რელიგიური სიმბოლოები სკოლაში – სახელმწიფოს მიკერძოებული სტანდარტი

„სახელმწიფო პოლიტიკა სკოლებში რელიგიური სიმბოლოების გამოყენებასთან დაკავშირებით არის დისკრიმინაციული და მიკერძოებული”, – ასე აფასებს „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხეს სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების  დასკვნის სამართლებრივ ანალიზს.  რას გულისხმობს კანონი, როცა ამბობს, რომ დაუშვებელია მოსწავლის რაიმე სახით დისკრიმინაცია და როგორ ესმის სახელმწიფოს კანონის განმარტება – სკოლა განცალკევდეს რელიგიური და პოლიტიკური გავლენებისგან? …

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა აღარ განხორციელდება

2017  წელს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამა აღარ განხორციელდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე, სოფლის მეურნეობის საკითხებში, მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ პროგრამის ვადებიდან გამომდინარე თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს პროგრამა 2017 წელს აღარ გაგრძელდებოდა. „პროგრამა სამწლიანი იყო, თუმცა შემდეგ ერთი წელი დაამატეს და სულ ოთხ წელიწადს გაგრძელდა. წელს პროგრამა აღარ განხორციელდება, შესაბამისად, მოსახლეობას აგრო და ხვნის …

სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ფერიაში საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა . ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო ჯგუფი. მათი ინფორმაციით, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი სახლში მარტო იყო, მეულე და შვილები სტუმრად იმყოფებოდნენ. „სახლი ძველია, ავარიულ მდგომარეობაში,“ – ამბობენ სამაშველო სამსახურში. როგორც ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, „სახლის სახურავი, სავარაუდოდ, დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა“. შსს-ს ინფორმაციით, …

ჭვანის ბიბლიოთეკას 400 წიგნი გადასცეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოციალური კამპანიის – „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადასცა. ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სოფლის ბიბლიოთეკა უნივესრიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ჩაერთვება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია – „გაიღე წიგნი“’ გრძელდება. ღია ბიბლიოთეკაში წიგნების შეგროვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვებული ლიტერატურა ხულოს, ქედის, ქობულეთის და ხელვაჩაურის სოფლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. უნივერსიტეტის …

ზამთარი თაგოში [ფოტო]

პატარა სოფელი თაგო ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარეობს. 30 წელია  თაგო გარესამყაროს ძირითადად საბაგირო გზით უკავშირდება. ამ ტრანსპორტს  სოფლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოფლამდე მისასვლელი ექვსკილომეტრიანი სამანქანო გზა დაზიანებულია და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი,  საბაგირო გზის მეშვეობით კი ხულოს ცენტრიდან კი 8 წუთში უკვე თაგოში ხართ.   ამავე თემაზე:  თაგო – სოფელი საბაგირო …

რას სთავაზობს ხელისუფლება თხილვანას მოსახლეობას

ხულოში, სოფელ ქვედა თხილვანას მოსახლეობა უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილებზე გადაყვანას ითხოვს. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აქ მცხოვრები 62 ოჯახის განსახლება აუცილებელია, რადგან მათ მეწყრისგან საფრთხე ემუქრება. მეწყრული პროცესები თხილვანაში 10 იანვარს გააქტიურდა. გუშინ, 17 იანვარს სოფელში მისულმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს ესაუბრა. გუშინ აღნიშნეთ, რომ შეიქმნებოდა კომისია, თუმცა ცნობილია, რომ …

სოფლებში ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამას მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ

2017 წლიდან „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“ პროგრამა აჭარის ბიუჯეტიდან [არსებული პროექტის მიხედვით] აღარ დაფინანსდება. ამ პროგრამას მუნიციპალიტეტებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა. პროგრამის მიზანი იყო  სოფლის მოსახლეობისთვის მედიცინის დის დონეზე ექიმამდელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდება. აჭარის მთავრობის განცხადებით „თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სამედიცინო საქმიანობას კოორდინაციას უწევს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის სოფლის ექიმები. თემის სამედიცინო პუნქტების …

TDI-ი სამართლებრივი შეფასება მოხეს მოვლენებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“  მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს. „2016 წლის 1 დეკემბერს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  მიერ შექმნილმა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ“  დაადგინა, რომ მეჩეთი, რომლის დაბრუნებას მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან უკვე წლებია ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს და არ უნდა გადაეცეს …

დამეწყრილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფუტკარაძეების ოჯახი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.  „დადგინდეს უსაფრთხოა თუ არა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი და სახლი,” – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.  ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. ოჯახი შიშობს, რომ წვიმიან ამინდში მეწყერი შესაძლოა განმეორდეს და საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნას. ნოდარ ფუტკარაძე ამბობს, რომ მეწყერთან დაკავშირებულ საფრთხეზე  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნადიმ ვარშანიძეს …

ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს. გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე …

თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს. …

ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა

დღეს 15 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, მუსლიმებმა სადავო შენობის წინ ილოცეს. შენობა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ითხოვენ, პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შესასვლელი აჭედა. მუსლიმები, სადავო შენობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს კომისიას კი, რომელსაც შენობის ისტორიული წარმომავლობა და კონფესიური კუთვნილება უნდა დაედგინა, დღემდე არცერთი დასკვნა არ წარმოუდგენია. „ბათუმელები“ სამცხე-ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს …

რატომ მცირდება მაღალმთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. იმის ფონზე, როცა სამინისტრო საჯარო სკოლებში  მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდაზე საუბრობს,  მაღალმთიან სკოლებში მოსწავლეთა  რაოდენობა  პირველ კლასებში  მაინც მცირდება. სკოლების გარკვეულ ნაწილს კი, პირველ კლასებში მხოლოდ თითო-ოროლა მოსწავლე ჰყავს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლარის დაწყებით საჯარო სკოლას მოსწავლე საერთოდ აღარ ჰყავს. პირველკლასელი სკოლას არც შარშან და არც ორი წლის …

შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც შეღავათს ვერ იძლევა

დაბალპროცენტიანი სესხით ფერმერები აჭარაში ნაკლებად სარგებლობენ. პროექტს – „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის ძირითად ნაწილს ფარავს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეებისთვის. არათუ დაბალპროცენტიანი, არამედ, ზოგადად, ბანკებისგან სესხის აღება სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ქვეყანაში პრობლემაა. ფერმერები კი სესხის სამომავლოდ …

ისტორიები მაღალმთიანეთიდან – პროექტი, რომელმაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა

16 წლის გაათხოვეს… მხოლოდ საჯარო სკოლის დამთავრება მოასწრო… არ უყვარდა… მაგრამ ამდენი წლის თანაცხოვრებამ თავისი ქნა… 22 წელია ოჯახს უძღვება… ახლა 38 წლის არის… შემოდგომა-ზამთარს ხულოში ატარებს, ზაფხულში პირუტყვი მიჰყავს მთაში, სხვა თანასოფლელი ქალების მსგავსად… ორი შვილი გაზარდა. უფროსი უკვე სტუდენტია. აზა აბულაძე ხულოში ცხოვრობს, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად. მისი მსგავსი ისტორია აქ ბევრს აქვს – ადრე …

აგრობარათების დარიგება დაიწყო

აჭარის მუნიციპალიტეტებში უკვე შეტანილია აგრობარათები, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. პროგრამის ფარგლებში გლეხები და ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიწის დასამუშავებლად – სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად მიიღებენ. „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის~ ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში სასოფლო-სამეურნეო, იგივე ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო. გასული წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის – ხვნისა და აგრობარათს …

დახმარებითა და სოფლის ჩართულობით გადაჭრილი პრობლემა [ვიდეო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიქეთის მოსახლეობა სასმელ წყალს სათავედან ნახევრად ღია არხებით იღებდა. ამ პრობლემის მოგვარებაში მათ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი დაეხმარა. ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, აშენდა და დამონტაჟდა ავზები, ფილტრები, სალექარი, რის შემდეგაც დღეს სოფელი სასმელად სუფთა, გაფილტრულ წყალს მოიხმარს. „დასალევი წყლის პრობლემა გვქონდა სოფელში. მთავრობამ რამდენიმე წლის წინ მოგვცა …

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოსახლეობა ინერტული მასალის მოპოვებას აპროტესტებს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც სოფლის დასახლებულ პუნქტთან ახლოს აფეთქებითი სამუშაოები დაიწყო, სახლებს ბზარები გაუჩნდა, სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და სოფლის საავტომობილო გზა მწყობრიდან გამოვიდა. ინერტულ მასალას აქ ოთხი კომპანია მოიპოვებს.

მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე

 

აქ მოთხრობილი ამბავი არ არის ისტორიულ წყაროებთან შეჯერებული, მეტიც – წყაროებში შეიძლება სულ სხვა რამეც კი ეწეროს. ეს ერთი კაცის მონათხრობია, რომელიც 25 წლის წინ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჩემი ბაბუა იყო – კაცი, რომელიც არც ერთი წუთით არ ჩერდებოდა, მაგრამ შესვენების დროს ამბებს გვიყვებოდა. ის, ზოგადად, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ძველი ამბების თხრობა უყვარდა. ეს ძველისძველი ამბები თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება. ახლა ვხვდები, ეტყობა ბაბუას ის ეპოქა იზიდავდა.

Exit mobile version