აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა იმართება. დღესასწაული აჭარის მთებში ხვალ, 3 აგვისტოს, დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება. ხულოს მუნიციპალიტეტში “შუამთობა” ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კურორტზე 3 და 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. ასევე 3 აგვისტოს ზეიმობენ შუამთობას დიდაჭარის და ვაშლოვანის მთაში. ამასთან, 6 აგვისტოს შუამთობა გაიმართება გვალმინდორის, 7 აგვისტოს კი ზორტიყელის მთაში. რაც შეეხება შუახევის …
Tag Archives: აჭარა
დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად 12 100 აშშ დოლარის მითვისება ედება
აჭარაში თანხის მითვისების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მოქალაქემ მისთვის უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოსაყვანად 12 100 აშშ დოლარი ჩაურიცხა, თუმცა დაკავებულმა აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად 12 100 აშშ დოლარის მითვისება ედება”
მიიღებს თუ არა აჭარა სპორტის რეგიონის სტატუსს
აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ. ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ …
Continue reading “მიიღებს თუ არა აჭარა სპორტის რეგიონის სტატუსს”
რატომ ხმება წიწვოვანი ტყე აჭარაში
აჭარის მაღალმთიანეთში წიწვოვანი ტყე ხმება. ხმობის პროცესი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში თვალნათლივ ჩანს. მაგალითად, წიწვოვანი ხეები გამხმარია შუახევში, სოფელ ნენიაში. ხეები ასევე ხმება სოფლებში: ღურტაში, ჩანჩხალოში, ყინჩაურში. გამხმარი ტყის მასივის ნაწილი იმ არეალშია, სადაც „შუახევი ჰესისათვის“ საჭირო გვირაბები გაჰყავთ. ადგილობრივი მოსახლეობა ხეების ხმობას სწორედ ჰესის მშენებლობას უკავშირებს. თუმცა „აჭარისწყალი ჯორჯია“, კომპანია, რომელიც „შუახევი ჰესს“ …
ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, სამსახური შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს. სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საბანო ზონებს მიმდინარე სეზონზე სრულად აითვისებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ წელს მაშველები დაემატებიან რამდენიმე ისეთ მონაკვეთზე, სადაც აქამდე სამაშველო კოშკურები არ არსებობდა და მაშველების მიერ არ კონტროლდებოდა. ასეთი …
Continue reading “ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია”
საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს
საქართველოს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე ეძებს ინვესტორს, ვისაც ქობულეთის ზღვისპირას, ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის შესთავაზებს. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს. 70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის მდებარეობს. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახური კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო. საპარტნიორო ფონდის განცხადებით, „ფონდმა 2018 წლის ივნისში …
Continue reading “საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს”
ზღვისა და მთის მხარე – რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული აჭარაში
„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება დღეს საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში, სადაც ზღვის ნაპირზე გამართულ ზაფხულის ფესტივალზე სტუმრებს დღესასწაული და გართობა ელით. აჭარაში მოგზაურობა ბათუმით იწყება, ზღვისპირა ქალაქით, სადაც თანაბრად იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების რიტმი და ძველი საპორტო ქალაქის სიმყუდროვეც. ახალი ბათუმი თანამედროვე, მასშტაბური არქიტექტურით იქცევს ყურადღებას, ძველი ბათუმის ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში კი ქალაქის ისტორია …
Continue reading “ზღვისა და მთის მხარე – რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული აჭარაში”
ბათუმში 422 აბი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-მ აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. “ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ.დააკავეს. სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი …
აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა
დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წელს ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები. კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეულ ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია, ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო. კვლევის …
Continue reading “აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა”
€200 000 სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და გომარდულის განვითარების გეგმისთვის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისთვის და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში 200 ათას ევროს გადაიხდის. კვლევისა და სამოქმედო გეგმის შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს. თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ვისთან გაფორმდება 200 ათას ევროზე [ექვივალენტი ლარში] ხელშეკრულება, სამინისტროში ჯერ არ ახმოვანებენ. „სამინისტრომ კვლევაზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა …
საიმიჯო კლიპი ბათუმზე, რომელსაც ხუთი თვე 50 ადგილას იღებდნენ
„შეიგრძენი აჭარა“ – ასე ჰქვია საიმიჯო კლიპს, რომელიც სარეკლამო რეჟისორმა ზვიად სირაბიძემ და ოპერატორმა გიორგი შკუბულიანმა გადაიღეს. კლიპის გადაღებას ხუთი თვე და ავტორთა დიდი ენთუზიაზმი დასჭირდა. „მინდოდა მომემზადებინა ვიდეო აჭარის ტურისტულ პოტენციალზე. ამ ტიპის ვიდეოფროდაქშენი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სურვილითა და ხარჯებით გავაკეთეთ. მიზანი იყო ჩვენება, რომ, აი, ბათუმშიც შეიძლება გაკეთება სერიოზული პროექტის და …
Continue reading “საიმიჯო კლიპი ბათუმზე, რომელსაც ხუთი თვე 50 ადგილას იღებდნენ”
მხოლოდ 1 მილიონი – აჭარის მოგება კუთვნილი 35 საწარმოდან [აუდიტი გეგმის დასაბუთებას ითხოვს]
აჭარის წილობრივი მონაწილეობით არსებული 30-ზე მეტი საწარმოდან 2018 წლის ბიუჯეტში თანხა, დივიდენდის სახით, მხოლოდ ოთხმა საწარმომ შეიტანა. შემოსავლების რაოდენობა, რაც აჭარის ბიუჯეტმა ამ საწარმოებიდან მიიღო, ჯამში 2,4 მილიონი [დაგეგმილზე 1,26 მილიონით ნაკლები] ლარი იყო. აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან წელს მისაღები დივიდენდები კი, წინა წლებთან შედარებით სამჯერაა შემცირებული და 1 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
რა პროექტებს და რამდენით დაუფინანსებენ სოფლებს აჭარის ბიუჯეტიდან
აჭარის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები ძალაში 2019 წლის 5 მარტიდან შევიდა. მთავრობის დადგენილებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თითოეული დასახლებისთვის გადასაცემ თანხას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაიანგარიშებს. თანხის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის დაცვით: [checklist] დასახლებას, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მცხოვრებს, გამოეყოფა 10 000 ლარი; დასახლებას,სადაც მცხოვრებთა …
Continue reading “რა პროექტებს და რამდენით დაუფინანსებენ სოფლებს აჭარის ბიუჯეტიდან”
კულტურის სამინისტრომ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადასცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭა. ჯილდო სიხარულიძეს, 1 მარტს, ბათუმში გამართულ საიუბილეო საღამოზე გადასცეს. სცენაზე ჯილდოს გადასაცემად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი ავიდა. რომელმაც გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელი პირადად გადასცა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო 1 …
Continue reading “კულტურის სამინისტრომ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადასცა”
ხომ არ შედის ბაღებში ცხენის ხორცი – ენმ პასუხისმგებლობას ბათუმის მთავრობას აკისრებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ცხენის ხორცი, სამტრედიის ბაღების გარდა ბათუმის ბაღებშიც შედიოდა, ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დაიწყებს. “როგორც ცნობილია, სამტრედიის საბავშვო ბაღებში ერთ-ერთ კომპანიას შეჰქონდა ცხენის ხორცი და დღეს ეს ადამიანი დააკავეს. დასტურდება, რომ ბათუმის ბაღებშიც ამ კომპანიას შემოაქვს ხორცი. თუმცა არ ვიცით აქ ნამდვილად საქონლის ხორცი შემოდის თუ …
რას ფიქრობს ანზორ ბოლქვაძე მუსლიმურ პანსიონებზე
19 თებერვალს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ირმა ინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აჭარაში „განათლების კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა“ და პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო კომისიის შექმნა სთხოვა. ინაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი აჭარის რეგიონში არსებულ მუსლიმურ პანსიონებზე გააკეთა. მისი თქმით, ეს პანსიონები „უცხო ქვეყნიდან ფინანსდება და ამავდროულად ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებს“. მაღალმთიანი აჭარის – ხულოს, ქედისა და …
Continue reading “რას ფიქრობს ანზორ ბოლქვაძე მუსლიმურ პანსიონებზე”
აჭარა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესტონეთში
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა TUEREST 2019 – ში მონაწილეობს. დეპარტამენტის სტენდზე დამთვალიერებელს აჭარის რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მიმართ ესტონელი მოგზაურების ინტერესი მზარდია. 2018 წელს რეგიონს წინა წელთან შედარებით ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ტურისტული …
