რა შემთხვევებში არ შეიძლება COVID ვაქცინით აცრა და რატომ? – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ცნობილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid19-ის გართულების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. შესაბამისად, სწორედ ამ რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა მიიჩნევა პრიორიტეტულად. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ერიდება ოჯახის ასაკოვანი წევრების აცრას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვაქცინამ ალერგიული რეაქციის სახით გართულებები არ გამოიწვიოს. ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ საკითხს დეტალურად განმარტავს …

საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა შემოიტანეს

დღეს საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის მილიონი დოზა ჩამოვიდა. საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. „სინოფარმი“ ინაქტივირებული ვაქცინაა, ანუ იგი ტრადიციული მეთოდით არის შემუშავებული. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

საქართველომ სინოფარმის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო

საქართველომ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინა უკვე საქართველოშია. ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ჩინური წარმოების „სინოფარმი“ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინაა, რომელიც დამზადებულია SARS-CoV-2-ის 19nCoV-CDC-Tan-HB02 შტამისგან. ვაქცინა არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და კონსერვანტებს. დღეისათვის საქართველოში 4 ვაქცინითაა შესაძლებელი აცრა – …

„სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან შესაძლებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, 5 სექტემბრიდან, უკვე შესაძლებელია „სინოფარმის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია“. უწყების ინფორმაციით, „მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ  საქართველოში „სინოფარი“ შემოვა მომავალი კვირის ბოლოს. …

გამყრელიძე: 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ ამოიწურა – მეორე დოზა შენახულია ყველასთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს ნაყიდი ჰქონდა 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ და ეს დოზა ამოიწურა. შესაბამისად, „სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეიზღუდა, „ველოდებით „სინოფარმის“ შემდეგ პარტიას. ქვეყანამ იყიდა 600 ათასი დოზა. ეს 600 ათასი დოზა საკმარისია 300 ათასი ადამიანის ორჯერადად აცრისთვის. ამიტომ გადადებულია ეს 300 ათასი დოზა, ვინც მეორეჯერ იცრება. ეს შენახულია …

ბათუმში კოვიდზე აცრას დღეიდან „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლშიც“ შეძლებთ

დღეიდან ვაქცინაცია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ბათუმში დამატებით ორ ადგილზე იქნება შესაძლებელი: „მეტრო სითიში“ და „ბათუმი მოლში“. ვაქცინაციისთვის ელექტრონული ჯავშანი საჭირო არ არის. ამ ორ ადგილას ვაქცინაციის პროცესი დღეს, 27 ივლისს დაიწყო. აცრის მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, ადგილზე ჩატარდება ინტერვიუ და ექიმი გადაწყვეტს, ექვემდებარებით თუ არა ვაქცინაციას. დღეს აჭარაში კორონავირუსის 378 ახალი შემთხვევა დადასტურდა, …

ვაქცინაციის ცენტრი შესაძლოა ბულვარშიც გაიხსნას – სად აიცრებით ჯავშნის გარეშე

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია კორონავირუსზე აცრა წინასწარი ელექტრონული რეგისტრაციის [დაჯავშნის] გარეშე. „მოქალაქეს, ვისაც სურს კორონავირუსზე აიცრას, შეუძლია მიმართოს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თან იქონიოს პირადობის მოწმობა და მას ადგილზევე დაეხმარებიან დაჯავშნაში და აცრიან. აჭარის მასშტაბით რესპუბლიკურის გარდა არის კიდევ 12 სამედიცინო დაწესებულება, რომლებშიც საერთო ჯამში 28 აცრის კაბინეტი ფუნქციონირებს. ამ დაწესებულებებსაც მიეცათ რეკომენდაცია, …

„სინოფარმის“ მეორე დოზაზე ვერ დავრეგისტრირდი“ – მოქალაქე

ბაჩო შურღაია 14 მაისს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა „სინოფარმის“ ვაქცინით. მას შემდეგ ბაჩო ვაქცინის მეორე დოზაზე ცდილობს დარეგისტრირებას, თუმცა ამაოდ. „ძალიან ბევრჯერ ვცადე, დღეში ათჯერ მაინც მაქვს რეგისტრაციის მცდელობა. 14 მაისიდან დღემდე ვაქცინის მეორე დოზაზე დავარეგისტრირე ჩემი ოჯახი, მეგობრები, მაგრამ მე ვერ მოვახერხე რეგისტრაცია. ვრეკავდი 1522-ზე ყოველდღიურად, სადაც სტანდარტულად მპასუხობდნენ, რომ გადასცემენ პრობლემას, ხარვეზია და …

თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმით“ აიცრა

აჭარის მთავრობის თამჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს, 13 მაისს, „სინოფარმით“ აიცრა. თორნიკე რიჟვაძემ აცრა ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში გაიკეთა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 12 მაისის მდგომარეობით სულ აიხრა 6901 ადამიანი, მათ შორის, ფაიზერით – 3282,  ასტრაზენეკათი – 1923, სინოფარმით – 1696. 13 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stop.gov.ge-ს …

