„საბანკო ანგარიშზე წვდომა შეზღუდული მაქვს 2024 წლის დეკემბრის თვიდან“ – წერს აჭარის „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში. 2024 წლის 19 დეკემბერს სულხან თამაზაშვილი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. 2024 წელს სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის უფროსი იყო. ამ პერიოდში პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელები ადამიანებს სცემდნენ, ძალადობდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ. სულხან თამაზაშვილის მიერ 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში …
Tag Archives: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ …
უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით
„თავიდან უნდა დაგვეწყო ბრძოლა, ერთი რომ მოგვატყუა, მეორეზე არ უნდა დავთანხმებოდით,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოფისის შესასვლელთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა. უსახლკაროები ბათუმში აქციებს პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ. მაგული ფუტკარაძე …
თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში
„რაც შეეხება აქციებს, ეს არის ქუჩის აქციები… ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ყველაფერზე, დაძრწიან და დახეტიალობენ მათ შორის სოფლებში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დააყენებენ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ჩვენ არანაირი კონსულტაციის გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ არ ვაპირებთ,“ – აღნიშნა დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე: დაძრწიან და დახეტიალობენ სოფლებში”
თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი
„ამ კონკრეტული ოჯახის წერილი არ არის მოძებნილი, მაგრამ ეს არანაირად არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში განვითარებულ მეწყერზე, რომელმაც სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას იმსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი. ხელვაჩაურის მერიაში ირწმუნებიან, რომ ოჯახს მერიისთვის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი”
რატომ დატოვა არჩილ ხაბაძემ თანამდებობა – TV „პირველი“ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ხაბაძე საუბრობს, რა გახდა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. „ბათუმელები“ ცდილობს დაუკავშირდეს არჩილ ხაბაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტარია. ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში კი ისმის: არჩილ ხაბაძე: ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიტყოდი? …
Continue reading “რატომ დატოვა არჩილ ხაბაძემ თანამდებობა – TV „პირველი“ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს”
თორნიკე რიჟვაძე ინვესტიციების კლებაზე, რივიერასა და ქაოტურ მშენებლობებზე
„ეკონომიკის განვითარებასაც სჭირდება შესაბამისი, საპირწონე გადაწყვეტილებები“, – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ ინვესტიციების კლების მიზეზებზე საუბრის დროს. არის თუ არა „საპირწონე“ თავისუფალი სივრცეების და მწვანე საფარის დაკარგვა, ისტორიული შენობების განადგურება? – თორნიკე რიჟვაძემ ამ ნაწილში გვიპასუხა, რომ „თვითმმართველობის საქმეში ვერ ჩაერევა“ და „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“ ვერ მიიღებს. რას ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობა და რაში გამოიხატება პოლიტიკური პასუხისმგებლობა? – გთავაზობთ აჭარის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე ინვესტიციების კლებაზე, რივიერასა და ქაოტურ მშენებლობებზე”
თორნიკე რიჟვაძე ძეგლების დამცველებზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“
საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრების ბათუმის მერისადმი მიმართვასთან დაკავშირებით, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ მთავრობა ძეგლებთან მიმართებაში თანმიმდევრულია და კანონის შესაბამისად მოქმედებს. მისივე თქმით, ის არ აპირებს „ამ ტიპის შემოტევებს შედეგად შეცვალოს გადაწყვეტილება“. „ყველა ის უწყება, არის ერთიანი მმართველობის ქვეშ, რა თქმა უნდა, თავისი მანდატით და კომპეტენციით იღებს …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე ძეგლების დამცველებზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“”
საიდან მოდის სუნი, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ
ბათუმში, განსაკუთრებით ადლიისა და ანგისის დასახლებაში, პერიოდულად აწუხებთ მძაფრი სუნი. ზაფხულში ამ პრობლემაზე ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებლებიც საუბრობდნენ. მოსახლეობა ვარაუდობდა, რომ სუნი საკანალიზაციო სისტემებზე მიერთებული გამწმენდი ნაგებობებიდან მოდიოდა. თუმცა, ბათუმის მერის ინფორმაციით, სინამდვილეში ეს სუნი არა გამწმენდი ნაგებობიდან, არამედ გონიოს ნაგავსაყრელად ქცეული პოლიგონიდან მოდის. „ჩვენ ჩავატარეთ ინსპექტირება და იქ, ძირითადად, არის ნაგავსაყრელის სუნი. ვფიქრობთ, რომ ნაგავსაყრელის …
