„წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა. თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის იმისთვის, რომ ის დაიცვას. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე ისტორია მის ცხოვრებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფიკო მენაბდიშვილი. რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებული 150 ოჯახის და მათი მცირეწლოვანი შვილების შემთხვევაში? რა უნდა გაეკეთებინა ბავშვზე …
Tag Archives: ბავშვებზე ძალადობა
„შემაძრწუნებელია, რომ დემონსტრანტები ექვემდებარებიან ძალადობასა და წამებას“ – კოალიცია
„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მშვიდობიანი დემონსტრანტების, განსაკუთრებით, ბავშვების, ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი, რეპრესიული ზომების საპასუხოდ“ – „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. კოალიცია აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის საგანგაშო ფაქტებს, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. კოალიციის შეფასებით, საქართველოს …
შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, შშმ გოგონებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ვიდეოკადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. „თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა. რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა …
Continue reading “შშმ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პოლიციამ 1 პირი დააკავა”
მშობლების 29.4 % აღიარებს ბავშვებზე ფსიქოლოგიურ აგრესიას, ცემა – 4.8%-ს შეეხო – UNICEF
ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება, დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტი დაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს. ამის შესახებ UNICEF-ისა და საქსტატის მიერ ერთობლივად ჩატარებულ უახლეს კვლევაში წერია. ბავშვების აღზრდისას …
ბათუმში გირაოთი გაათავისუფლეს მამა, რომელიც 14 წლის შვილის ცემის გამო დააკავეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 3-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა კაცი, რომელიც გასული წლის ნოემბერში შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის თქმით, მამის გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს თავად შვილმა მიმართა. „რადგან ბავშვი განრიდებულია სოციალურების მიერ, რადგან ყველა მოწმე გამოკითხულია, სასამართლომ გაითვალისწინა შვილის სურვილი“, – განმარტა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. …
Continue reading “ბათუმში გირაოთი გაათავისუფლეს მამა, რომელიც 14 წლის შვილის ცემის გამო დააკავეს”
სად არიან მოზარდები, რომლებმაც ბათუმში კლასელს სასტიკად სცემეს
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობს, დაშავებული მოზარდი კი ამ დროისთვის სახლში მკურნალობს. მოზარდს კლასელებმა და სხვა პირებმა 5 ოქტომბერს სკოლასთან სცემეს. მშობლის თქმით, ცემის შედეგად მოზარდმა რამდენიმე წამით გონებაც დაკარგა. ის საავადმყოფოში მოათავსეს. ინციდენტის შემდეგ სკოლაში არ გამოცხადებულა მოზარდი, რომელსაც თანაკლასელის ცემაში სდებენ ბრალს. დირექტორის თქმით, მასთან არც ფსიქოლოგი მუშაობს. …
Continue reading “სად არიან მოზარდები, რომლებმაც ბათუმში კლასელს სასტიკად სცემეს”
ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბათუმში – გამოძიება დაიწყო
დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მოზარდებს შორის კონფლიქტი ჯერ სკოლაში დაიწყო, შემდეგ კი სკოლის გარეთ გაგრძელდა. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველადი ინფორმაციით, მოზარდები ტელეფონის დასამუხტის გამო შეკამათდნენ, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი ფიზიკურად სკოლის გარეთ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „სკოლასთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსთან გაუგრძელებიათ ჩხუბი. ერთ მოზარდს ცხვირი აქვს დაზიანებული, …
Continue reading “ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის ბათუმში – გამოძიება დაიწყო”
ჩემს შვილს საბავშვო ბაღში სცემეს, ხელმძღვანელობა მის უსაფრთხოებას ვერ იცავს – მშობელი
5 წლის ბიჭის დედა, მარი გ. „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ მის შვილს, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში სწავლობს, თანატოლებმა სცემეს. მან ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოგვიგზავნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს რამდენიმე ბავშვი ერთს. დედა ამბობს, რომ ვიდეო გუშინ დღის მეორე ნახევარშია გადაღებული. „მე იტალიაში ვარ, თუმცა საბავშვო ბაღის ვიდეოთვალთან მაქვს წვდომა და ასე ვაკვირდები …
წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს
სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. საუბარია ოფიციალურ სტატისტიკაზე პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ …
Continue reading “წელს 50%-ით გაიზარდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები – შსს”
შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუა დააპატიმრეს
10 წლამდე შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სავარაუდო პედოფილიის შემთხვევა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიება 60 წლამდე ბაბუას გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. მას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის სასამართლოში 5 ივნისს გაიმართა. უფლებადამცველ ბაია პატარაიას ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ პოლიციას მოზარდის დედამ მიმართა. „ძლივს …
