რას აშენებენ ბათუმის იახტკლუბთან – პროექტი, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა

ლაუნჯი, ყავის ბარი, საქმიანი ზონა, დამხმარე ბლოკი, ტექნიკური და სასაწყობე სივრცეები – სწორედ ამას მოიცავს ნაგებობა, რომლის მშენებლობაც ბათუმის ნავმისადგომთან მიმდინარეობს. მშენებლობა იახტკლუბის განვითარების პროექტის შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი კი 2017 წელს დაიგეგმა და თავდაპირველი შეთანხმებით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობამ  ბათუმის იახტკლუბი 2017 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად 20-წლიანი …

მილიარდერი საიმონსი ბათუმის პორტს 100 მილიონიანი იახტით ეწვია

ბათუმის სანაპიროზე მეორე დღეა დგას იახტა, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია. ღია წყაროების თანახმად, იახტა სახელწოდებით „არქიმედე“ ეკუთვნის ჯეიმს [ჯიმ] საიმონსს – ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და მილიარდერ ფილანთროპს. საიმონსი თავადაც ბათუმშია. „ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance …

1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი

ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო. კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. სარგებლობაში კი, 2017 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 1 ლარი აქვს გადახდილი. „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ …

კმდს-ს საბჭომ „რივიერა ბათუმის“ ახალი იახტკლუბის პროექტი განიხილა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმში, გოგებაშვილის #1-ში, სანაპირო კლუბისა და იახტკლუბის სამშენებლო პროექტი განიხილა. დაგეგმილ პროექტთან ახლოს [სამშენებლო ტერიტორია] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – შუქურა მდებარეობს. შესაბამისად, კომპანიამ პროექტის შეთანხმებაზე სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მიმართა. პროექტი პლაჟთან ახლოს ორსართულიანი შენობისა და საცურაო აუზის მოწყობას ითვალისწინებს. საბჭოსთვის წარდგენილი ინფორმაციით, მშენებლობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი 0.5, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე …

აჭარის მთავრობის ახალი შეთანხმება „რივიერასთან“ ცათამბჯენის და იახტკლუბის მშენებლობაზე 

ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება. შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილება, მოიჯარე კომპანიის [შპს „რივიერას“] მოთხოვნითა და აჭარის მთავრობის ნაწილობრივი თანხმობით, დაახლოებით თვენახევრის წინ შევიდა. ეს ხელშეკრულება ე.წ. „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებსაც ითვალისწინებდა, რომელიც 2019 წელს უნდა დაწყებულიყო. ახალი ცვლილებით ეს პირობაც შეიცვალა. შპს „რივიერას“ ბათუმის იახტკლუბი აჭარის მთავრობამ 1 …

მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო. „მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, …

რისთვის სჭირდება იახტკლუბს 1 ჰექტარი ზღვა, რომელიც სახელმწიფომ მიწად დაირეგისტრირა

კომპანია „ბათუმის იახტ კლუბში“, რომელიც სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს, აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა. „სახელმწიფოს მივმართეთ იმიტომ, რომ ეს ტერიტორია ჩვენ გვჭირდებოდა უსაფრთხოებისთვის. მაქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება. აკვატორიის …

მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს

სახელმწიფომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელდა. ამჯერად „ბათუმელებმა“ ოფიციალურად მოიპოვა წერილი, რომლითაც ჩანს, რომ კომპანია აღნიშნული ნაკვეთის 2037 წლის დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს. სახელმწიფო ქონების პრივატიზების …

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: …

ბათუმი რივიერა – ისტორია, დეტალები და „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები

„სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს იქნება თანამედროვე, მაღალი დონის არქიტექტურის ნიმუში, რომელიც გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს. კომპლექსი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ადგილობრივ მცხოვრებლებს დასაქმების საშუალებას მისცემს. პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება დაახლოებით 73.5 …

მფლობელის თქმით, „სილქ თაუერის“ სტუმარი პირდაპირ იახტით მიადგება სასტუმროს ან რესტორანს

განახლებული იახტკლუბი ბათუმში„სილქ როუდ ჯგუფის“ თაუერებს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ღია არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ტერიტორიაზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრეს. იახტკლუბისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას „სილქ როუდი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით გეგმავს. ბათუმში, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი თაუერის მშენებლობას გეგმავს. პირველი პროექტი 42- სართულიანი მულტიფუნქციური …

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

ბათუმის იახტკლუბისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა დაწყებულია. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება. ამ თემაზე: რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით …

რივიერა, იახტკლუბი და ჭაჭის კოშკი – ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი (გენგეგმის პრეზენტაცია)

„ბათუმი რივიერას“, იახტკლუბისა და „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიებს „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ ერთიანობაში დააგეგმარებს; „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის …

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა. კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო …

აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული იახტკლუბი მფლობელმა სხვას გადასცა

შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი [მიმდებარე ტერიტორია] 1 ლარად 20 წლით გადასცა, ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში. შპს „ბათუმის იახტკლუბი“ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დააფუძნა შპს „იუ ჯი თი ჯგუფმა“ და კომპანიის დირექტორად …

რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში

თუ ბათუმში ხართ და ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბათუმის იახტკლუბს უნდა მიაკითხოთ. იახტკლუბში გემით გასეირნების ფასები 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათი ერთ ადამიანს 10 ლარი დაუჯდება. თუმცა ამ შემთხვევაში იძულებული იქნებით სხვა ტურისტებს დაელოდოთ და როცა გემი შეივსება, ზღვაში შემდეგ გახვიდეთ. თუ გემზე წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ, ერთი საათით დაქირავება 200-დან …

ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას პატარაძემ 9456 კვ.მ მიწა პორტთან 1 ლარად გადასცა

ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად გადაეცა. ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა. ზურაბ პატარაძემ, გუშინ, 4 აპრილს, „ბათუმელების“ …

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს. „იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი …

ივანიშვილის ფონდის პარტნიორი მიწას ითხოვს ანბანის კოშკთან, სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობა ყოფილი „რივიერას“ ადგილზეა დაგეგმილი. ახალი პროექტის განხორციელება „სილქ როუდ ჯგუფმა“ გუშინ, 7 ნოემბერს დაანონსა. „სილქ თაუერის“ პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. „სილქ თაუერი“ და მიმდებარე ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება…“ – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა. „პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებლობა და …

ბათუმის იახტკლუბი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცემა

შპს „რივიერა ბიჩი“ აჭარის მთავრობას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიას 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთს, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, პირდაპირი წესით და  უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია პირობას დებს, რომ გადაცემულ ტერიტორიაზე იახტკლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მოაწყობს. ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სწორედ ამიტომ მისი კომპანიისთვის გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ ამ თემაზე დღეს, 29 სექტემბერს, სხდომაზე იმსჯელა …

Exit mobile version