„როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა?“ – დისკუსია და საჯარო შეხვედრა ბათუმში

დღეს, 5 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბათუმში დაიმართება დისკუსია თემაზე – „როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა“ საჯარო დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [26 მაისის ქუჩა N31] გაიმართება და მისი ორგანიზატორი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრია“. დისკუსიის სტუმრები არიან: პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი; თამთა …

ახალი ქართული კინო ღია ცის ქვეშ – დღეს ჩვენება გაიმართება თაგოში, ხვალ კი ხულოში

დღეს, 2 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თაგოში ღია ცის ქვეშ კინოჩვენება გაიმართება. ნაჩვენები იქნება რეჟისორების: ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის ფილმი „ჰეი, გუნეშ“. კინოჩვენება სოფელში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება უფასოა და ფილმის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფილმის ჩვენებამდე დაგეგმილია ანიმაციის სეანსი ბავშვებისთვის და არამარტო მათთვის. კინოჩვენების იდეის ავტორი დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფია, რომელიც საქართველოს რეგიონებში …

ახალგაზრდებთან შეხვედრა ბათუმში, ხულოში, ქედასა და ქობულეთში – „ეს ქვეყანა შენია“

20-24 აგვისტოს ქობულეთში, ქედაში, ხულოსა და ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის -„ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდება. ახალგაზრდებს შეხვდებიან მწერლები: ნესტან ნენე კვინიკაძე და ტორესა მოსი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. განრიგი ასეთია: ქობულეთი – 20 აგვისტო, 14 საათი, „იალქანის“ ახალგაზრდული ცენტრი ქედა – 21 აგვისტო, 14 საათი, სათემო განათლების ცენტრი  ხულო – …

„მორიდებული ბრაზი“ – 16 აგვისტოს ბათუმში დისკუსია გაიმართება

16 აგვისტოს, ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერიფერია“ დისკუსიას გამართავს თემაზე – „მორიდებული ბრაზი: ინფრასტრუქტურის დაპირება, ადგილის განცდა და პროტესტი აჭარაში“. ესაა „პერიფერიის“ექსპერიმენტული მსჯელობის სივრცე, რომელიც, როგორც ღონისძიების შესახებ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს იცხოვროს სამართლიანობაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში“. დისკუსიის მომხსენებელია ანთროპოლოგი თამთა ხალვაში. შეხვედრა დაიწყება 19 საათზე, ბათუმში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის 67-ში, …

„დმიტრიევის საქმე“ – ნიდერლანდელი რეჟისორის ფილმის ჩვენება ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პარასკევს, 9 აგვისტოს, ნიდერლანდელი რეჟისორის, ჯესიკა გორტერის დოკუმენტური ფილმის – „დმიტრიევის საქმის“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ჩვენება 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. გორტერის 2023 წლის ნამუშევარი მოგვითხრობს რუსი ისტორიკოსის, იური დმიტრიევის შრომაზე, ეპოვა 1937-1938 წლებში სტალინური სიებით დახვრეტილი ათასობით ადამიანის ცხედარი კარელიის ტყეებში, რომელთა ბიოგრაფიულ და განაჩენის ცნობებს მკვლევარმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის …

დღეს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმს აჩვენებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „DOCA – დოკუმენტური კინოს ასოციაცია“, „KineDok საქართველო“ და „ბათუმელები“ დღეს, 2 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გეპატიჟებათ ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის – „დედა-შვილი ან ღამე არასდროს არ არის ბოლომდე ბნელი“ ჩვენებაზე. დასწრება თავისუფალია.  ლანა ღოღობერიძის ეს ფილმი 2023 წელს ბერლინალეს ფორუმის სექციაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი და მთხრობელი, ლანა ღოღობერიძე იხსენებს დედას, …

“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – კინოჩვენება და დისკუსია ბათუმში

ხვალ, 25 ივლისს, ბათუმში აქტივისტებისთვის, მოქალაქეებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის თემა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება „თავისუფალ სივრცეში“. სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი CMIS – მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრია. სამუშაო შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელები: ეკატერინე ბასილაია და მამუკა ანდღულაძე გაუძღვებიან, ხოლო მოწვეული სპიკერი მალხაზ ჭკადუა იქნება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი. …

