11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საგზაო ნიშნებს ახალი საგზაო ნიშანი ემატება. ასევე, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო. საკანონმდებლო ცვლილებები სადავო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, …

„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან

ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“. წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს. რკინიგზა ორ …

რომელ გზებზეა ზამთრის საბურავები სავალდებულო დეკემბრიდან მარტამდე

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში გარკვეულ გზებზე გადაადგილებისას ავტოტრანსპორტზე სავალდებულოა ზამთრის საბურავების ქონა. ამავე პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციას ასევე შეუძლია დააწესოს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც. ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ზამთრის …

ქობულეთის შემოვლითი გზის ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერია დაზიანებული

ქობულეთის შემოვლით გზაზე სპეციალური რკინის კონსტრუქცია [სადეფორმაციო ნაკერი], რომელიც ესტაკადაზეა, მინიმუმ ორი თვეა რაც დაზიანებულია. დაზიანებული კონსტრუქცია კი, ავტომობილების მოძრაობისთვის უსაფრთხო არ არის. სადეფორმაციო ნაკერი არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის შესახებ ინფორმირებული არიან და …

ბათუმის შემოსასვლელი, სადაც ზღვა დამცავ ჯებირს ანგრევს – ვის ევალება ავტომაგისტრალის მოვლა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე [მახინჯაურის სარკინიგზო გვირაბთან] მანქანების გადაადგილება რამდენიმე თვეა ფაქტობრივად საფრთხის შემცველია. აქ ზღვა, შტორმის დროს, გზის დამცავ კონსტრუქციას შლის. რკინა-ბეტონის სპეციალური ბლოკები, რითაც აქ ხელოვნური ჯებირია მოწყობილი გზიდან გადავარდნილია. საფრთხის შემცველ ადგილზე ყვითელი ლენტიც გაუბამთ, თუმცა, ზღვას ის ბეტონის ბლოკიც გადაუგდია გზიდან, რომელზეც ეს ლენტი იყო მიბმული. გზის აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობს მიწის …

საგზაო უსაფრთხოება მთავრობის პასუხისმგებლობაა – გაეროს ახალი რეზოლუცია

გაეროს წევრმა 193 ქვეყანამ გლობალური საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რეზოლუცია ავალდებულებს ქვეყნებს განახორციელონ საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომლის შედეგადაც 2030 წლისთვის მსოფლიოში 50%-ით უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. საქართველო გაეროს წევრ ქვეყნებს შორისაა. შს სამინისტროს ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 449 ადამიანი დაიღუპა, 7705 კი დაშავდა. ავტოსაგზაო …

როგორი უნდა იყოს უსაფრთხო გზა სკოლისკენ – მერია სახელმძღვანელოს ქმნის სკოლებისთვის

როგორი უნდა იყოს სკოლასთან უსაფრთხო მისასვლელი, ამაზე ბათუმის მერია სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] დახმარებით გამოსცემს და განათლების სამინისტროს და რესურსცენტრებს გადასცემს. ბათუმში 25 საჯარო სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი სავალალო მდგომარეობაშია. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასთან მივიდა, მოსწავლეებს ზებრა-გადასასვლელი მოახატვინა და ფოტოებიც გადაიღო. როგორც მერიაში ამბობენ, „დამონტაჟდა დროებითი ბარიერები …

ქობულეთის შემოვლით გზას ცხოველებისგან დასაცავად ლითონის ბადით ღობავენ

ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, სავალი ნაწილის ცხოველებისაგან დასაცავად, ლითონის ღობეს აწყობენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის ბოლომდე გაგრძელდება.  სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი პერიოდულად დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. ამ თემაზე: ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება იმერეთისა და აჭარის რეგიონებში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი …

ქობულეთის შემოვლითი გზა ზოგიერთ მონაკვეთში დროებით შევიწროვდება

ქობულეთის შემოვლითი გზის ზოგიერთ მონაკვეთზე [კმ10-კმ13 და კმ31], ცხოველების დამცავ ლითონის ღობეს აწყობენ, რის გამოც სავალი ნაწილი დროებით შევიწროვებულია ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო მხარეს. შეზღუდვები მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „დეპარტამენტსა და შპს „როუდ ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით  სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წლის 28 თებერვალი. თუმცა ტექნიკური მიზეზების …

„გასაღები მომპარა“ – როგორ მოვიქცეთ, როცა მოზარდი საჭესთან დაჯდომას ითხოვს

„არც ერთ ომში არ ვკარგავთ იმდენ ადამიანს, რამდენსაც ავარიებში. წარმოიდგინეთ, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 600 ადამიანი კვდება გზაზე. კიდევ რამდენია დასახიჩრებული… გვესმის, სხვაგანაც ხდებაო. არა, არ ხდება ასე. განვითარებულ ქვეყნებში ვერ გაიგებთ ამდენ შემთხვევას,“ – ამბობს მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მას კონკრეტულად იმ ავტოსაგზაო შემთხვევებზე ვესაუბრეთ, როცა საჭესთან არასრულწლოვნები იყვნენ. ბოლო ასეთი შემთხვევა …

შსს-ს პოზიცია ქობულეთის შემოვლით გზაზე ადამიანების დაღუპვის შემდეგ

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე სულ 28 ნომრის ამომცნობი კამერა არის განთავსებული. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე 16 სიჩქარის კონტროლის სექცია ფუნქციონირებს, ნებადართული საშუალო სიჩქარე 90 კმ-ია საათში,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამ უწყებას მას შემდეგ მივმართეთ, რაც 9 ოქტომბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემოვლით გზაზე …

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათება 15 დეკემბრამდე მოეწყობა – გზების დეპარტამენტი

ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები 2019 წლის 15 დეკემბრამდე ჩატარდება. „დროის აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 …

Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo,  რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას აანონსებს, რომლის ძირითადი  მიზანია საქართველოში მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარება. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად შემუშავდა საგანგებო ტრენინგ მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედების და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებისთვის. კამპანია რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი, დაიწყება ივნისის ბოლოს დაგეგმილი პირველი …

ორმო ბარცხანის ხიდზე და დაზიანებული მანქანა – მერიას ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვენ

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე დაზიანებული გზისა და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის არარსებობის გამო ავტომანქანებიც ზიანდება. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მძღოლი, გოდერძი პაქსაძე დაუკავშირდა, რომელსაც ხიდზე არსებული ორმოს გამო ავტომანქანა დაუზიანდა. „გუშინ, 17 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის გადავდიოდი მანქანით ბარცხანის ხიდზე, არანაირი მინიშნება არ იყო. ვერ შევამჩნიე, გზა ყოფილა ჩატეხილი და მანქანის საბურავი, ღერძი ისე დაზიანდა, გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლობლის …

შეამოწმე, როგორი მძღოლი იქნებოდი [ტესტი]

მანქანა რომ მართოთ, ჯერ მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ, სადაც საგზაო ნიშნების ცოდნა დაგჭირდებათ. ეს სახალისო ტესტი მომავალი მძღოლებისთვისაა განკუთვნილი და ასევე, იმათთვისაც, ვინც მანქანას უკვე მართავს. ______ წაიკითხეთ ამ თემაზე: სიკვდილი გზაში 

უსაფრთხოების დამსხვრეული სარკეები გზის რთულ მონაკვეთზე ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება უსაფრთხოების სარკე ხულოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის რთულ მონაკვეთზე. სოფლებსა და დაბაში განთავსებული სარკეების ნაწილი ჩამსხვრეულია, ზოგან კი ნიშანი საერთოდ სარკის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ მდგომარეობაში დაახლოებით ათი უსაფრთხოების სარკეეა. იგი ამბობს, რომ უსაფრთხოების სარკეებს რთულ მონაკვეთებზე მერია გაზაფხულისთვის გამართავს: „სარკეები ჩვენი შეძენილია, სამწუხაროდ გატეხეს თუ ქარხნული წუნის შედეგია …

შს სამინისტრო „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟებას იწყებს

შინაგან საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, „დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად“ სამინისტრო ახალ პროექტს – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“  იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ …

გზის მონაკვეთები აჭარის მთაში, სადაც ადამიანები ხშირად იღუპებიან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით სარკეების მოწყობასა და ინფრასტრუქტურის გამართვას ადგილობრივები თვითმართველობას პეტიციით სთხოვენ. გზის ამ მონაკვეთში მუდმივად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანები იღუპებიან. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ვისაც ეს მაგისტრალი ეკუთვნის, მოსახლეობის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ. აქ ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება, თუ აჭარის მთაში საპატრულო პოლიცია იარსებებს. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მაღალმთიანი …

პატრულის რამდენი ეკიპაჟი ემსახურება ბათუმს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვრები გაფართოვდა და მას ხელვაჩაურის ნაწილი შეუერთეს, მხოლოდ სამი საპატრულო ეკიპაჟი დაემატა ქალაქის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. პატრულის ზოგიერთი თანამშრომლის თქმით, ზოგჯერ გამოძახებაზე დროულად რეაგირება შეუძლებელია, ეკიპაჟების არასაკმარისი რაოდენობის გამო. „ვერ გეტყვით, რომ ხშირად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ავტოსაგზაო თუ სხვა შემთხვევის გამო ადგილზე მისვლა გვიანდება“,- გვითხრა პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბათუმში …

საგზაო უსაფრთხოების პროგრამა – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა სატრანსპორტო საშუალებებს, პრესსამსახურების თანამშრომლებმა, უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები დააკრეს. აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას მოიცავს, …

შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრებას გეგმავს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებია გათვალისწინებული, რომელთა მიხედვით მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. კერძოდ, პირველი დარღვევის შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება – 40 ლარით, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარით. ასევე, კანონპროექტის თანახმად, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, ადმინისტრაციულ …

Exit mobile version