სამი წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 23 დეკემბერს ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა, კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა. „იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არის კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა. გუშინ მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ბავშვს ასევე აღენიშნებოდა მუცლის დახურული ტრავმა და მოტეხილობები ქვედა კიდურების არეში,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ …
Continue reading “ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი კომაშია”