ბათუმში ფოტოგრაფ ანრი ტაბაღუას ფოტოგამოფენა გაიმართება

ბათუმში 12 ივლისს, სასტუმრო „რუმსში“, ბათუმელი ფოტოგრაფის, ანრი ტაბაღუას პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელიც მის დაბადების დღეს მიეძღვნება. ანრი ტაბაღუა გასულ წელს დაიღუპა. „მისი ფოტოარქივიდან ის ნამუშევრები შეირჩა, რომლებიც, ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს იმ სიცარიელესა და დანაკარგის გრძნობას, რომელიც ანრის წასვლით ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დარჩა. ანრის ფოტოგრაფიაში ნათლად ისახება მისი ხასიათი – გულწრფელობა, სილაღე, ღრმა ფიქრი და …

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები – ბათუმში დისკუსია გაიმართება

ბათუმში ხუთშაბათს, 11 ივლისს, დისკუსია გაიმართება თემაზე – „მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები“. შეხვედრაზე აჭარის საჯარო სკოლებიდან შეხვედრაზე მიწვეული მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლები ისაუბრებენ იმ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე, რომელიც მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას მოჰყვა. რა მოლოდინები გააჩინა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებამ შრომის ანაზღაურების გაზრდაზე და რეალურად რა მიიღეს მასწავლებლებმა? როგორ იმოქმედებს სამინისტროს, ზოგადად, …

„მზის ხაზი“ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე – გასტროლი

19 და 20 ივნისს, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე „თეატრი ათონელზე“ წარმოადგენს სპექტაკლს – „მზის ხაზი“. „გათენებამდე სამზარეულოში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ და ურთიერთგაგების ყოველ მცდელობას კრახით ასრულებენ. რაშია პრობლემა? ვინ არის დამნაშავე? როგორ შეიძლება გადაილახოს კრიზისი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოკიდეთ …

კვირის თეატრალური აფიშა ბათუმში: 30 მარტი – 5 აპრილი

30 მარტი – 5 აპრილის კვირაში ბათუმის თეატრებში მისულ მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლზე დასწრების საშუალება ექნება. ბათუმის დრამატული თეატრი 29-30-31 მარტს მაყურებელს პრემიერას სთავაზობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ კვირის თეატრალურ აფიშას. ბათუმის დრამატული თეატრი „როცა გადაუღებლად წვიმს“ მცირე სცენა რეჟისორი: მალხაზ ასლამაზაშვილი თარიღი: 29-30-31 მარტი, 19:00 საათი ბილეთის ფასი: 10-15 ლარი „კედელი“ დიდი სცენა რეჟისორი: სალომე ჯიჯავაძე თარიღი: …

სად რა ღონისძიება გაიმართება ხვალ ბათუმში – ზაფხულის სეზონი ფესტივალით იხსნება

ხვალ, შაბათს, 3 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურისტული სეზონის გახსნა 3-4 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ აღინიშნება. ფესტივალი უცვლელი სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ხვალ, 3 ივნისს, ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება: აქტივობები 12:00, 15:00, 16:00 საათზე – დრამ შოუ 12:00 – 18:00 საათზე – საბავშვო აქტივობები 12:00-20:00 საათზე …

ლენი კრავიცის კონცერტზე ბილეთების ფასი 95 ლარიდან იწყება

ლენი კრავიცის კონცერტს 2020 წლის 31 მაისს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მუსიკოსი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს და შეასრულებს სიმღერებს ალბომიდან და კარგად ცნობილ მსოფლიო ჰიტებს. მომღერალი საქართველოში SOLO-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩამოდის. ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 18 დეკემბერს, 10:00 სთ-ზე დაიწყება. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 95 ლარიდან იწყება. როგორც „საქართველოს ბანკში“ დაგვიდასტურეს, …

რეჟისორ რეზო ესაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. რესო ესაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „წკიპურტები“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „ნეილონის ნაძვის ხე“ და ა.შ. როგორც მსახიობს, შესრულებული აქვს 15 მთავარი როლი, ასევე არის ლექსების ორი კრებულის ავტორი, მხატვარი წიგნისა – „სიბრძნე მინიატურაში“. მისი ბიოგრაფია შეტანილია …

სად რა ხდება ბათუმში მომდევნო დღეების განმავლობაში 

მომდევნო დღეები ბათუმში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებეით არის დატვირთული. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ნახეთ აფიშა: 16-17-18 აგვისტო – შავი ზღვის ღვინის ფესტივალი „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ 16 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის ძველ ბულვარში ყოველდღე 12 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ასამდე ღვინის მარანი, (უფასო დეგუსტაცია), ეთნოკულინარიული გამოფენა …

ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33A ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე კონცერტს გამართავს

ბათუმის ჩოგბურთის კორტები არაერთი მუსიკალური საღამოს მასპინძელია ყოველ ზაფხულს. 17 აგვისტოს კი კორტებზე ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33A-ს სოლოკონცერტი გაიმართება. 17 აგვისტოს ბათუმში ჯგუფი ძირითადად ძველ სიმღერებს შეასრულებს, რითაც მსმენელისთვის საყვარელ და პოპულარულ ბენდად იქცა, თუმცა სიმღერების ნაწილი ინტერპრეტირებული იქნება და ნიაზ დიასამიძე რამდენი ახალ სიმღერასაც წარუდგენს მსმენელს. Tickets.ge-ზე ონლაინშეძენის შემთხვევაში კონცერტის ბილეთი 20 ლარი, ადგილზე …

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [22 სექტემბრის აფიშა]

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ბოლო დღეა. ფესტივალი ხვალ, 23 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დღეს კი კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12 საათზე: „შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის“, რეჟისორი: სვეტლანა სტაცენკო  ეს არის უცნაური მეგობრობის ამბავი ტუველ შამანსა და ამერიკელ ფსიქოლოგს შორის, რომელიც ტუვაში ჩადის შამანური პრაქტიკის შესასწავლად. 14 საათზე: „სიცოცხლის კიდევ ერთი …

ლოზნიცას და გასპარ ნოეს ფილმები – რას ნახავთ დღეს ბათუმის კინოფესტივალზე [აფიშა]

დღეს, 19 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. 12 საათზე: „მამებისა და შვილების შესახებ“ [დოკუმენტური] რეჟისორი: ტალალ დერკი ტალალ დერკის 2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი რადიკალი ისლამისტების ოჯახის ცხოვრებაზე გვიამბობს. ფილმმა 2018 წელს სხვადასხვა კინოფესტივალის 6 ჯილდო მოიპოვა. 14 საათზე: „ზღვარს მიღმა“ [დოკუმენტური] რეჟისორი: მარტა პრუსი პოლონელი რეჟისორის, მარტა პრუსის ფილმი 20 …

სად რა ხდება დღეს ბათუმში – აფიშა

თუ ბათუმში ხართ, შაბათის საინტერესოდ გატარება გსურთ, მაგრამ არ იცით სად წახვიდეთ, იქნებ ეს აფიშა დაგეხმაროთ: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს, 24 მარტს წარმოადგენს სპექტაკლს “დედობილი”. დასაწყისი 13:00 საათზე. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი/ახალი სცენა 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ანდრო ენუქიძის ახალი სპექტაკლი “სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი” ბილეთის ფასი 8 ლარი. თანამდროვე ხელოვნების …

უფასო და ფასიანი ღონისძიებები – აგვისტოს აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ ბათუმში აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივენთკალენდრის მიხედვითაა მომზადებული. ღონისძიებების უკეთ სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოზე.

სპექტაკლი “საუკუნის მკვლელობა” ბათუმში

8 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის სცენაზე, კონცეპტუალური დრამა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,  “საუკუნის მკვლელობა” დაიდგმება. ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში, ამავე დღეს, ბათუმის საზაფხულო თეატრში თემატური გამოფენაც მოეწყობა. ღონისძიებაში ჩართულია შემოქმედებითი გაერთიანება “ეროვნული იმპერატივი,” ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი. სპექტაკლის ავტორი და …

კინოფესტივალის აფიშა: „როცა დედამიწა მსუბუქია“ და კრისტიან მუნჯუს ახალი ფილმი

დღეს, 22 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე  შემდეგ ფილმებს ნახავთ: 12:00 საათზე: „ჩიხი“. რეჟისორი არუთინ ხაჩატრიანი. სომხეთი ფილმი სომხური დიასპორისადმი მიძღვნილი ხუთსერიანი დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილია. ამერიკული მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ლეონი აშშ-ში მიდის, თუმცა მის ამერიკულ ოცნებას ახდენა არ უწერია. 14:00 საათზე:  ბათუმელი რეჟისორების მოკლემენტრაჟიანი ფილმების კოლექცია “ბათუმის ტალღა”  „ბათუმის ტალღა“ შემოქმედებითი ერთობაა, რომელიც ბათუმელმა …