Continue reading “აჭარა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ესტონეთში”
აჭარაში 2019 წელს 2 მილიონ ტურისტს ელოდებიან
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2019 წელს რეკლამაზე 5 მილიონ ლარს დახარჯავს. ეს თანხა 16 სამიზნე ქვეყანაში დაიხარჯება. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიეტუვა, პოლონეთი,ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. მე-17 ქვეყანა, შიდა ტურიზმზე გათვლილი აქტივობებით, საქართველო იქნება. სარეკლამო თანხა არა ქვეყნების, არამედ აქტივობების …
Continue reading “აჭარაში 2019 წელს 2 მილიონ ტურისტს ელოდებიან”
რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება
ორ კვირაზე მეტია ქობულეთში, ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმოების წინ მანდარინით დატვირთული მანქანების კილომეტრიანი რიგი დგას. ფერმერებს ციტრუსის ჩასაბარებლად, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი დღითაც კი უწევთ რიგში დგომა და ლოდინი. არასტანდარტულ მანდარინს, რომელიც ექსპორტზე ვერ გააქვთ, ქობულეთში ორი ქარხანა – TCF Georgia და GM GROUP იბარებს. თუმცა დღეისათვის ერთი ქარხანა TCF Georgia გაჩერებულია. GM GROUP-ს კი …
Continue reading “რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება”
გოდერძიზე სეზონი 28 დეკემბერს გაიხსნება
კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200-მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. კურორტ “გოდერძიზე” დასვენების ფასებისა და სერვისის შესახებ ინფორმაციას იპოვით აქ. რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – …
აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია – რაში დაიხარჯება 324 მილიონი ლარი
სხდომას, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დამტკიცდა, 21 დეპუტატიდან 14 დაესწრო. ოპოზიციამ – ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა – სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აჭარის ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტები ასახული არ არის. 2019 წლის აჭარის ბიუჯეტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. დარბაზში იყო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ გიორგი …
Continue reading “აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია – რაში დაიხარჯება 324 მილიონი ლარი”
ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება
დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე აჭარაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის შესახებ ისაუბრეს. დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონში ახალი პროგრამის დაწყება დააანონსა. აჭარა “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას” შეუერთდა. „მნიშვნელოვანი პროექტები იწყება – ნულოვანი ტუბერკულოზი აჭარაში და სამი დაავადების – ტუბერკულოზის, აივ ინფექცია შიდსის და …
Continue reading “ამირან გამყრელიძე: აჭარაში სამ დაავადებაზე ერთიანი შეტევა იწყება”
რა შემთხვევაში აზარალებს ფერმერს ფაროსანა – აჭარასა და გურიაში 205 ათასი ჰექტარი შეწამლეს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს. ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე …
7 მთავარი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ
თუკი ნამდვილი, მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად აჭარას უნდა მიაშუროთ. აქაური კერძები განსაკუთრებით ნოყიერია, კერძების უმრავლესობის ძირითადი ინგრედიენტები რძის პროდუქტებია: იაღი, იგივე ერბო, ყველი, კარაქი, ნადუღი, ხაჭო და ა.შ. აჭარის მთიან სოფლებში მცხოვრებლები დაუღალავად შრომობენ. მთელი დღის განმავლობაში გარეთ მოფუსფუსე გლეხს ნოყიერი საკვები სჭირდება, რომ მხნედ გრძნობდეს თავს. აჭარის მთისა და ბარის ყუათიანი კერძები, …
Continue reading “7 მთავარი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ”
100 წლის ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან
ფატი მანელიშვილს 100 წელი 10 ოქტომბერს შეუსრულდა. მისი ახალგაზრდობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. პედაგოგიური სასწავლებელი ბათუმში დაამთავრა და განაწილებით ქობულეთში, ლეღვას საჯარო სკოლაში მოხვდა. 70 წელი ასწავლიდა საჯარო სკოლაში და მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა. “ლეღვაში რომ დამნიშნეს სამუშაოდ, ავწიე ცხვირი – მე ბობოყვათელი ვარ და ლეღვამდე დიდი მანძილია. მზია ქემხაძე იყო ინსტიტუტის დირექტორი, იმან …
მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს
მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ბათუმიდან 5-6 საათის სავალზეა. მდინარე აკავრეთას ხეობაში მდებარე მერისში ერთდროულად ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრები ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც. პიკნიკისთვის თუ გზად შესვენებას გადაწყვეტთ, სოფელ …