Continue reading “საიდან მოდის სუნი, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „ბაბილონ თაუერისა“ და „კემპინსკის“ საკითხი გადაწყდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, აჭარაში რამდენიმე გაჩერებული მშენებლობის საკითხი დადებითად გადაწყდა და მომავალი წლიდან კომპანიები მშენებლობას განაახლებენ. მთავრობის თავმჯდომარემ „კემპინსკისა“ და „ბაბილონ თაუერის“ პროექტები დაასახელა. მისივე განმარტებით, კომპანიებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბანკო გარანტია [200 000 ლარი] წარუდგინეს. შესაბამისად, მთავრობა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვადებთან დაკავშირებით გადახედავს. ამ ყველაფერზე თორნიკე რიჟვაძემ …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „ბაბილონ თაუერისა“ და „კემპინსკის“ საკითხი გადაწყდა”
„ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობას ჯერ კონკრეტული გეგმა არ აქვს
ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქთან დაკავშირებით აჭარის მთავრობას, ჯერჯერობით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობის სამუშაო ჯგუფი ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავს: „ეს არ არის მარტივი გამოწვევა. თუმცა ვვარაუდობთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაში პირველადი გეგმა დაიდება და თანმიმდევრულად მოხდება ამ საკითხის გადაჭრა. “ მთავრობის თავმჯდომარემ არც უარყო და არ …
Continue reading “„ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით აჭარის მთავრობას ჯერ კონკრეტული გეგმა არ აქვს”
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას მოქმედი მოადგილე ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობის დასაკავებლად მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და როგორც თვითონ გვითხრა, მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შესახებ შეტყობინებაც მიიღო: „…თუმცა ამ დროისთვის არ მაქვს ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა თუ არა ბრძანებას ჩემი დანიშვნის თაობაზე“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში. ირაკლი ჯინჭარაძე პროფესიით …
Continue reading “ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს”
აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინიტრობის კანდიდატებს უსმენენ
ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. სხდომაზე იმყოფებიან ასევე რიჟვაძის მიერ შერჩეული მინისტრობის კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე. ეს ორი უკანასკნელი ზურაბ …
არმაზ ახვლედიანის მინისტრები, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩევენ
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე, განათლების მინისტრად „ი-თი-აი 2000“-ის დამფუძნებელი ირინა ხაჟალია, ჯანდაცვა – ექიმი მზია დიდმანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ჯემალ ცეცხლაძე – ამ პირებს მინისტრობის კანდიდატებად წარადგენს არმაზ ახვლედიანი იმ შემთხვევაში, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ჩააბარებენ. თავად არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე საინიციატივო ჯგუფმა …
Continue reading “არმაზ ახვლედიანის მინისტრები, თუ მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩევენ”
ვის დატოვებს მოქმედი მინისტრებიდან არმაზ ახვლედიანი
ვინ შევა მინისტრთა კაბინეტში, თუკი არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება – არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მინისტრობის კანდიდატებს ხვალ, 17 ივლისს დაასახელებს. მისივე თქმით, მინისტრების კანდიდატებს შორის არცერთი ამჟამინდელი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არ იქნება. „მე დავასახელებ თვისობრივად ახალ შემადგნელობას,“ – გვითხრა მან. არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა პრეზიდენტს საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა. ამ ჯგუფში აჭარის ოპოზიციაც შედის. სხვა …
Continue reading “ვის დატოვებს მოქმედი მინისტრებიდან არმაზ ახვლედიანი”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტს არმაზ ახვლედიანს წარუდგენენ
აჭარაში საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც რეგიონის ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან, დღეს, 15 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არმაზ ახლედიანის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ. „საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა შესთავაზეს პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის შემოგვთავაზეს ჩვენც. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ეს არის მისი პირველი რიგის ვალდებულება, შესაბამისად, ამათგან უნდა მოისმინოს კანდიდატები. …
ვის შეხვდება ხვალ პრეზიდენტი ბათუმში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 13 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდება. შეხვედრის თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს …
„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება
კონსულტაციები მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უკვე დაასრულა, თუმცა დეპუტატებს დღის ბოლომდე ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე შეჯერდა. ინფორმირებული პირების თქმით, თუ რაიმე სახის „ფორსმაჟორი არ მოხდა“, მმართველი პარტია რიჟვაძის კანდიდატურას დღეს ან ხვალ ღიადაც დაასახელებს. ჯერჯერობით სასურველი კანდიდატი არ ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ …
Continue reading “„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება”
რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები
ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია. კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი …
პატარაძე ბათუმის პორტზე: გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის
„ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა სახის მანიპულაციას. დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმით, რომ ინვესტორებმა იმუშაონ ჩვენს რეგიონში“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც დღეს თქვეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბათუმის პორტს მიზანმიმართულად აკოტრებს და პორტის ხელში ჩაგდებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია ცდილობს. ზურაბ პატარაძე: „ეს არის აბსურდული განცხადება, უსაფუძვლო და პროვოკაციული. მინდა შევახსენო მათ, …
ზურაბ პატარაძის მეგობარი პირსის, პლაჟსა და მიწის ნაკვეთებს ითხოვს – მერია თანახმაა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის კომპანია ბათუმის ზღვისპირა პარკში რესტორან „სანრემოს“ მიმდებარედ არსებულ პლაჟს, რამდენიმე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, იჯარის წესით, 2067 წლამდე ვადით ითხოვს. 2017 წლის შემოდგომამდე ამ ტერიტორიის ნაწილი კომპანია „ხიდი 2006“-ს ჰქონდა იჯარით აღებული. კომპანია „ხიდი 2006“, რომელსაც რესტორან „სანრემოს“ შენობა იჯარით ჰქონდა აღებული, ბიზნესმენმა ედნარ პაპუნაიშვილმა 2017 წლის ოქტომბერში …
ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს
ხელისუფლების წარმომადგენლებთან „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა შეხვედრა დასრულდა. დახურულ კარს მიღმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები და აჭარის მთავრობის აპარატის წევრები დაკავებულების ათამდე ახლობელს შეხვდნენ. „დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ პროკურატურასთან კომუნიკაციაში. აქამდე ჩვენ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიდგომა იყოს ერთიანი და არა ისე, რომ ერთს მცირე დროით უფორმებენ საპროცესოს, სხვებს კი მკაცრი სასჯელის …
Continue reading “ხელისუფლების დაპირება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულთა ახლობლებს”
სოფია ბაკურიძე მაღალმთიან აჭარაში შშმ პირების საჭიროებებს სწავლობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლემ შშმ პირების საჭიროებებზე კვლევის ჩასატარებლად გრანტი მოიპოვა. პროექტი აჭარის მაღალმთიანეთში შშმ პირების სოციალური გარემოს და საჭიროებების შესწავლას ისახავს მიზნად. „ბათუმელები“ სოფია ბაკურიძეს შშმ პირებთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა. ქალბატონო სოფია, ვინ აფინანსებს, რამდენია ბიუჯეტი და რა პერიოდს მოიცავს პროექტი? ეს ოთხთვიანი პროექტია, თვენახევარია რაც დავიწყეთ. დაგვაფინანსა „ღია საზოგადოება საქართველომ“. სექტემბერში …
Continue reading “სოფია ბაკურიძე მაღალმთიან აჭარაში შშმ პირების საჭიროებებს სწავლობს”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია
ზურაბ პატარაძემ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქონებრივი დეკლარაცია 2017 წელის 31 მაისს პირველად შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ პატარაძე ფლობს ბინას [120 კვ.მ] ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია და ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე [158 კვ.მ] , რომელიც მას „საქართველოს ბანკიდან“ გამოტანილი სესხით შეუძენია. პატარაძის ქონებრივ დეკლარაციაში კიდევ ერთი ბინის შესახებ ფიქსირდება ინფორმაცია. თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია”
ზურაბ პატარაძე: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეჭვობს, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციას ბათუმში პოლიციის წინააღმდეგ პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, ამის შესახებ მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შეფასაბისას განაცხადა: „ სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, …
Continue reading “ზურაბ პატარაძე: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც“”
გოდერძი იხსნება, გომარდული – არა
ზამთრის კურორტი „გოდერძი“ 10 დეკემბერს გაიხსნება. სახელმწიფო შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ამ კურორტს ბაკურიანის „დიდველთან“ და გუდაურთან ერთად გახსნის. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „გოდერძს“ კომპანიის ხელმძღვანელთან, სანდრო ონოფრიშვილთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე გახსნიან. კურორტის გახსნაზე სპორტული სკოლების „ქედლებისა“ და „დანისპარაულის” ბავშვები სახალისო შეჯიბრებებს მოაწყობენ. ჯერჯერობით …
„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს
დღეს, 29 სექტემბერს, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებულებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ამჟამად მიეწოდებათ ელექტროენერგია, თუმცა რამდენიმე დღეში შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რადგან საცხოვრებელი სახლი, საიდანაც ელექტროენერგია აქვთ გაყვანილი, კერძო მესაკუთრისაა და ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიმდინარე სამუშაოების გამო, მოხდა აღებაში. აქციის ერთ ერთი მონაწილე ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს: „ ოთხი წელია, …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ 400-მდე ოჯახი შესაძლოა უშუქოდ დარჩეს”
ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა
„სანამ მე გადავალ კონკრეტულად უნივერსიტეტის თემებზე, დაფინანსებაზე და იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ კონკრეტულად და რა თემებიც გვაქვს გასავლელი – მე მზად ვარ, ამ თემებზე ვისაუბრო, თქვენთან ერთად. თუმცაღა, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგიონი ვითარდება“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე და საუბარი დაიწყო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, სოფლის …
Continue reading “ზურაბ პატარაძე ბსუ-ს სტუდენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა”
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში, ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა. კანდიდატის ასარჩევად 11 ხმა იყო საკმარისი. ახალარჩეულმა თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მინისტრობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს, რისთვისაც კანონით, ათდღიანი ვადა აქვს. ამასთან, ყველა კანდიდატი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და მხოლოდ …
Continue reading “ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს”
მურმან დუმბაძე: მოვუწოდებ უმაღლეს საბჭოს მხარი არ დაუჭიროს პატარაძის კანდიდატურას
დღეს, 15 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პრესკონფენეცია გამართა, სადაც უმაღლეს საბჭოს მოუწოდა მხარი არ დაუჭიროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატს, ზურაბ პატარაძეს. „დღევანდელ დღეს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი, კონტრასიგნაციის წესით ერთობლივი ხელმოწერის დოკუმენტით, 2016 წლის 13 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულად აჭარაში ნიშნავენ ზურაბ პატარაძეს. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური და ამავე …
Continue reading “მურმან დუმბაძე: მოვუწოდებ უმაღლეს საბჭოს მხარი არ დაუჭიროს პატარაძის კანდიდატურას”
უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან
დღეს, 15 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას უყრიან. ზურაბ პატარაძე 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა თავის რწმუნებულად დანიშნა აჭარაში, ხოლო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ კი იგი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. კანდიდატურის ასარჩევად უმაღლეს საბჭოში მინიმუმ 11 ხმაა საჭირო. საბჭოს სხდომა დღეს, 12 საათზეა ჩანიშნული. ამავე თემაზე: უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან”
პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა
დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. პრეზიდენტის განცხადებით, რწმუნებულის დანიშვნისთავანავე დაიწყო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციები და ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასამტკიცებლად უკვე წარდგენილია უმაღლეს საბჭოში. „ხაბაძის წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც არჩილ ხაბაძე აპირებს ჩაბმას. გუშინ მომმართეს განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე და კონსტიტუციის შესაბამისად, აჭარაში …
Continue reading “პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა”
არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ
დღეს, 5 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობიდან შესაძლო გაგადგომის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ხაბაძის თქმით, განიხილება მისი წასვლის და მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს ელჩის ყაზახეთში ზურაბ პატარაძის კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შესაძლოა ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის სათავეში ვიხილოთ. „ჯერ მე არ მითხვამს, რომ მივდივარ. მიდის მსჯელობები და თუ კონსულტაციების …
Continue reading “არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა
დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იტალიის ელჩთან ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა”
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა
დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზარ ფშიბილსკის და პოლონური დელეგაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფერო მართლაც მრავალფეროვანია. სილეზიის სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტი მზადაა გაგვიზიაროს მათი გამოცდილება რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით, ასევე ევროპის ბაზარზე ციტრუსის შეტანისათვის გამარტივებული საბაჟო გადასახადებისა და პროდუქტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა”
ენმ: დავით ქარცივაძეს უსკოს თავმჯდომარედ მხარს არ დავუჭერთ
დღეს, 12 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მიშა მჟავანაძემ [ფრაქცია „მაჟორიტარები“], ასმათ დიასამიძემ [ფრაქცია „თავისუფლება“], პეტრე ზამბახიძემ და ეკატერინე თარგამაძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] ერთიანი ბრიფინგი გამართეს. ისინი აჭარის თავმჯდომარის მიერ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად უმაღლესი საბჭოსთვის დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურნენ. მათი …
Continue reading “ენმ: დავით ქარცივაძეს უსკოს თავმჯდომარედ მხარს არ დავუჭერთ”