აჭარაში „სინოფარმი“ ხულოსა და შუახევშიც სრულად დაჯავშნილია

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაჯავშნილია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა. booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისათვის [13:30 სთ] „სინოფარმის“ მხოლოდ ერთი დოზაა დარჩენილი ხულოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 12 მაისს იხსნება დამატებით ორი კაბინეტი ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალში და ორიც – ქობულეთში, სადაც „სინოფრამით“ აცრა იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ კაბინეტებშიც ადგილები უკვე დაჯავშნილია. „იმ კვირაში აჭარაში კიდევ დაემატება აცრის …

ბათუმში „სინოფარმის“ ვაქცინით საზღვაო ჰოსპიტალშიც აცრიან

მას შემდეგ, რაც საზღვაო ჰოსპიტალშიც დაუშვეს „სინოფარმით“ აცრა, ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ბათუმში დარეგისტრირდნენ. ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. ბათუმისთვის განკუთვნილი ჩინური „სინოფარმის“ ყველა დოზა 6 მაისის მდგომარეობით დაჯავშნილი იყო. მას შემდეგ, რაც ბათუმში ვაქცინა დაამატეს საზღვაო ჰოსპიტალში [მელიქიშვილის ქუჩა 102ბ], ისევ გახდა შესაძლებელი ადგილების დაჯავშნა. საზღვაო ჰოსპიტალში 2 ამცრელი კაბინეტი იმუშავებს. ჰოსპიტალში აცრები 12 …

ჯანმომ „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს და ინექციებს შორის ინტერვალი 21-28 დღე უნდა იყოს. ვაქცინა +2,+8 გრადუსზე ინახება. სხვადასხვა ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში. საქართველომ ჩინეთისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა აპრილის …

ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში „სინოფარმით“ ასაცრელად ყველა ადგილი დაჯავშნილია 

6 მაისის მდგომარეობით, ბათუმისთვის განკუთვნილი ჩინური „სინოფარმის“ ყველა დოზა დაჯავშნილია. იგივე ვითარებაა ქობულეთსა და ხელვაჩაურში – ამ ეტაპზე ვაქცინის ყველა დოზა ორივე მუნიციპალიტეტში ასევე დაჯავშნილია. booking.moh.gov.ge -ს თანახმად, „სინოფარმით“ აცრის მსურველები საკმაოდ აქტიურად რეგისტრირდებიან ქედის მუნიციპალიტეტშიც. იმავეს ვერ ვიტყვით შუახევსა და ხულოზე. ხულოში ამ დროისთვის მხოლოდ 27 ადამიანია დარეგისტრირებული. რაც შეეხება შუახევს – ამ მუნიციპალიტეტში …

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აცრაზე ჯავშნის გაუქმება ან თარიღის შეცვლა გსურთ

დღეიდან, 4 მაისიდან, საქართველოში დაიწყო იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით. „სინოფარმით“ აცრა 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს რეგისტრირებული ადამიანების უმრავლესობა გამოცხადდა ასაცრელად, თუმცა ზუსტი მონაცემები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში „სინოფარმის“ ასი ათასი დოზაა შემოტანილი, ჯავშანი კი 18 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 …

ბათუმელები, რომლებიც დღეს „სინოფარმით“ აიცრნენ – „შიშით ვერ ვიცხოვრებთ“

სერა ძნელაძე ბათუმელი ფოტოგრაფია. მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს, 4 მაისს, გაიკეთა. სერა ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად აცრაა. „მე პირადად ნებისმიერი ვაქცინის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ ვაქცინაციით უნდა შევუწყოთ ხელი ვირუსების დამარცხებას. ყველა რომ გაჯიუტდეს და არ აიცრას, მაშინ გადავშენდებით და ეს არის. ლოგიკურია, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანმა ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და …

რა წერია ჯანმოს ექსპერტების რეკომენდაციებში ჩინური სინოფარმის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) ჩინურ ვაქცინა “სინოფარმთან” დაკავშირებით ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებათა შეფასება გამოაქვეყნა. Sinopharm/BBIBP -ს დოკუმენტაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში 29 აპრილს დახურულ შეხვედრაზე განიხილეს, ექსპერტების შეფასება კი 3 მაისს, საღამოს გახდა ცნობილი. ამ დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემებით Sinopharm/BBIBP-ის ეფექტიანობა 78.1 %-ია 18-59 ასაკობრივ ჯგუფში. ექსპერტთა …

„კოვიდის ვაქცინების ფასები კომერციული საიდუმლოა“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებენ, თუ რამდენი გადაიხადეს ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში. რამდენი ვაქცინა შეიძინა საქართველომ და რა ფასად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს და ეროვნულ ცენტრს ერთდროულად, წერილობით, 31 მარტს მიმართა. პასუხი მხოლოდ ცენტრისგან მივიღეთ, ისიც, მხოლოდ ვაქცინების რაოდენობაზე …

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

დღეს, 1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოსული ვაქცინების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე ძვირი, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა უჯდება, რადგან ფაიზერი და ასტრაზენეკა კოვაქსის პროექტის ფარგლებში, არასაბაზრო ფასით არის შეძენილი. ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვაა ჩვეულებრივ საბაზრო …

Exit mobile version