მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერია 105 ათასი ლარის თხილის ნაჭუჭს ყიდულობს

01.05.2019 • 3254
ხელვაჩაურის მერია 105 ათასი ლარის თხილის ნაჭუჭს ყიდულობს

ხელვაჩაურის მერიამ ენერგოეფექტური ღუმელები შეიძინა. ამჯერად მერია თხილის ნაჭუჭის შეძენას აპირებს და ამისთვის სავარაუდოდ 105 ათასი ლარი დაიხარჯება.

„ჩვენი პროექტი არის, როგორც სოციალურზე, ისე გარემოს დაცვაზე ორიენტირებული, ხე-ტყის მოხმარება შემცირდება,“  – გვითხრა რეზო ვარშანიძემ, ხელვაჩაურის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსი.

რეზო ვარშანიძის განმარტებით, უკვე შეძენილი 168 ღუმელი ხელვაჩვაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ. ეს ოჯახები ასევე მიიღებენ 3-3 ტონა თხილის ნაჭუჭს. რეზო ვარშანიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ეს მარაგი ოჯახს მთელი წლის განმავლობაში არ ეყოს, მაგრამ შეიძლება ნაჭუჭის შეშით ჩანაცვლება ან ნახერხის გამოყენება.

„ჩვენ ხელნაკეთი ღუმელები შევუკვეთეთ სპეციალურად, რადგან ეს უფრო პრაქტიკულია… ქარხნულზე ჩაიდანის მეტი ვერაფერი თავსდება. ამ ღუმელებს ასევე ახლავს 30 ლიტრიანი წყლის ავზი,“ – აღნიშნავს რეზო ვარშანიძე.

ენერგოეფქტური ღუმელების შესაძენად ხელვაჩაურის მერიამ 74 088 ლარი დახარჯა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: