სიახლეები

სად რა ხდება დღეს ბათუმში – აფიშა

24.03.2018
სად რა ხდება დღეს ბათუმში – აფიშა

თუ ბათუმში ხართ, შაბათის საინტერესოდ გატარება გსურთ, მაგრამ არ იცით სად წახვიდეთ, იქნებ ეს აფიშა დაგეხმაროთ:

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს, 24 მარტს წარმოადგენს სპექტაკლს “დედობილი”.

დასაწყისი 13:00 საათზე.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი/ახალი სცენა

19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ანდრო ენუქიძის ახალი სპექტაკლი “სიყვარულის ფორმულა ანუ დონ ჟუანი”

ბილეთის ფასი 8 ლარი.

თანამდროვე ხელოვნების სივრცე

18:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ნაჩვენები იქნება მარტინ მაკდონაჰის ფილმი „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“

ჩვენების მასპინძელია ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი. დასწრება თავისუფალია

მისამართი: ბათუმი, ზვიად გამსახურდიას 1/5

კინოთეატრი “აპოლო”

“აპოლოში” 12:00 და 14:30 საათიან სეანსებზე ნაჩვენები იქნება “კურდღელი პიტერი”

17:00 – წყნარი ოკეანის ტიტანები

19:30 – ტომბ რაიდერი

22:00  – წყნარი ოკეანის ტიტანები

ბილეთის ფასი: 7; 8; 9; 10 ლარი

ყველა ფილმი რუსულ ენაზე იქნება ნაჩვენები.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: