ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები ისევ დაიხოცა

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ დღეს, 27 ივლისს მოგვაწოდა. არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შესახებ „ბათუმელები“ წერდა 2026 წლის მაისშიც. მაშინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ლაბორატორიულ კვლევას ჩაატარებდნენ. დღეს „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია. დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, ორი თვის წინ ჩატარებული …

ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს

2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია. ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება. …

არდაგანის ტბაში თევზები დაიხოცა – რას ამბობს გარემოს დაცვა

15 მაისს ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზების დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას  გარემოს დაცვის სამსახური ადასტურებს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ ბათუმში, არდაგანის ტბაზე, სადაც დაფიქსირდა თევზების დახოცვის ფაქტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყების მიერ დაწყებულია მოკვლევა. თევზების დახოცვის მიზეზის დასადგენად, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა“ – აცნობეს „ბათუმელებს“ უწყებიდან. ეს …

რა იწვევს არდაგანის ტბაზე შლამის მატებას და არსებობს თუ არა მისი დაჭაობების საფრთხე

ბათუმში, არდაგანის ტბის ზედაპირზე შლამის რაოდენობა კვლავ მომატებულია. კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ტემპერატურის მატებაა, რა დროსაც ტბებზე წყალმცენარეები და ხავსი მრავლდება. ბათუმის ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა წლებია ინტენსიურად ბინძურდება და ასევე ინტენსიურად იწმინდება. პერიოდულად მდგომარეობა მძიმდება, როცა ტბას ზედაპირზე შლამის მასა ედება, რაც  სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს წარმოშობს. შპს „ბათუმის წყალს“ ქალაქის ორივე …

დასრულდა სატუმბი სადგური, რომელიც ბათუმის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს

ბათუმში, ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. ამ სადგურმა უნდა შეამციროს როგორც ქალაქის დატბორვის საფრთხე, ისე არდაგანის ტბის დაჭაობება. პროექტი KFW-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 5,5 მილიონი ევროა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „წლის ბოლოსთვის დასრულდეს სხვა მიმდინარე პროექტები, ასევე დაიწყება მე-5 ფაზა, რაც ჯამში მოგვცემს …

215 ათასი ლარი მოცეკვავე შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის

ბათუმში არდაგანის ტბის ლაზერული შადრევნის აუდიოსისტემის განახლებისთვის „ბათუმის ბულვარს“ 215 668 ლარი აქვს გათვალისწინებული. მომსახურებას ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. ლაზერული [ე.წ. მოცეკვავე] შადრევნის აუდიოსისტემის განახლება [თანმდევი მომსახურება, მონტაჟი, ინსტალაცია, ტესტირება, ტრენინგი] უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 13 …

ნაგავი არდაგანის ტბაში სანიაღვრე არხებიდან [ფოტო]

ბათუმში, არდაგანის ტბის დაბინძურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ტბა, წვიმის დროს სანიაღვრე არხებიდან ბინძურდება, ხოლო მშრალ ამინდში დაჭაობებას იწყებს. ტბის დაჭაობების მიზეზი, ამ დრომდე დაუდგენელია და ამ კუთხით მას არავინ იკვლევს. არდაგანის ტბის ერთადერთი „მეპატრონე“ დღეს „ბათუმის წყალია“, რომლის თანამშრომლები ბადეებით თუ სპეცტექნიკით ტბის ზედაპირს თითქმის ყოველ დღე  წმენდენ შლამისა [მშრალ ამინდში] თუ იმ ნარჩენებისგან, რომელიც …

არდაგანის ტბიდან წყალს ტუმბავენ

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 2019 წლის 26 აპრილს არდაგანის ტბაში სანიაღვრე სისტემებიდან შედინებული ნავთობის მსგავსი მასის ნაწილი ისევ რჩება ტბაში. „ყოველდღიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მოხდა შედინებული მასების უმეტესი ნაწილის ამოწმენდა, თუმცა სრული გაწმენდითი სამუშაოების შესრულების მიზნით საჭიროა მოხდეს ტბიდან წყლის ამოტუმბვა. ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტბაში წყლის დონე შემცირდება,“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“. კომპანიის განცხადებით, „ბათუმის წყლის“ …

შვედეთის ელჩის ტვიტის შემდეგ არდაგანის ტბა გაწმინდეს

ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა გაწმენდილია. ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე დღეს დილით [26 აპრილს] საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა დაწერა. „მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – დაწერა ულრიკ ტიდესტრომი. რატომ იყო ტბა დაბინძურებული, ამის გარკვევას “ბათუმელები” ამჯერადაც “ბათუმის წყალთან” შეეცადა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სანიაღვრე სისტემის მეშვეობით არდაგანის ტბაში 26 აპრილს ბლანტი, …

“ბათუმის წყალი” აცხადებს, რომ არდაგანის ტბაში უცნობი სითხე ჩაიღვარა

ბათუმში, არდაგანის ტბაში, დღეს დილით [26 აპრილი]  უცნობი სითხე ჩაიღვარა. “ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს,” – უთხრეს “ბათუმელებს” “ბათუმის წყლის” პიარსამსახურში. „დილის საათებში დაფიქსირდა სითხის მსგავსი მასის ჩაღვრა ტბაში, რომელთან დაკავშირებითაც ამ წუთებში მიმდინარეობს  მოკვლევა, საიდან არის ეს სითხე და რა არის.  ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის უკვე მიწოდებული გვაქვს ინფორმაცია და ისინი დაადგენენ, თუ საიდან …

შვედეთის ელჩი ბათუმში არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე წერს

ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა, რომელშიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა ე.წ. მოცეკვავე შადრევნებია დამონტაჟებული, ისევ დაბინძურებულია. ტბის დაბინძურების შესახებ ამჯერად ტვიტერზე შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი წერს. “მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი”, – წერს ელჩი. ელჩს ტვიტერზევე ჰკითხეს, თუ როდის იყო გადაღებული ფოტო. ულრიკ ტიდესტრომმა კი უპასუხა რომ ფოტო დღეს, 26 აპრილს გადაიღო. „იმედია …

რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

არდაგანის ტბა მექანიკურად [სპეციალური ტექნიკით] „ბათუმის წყალმა“ რამდენიმე დღის წინ გაწმინდა, თუმცა, დღეს ტბას, ისევ ტექნიკის გამოყენებით წმენდდნენ. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა მიმდინარეობს ყოველდღე, მექანიკური გაწმენდა კი ხდება ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება. „დღეს, სპეცტექნიკით მოხდა ზედაპირზე არსებული დაბინძურებული მასის ამოტუმბვა“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში. რა იწვევს ტბის ხშირ დაბინძურებას? …

„ბათუმის წყალი“: არდაგანის ტბა უკვე გაწმენდილია [ფოტო]

შპს „ბათუმის წყალმა“ არდაგანის ტბაზე მექანიკური და ზედაპირული გაწმენდითი სამუშაოები 13 აპრილს დაასრულა და ამის ამსახველი ფოტომასალა კომპანიის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. ტბა განსაკუთრებით იყო დაბინძურებული იუსტიციის სახლის მიმდებარედ. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა მიმდინარეობს ყოველდღე, მექანიკური გაწმენდა კი ხდება ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით.  მთავარ ფოტოზე: ტბის გაწმენდა. ფოტო: „ბათუმის წყალი“

არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია [ფოტო]

არდაგანის ტბა ისევ დაბინძურებულია. ტბის ზედაპირზე განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ტბასთან მიახლოებისას კი ლპობის სუნი იგრძნობა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ ტბის მოვლა და მისი დასუფთავება შპს „ბათუმის წყალს“ გადასცეს და შესაბამისი კითხვებიც ამ ორგანიზაციას უნდა დავუსვათ. „ბათუმის წყალი“ თავის მხრივ განმარტავს, რომ ტბაზე რეგულარულად აწარმოებს ზედაპირულ  დასუფთავებით სამუშაოებს. გარდა ამისა, ეტაპობრივად …

გარემოს სააგენტო: თვის ბოლოს ცნობილი გახდება ბათუმში ტბების წყლის კვლევის შედეგები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა  ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ნურისა და არდაგანის ტბებში თევზების დაღუპვის ფაქტების შესწავლის მიზნით განახორციელეს ტბების კომპლექსური დიაგნოსტიკური კვლევა. კერძოდ, სპეციალისტებმა ტბების სხვადასხვა წერტილში აიღეს წყლის სინჯები, რომლის შედეგადაც ტბებში განახორციელეს ევტროფული ფონის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხის კვლევები. სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი. სპეციალისტები მოამზადებენ ტბების …

სამაშველო: არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები შეწყდა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები, რომელიც გუშინ, 24 ივნისს საღამოს დაიწყო, უკვე შეწყვეტილია. სამძებრო სამუშაოები ტბაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბათუმელებმა“ შსს-ს მიაწოდა ტბაზე გადაღებული ფოტო, სადაც დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება. „ფოტომასალა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ შსს-ს დაეწყო გამოძიება და დაწყებულიყო სამძებრო სამუშაოებიც. ჩვენმა სამსახურმა ტბაში წყლის დონე საკმად დასწია, თუმცა …

არდაგანის ტბა – დღეს გადაღებული კადრი, რაზედაც შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]Content[/highlight] დღეს, 23 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათისთვის „ბათუმელებმა“ არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ფოტო რეპორტაჟი მოამზადა. გადაღების დასრულების შემდეგ, ფოტოების გადარჩევისა და დამუშავების დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ კადრზე დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება. „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს მიმართა და ფოტომასალაც მიაწოდა, რათა უწყებას გაერკვია, რასთან გვაქვს საქმე. შეტყობინების შემდეგ არდაგანის ტბაზე …

არდაგანის ტბა, რომლის გასაწმენდად 187 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასაწმენდია [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლთან, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია, ისევ დაბინძურებულია. მიმდინარე წლის ზაფხულში, ტბის გასაწმენდად „ბათუმის ბულვარმა“ 187 219 ლარი გადაიხადა, თუმცა ტბა დღეს ისევ გასაწმენდია. ამ ტბასთან მუშაობს ოთხი დიდი რესტორანი, სასტუმრო, განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები, შენდება სასტუმროები. „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაცია ამჯერად მუშაობს გეგმაზე, თუ რამდენი თანხა დასჭირდება ტბის გამოკვლევას და შესაბამისი სამუშაოების …

187 235 ლარი არდაგანის ტბის გასაწმენდად

„ბათუმის ბულვარი“ 187 235 ლარს გადაიხდის ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არდაგანის ტბის გაწმენდაში. ტბა რამდენიმე თვეა დაბინძურებულია, ბულვარის ადმინისტრაციამ კი ტენდერი მხოლოდ მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალ ტენდერში კი ორი კომპანია მონაწილეობდა, ერთ-ერთთან ბულვარი ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელახალ ტენდერში სს „ჰიდროენერგომონტაჟმა“ ბულვარს ტბის გაწმენდა 187 235 ლარად შესთავაზა, ხოლო ამხანაგობა „Brand Building Group“-მა – …

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ …

როდის გაწმენდენ “არდაგანის ტბას” [ფოტო]

ბათუმში, ე.წ. არდაგანის ტბაზე მოზღვავებული რაოდენობის შლამისა და ფეკალური მასების დაგროვების გამო მძიმე სუნი დგას, დაბინძურებულია წყლის ზედაპირი. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტენდერი „არდაგანის ტბის“ გაწმენდისთვის გუშინ, 3 მაისს გამოცხადდა და მასში გამარჯვებული კომპანია 10 მაისს გამოვლინდება: „ჯამში უნდა ამოვიღოთ 6000 კუბური მეტრი  შლამი და ფეკალური მასა და გავიტანოთ ნაგავსაყრელზე. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება არის 190 000 ლარი“ …

ბულვარის ადმინისტრაცია: მოცეკვავე შადრევნები დროებით გაითიშება

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც არდაგანის ტბისა და მასში მდებარე ე.წ. მოცეკვავე შადრევნების გაწმენდითი სამუშაოების გამო, შადრევნები 29 ივნისამდე გათიშული იქნება. „წყალკანალი ახორციელებს ტბის წყლის პროცედურულ გაწმენდას, ჩვენ კი – შადრევნის რეზერვუარისას. შადრევნების ლაზერული შოუ 29 ივნისს განაახლებს ფუნქციონირებას“, – ამბობენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. “ბათუმელების” კითხვას, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლამდე, რატომ …

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია. ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. სპეციალისტის თქმით კი, ტბაში არსებული მდგომარეობა მომავალში შეიძლება ქალქს მნიშვნელოვან პრობლემად ექცეს. შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, პრობლემა არის ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორი, შტორმების დროს ზღვა არ იღებს წყალს, ამ დროს ხდება კოლექტორში წყლის დონის მკვეთრი მატება და გადაღვრა ტბაში. „ბუნებრივია ამ კოლექტორს აქვს მიერთებული საკანალიზაციო …

Exit mobile version