Continue reading “შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუა დააპატიმრეს”
მშობელი: მოვითხოვ სქესობრივი განათლებისა და ბავშვის უფლებების სკოლაში სწავლებას
თბილისში მცხოვრები მშობელი ხატია ეგუტია პეტიციას ავრცელებს და მიმართავს განათლების სამინისტროს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს დაემატოს: ბავშვის უფლებები და თავისუფლებები და სქესობრივი განათლება. მშობლის აზრით, ამ ტიპის განათლების მიღება ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია. ამაზე მეტყველებს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელი და „ის მძიმე სტატისტიკა სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შესახებ, რასაც სახალხო დამცველის …
Continue reading “მშობელი: მოვითხოვ სქესობრივი განათლებისა და ბავშვის უფლებების სკოლაში სწავლებას”
დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა
შს სამინისტროს ცნობით, კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის კაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კაცი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 …
Continue reading “დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა”
ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას – ომბუდსმენი
„სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, …
9 წლის ბავშვზე ძალადობის მუხლით დედა დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს დედა, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე იძალადა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, 9 წლის ბავშვზე დედამ ფიზიკურად იძალადა, შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. დაკავებულ ქალს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. „არასრულწლოვანი …
Continue reading “9 წლის ბავშვზე ძალადობის მუხლით დედა დააკავეს”
9 წლის ბავშვზე დედისგან ძალადობისთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ხელვაჩაურში დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. „ბათუმელების“ ინფორმაცით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. “არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს,” – მოგვწერეს შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრიდან. გამოძიება დაწყებულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი ოჯახში ძალადობის მუხლით. შენიშვნა: თავდაპირველად წყაროზე დაყრდნობით ჩვენ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის ფაქტზე …
Continue reading “9 წლის ბავშვზე დედისგან ძალადობისთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო”
12 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 1971 წელს დაბადებული მოქალაქე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. დაკავებული პირი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის …
Continue reading “12 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს”
უფროსების 8%-ს ბავშვის ფიზიკური დასჯა სწორად აღზრდის ფორმა ჰგონია – კვლევა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები გამოაქვეყნეს. მასში 14 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ერთ-ერთი ინდიკატორია ბავშვის აღზრდის მეთოდები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში გამოკითხულ ოჯახებში ბავშვების 69%-ის მიმართ გამოუყენებიათ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი. • ბავშვების 31%-ს გამოუცდია …
Continue reading “უფროსების 8%-ს ბავშვის ფიზიკური დასჯა სწორად აღზრდის ფორმა ჰგონია – კვლევა”
ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს -Unicef
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ბავშვის ადრეულ განვითარებას ეხება, ვკიხთულობთ, რომ საქართველოში ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი. კვლევის ეს ნაწილი ეხება ადრეულ ბავშვობას, რომელიც მოიცავს 8 წლამდე ასაკის პერიოდს, ეს კი კრიტიკული პერიოდია ბავშვის შემეცნებითი, სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისათვის. ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია ისეთ …
Continue reading “ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს -Unicef”
შსს: შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში წელს 110 მშობელი იქნა მხილებული
შს სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი. შსს-ს ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე …
Continue reading “შსს: შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში წელს 110 მშობელი იქნა მხილებული”
შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს
ავტორი: ნათია სირაბიძე 15 წლის ვიყავი, კონკურსში ვმონაწილეობდი, ბოლო ეტაპამდე მისული, ვერ გავედი. საშინლად განვიცადე. „ფანჯრიდან გადავხტები და „ვსო“, დამთავრდება…“ – გავიფიქრე. ღამით დედას შევუწექი საწოლში, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვუთხარი – რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ამის მერე-მეთქი. გულში ჩამიკრა: არასოდეს თქვა მსგავსი სისულელე, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო. 16 წლის რომ შევსრულდი, დაბადების დღე გადამიხადეს მშობლებმა. …
დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მეშვიდეკლასელს სცემა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელ მოსწავლეს სცემა. ფაქტს „ბათუმელებთან“ სკოლის დირექტორი ადასტურებს. დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მოსწავლეს, სავარაუდოდ, მუსიკის ოთახში ფარდის ჩამოვარდნის გამო სცემა. „მოხდა ასეთი რამ, რომ სხვა ბავშვის დასმენით, მასწავლებელმა გალახა ბავშვი, რომელიც იყო უდანაშაულო. ეს ამბავი დადგინდა, მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში და ბავშვმა თქვა, რომ მას მასწავლებელმა სცემა. ინციდენტი მუსიკის ოთახში …
Continue reading “დირექტორის თქმით, მასწავლებელმა მეშვიდეკლასელს სცემა”
„მე გადავწყვიტე, ატომური ბომბაც ვიხმაროთ“ – ბავშვები ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში
გუშინ, 6 დეკემბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „ნანუკას შოუ“, ტელეწამყვანს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა სტუმრად მიწვეული. ერთ-ერთი სტუმარი იყო მე-2 კლასელი გოგონა, რომელიც წამყვანთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობდა. დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრის დროს ნანუკა ჟორჟოლიანსა და მე-2 კლასელ გოგონას შორის ასეთი დიალოგი შედგა: ჟურნალისტი: „შენ როგორ გგონია, როგორ დავიბრუნებთ აფხაზეთს?“ გოგონა: „მე ესეთი იდეა მქონდა, ჩვენ მოვიპარავთ, …
Continue reading “„მე გადავწყვიტე, ატომური ბომბაც ვიხმაროთ“ – ბავშვები ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში”
ბავშვის ცემისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წელია
სახალხო დამცველის აპარატმა სკოლაში მეორეკლასელი ბავშვის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საუბარია ბათუმში, მე-15 სკოლაში 28 მარტს მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნანა ქათამაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მშობელი, ვინც შვილის კლასელს სკოლის ეზოში სცემა, დედაა. „ამ ფაქტს შეესწრო მანდატური და ერთ-ერთი მშობელი. ჩვენ მაშინვე შევატყობინეთ ამის შესახებ უბნის ინსპექტორს. …
Continue reading “ბავშვის ცემისთვის მაქსიმალური სასჯელი 2 წელია”
13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში
ის ილიაა და არ არის ერთადერთი ბიჭი, ვინც სკოლიდან გაგდების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც 13 წლის ასაკში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს – როგორც თავად ამბობს, ბაზრობის „კაჭკაზე“. ზაფხულობით „კაჭკას“ პლაჟზე შეზლონგები ანაცვლებს. ილია ძირითად დროს ქუჩაში ატარებს. ილიას ჰყავს მამა და ოთხი და-ძმა. ილიას და ახლა 18 წლის არის. ის 4 წლის …
ძალადობის წრეში ჩაკეტილი ბავშვები
18 ივლისს, დილით, ქობულეთის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში სატელეფონო შეტყობინება შევიდა. ბაღის დირექტორი იტყობინებოდა, რომ 6 წლის გიორგი [სახელი შეცვლილია] დედამ სასტიკად ნაცემი დატოვა ბაღში. სოციალური მუშაკი, თამარ ღუნიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვი მას დალურჯებული დახვდა. იმავე სოციალურმა მუშაკმა ქობულეთში ხუთი თვის წინ სხვა საბავშვო ბაღში ნაცემი გოჩა მ. ნახა. ის მამამ სცემა. …
4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა. ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება …
Continue reading “4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს”
სასჯელი 4 წლის შვილის ცემისთვის
შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზურა მ.-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის 4 წლის გოჩა მ.-ს მამაა. ბავშვს ქობულეთის საავადმყოფოს ექიმმა დაუდგინა: სისხლჩაქცევები ორივე ბარძაყზე, სახეზე, ყურებსა და საფეთქლებთან. ის ერთი წლის და 4 თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. თუკი სასამართლო მამას შვილის ცემის ფაქტს დაუდასტურებს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც სოციალური …
ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს
17 თებერვალს, ღამით, ქობულეთში 4 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. იგი ამჟამად ქობულეთის წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. ოთხი წლის ბავშვი საავადმყოფოში სოციალურმა აგენტმა 16 თებერვალს მიიყვანა. ექიმის თქმით, ბავშვს სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ორივე ბარძაყზე, ყურებსა და საფეთქელზე. მას სამხარაულის ბიუროში, ბათუმში, ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება …
Continue reading “ქობულეთში 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს”
ერთი კოვზი დედიკოს ხათრით
მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ბავშვმა მისთვის გამოყოფილი ულუფა ჭამოს. ბევრი მშობელი საამისოდ, ფიზიკური დაძალების გარდა, სხვადასხვა ხრიკსა და მუქარას იყენებს. მშობლები ნაკლებად ითვალისწინებენ, რომ ბავშვის მადა არა მარტო შიმშილის გრძნობაზე, არამედ მის ჯანმრთელობასა და ხასიათზეც არის დამოკიდებული. „ერთი კოვზი დედიკოს ხათრით, ერთიც მამიკოს ხათრით“, „თუ არ შეჭამ, მეზობელი თამრიკო შეგიჭამს“, „პატრული წაგიყვანს“ და ა.შ. – ასეთი მესიჯები როგორ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე და როგორ უნდა დავაინტერესოთ ბავშვი საკვებით, ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრა.