აჭარაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა – კორონავირუსი

კოვიდის შემთხვევების მატების გამო აჭარაში სხვადასხვა სკოლაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ბათუმში დაიხურა 28 კლასი ქობულეთში – 15 კლასი ქედაში – 2 კლასი შუახევში – ერთი კლასი დახურულია ერთი სკოლა ხელვაჩაურში. საბავშვო ბაღები აჭარაში დახურულია ორი საბავშვო ბაღი, ერთი ბათუმში, ერთი კი – ხულოში. ბათუმის საბავშვო ბაღებში ასევე დახურულია 7 ჯგუფი, ქობულეთში – 5 ჯგუფი …

აჭარაში კორონავირუსი 225 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 225 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 384 ადამიანი,  კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 11 პაციენტი, კოვიდ სასტუმროშია 121 ადამიანი, ონლაინკლინიკაში კი – 740. ქვეყნის მასშტაბით, 12 ოქტომბერს კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 37.    

37 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა – 12 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1623. აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

1 სკოლა დაიხურა და 28 კლასი ონლაინზე გადავიდა – კოვიდი აჭარაში 

დღეს, 11 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გამოვლენის გამო ერთი სკოლა დაიხურა ხელვაჩაურში, ხოლო აჭარის მასშტაბით 28 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში ონლაინსწავლებაზე გადავიდა 18 კლასი, ქობულეთში – 7 , შუახევში – 1, ქედაში – 2 კლასი. საბავშვო ბაღები კოვიდი გამოვლინდა საბავშვო ბაღებშიც. ამის გამო ბათუმის ოთხ საბავშვო ბაღში დაიხურა ჯგუფები, ქობულეთის სამ …

დადასტურდა კოვიდის 1530 ახალი შემთხვევა, 23 პაციენტი გარდაიცვალა

10 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 1450  ახალი შემთხვევა. ჩატარდა 17 711 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 23 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. აჭარაში ბოლო 24 საათში დადასტურდა კოვიდის 98 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში კოვიდის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა თბილისში – 465, იმერეთში – 334 და კახეთში – 294.  

აჭარაში კოვიდის 130 ახალი შემთხვევაა | 10 ოქტომბერი

10 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2490 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 30 149 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 25 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. აჭარაში ბოლო 24 საათში კოვიდის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა თბილისში – 708, კახეთში – 500 და იმერეთში – 482.

აჭარაში კოვიდის 127 ახალი შემთხვევაა | 9 ოქტომბერი

9 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში 381 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 179 ადამიანი. 8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 2 844 ახალი შემთხვევაა, 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

კოვიდის სტატისტიკა ისევ იზრდება – დადასტურდა 2844 ახალი შემთხვევა

9 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2844 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 38 042 ტესტი კორონავირუსზე. ბოლო დღეებია საქართველოში ყოველდღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 ათასზე მეტია. გასულ 24 საათში 29 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. 8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.01%. ამ ეტაპზე ქვეყანაში …

ბათუმის 11 სკოლაში დაიხურა კლასები კოვიდის შემთხვევების გამო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 8 ოქტომბერს, კორონავირუსის შემთხვევების გამო კლასები დაიხურა ბათუმის 11 საჯარო სკოლაში, თითო სკოლაში თითო კლასი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ბავშვებში გამოვლინდა. ასევე, კოვიდის შემთხვევების გამო დღეს აჭარაში 3 საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი დახურეს. ორი ჯგუფი დაიხურა ქედის საბავშვო ბაღში, ხოლო ერთი ჯგუფი – ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. კოვიდი …

აჭარაში კოვიდის 105 ახალი შემთხვევაა | 8 ოქტომბერი

8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში 365 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 185 ადამიანი. 8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 2661 ახალი შემთხვევაა, 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

დადასტურდა კოვიდის 2661 ახალი შემთხვევა, 30 პაციენტი გარდაიცვალა

8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2661 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 36 840 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 30 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 21 847 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო …

„ყველა აუცრელია“ – ბათუმში კორონავირუსზე 17 ორსულს მკურნალობენ

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 7 ოქტომბერს, 17 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. სამშობიარო სახლის დირექტორის ნუგზარ პაპავას თქმით, ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ბოლო პაციენტი დღეს, 7 ოქტომბერს შემოვიდა. ისეთი სიხშირით აღარ შემოდიან, როგორც ადრე. დღეში 1-2 პაციენტი შემოდის, ადრე 40 შემოდიოდა“ – ამბობს ნუგზარ პაპავა. მისი თქმით, არცერთი ორსული, რომელიც ამჟამად კორონავირუსით მათ კლინიკაშია, არ არის …

ბათუმში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე – „ტენდენცია არის მატებისკენ“

7 ოქტომბრის მდგომარეობით, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე. ინფიცირებული ბავშვების ასაკი 2-დან 13 წლამდეა. „დილის  მდგომარეობით 33 ბავშვი იყო კლინიკაში. სამწუხაროდ, ტენდენცია არის მატებისკენ, რადგან აქამდე თუ გვყავდა 15-17 პაციენტი, ახლა უკვე ეს რიცხვი გაორმაგდა,“- ამბობს ჰოსპიტლის დირექტორი თამარ ბახტაძე. მისი თქმით, კოვიდინფიცირებული ბავშვების ასაკი დაახლოებით 28 თვიდან …

გარდაიცვალა 28 ადამიანი – დადასტურდა კოვიდის 2 228 შემთხვევა

7 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 28 ადამიანი. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 1 711 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 828 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 619, PCR ტესტით – 13 209. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-ია. კარანტინში იმყოფება 65 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 150, ხოლო  კლინიკურ სასტუმროში …

ბათუმში 33-ე ბაღი დაიხურა, 2 ბავშვს კოვიდი დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო ბათუმის 33-ე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი 2 ბავშვს დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, კონტაქტში მყოფი ბავშვები და პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებმა მუშაობა ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს განაახლეს. 6 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24  პაციენტი.

აჭარაში კოვიდის 113 ახალი შემთხვევაა | 6 ოქტომბერი

6 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში 348 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 410 ახალი შემთხვევა, 24  პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დადასტურდა კოვიდის 2410 ახალი შემთხვევა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 410 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 34 918 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 24  პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 001 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – …

თბილისის შემდეგ აჭარა სამიზნე აცრებით მეორე ადგილზეა საქართველოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში ე.წ. იმუნიზაციის კვირეული, მარათონი დაიწყება. „ჩვენ შევარჩიეთ 68 დიდი დასახლებული პუნქტი საქართველოში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეობაა, ესაა ძირითადად სოფლები, ისე, რომ ყველა რეგიონი იყოს მოცული. ყალიბდება ჯგუფები, რომლებიც ამ სოფლებში იმუშავებენ და თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები. ვფიქრობთ, 15 ოქტომბერს დაიწყოს …

ხვალიდან კვების ობიექტები 23 საათამდე იმუშავებენ

6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 5 ოქტომბერს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება  კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების …

აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 5 ოქტომბერი

5 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონში 351 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 33 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 166  ადამიანი. 5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 2800 ახალი შემთხვევაა, 42 ადამიანი გარდაიცვალა გასულ დღე-ღამეში.  

42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 2800 ახალი შემთხვევა

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გასულ 24 საათში დადასტურდა კოვიდის 2800 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 33 679 ტესტი კოვიდზე. 42 პაციენტი გარდაიცვალა გასული დღე-ღამის განმავლობაში. დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 8,31%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის კი – 5,16% ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 19 131 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.  

ხელვაჩაურში მცხოვრებმა მოქალაქემ 10 000 ლარი მოიგო აცრის ლატარიაში

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამების მცხოვრებმა, 25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა, ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 000 ლარი მოიგო. „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ინფორმაციით, თანხა 4 ოქტომბერს გათამაშდა. ხათუნა მელიქიშვილი სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს. „გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა, მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, რომ მე არასდროს არაფერს მოვიგებდი, …

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, აჭარაში დადასტურდა 73 ახალი შემთხვევა

4 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. ამჟამად აჭარის კოვიდსასტუმროებში 365 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

დადასტურდა კოვიდის 867 ახალი შემთხვევა, 30 პაციენტი გარდაიცვალა | 4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.94%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში – 73, იმერეთი – 143, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში …

აჭარაში კოვიდის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში

აჭარაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 353 პაციენტი, მათგან მართვით სუნთქვაზე იმყოფება 8 ადამიანი. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდით პაციენტის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ამავე თემაზე:  33 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში, დადასტურდა 1164 ახალი შემთხვევა

33 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში, დადასტურდა 1164 ახალი შემთხვევა

3 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 2 292  ადამიანი. 2 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,27%-ია. დღეის მონაცემებით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4 102 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 675 ადამიანი. 3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარდა 1 …

ბსუ-ში სწავლა 4 ოქტომბრის ნაცვლად 11 ოქტომბერს დაიწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი  ნაცვლად 4 ოქტომბრისა 11 ოქტომბერს დაიწყება შერეული, ჰიბრიდული ფორმატით. კერძოდ, ლექციები  ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და ჯგუფში მუშაობა – საუნივერსიტეტო სივრცეში. ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე (მედიცინის, სტომატოლოგიის,  ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაციის), რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან …

აჭარაში კოვიდის 121 ახალი შემთხვევაა, 2 პაციენტი გარდაიცვალა

პირველი ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, აჭარაში, კოვიდკლინიკებში იმყოფება 366 პაციენტი, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დღეს საქართველოში კოვიდის 1 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა. 30 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.80% ხოლო 7 …

აცრის ახალი სივრცე ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობაში გაიხსნა

ბათუმში კიდევ ერთი აცრის სივრცე გაიხსნა. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობაში, სპეციალურად მოწყობილ ოთახში იქნება შესაძლებელი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვაქცინაცია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში ჩატარდება. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, მეზღვაურებს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საშუალება ექნებათ ადგილზე აიცრან ვაქცინებით: „ფაიზერით“, …

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 85 შემთხვევა | 30 სექტემბერი

30 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ცნობით, აჭარაში ამ დროისთვის 124 მძიმე პაციენტია კლინიკაში, მათგან 22 ხელოვნურ სუნთქვაზეა.  29 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.65%. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 743 ახალი …

კორონავირუსით გარდაიცვალა 29 ადამიანი, დადასტურდა 1743 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 2266 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 96 ახალი შემთხვევა | 29 სექტემბერი

29 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1929 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 1929 ახალი შემთხვევა, 33 ადამიანი გარდაიცვალა

29 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1929 ახალი შემთხვევა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 33 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 363, ქვემო ქართლში – 147, შიდა ქართლში – 90, გურიაში – 56, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 155, …

როგორ ვმართოთ კოვიდისშემდგომი გართულებები – ექიმის რჩევები

კოვიდისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების ნაწილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აქვთ. ექიმი თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სრული რეაბილიტაციის მიღწევამდე, აუცილებელია პაციენტი იყოს როგორც ოჯახის ექიმის, ისე მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, „ამას ცხადყოფს COVID19-ის შემდგომ პერიოდში სხვადასხვა სიმპტომის გამოვლინება და ნარჩენი მოვლენების არსებობა“ – ამბობს ექიმი. მადონა შაინიძეს პოსტკოვიდურ გართულებებზე …

სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მოსწავლეებისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს. „სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. სკოლაში იქნება ზედმიწევნით დაცული ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი იმისთვის, რომ იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო. ყველა სკოლაში, საჯარო …

4 ოქტომბერს მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა დღეს, 28 სექტემბერს. 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებშიც.

Exit mobile version