დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 800-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3000-ზე მეტი დაშავდა. გუშინ, 31 აგვისტოს, ავღანეთში დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე 6.0 იყო. ეპიცენტრი ქალაქ ჯალალაბადიდან 27 კილომეტრში, პაკისტანის საზღვართან ახლოს იყო. დასავლური მედიის ცნობით, ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში, კუნარის პროვინციაში ოთხი სოფელი მთლიანად განადგურებულია, ხოლო რამდენიმე სხვა – ნაწილობრივ დაზიანებული. დაშავებულების ევაკუაციისთვის აღმოსავლეთ პროვინციებში ავღანეთის …

რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის

რუსეთში თალიბანის საქმიანობა აკრძალული აღარ არის – გადაწყვეტილება დღეს, 17 აპრილს მიიღო რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ, პროკურორის ადმინისტრაციული სარჩელის პასუხად. მედიის ცნობით, საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. თალიბანის ქვეყანაში მოქმედების ნებართვის მოთხოვნით რუსეთიდან გენერალურმა პროკურატურამ სარჩელი შეიტანა 31 მარტს უზენაეს სასამართლოში. თითქმის ერთი წლით ადრე, 2024 წლის მაისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ …

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი

ავღანეთში, ჰერატის პროვინციის სოფლებში, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 7 ოქტომბერს. ბოლო ცნობების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ ისევ მუშაობენ იმისთვის, რომ ნანგრევებიდან ადამიანები გამოიყვანონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მინიმუმ 465 სახლი სრულიად განადგურდა მიწისძვრის შედეგად. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ათობით ოჯახი. დაზარალებულებს სჭირდებათ პირველადი …

ათასობით ავღანელმა თურქეთის დახმარების მოტივით ქვეყნიდან გაქცევა სცადა

9 თებერვალს, ღამე, ავღანეთში გავრცელდა ჭორი, რომ მოხალისეებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობა თვითმფრინავით წაიყვანდა. მალევე ასობით ავღანელი ქალი, ბავშვი და კაცი გაემართა ქაბულის აეროპორტისკენ. სოციალურ ქსელებში ამის ამსახველი არაერთი ვიდეო გავრცელდა. ფაქტს ადასტურებენ საერთაშორისო მედიაგამოცემები: „ასოშიეითიდ პრესი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და სხვა. მოგვიანებით, თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია თურქეთში მოხალისეების გაგზავნის თაობაზე მხოლოდ …

280 დაღუპული და ათობით დაშავებული – ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში

ძლიერ მიწისძვრას ავღანეთში 2800 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მიწისძვრა მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, გვიან ღამით, საქართველოს დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე , როცა ხალხს ჯერ კიდევ ეძინა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო 51 კმ სიღრმეზე. …

თალიბანი ავღანელ ქალებს კაცის გარეშე შორ მანძილზე მგზავრობას უკრძალავს

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს შორ მანძილზე ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ თან ახლავთ ნათესავი კაცი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.  თალიბანის ეს დირექტივა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ შეიმუშავა. დირექტივა კვირას შევიდა ძალაში და ქალებს, რომლებიც 72 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე მიემგზავრებიან, უკრძალავს გადაადგილებას თანმხლები, ოჯახის წევრი კაცის გარეშე. ასევე, თალიბანი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდებს, …

თალიბანმა ავღანეთში აკრძალა სერიალები ქალების მონაწილეობით

თალიბანმა ავღანეთში სატელევიზიო არხებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, ტელევიზიას არ შეუძლია აჩვენოს ტელესერიალები, რომელშიც მსახიობი ქალები მონაწილეობენ. ასევე, ტელეარხის ჟურნალისტი ქალები არ შეიძლება ეკრანზე გამოჩნდნენ ჰიჯაბის გარეშე. ახალი წესების გამო შესაძლოა ავღანეთში რამდენიმე ტელეარხი დაიხუროს, რადგან ტელევიზიების საეთერო ბადე ძირითადად უცხოური სერიალებითაა შევსებული, ამ სერიალებში კი მთავარ როლებს ქალები ასრულებენ. თუმცა ტელევიზიებისთვის აკრძალვების ჩამონათვალი …

ავღანეთში 23 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება, მათ შორის, 3 მილიონზე მეტი ბავშვია

ავტორი: ანა შენგელია  ავღანეთი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. გაეროს ცნობით, ავღანეთს ნოემბერში მასშტაბური შიმშილი ემუქრება და ამის თავიდან ასაცილებლად გადაუდებელი ზომების მიღებაა საჭირო.  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარს, თითქმის 23 მილიონ ადამიანს, საკვების მწვავე დეფიციტი აქვს.  როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი კუ დონჟუ აცხადებს, საჭიროა …

ეს არის ავღანური სამოსი და კულტურა – აქცია twitter-ზე

ცნობილი ავღანელი ქალი ბაჰარ ჯალილი, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობდა, სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ქალების ტანისამოსს ჰეშთეგით – ეს არის ავღანეთის კულტურა. ბაჰარ ჯალილიმ ეს აქცია მას შემდეგ წამოიწყო, რაც მსოფლიო მედიამ გამოაქვეყნა ავღანელი ქალების ფოტო უნივერსიტეტიდან. ამ ფოტოზე ქალები შემოსილნი არიან შავი სამოსით და სახეც დაფარული აქვთ. #ავღანელიქალები #არშეეხოჩემსტანსაცმელს – #ავღანეთისკულტურა – ეს …

ავღანეთი და იქ გატარებული წლები – რას იხსენებენ ქართველი კონტრაქტორები 

„თალიბანის შემოსვლის შემდეგ მომიწია ქაბულის ქუჩებში გადაადგილება და დამიჯერეთ, უკვე მზეც სხვანაირად ამოდის იქ,“ – ასე იწყებს საუბარს ავღანეთზე ლევან ჯანგირაშვილი. ის ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც ავღანეთში მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული უბრძოლველად დაიკავა და ქვეყნის მართვა გადაიბარა, ათასობით ადამიანმა დაიწყო ქვეყნის დატოვება. საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ქაბულში ერთ-ერთ …

ავღანელ ჩვილს ამერიკელ ჯარისკაცს აწვდიან ქაბულის აეროპორტში | ფოტოამბავი

ეს ფოტო ქაბულის აეროპორტშია გადაღებული. ავღანელი კაცი ახალშობილს აწვდის ამერიკელ ჯარისკაცს მავრთულხლართს იქით. ფოტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა 20 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტში გადაღებულ სხვა ფოტოებთან ერთად. რეპორტიორები ქაბულის აეროპორტიდან იუწყებიან, რომ აეროპორტში არიან ავღანელები, კაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნიდან წასვლას თალიბანის მოსვლის შემდეგ. „როიტერსის“ ცნობით, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ ავღანელები ბავშვებს უცხოელ ჯარისკაცებს …

ბილბორდებზე წაშლილი ქალები ქაბულის ქუჩებში | ფოტო

ეს ფოტოები ავღანეთში, ქალაქ ქაბულში დღეს, 20 აგვისტოსაა გადაღებული. ქვეყნის სათავეში თალიბანის მოსვლის შემდეგ სილამაზის სალონის სარეკლამო ბილბორდებზე ქალების გამოსახულებები ჩამოხიეს ან გადაღებეს. ავღანეთის მართვის სისტემაში თალიბების დაბრუნებას შესაძლოა ქალთა უფლებების მასობრივი დარღვევები მოჰყვეს. ბევრი ავღანელი სკეპტიკურად განწყობილი რჩება თალიბების მიმართ, განსაკუთრებით, უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ახსოვთ თალიბანის ულტრაკონსერვატიული ისლამისტური შეხედულებები, რომელიც ქალებისთვის მკაცრ შეზღუდვებს, …

ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე

ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში უნგრული ბორტით დაბრუნდნენ. „საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას …

გერმანიამ შესაძლოა ავღანეთიდან 10 000 ადამიანი გამოიყვანოს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პარტიას აცნობა იმის შესახებ, რომ გერმანიამ შესაძლოა ავღანეთიდან 10 000 ადამიანი გამოიყვანოს – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს პარტიის წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, 10 000 ადამიანში შედის 2 500 ავღანელი, რომლებიც დამხმარე პერსონალის პოზიციებზე მუშაობდნენ, უფლებადამცველები, ადვოკატები და ის პირები, რომელთაც საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეთ. მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა ითანამშრომლოს ავღანეთის …

ავღანეთიდან 23 ქართველის გამოყვანაზე მინისტრის მოადგილის განმარტება

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად საქართველოს მთავრობა თვითმფრინავს გაგზავნის ქაბულში – ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიშვილმა. მისი განცხადებით, ავღანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გუშინ, 15 აგვისტოს, ითხოვეს დახმარება. ისინი არიან ყოფილი სამხედრო პირები, რომლებიც კერძო კომპანიებში მუშაობენ კონტრაქტით. „17 კაცია დასაქმებული კანადურ კომპანიაში და 6 კაცია დასაქმებული ამერიკულ კომპანიაში“ …

კიდევ 2 ოპერაცია სჭირდება ჯარისკაცს, რომელიც 3 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული და გუშინ გაიარა

თავდაცვის სამინისტრომ 28 წლის ჯარისკაცს, ზაურ კომახიძეს, ოპერაცია და  სარეაბილიტაციო კურსი მხოლოდ მას შემდეგ დაუფინანსა, რაც მედიამ მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც ზაურ კომახიძის ოჯახის წევრი „ბათუმელებთან“ ამბობს, ის 3 წლის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა „ხმა ვერც ერთ მინისტრს ვერ მიაწვდინა“. „ჩემი ძმა 2017 წლის 11 სექტემბერს აფეთქდა ნაღმზე ავღანეთში – ხერხემალი და …

ავღანეთში 4 ქალი მოკლეს ტელევიზიაში მუშაობისთვის

ავღანეთში ქალები ხშირად ხდებიან სხვადასხვა რელიგიური და ექსტრემისტული ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი. ბოლო თვეებში ამ ქვეყანაში ოთხი ქალი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ტელევიზიაში მუშაობდნენ. „ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ჯალალაბადში ერთ-ერთმა ტელევიზიამ ყველა თანამშრომელი ქალი გაუშვა სამსახურიდან მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამ ტელევიზიის ოთხ თანამშრომელ ქალს სხვადასხვა დროს ესროლეს და მოკლეს, როცა ისინი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. …

სალომე ზურაბიშვილი: ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ ავღანეთი იქნება, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი მსოფლიოს …

სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან 392 ლტოლვილი ბავშვისთვის მასწავლებლებს გადაამზადებენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ათასი მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს. ეს პედაგოგები საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ლტოვილ ბავშვებს ქართულ სკოლებში ასწავლიან. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, უკვე შემუშავებულია პედაგოგების გადამზადების ტრენინგმოდული და მისი განხორციელება დაახლოებით ივნისში დაიწყება. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლტოლვილი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. ცენტრი ვერც იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რა თანხებია …

ჯარისკაცი ავღანეთში მისიაზე: ფულისთვის არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ვეღარ დაბრუნდე

საერთაშორისო სამხედრო მისიაში საკონტრაქტო სამსახურზე „ბათუმელების“ სტატიას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო მკითხველთა აგრესიულმა ჯგუფმა, სამხედრო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ასეთ ფრაზებიც კი გამოიყენა: „დაგიქირავებს მკვლელად, ან საზარბაზნე ხორცად“. „300 დოლარის მონა ხარ, აბა რა ხარ?“, „მერე იტყვიან: იქ საქართველოს იცავდაო…“ დისკუსიაში ჩაერთვნენ საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცებიც. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა: „…სამწუხაროდ, ჩვენ მტრებად მარტო ის …

7 თვე ავღანეთში – სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

სამხედო წარმომადგენლობის ოფისი ქაბულში [II ნაწილი ] KAIA -ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის გვერდით ბაზაზე ქართველ სამხედროებს ინტერნაციონალურ კონტიგენტთან უწევთ მუშაობა. აქ არიან ჩეხები, პოლონელები, ამერიკელები, ბრიტანელები, თურქები, ფრანგები და მონღოლებიც კი. KAIA – დიდი არ არის, თუმცა სხვა სამხედრო ბაზებისგან განსხვავდება, აქ დედაქალაქის მაჯისცემა იგრძნობა: მაღაზიები, დიდი ჰოსპიტალი, რამდენიმე სასადილო, სპორტული დარბაზები და მთავარი ადმინისტრაციული შენობა. ქართველ …

Exit mobile version