რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე …

აქცია აჭარის მთავრობის ალტერნატიულ შესასვლელთან გადმოვიდა

“დისკომფორტს შევუქმნით, თორნიკე რიჟვაძეს აქედანაც არ შევუშვებთ,” – აცხადებენ ბათუმის აქციის მონაწილეები, რომლებმაც დღეს აჭარის მთავრობის სახლის უკან მხარეს გადაინაცვლეს. აქ მთავრობის სახლის ალტერნატიული შესასვლელია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში [13:50] ენმ-ს ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერს, ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხვდება. 2 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო …

ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?

ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს, 21 დეკემბერს, უმაღლეს საბჭოში მივიდა. დღესვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ექვსმა წევრმა, რომლებიც არჩეული დეპუტატები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართეს. ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩავლეიშვილიც იზიარებდა და ეს წერილობითაც ჰქონდა დადასტურებული, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და უმაღლეს საბჭოში შევიდა. მისი ამ გადაწყვეტილებით …

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართეს

დღეს, 21 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ: ლევან ანთაძე გიორგი კირთაძე გია აბულაძე ელგუჯა ბაგრატიონი მედეა ვასაძე მამული სურმანიძე „ჩვენ არ ვაპირებ შესვლას უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვაპირებთ ქურდულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ქუჩიდან ვაპირებთ ბრძოლას და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – …

კირთაძე: „ჩავლეიშვილი უმაღლეს საბჭოში მე-15 ქოცად შევიდა“

„ერთიანმა ნაციონალურმა  მოძრაობამ“ დღეს გაასაჯაროვა განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილის ხელმოწერით, რომლითაც დასტურდება, რომ ის ოპოზიციის სხვა წევრებთან ერთად უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურიდან მალევეა დაწერილი. გუშინ ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ მანდატის მოპოვების მიუხედავად ისინი უმაღლეს საბჭოში პროტესტის ნიშნად არ შედიან. ამ …

უმაღლესი საბჭო ოპოზიციის გარეშე, თავმჯდომარის მთავარი რეპლიკით: რა თქმა უნდა, ყველა მომხრეა

„თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არ გაასაჩივრეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, სად არის საჩივრები? – გვიპასუხა დავით გაბაიძემ, მაშინ როცა ვკითხეთ უქმნის თუ არა პირადად მას დისკომფორტს ოპოზიციის გარეშე დარჩენილი, ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო. უმაღლესი საბჭოს მეხუთე მოწვევის უკვე მოქმედი თავმჯდომარის კითხვა რიტორიკული არ ყოფილა: მოგვიანებით ტრიბუნიდანაც განმარტა, რომ, მისი აზრით, თუ უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ეხება პრეტენზია გაყალბებაზე, …

აქციაზე ბათუმში 7 პირი დააკავეს

დღეს, 15 დეკემბერს, დილიდან პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს – „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ალტერნატივას“ წევრებიდან უკვე დააკავეს მზია ქედელიძე, ხათუნა ბერიძე, ანა კონცელიძე და ნუგზარ ხოზრევანიძე. „ბათუმელებისთვის“ უცნობია სხვა სამი დაკავებულის ვინაობა. ამ დროისთვის უკვე დაკავებულია აქციის 7 მონაწილე. სტიკერებზე, რომელთა გაკვრასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ღობეზე, წერია – „მონობა ტეხავს“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის …

ხათუნა ბერიძე ისევ დააკავეს [ფოტო]

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. პოლიციამ უკვე დააკავა „ალტერნატივას“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხათუნა ბერიძე უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. გარდა ხათუნა ბერიძისა, დაკავებულია კიდევ ერთი აქტივისტი, ნუგზარ ხოზრევანიძე. „ლაივში“ ისმის აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ არ მისცემენ უმაღლესი საბჭოს …

„უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე აჭარაში“ – ოპოზიციის მემორანდუმი

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების პარალელურად ოპოზიციამ უარი განაცხადა უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატი ოპოზიციის 7-მა წევრმა მიიღო. დღეს ოპოზიცია აჭარის მთვრობის სახლთან შეიკრიბა და მემორანდუმს მოაწერა ხელი. „ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკო-ს შედეგების მიხედვით აჭარის ა.რ. …

აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო პროტესტის ფონზე შეიკრიბა. როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია შედის. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. „მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მასმედიის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დარბაზში მსხდომ ამხანაგებს! გილოცავთ ახალი უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დაწყებას. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, …

აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება

აჭარის ახალარჩეული  უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართება. სხდომა დღის 12 საათზე გაიხსნება. აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 14 დეკემბერს, გამოსცა. [toggle title=”სხდომის დღის წესრიგი ნახეთ აქ:“] 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა; 2. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა; 3. უმაღლესი საბჭოს …

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს

დღეს, 13 დეკემბერს, აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ კიდევ 6 პირი დააკავა – ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. აჭარის პოლიციის უფროსის, კოტე ანანიაშვილის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ერთი პოლიციელი შეუძლოდ გახდა. ენმ-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ბოლო დღეებში პოლიცია ბევრად აგრესიული გახდა, ვიდრე აქამდე იყო. „ანანიაშვილის [აჭარის პოლიციის უფროსი] მიღმა, ვიღაც სხვა პოლიციელები გამოჩნდნენ, …

ვინ იქნება დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნებიდან“ [სია]

დღეს, 3 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ათეულიდან სამმა მომავალმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. კერძოდ, უმაღლეს საბჭოში არ შევლენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მისი მოადგილე თინა ზოიძე. არჩევნების შედეგების მიხედვით 21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 11 წევრი უნდა შევიდეს. სიის …

რიჟვაძე ისევ მთავრობის თავმჯდომარე იქნება, დეპუტატობაზე უარი თქვეს ზოიძემ და ფუტკარაძემაც

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატზე უარი თქვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო. ის აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს მუშაობს. მანდატზე უარი თქვა ასევე ჯაბა ფუტკარაძემ, ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს. ჯაბა ფუტკარაძე პარტიული …

ირაკლი ჩხვირკია 7 დღით დააპატიმრეს

ბათუმის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 2 დეკემბერს, დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი ჩხვირკია აქციაზე მას შემდეგ დააკავეს, როცა მას და აქციის სხვა მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ ბუშტების განთავსების საშუალება არ მისცეს. გუშინვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ჩხვირკია პოლიციელებს მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს. ამ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას …

„ბუშტების აქციაზე“ აჭარის მთავრობასთან 2 პირი დააკავეს – არის ფიზიკური დაპირისპირება

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე „ბუშტების აქციაზე“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მან  მთავრობის სახლთან ბუშტები გაუშვა – აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რეზო ხარაზი სწორედ ბუშტების გაშვების გამო დააკავეს. არის ინფორმაცია, რომ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეა დაკავებული, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. ირაკლი ჩხვირკვია აქამდეც დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ის 500 …

რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს 20-კაციანი „ბანდა“ უწოდა და „უკადრებელს ნუ იკადრებთო“ მოუწოდა

დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა საყვირების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერი აქტივისტები უკვე 20 დღეზე მეტია მთავრობასთან აქციას მართავენ. თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ აქციის მონაწილეებს „ბანდა“ უწოდა და მოუწოდა, რომ „უკადრებელს ნუ იკადრებენ“. „ალბათ არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა ვინაიდან გუშინ ერთი რიგითი, წესიერი ბათუმელი შეწუხდა ეგრეთ წოდებული მარგინალების ზღვარგადასული ეგრეთ წოდებული …

Exit mobile version