დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ორი დაშავებული გადაიყვანა საავადმყოფოში შემთხვევის ადგილიდან. ავარიის გამო თამარ მეფის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Tag Archives: ავარია
ავარია ბათუმის დელფინარიუმთან – დაშავდა ერთი ტურისტი [ფოტო]
დღეს, 24 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად სომხეთის მოქალაქე დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავარია ბათუმში – დაშავდა ბავშვი და ქალი
თვითმხილველის თქმით, ბათუმში. აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ორივე დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ავარია და საცობი ჩაქვის გვირაბთან, საავადმყოფოში ერთი ადამიანი გადაიყვანეს
„ბათუმელების“ ჟურნალისტის ცნობით, ამ წუთებში (14:56) ჩაქვის გვირაბთან უზარმაზარი საცობია. მანქანების რიგში ის უკვე 20 წუთზე მეტი ხანია დგას. ჟურნალისტის ინფორმაციით, ტრანსპორტის რიგში იმყოფება პაციენტი, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოდან ბათუმში გადმოჰყავთ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს. მისივე თქმით, ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიციაც, მაგრამ მათგან ვერ გაიგეს ინფორმაცია თუ რა ხდება. მანქანების რიგში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის …
Continue reading “ავარია და საცობი ჩაქვის გვირაბთან, საავადმყოფოში ერთი ადამიანი გადაიყვანეს”
ერთი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა მძიმეა – ავარია ბათუმში
ბათუმში, გმირთა ხეივანთან, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ერთი კი – დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რამაც ავარია გამოიწვია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გაუთვალისწინებელი ქმედებით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის …
Continue reading “ერთი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა მძიმეა – ავარია ბათუმში”
ავარია ქედაში – დაშავებულია ორი არასრულწლოვანი
ქედაში, სოფელ დოლოგანთან, ავტოავარია მოხდა – ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანია დაშავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავარია ბათუმში
თვითმხილველის ინფორმაციით, დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.
16 წლის ბიჭს ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ბორდიურზე მიმავალ 16 წლის მოზარდს ავტომანქანა მას შემდეგ დაეჯახა, რაც ამ მანქანას სხვა მანქანამ დაარტყა. თვითმხილველის ინფორმაციით მანქანა, რომელმაც ავარია გამოწვია ბორდიურთან გაჩერებულ ორ მანქანას დაეჯახა: „დამრღვევმა ორ გაჩერებულ მანქანას დაარტყა, მათ შორის ერთი დაიძრა და დაეჯახა ბავშვს, ის სასწრაფომ წაიყვანა“. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით 16 წლის ბიჭს დაზიანებული აქვს იდაყვი და აქვს …
ავარია ჩაქვში – დაიღუპა მამაკაცი და ორი ჩვილი
სამი ადამიანი გარდაიცვალა ავარიის დროს, რომელიც დღეს, 14 ივლისს, ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი ტყუპი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ბავშვების დედა, რომელიც ამავე ავტომობილში იმყოფებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
Continue reading “ავარია ჩაქვში – დაიღუპა მამაკაცი და ორი ჩვილი”
ავარია ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე
ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
ქედაში ტრაქტორი სატვირთო მანქანას შეეჯახა
ბათუმი-ახალციხის გზაზე, რესტორან „ჭადრებთან“, ტრაქტორი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული არავინაა. ამ დრომდე გზაზე საცობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ სამართალდამცველებმა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.
ავარია ბათუმში – ორი ბავშვი და ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ცოტა ხნის წინ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შეჯახების შედეგად ქალი თავის შვილებთან ერთად საავადმყოფოში მოხვდა. დაზარალებულთაგან ერთ-ერთ ბავშვს კიდური აქვს მოტეხილი, დანარჩენ ორს – სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავარია – ბუკნარში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
დღეს, 21 ივნისს, დილით ქობულეთი – ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალის ბუკნარის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ მიკროავტობუსს ჩაქვიდან ბათუმში მგზავრები გადაჰყავდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შს სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაჯარიმდა.
ბუკნარში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ბუკნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქობულეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავების სიმძიმის შესახებ ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახური ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გვაწვდის. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ბათუმში ზებრაზე გადასვლისას ქალს მოპედი დაეჯახა
ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, ქალს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, მოპედი დაეჯახა. “ასფალტზე იწვა დაშავებული ქალი და მოძრაობა არ შეეძლო. სასწრაფო მალე მოვიდა, მერე პოლიციაც მოყვა. მოპედი, რომელიც დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – უთხრა ბათუმელებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 281-ე მუხლითაა დაწყებული. რაც …
Continue reading “ბათუმში ზებრაზე გადასვლისას ქალს მოპედი დაეჯახა”
ჩაქვში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
დღეს, 16 ივნისს, ჩაქვში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან …
Continue reading “ჩაქვში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა”
სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორს და სკოლას დაეკისრება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს არა მარტო სკოლის მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოებაზე, არამედ თვითორგანიზებულ ექსკურსიებზეც. მინისტრის მოადგილე ლია გიგაური „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სკოლა ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება იმ კომპანიისგან იქირაოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც მძღოლის პროფესიონალიზმზე, ასევე მიაწვდის მათ ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ბევრი ბავშვი გადაადგილდება, …
Continue reading “სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორს და სკოლას დაეკისრება”
ავარია – კაბრიოლეტი მახინჯაურის გვირაბთან არხში ჩავარდა
ახლახან მახინჯაურის გვირაბთან, სავარაუდოდ საქორწილო ესკორტში მყოფი BMW-ს ტიპის კაბრიოლეტი, საპირისპირო მხარეს გადავიდა და არხში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მყოფების თქმით, კაბრიოლეტში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. დამტვრეულია ავტომანქანა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
ბათუმში ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა
დღეს, 9 ივნისს, შუადღეზე, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში. კლინიკა “მედინაში”, სადაც პირველად ბავშვი მიიყვანეს, ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის გოგონა ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია …
Continue reading “ბათუმში ცხრა წლის გოგოს ავტომანქანა დაეჯახა”
შსს: ავარიაში მონაწილე მძღოლი არ მიმალულა – შემთხვევას ბუკნარში ორი ადამიანი ემსხვერპლა
წუხელ ღამით, თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის ბუკნარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი დაიღუპა. თვითმხილველის თქმით, მეორე ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ მიიმალა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაგვიდასტურეს. „მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, შესაბამისად, დადგენილია მისი ვინაობაც, თუმცა ის დაკავებული არ არის. ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, გასატარებელია შესაბამისი პროცედურები,“ – გვითხრეს …
ავარია გაზსადენზე – აჭარას შესაძლოა გაზის მიწოდება დღეს 22:00 საათიდან შეუწყდეს
როგორც „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ხელმძღვანელი დავით ლეკიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ცოტა ხნის წინ, მაგისტრალზე, საიდანაც აჭარას ბუნებრივი აირის მარაგი მიეწოდება, ავარია მოხდა. ავარიის ეპიცენტრია გვარა-ოჩხამურის ტერიტორია, საიდანაც მარაგდება აჭარა ბუნებრივი აირით. „ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სადაც ახალი გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს და შესაძლებელია მძიმე ტექნიკამ დააზიანა გაზსადენი. ავარიის გამომწვევი მიზეზის შესახებ ზუსტი …
Continue reading “ავარია გაზსადენზე – აჭარას შესაძლოა გაზის მიწოდება დღეს 22:00 საათიდან შეუწყდეს”
ავარია ბათუმში, დაშავდა სამი ადამიანი
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით კი, მათ შორის ორი მეთორმეტეკლასელია, რასაც შსს-ს პრესსამსახური არ ადასტურებს. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, „შემთხვევა მოხდა კლინიკა ბაუსთან და ამავე საავადმყოფოში მოვათავსეთ დაზარალებულები, ისინი კონტაქტურები იყვნენ“. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, …
ბათუმში 15 წლის გოგოს მოპედი დაეჯახა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 15 წლის გოგოს მოპედი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მას მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია, თუმცა მაინც გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
დღეს 11 მაისს, 19:50 საათზე, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ავარია ბათუმში – მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი
დღეს, 7 მაისს, ბათუმში, ლერმონტოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოავარიის დროს მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი კი, რომელსაც, სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ასევე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …
Continue reading “ავარია ბათუმში – მსუბუქად დაშავდა ხუთი წლის ბავშვი”
ბათუმში ორ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი, რომლებსაც ავტომანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში დღეს, 7 მაისს, დაახლოებით ერთი საათის წინ გადაიყვანეს. ერთი ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო მეორე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ქვეითები მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი …
დღეს მომხდარი ავარიის ხუთივე მსხვერპლი კაცია – ფოტო ავარიის ადგილიდან
ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთისკენ მიმავალ გზაზე, „ღვინის სახლთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი არიან. ყველა გარდაცვლილი კაცია, მათ შორის მამა-შვილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ. შემთხვევა დაახლოებით დილის ათ საათზე, ხელვაჩაურიდან ქედისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. აქ მოძრაობა ჯერ კიდევ შეფერხებულია. მსუბუქი ავტომობილებისა საცობში აღმოჩნდა ტურისტების ჯგუფების ავტობუსები. პოლიცია …
Continue reading “დღეს მომხდარი ავარიის ხუთივე მსხვერპლი კაცია – ფოტო ავარიის ადგილიდან”
ავტომობილი ქალს დაეჯახა – ავარია ბათუმში
ბათუმში, პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა „მედ ცენტრში“ გადაიყვანა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი მძიმედ არ დაშავებულა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ბათუმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბათუმში, ასათიანისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. „ერთი ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული,“ – ამბობენ სასწრაფოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ავარია – დაღუპულია 4 წლის ბავშვი, ერთიც მძიმედ არის დაშავებული
შს სამინისტროში დაუდასტურეს „ბათუმელებს“ ინფორმაცია, გუშინ ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი დაღუპვის შესახებ. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა ამობრუნდა. მძღოლი ბავშვის ახალობელი იყო, სასწრაფოს სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, …
Continue reading “ავარია – დაღუპულია 4 წლის ბავშვი, ერთიც მძიმედ არის დაშავებული”
ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ოთხი ადამიანი. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამი დაშავებული ჩაქვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს, ერთი გოგონა კი, რომელსაც მუხლი ჰქონდა დაზიანებული, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ოთხივე პაციენტი მსუბუქადაა დაშავებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ფაქტზე …
Continue reading “ავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავდა რამდენიმე ადამიანი”
ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა
ავტოავარია მოხდა დღეს ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩების კვეთაში, სადაც ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ფეისბუქში“ ნაირა ქობულაძემ გაავრცელა, იგი ამ ადგილას შუქნიშნის ან სიჩქარის დამგდები ბარიერის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, მოძრაობს წესების დამრღვევი დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით. _________________ მთავარი ფოტო: ავარია. ნაირა …
Continue reading “ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა”
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა საავადმყოფოში რჩება
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა. იგი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება, ტვინის შერყევა აქვს და ქირურგიულ დეპარტამენტშია მოთავსებული. 13 წლის მოზარდი ავტოავარიის შედეგად გუშინ, 10 მარტს, წერეთლის ქუჩაზე დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა საავადმყოფოში რჩება”
ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშისა და აკაკი შანიძის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი. სასწარაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა მედინაში გადაიყვანა. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა გულმკერდის არეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …
Continue reading “ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა ერთი ადამიანი”
ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა
დღეს დილით, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, განთიადის დასახლებაში, 28 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფოს ექიმის ინფორმაციით, ქალი კონტაქტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფატზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად …
ავარია ქობულეთის ცენტრში
21 თებერვალს, საღამოს, ქობულეთის ცენტრში ავტოავარია მოხდა – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.