვითიზოლაციაში – 2693 სტაციონარში მეთვალყურეობის …

ბათუმში კორონავირუსი მესამე პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ბათუმის კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში სამი პირი გუშინ ღამით გადაიყვანეს. კორონავირუსი მათგან ერთ-ერთს დაუდასტურდა. ბათუმში კორონავირუსი 21 მარტის მდგომარეობით უკვე სამ პირს აქვს დადგენილი. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერის, დავით მურვანიძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქვეყნის მასშტაბით დღეს ახალი …

ბათუმის ინფექციურის მენეჯერი: პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდგინეს, სიცხე არ აქვს

პაციენტი, რომელსაც ბათუმში „კორონავირუსი“ დაუდგინეს, სიცხე არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ დღეს, 19 მარტს, ჟურნალისტებს ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ უთხრა. „პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი, სავსებით მხნედ და ნორმალურად გრძნობს თავს. მას არავითარი ჩივილები არ გააჩნია. ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევის შედეგად არაფერი საგანგაშო ჯერ არ გავქვს. ადეკვატური და ნორმალური …

ბათუმის ინფექციურში შეყვანილ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ახალგაზრდა კაცს, რომელიც ამ დრომდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებულ განყოფილებაშია, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მას მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა კარანტინში და ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ერთი პირი მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი პირი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, მათზე მონიტორინგი …

რატომ მოხვდა 9 მეორეკლასელი ინფექციურ საავადმყოფოში

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლიდან ცხრა მეორეკლასელის ინფექციურ საავადმყოფოში ღებინებისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით გადაყვანის მიზეზი ცნობილია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გამოკვლევებით დასტურდება, რომ ბავშვებში გულისრევის შეგრძნება გამოწვეული იყო მიმბაძველობით. „როცა ერთ ბავშვს ჰქონდა გულისრევა, დანარჩენი ბავშვები კოლექტიურად აჰყვნენ ამ პროცესში,“- ამბობს რუსუდან შავიშვილი. ბათუმის მე-18 საჯარო სკოლას ბუფეტი არ აქვს.  სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვებმა სკოლაში …

„ჩემი მეუღლე ჯერ არ ჩამირთავს“ – რას უპირებს ინფექციური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ექიმებს

„ჯერ ჩემთან მოვიდნენ და დამელაპარკონ, ჟურნალისტებთან რომ მორბიან,“ – ეს რეაქცია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ახალ დირექტორს, ციური აბულაძეს ჰქონდა. მას ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ექიმის თქმით, საავადმყოფოში მუშაობის ახალი განრიგი დაწესდა და ვინც დამატებით ვერ იმუშავებს, მას ანაზღაურება შეუმცირდება, ხოლო საქმეს ახალი თანამშრომლები გააკეთებენ. ციური აბულაძე ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორად პირველ …

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, ჯემალ დუმბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს, 26 იანვარს გამოუტანა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ჯემალ დუმბაძე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქმეზე არსებითი განხილვა არ შემდგარა. ბრალის აღიარების შემდეგ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ჯარიმის გარდა, ჯემალ დუმბაძეს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. 2 წლის განმავლობაში ის ვერ იმუშავებს საჯარო დაწესებულებებში, ასევე …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი წინასწარი პატიმრობიდან 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯემალ დუმბაძემ იგივე სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის სტატუსით დაიწყო მუშაობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯემალ დუმბაძეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება. დარღვევები  ამ სამედიცინო დაწესებულებაში გასულ წელს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ჯემალ დუმბაძეს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, რომელსაც დიდი ოდენობით სხვისი ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. ჯემალ დუმბაძე 28 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს. გამოძიება ჯემალ დუმბაძეს კონკრეტულად ორი ტენდერის გამო ედავება. ერთ შემთხვევაში, ინფექციურმა საავადმყოფომ 84 705 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი იმავე …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დააკავეს

გუშინ, 28 ნოემბერს, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე დააკავეს. ინფორმაცია დაგვიდასტურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ჯემალ დუმბაძეს თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე ბრალი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს დღეს წარედგინება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე თვის წინ შევიდა. მანამდე დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში …

მორიგი უკანონო ბრძანება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და ზარალი ბიუჯეტს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიჩნია უკანონოდ, რომელსაც ხელს ბათუმის ინფექციური საავადმდყოფოს დირექტორი, ჯემალ დუმბაძე აწერს. მოსამართლე სალიხ შაინიძემ საავადმყოფოდან მიმდინარე წლის 17 ივნისს გათავისუფლებული იურისტი, რომელიც ასევე ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებდა, სამსახურში აღადგინა. რუსლან ბერიძეს ყოველი გაცდენილი თვისთვის 1000 ლარი უნდა გადაუხადოს ინფექციურმა საავადმყოფომ ბიუჯეტის ხარჯზე.  შპს „ბათუმის ინფექციური, შიდსისა და …

ფინანსური პოლიცია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას სწავლობს – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, საქმის მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა და მათთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის დარღვევებს სწავლობს ფინანსური პოლიცია. დარღვევები ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დააფიქსირა. დასკვნა გასული წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.  დარღვევების …

ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ

რამდენიმე თვის წინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცდური 70 ათასი ლარი ჩაურიცხა ექიმ დავით მურვანიძეს – საავადმყოფოდან ექიმის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ამავე საავადმყოფომ ჯარიმის 206 231 ლარის ნახევარი უკვე გადაიხადა იმ დარღვევებისთვის, რაც ინფექციურში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ შემოწმების შედეგად დააფიქსირა. დღემდე სახელმწიფო შპს “ბათუმის ინფექციური, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში” მართვის რგოლიდან …

როცა დოკუმენტაცია და დიაგნოზი არ ასახავს სინამდვილეს – დარღვევები ინფექციურ საავადმყოფოში

„108 შემთხვევაში ჩატარდა არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება“, – ეს და კიდევ უფრო კრიტიკული ჩანაწერები სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ასახა შემოწმების აქტში, რომელიც შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ საქმიანობას ეხება. ცენტრი 206 231 ლარით გასული წლის 30 ნოემბერს დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოწმებიდან 5 თვე გავიდა, უცნობია იზიარებს თუ არა აჭარის მთავრობა აქტში …

ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი იწყება

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შენობის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად შენობა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ფირმას ჩაბარდა. აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება. დაწესებულება არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში კი სამედიცინო საქმიანობის …

C ჰეპატიტი – როდის დაიწყება მეორე ეტაპი

C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ე.წ. მეორე ეტაპის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ, თუმცა მეორე ეტაპისა და, შესაბამისად, პაციენტთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაავრცელებენ. „მეორე ეტაპი როდის დაიწყება, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ პროგრამა უწყვეტად მიმდინარეობს და დარეგისტრირებულ პაციენტებს …

Exit mobile version