Continue reading “მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს”
ბათუმის საკრებულო: „ბათომს“ მოვუწოდებთ, პეტიცია საკრებულოს ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთოს
ბათუმის საკრებულო საზოგადოება „ბათომის“ წევრებს მოუწოდებს, ონლაინპეტიციების ვებგვერდის – manifest.ge-ს ნაცვლად, პეტიცია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებულ ოფიციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთოს, რათა მას იურიდიული ძალა მიეცეს. საზოგადოება „ბათომის“ წევრებს შევახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულომ თვითმმართველ ქალაქებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დანერგა პეტიციის ელექტრონული სახით წარდგენის წესი და ამ პლატფორმის ( https://petition.lsg.ge/batumi/ ) არსებობის შესახებ ინფორმაცია არა ერთხელ გაჟღერდა …
19 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ „ღია კარის“ სხდომის მოწვევის შესახებ ბრძანება დღეს გამოსცა. საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება სხდომის მოწვევის შესახებ ღია კარის სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 7 დღით ადრე გამოიცემა. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველობის ერთეულში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მომართონ განცხადებით საკრებულოს აპარატს სხდომის გამართვამდე 2 დღით ადრე მაინც. მოქალაქის სხდომაში მონაწილეობის რიგითობა, …
Continue reading “19 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება”
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ფრანკფურტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ–მინისტრ ფოლკერ ბუფიეს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის დიდ მნიშვნელობას, რაც გამოფენის სტუმრებს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას …
ქობულეთის მერია სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს აღარ მოაწყობს
ქობულეთის და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სულ ცოტა 2020 წლამდე აღარ უნდა ელოდოს. ქობულეთის მერიამ ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე ხუთ სოფელში – ქვედა აჭყვაში, ბობოყვათში, კვირიკეში, სამებასა და მუხაესტატეში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა, შეწყვიტა. აღნიშნულ სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის 15 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. …
Continue reading “ქობულეთის მერია სოფლებში სასმელი წყლის ჭაბურღილებს აღარ მოაწყობს”
ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში
ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად. ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და …
Continue reading “ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში”
შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. „ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე …
Continue reading “შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი”
აჭარაში 11 სოფელს შუქი არ მიეწოდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება. „საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის“. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში შუქი …
სად და რა ფასად შეიძლება აჭარაში კარვის გაშლა
კარვით ბუნებაში დასვენებას სხვადასხვა მხარე აქვს: თუ კოღოებთან ბრძოლა და მიწაზე თხელი პარალონით ძილი ვერ წარმოგიდგენიათ, კარვის იდეა თავიდანვე უნდა უარყოთ და სასტუმროების ძებნა დაიწყოთ, მაგრამ თუ კომფორტის არარსებობა და ბონუსად ღია ცის ქვეშ: ტყეში, ან ზღვასთან ახლოს ძილი მოგწონთ, მაშინ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. ბათუმსა და ქობულეთში კარვებისთვის ადგილი ოფიციალურად გამოყოფილი არ არის. ბათუმისა …
Continue reading “სად და რა ფასად შეიძლება აჭარაში კარვის გაშლა”
ბათუმის მიმართულებით “საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია …
Continue reading “ბათუმის მიმართულებით “საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა”
ბათუმში „ლაზიკა კაპიტალის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
ბათუმში, კ. გამსახურდიას 51-ში, „ლაზიკა კაპიტალის“ მე-18 ოფისი გაიხსნა. აჭარის რეგიონში „ლაზიკა კაპიტალის“ ხუთი ოფისია: სამი ბათუმში, ორი კი – ხულოსა და ქობულეთში. გარდა სესხის მიღებისა და ფულადი გზავნილებისა , მომხმარებლებს „ლაზიკა კაპიტალის“ უკვე ახალ ფილიალში შეუძლიათ ისარგებლონ ვალუტის გაცვლისა და კომუნალური გადახდების მომსახურებითაც. გიორგი წულეისკირი, „ლაზიკა კაპიტალის“ კომერციული დირექტორი: „კომპანიის მეხუთე ფილიალი გავხსენით უკვე …
Continue reading “ბათუმში „ლაზიკა კაპიტალის“ ახალი ფილიალი გაიხსნა”