მთავარი,სიახლეები

ბათუმში ფოტოგრაფ ანრი ტაბაღუას ფოტოგამოფენა გაიმართება

10.07.2024
ბათუმში ფოტოგრაფ ანრი ტაბაღუას ფოტოგამოფენა გაიმართება

ბათუმში 12 ივლისს, სასტუმრო „რუმსში“, ბათუმელი ფოტოგრაფის, ანრი ტაბაღუას პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელიც მის დაბადების დღეს მიეძღვნება.

ანრი ტაბაღუა გასულ წელს დაიღუპა.

„მისი ფოტოარქივიდან ის ნამუშევრები შეირჩა, რომლებიც, ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს იმ სიცარიელესა და დანაკარგის გრძნობას, რომელიც ანრის წასვლით ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დარჩა.

ანრის ფოტოგრაფიაში ნათლად ისახება მისი ხასიათი – გულწრფელობა, სილაღე, ღრმა ფიქრი და ზოგჯერ სევდაც. ამჯერად შევეცდებით, მისი სწორედ ეს, ცოტა სევდიანი მხარეც დაგანახოთ“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე.

გამოფენა ბათუმში პარასკევს, 12 ივლისს, 17 საათზე გაიხსნება „რუმს ჰოტელში“ [მის: გოგებაშვილის 10] და სამ საათს გაგრძელდება.

დასწრება თავისუფალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: