შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 25 მაისამდე ვალეს საბაჟო იკეტება. საბაჟოს დაკეტვის მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება,” – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. უწყების ცნობით, მას შემდეგ რაც თურქეთის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, საბაჟო გამშვები …
Tag Archives: შემოსავლების სამსახური
როგორ კონტროლდება რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია საქართველოში – შემოსავლების სამსახურის განმარტება
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, „საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი, ასევე, ამავე ქვეყნების დანიშნულებით საქართველოდან სანქცირებული საქონლის რეექსპორტი [რეექსპორტისას აგრეთვე კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირები და კომპანიები]“. „განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და …
ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს – შემოსავლები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქეების დ.ი.-სა და ს.ვ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 95 300 აშშ დოლარი, 1 100 ევრო, 27 030 ებრაული შეკელი და 2 375 ქართული ლარი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 327 980 ლარი შეადგინა. „საქართველოს …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს – შემოსავლები”
საბაჟოზე საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ერთ-ერთი საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილის მიმართ, კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი, 107 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
ოქროს კანონდარღვევით შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრების მიერ ყაზახეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები [საერთო წონა: 263,73 გრამი] გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში 34 991,87 ლარი შეადგინა. …
Continue reading “ოქროს კანონდარღვევით შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებში”
იმპორტიორებზე, რომლებსაც უკრაინაში ავტომობილები ვერ გააქვთ, სანქციები გაუქმდა – შემოსავლები
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მდგომარეობით შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინელი მფლობელების მიმართ საბაჟო ფორმალობების აღსრულებაზე შეღავათები დაწესდა. „ავტოიმპორტიორებთან და შსს მომსახურების სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში ავტომობილების იმპორტიორთა ხელშეწყობის და საქონლის გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებული საბაჟო პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ. საკითხი შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინის დანიშნულებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტომობილების …
სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ამავე თემაზე: რა …
Continue reading “სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს”
საფოსტო გზავნილით 150 ცალი ოქროს მონეტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა – შემოსავლები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „გაფორმების ეკონომიკური ზონა “აეროპორტის” მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების [150 ცალი] მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულუბამ 196 045 ლარი შეადგინა“. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და …
Continue reading “საფოსტო გზავნილით 150 ცალი ოქროს მონეტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა – შემოსავლები”
სარფში, 3 ცემენტმზიდში მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული სიგარეტები აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, ქვეყნის საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.“ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სამი სატვირთო ავტომობილის (ცემენტმზიდი) დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, საერთო ჯამში 30 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.“ – აღნიშნულია შემოსავლევის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …
გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო გამშვები პუნქტები უქმე დღეებშიც იმუშავებენ
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8-9 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. „სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.“ – აცხადებს სამსახური. ამასთან, 2022 წლის 1-ლი …
25 000 კგ კარტოფილი სარფიდან უკან დააბრუნეს – „გამოვლინდა საშიში ორგანიზმები“
თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სარფიდან ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინე მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, …
Continue reading “25 000 კგ კარტოფილი სარფიდან უკან დააბრუნეს – „გამოვლინდა საშიში ორგანიზმები“”
სარფში ოქროს მალულად შემოტანისთვის ორი პირი 8 ათასი ლარით დააჯარიმეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუქტზე მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ს.ა.-სა და გ.ა.-ს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 68.34 გრამი) კუთვნილი ბარგით, მალულად შემოჰქონდათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 303,18 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი …
Continue reading “სარფში ოქროს მალულად შემოტანისთვის ორი პირი 8 ათასი ლარით დააჯარიმეს”
გადამხდელებისთვის უფასო იქნება შემოსავლების სამსახურის რიგი ელექტრონული მომსახურება
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებიც მომსახურების გაწევის მოთხოვნით სამსახურს განცხადებას [ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან] ელექტრონული ფორმით წარუდგენენ, ახალი შეღავათები 2021 წლის 25 სექტემბრიდან ამოქმედდება. შეღავათები გულისხმობს მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასურის გადახდის ახალ პირობებს, მათ შორის, რიგ შემთხვევებში საფასურის გადახდისგან სრულად გათავისუფლებას ან განახევრებას. „ცვლილება ემსახურება შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებას და დისტანციური სერვისებით …
24,8 ტონა დაავადებული კარტოფილი სარფიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 24 800 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი …
Continue reading “24,8 ტონა დაავადებული კარტოფილი სარფიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს”
სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ კონტროლის ზონაში, სხვადასხვა წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები [7 ცალი და 1 ცალი ოქროს სამაჯური] გამოავლინეს. „მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საქამრეში მოწყობილ სპეციალურ სამალავში, არადეკლარირებული ოქროს სხმულები და სამაჯური აღმოაჩინეს [საერთო წონით – 60 გრ.]. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 034,8 …
Continue reading “სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები გამოავლინეს”
სარფის საბაჟოდან ჯანმრთელობისთვის საშიში 52 000 კილოგრამი კარტოფილი უკან დააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო პუნქტზე 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის ფარგლებში, იმპორტირებული კარტოფილის შიგთავსიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინე მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების …
პირებს, რომლებიც ბინას BOOKING-ით აქირავებენ, გადასახადი გაეზარდათ
ფიზიკურ პირებს, რომლებიც BOOKING-ით ბინებს აქირავებენ, გადასახადი იმ თანხის [საკომისიოს] 18%-ით გაეზარდათ, რასაც ვებგვერდზე განცხადების განთავსებისთვის იხდიან. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ არამეწარმე ფიზიკური პირი ბინას BOOKING.COM-ის საშუალებით აქირავებს, დასაბეგრი პირი, ამ შემთხვევაში BOOKING.COM დღგ-ს თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც ბინის გამქირავებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან. ანუ, BOOKING-ი გადაგახდევინებთ …
Continue reading “პირებს, რომლებიც ბინას BOOKING-ით აქირავებენ, გადასახადი გაეზარდათ”
საგადასახადო შეთანხმებაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართავთ
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელს შეუძლია შემოსავლების სამსახურს მიმართოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმითაც. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მთავრობამ 2021 წლის 7 ივნისს შეიტანა. დადგენილების მიხედვით „ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“ ახალი დადგენილება 2021 წლის 8 …
Continue reading “საგადასახადო შეთანხმებაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართავთ”
ქათმის გაყინული ხორცი სარფის საბაჟოდან უკან გააბრუნეს
სარფის საბაჟოდან 20 203 კილოგრამი გაყინული ქათმის ხორცი უკან გააბრუნეს. შემთხვევა დღეს, 31 მაისს, დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.
ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს იწურება
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1-ლი მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით აქვთ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეღავათი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დარღვეულია ამ სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტში დეკლარირების შემდეგ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა. აღნიშნული შეღავათი დაახლოებით 19 …
Continue reading “ავტომობილების განბაჟების ვადა 31 მაისს იწურება”
26,8 ტონა დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მონიტორინგის გეგმის შესაბამისად აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებში მავნე საკარანტინო ორგანიზმები …
Continue reading “26,8 ტონა დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს”
ჯარიმების გასაუქმებლად მეწარმეებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს
მეწარმეებს, რომლებსაც დავალიანებაზე ერიცხებათ ჯარიმა-საურავები, შესაძლებლობა აქვთ არ გადაიხადონ ჯარიმა, თუ პირველ აგვისტომდე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას. შეთანხმება გულისხმობს გადასახადის [ძირითადი] თანხის გადახდას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მეწარმეებს შეუძლიათ დღეიდან, 18 მაისიდან, უკვე მიმართონ შემოსავლების სამსახურს ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად. მიმართვის ბოლო ვადა 2021 წლის პირველი აგვისტოა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით: „გადასახადის გადამხდელს, …
უცხოეთიდან შემოტანილი 5 700 ცალი ყვავილი გაანადგურეს – გამოვლინდა მავნე ორგანიზმი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ფარგლებში, კენიის რესპუბლიკიდან 5700 ცალი, სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილი იქნა შემოტანილი. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დადგინდა, რომ საქონელი დაბინძურებული იყო მავნე მწერებით, ხოლო აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად საკარანტინო მავნე ორგანიზმი – Frankliniella occidentalis …
მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები 13 მაისამდე არ იმუშავებს – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით, არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. „გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური. „აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს [საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით], კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში, 2021 წლის 4, 5, …
45,5 ტონა უხარისხო ხახვი საქართველოდან თურქეთში უკან გააბრუნეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 45 500 კილოგრამი ხახვით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი, უკან, ექსპორტიორ …
Continue reading “45,5 ტონა უხარისხო ხახვი საქართველოდან თურქეთში უკან გააბრუნეს”
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვაში მხილებული 79 პირიდან 44 დაკავებულია – სამი თვის სტატისტიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალ-მარტში, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 77 ფაქტი გამოვლინდა, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 79 პირი, რომელთა შორის 44 დაკავებულია. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 106 532 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 446 000 ლარს აღემატება. …
დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით
2020 წლის პირველი მაისის შემდგომ საქართველოში შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებას 60-დღიანი დეკლარირების ვადა აქვს, რა ვადაშიც იმპორტიორმა ის უნდა განაბაჟოს, ან მოახდინოს რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება. შემოსავლების სამსახურის განცხადებით: იმპორტიორმა ამ ვადაში ავტომობილის ან უნდა განბაჟოს, ან დასაწყობოს საბაჟო საწყობში, ან კიდევ განახორციელოს რეექსპორტი [სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც …
Continue reading “დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით”
დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა
2021 წლის პირველი თებერვლიდან დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა. პირველი მარტიდან კი, დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა გამოიწვევს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უფლება ექნება, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე. კანონის მიხედვით, დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე პირადი ავტორიზებული გვერდიდან, შრომითი ურთიერთობის …
Continue reading “დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა”
რომელ დღგ-ს გადამხდელს შეუჩერდა ანგარიშფაქტურის გამოწერის უფლება – ახალი ბრძანება
არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, აღარ აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემის უფლება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანების მიხედვით, რომელიც ძალაში 20 იანვრიდან შევიდა: დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ავტომატურად ითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად; კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის …
Continue reading “რომელ დღგ-ს გადამხდელს შეუჩერდა ანგარიშფაქტურის გამოწერის უფლება – ახალი ბრძანება”
როდის არის დეკლარაციის წარდგენის ვადა – როგორ იმუშავებს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებში
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 1-ლი იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. სამსახურის ინფორმაციით მოქალაქეებმა ეს უნდა გაითვალისწინონ სერვისებით [მათ შორის ელექტრონული] სარგებლობისას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში [2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით] გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, …
რუსეთში დააბრუნეს ხის მასალა, რომელშიც საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოჩნდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი შემოვიდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშებში, აღმოჩენილი იქნა საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი …
Continue reading “რუსეთში დააბრუნეს ხის მასალა, რომელშიც საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოჩნდა”
როგორ შევავსოთ განაცხადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად | ვიდეოინსტრუქცია
შემოსავლების სამსახური აქვეყნებს ინსტრუქციას მათთვის, ვისაც 300-ლარიანი, ერთჯერადი კომპენსაცია ეკუთვნის სახელმწიფოსგან. გაითვალისწინეთ, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეები rs.ge-ზე რეგისტრაციას მხოლოდ Internet Explorer-ით შეძლებენ. კომპენსაციის მიღება შეუძლიათ კორონავირუსის გავრცელების გამო 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ: ინდივიდუალურ მეწარმეებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს დაქირავებულ პირებს, რომლებიც …
Continue reading “როგორ შევავსოთ განაცხადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად | ვიდეოინსტრუქცია”
კომპენსაციის მისაღებად შემოსულია 14 300-ზე მეტი განაცხადი – ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში ამ დროისათვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად. მინისტრის თქმით, განცხადებები უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და მალე დაიწყება კომპენსაციის გაცემა. მინისტრმა მოუწოდა მეწარმეებს, რომელთაც 28 ნოემბერს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ძალაში შესული შეზღუდვები შეეხოთ, ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, შეავსონ განცხადება, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, პირადი …
Continue reading “კომპენსაციის მისაღებად შემოსულია 14 300-ზე მეტი განაცხადი – ფინანსთა მინისტრი”
23 450 კგ დაავადებული კარტოფილი თურქეთში გაბრუნდება – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, რომელიც უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, …
Continue reading “23 450 კგ დაავადებული კარტოფილი თურქეთში გაბრუნდება – შემოსავლების სამსახური”
თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა დაავადებულ კარტოფილს უკან გააბრუნებენ – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებულ 25 ტონა კარტოფილს, რომლის ნიმუშშიც, შემოწმების შედეგად კარტოფილის კიბო აღმოჩნდა, უკან, თურქეთში გააბრუნებენ. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი …
სარფიდან ტრაილერებით უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლი შემოიტანეს – შემოსავლები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა 19-20 აგვისტოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეების, ქ.მ.-ს, ს.კ.სა და ე.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი …
Continue reading “სარფიდან ტრაილერებით უაქციზო სიგარეტი და ალკოჰოლი შემოიტანეს – შემოსავლები”