კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო ბათუმის 33-ე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი 2 ბავშვს დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, კონტაქტში მყოფი ბავშვები და პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებმა მუშაობა ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს განაახლეს.
6 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი.