კინოფესტივალის აფიშა: „სიყვარულის შეერთებული შტატები“ და კიმ კი-დუკის ახალი ფილმი

დღეს, 21 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტვალზე  შემდეგ ფილმებს ნახავთ: 12:00 საათზე: „წელიწადის დროები ქუინსში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი“. დოკუმენტური ფილმი. რეჟისორები:  კოლინ მაკკეიბი, ტილდა სვინტონი, კრისტოფერ როთი, ბარტეკ დზიადოსცი. დიდი ბრიტანეთი. ბრიტანელი მწერალი და მხატვარი ჯონ ბერგერი უკვე 40 წელია საფრანგეთის ალპებში ცხოვრობს. მას დროდადრო მეგობრები სტუმრობენ. მათი დიალოგები ხან ხან მდორე და მარტივია, ხან …

კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს, 20 სექტემბერს

ბათუმში საავტორო კინოს XI საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს, 20 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“ აჩვენებენ: 12.00 საათზე:  „განათლებულთა მიწა“, დოკუმენტური ფილმი რეჟისორი პიტერ ჟან დე პუ [ბელგია/ირლანდია/ჰოლანდია/გერმანია.  2015; 87 წთ.] 14: 00 საათზე: „პროსპეროს წიგნები“. რეჟისორი პიტერ გრინევეი [დიდი ბრიტანეთი/ ჰოლანდია/ საფრანგეთი/ იტალია/ იაპონია, 1991; 124 წთ.] ფილმი ნაჩვენები იქნება სექციის – „შექსპირი კინოში“ – ფარგლებში, რომელიც კინოფესტივალზე შექსპირის …

დღეს – „სმოლენსკის“ პრემიერა ბათუმის კინოფესტივალზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონელი რეჟისორის, ენტონი კრაუზეს ფილმის ჩვენება შედგება. ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა ვარშავაში, შესაბამისად, BIAFF-ი პირველი კინოფესტივალია, სადაც ფილმს აჩვენებენ. ფილმი 2010 წელს სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიას ეძღვნება, როცა ავიაკატასტროფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც სმოლენსკის ტრაგედიის …

10 ფილმი, რომელიც BIAFF-ზე უნდა ნახოთ

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტვალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ერთი კვირის მანძილზე, 40-მდე სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება ნაჩვენები. “ბათუმელები” გთავაზობთ იმ ახალი ფილმების [2015-2016 წწ]  ჩამონათვალს, რომელთაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა ფესტივალზე. „სიყვარულის შეერთებული შტატები“ – მხატვრული ფილმი [საკონკურსო სექცია] პოლონელი რეჟისორის, ტომას ვასილევსკის ფილმი გასული საუკუნის 90-იან წლებში ოთხი სხვადასხვა …

“ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო” – გამოფენა ბათუმში

“ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო” – ასე ეწოდება დუშან ზაჰორანსკისა (სლოვაკეთი) და პავლა სცერანკოვას (ჩეხეთი) ნამუშევრების გამოფენას, რომელიც 18 ივნისს, შაბათს, საღამოს 6 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება. გამოფენის კონცეფცია და იდეა მოდის ინგლისური გამოთქმიდან „ომის შემდეგ ყველა გენერალია“ (After wit is every body’s wit). როგორც წესი, პრობლემის გადაჭრის შემდგომ უჩნდება ყველას იდეა, როგორ შეიძლებოდა …

25 დეკემბერს ბათუმში ნინო ქათამაძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იმღერებს

ხვალ, 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ნინო ქათამაში კონცერტის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე …

კინოთეატრ აპოლოში ნახავთ

 

 

  4 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით კინოთეატრ აპოლოში მაყურებელი სამ ფილმს “ნოეს კიდობანმა გაგვასწრო”, “ლეგენდა” და “ჰიტმენი: აგენტი 47” ნახავს.

“ნული საათი” ბათუმში, 5 თებერვლიდან

 

 5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ნული საათის“ პრემიერა შედგება.  წარმოდგენა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიდგმება. სპექტაკლი ბრიტანული ინოვაციური ეკრანიზებული თეატრის ქართული ვერსიაა, რომელზეც რეჟისორი გიორგი თავაძე მუშაობს.

Exit mobile version