რუსთაველის ქუჩა 2 მონაკვეთში 3 თვით ჩაიკეტება – ქვაფენილის აყრა გაგრძელდება

ბათუმის მერიის განცხადებით, 2025 წლის 18 ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში, ნინოშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. ცვლილებები შედის სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებითაც: №1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, გრიბოედოვის, …

ქვაფენილის აყრა დაწყებულია, რუსთაველი გადაკეტილია – ბათუმის ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაიკეტა და ქვაფენილის აყრაც დაიწყო. ინფორმაცია ქუჩის გადაკეტვაზე მერიამ ერთი დღით ადრე, 9 თებერვალს დააანონსა. ქვაფენილს მთლიანად აყრიან და ასფალტს დააგებენ რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, რაშიც ჯამში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან. რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. …

ორმხრივი გახდება ჭავჭავაძის, ნინოშვილის და გრიბოედოვის ქუჩები ბათუმში – ჩაიკეტება რუსთაველი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ამავე პერიოდში კი, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსთაველის ქუჩის ჩაკეტვა [გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში] ორშაბათიდან, 10 თებერვლიდან იგეგმება. შესაბამისად, სავარაუდოდ, ასევე …

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ქვაფენილს აყრიან და ასფალტის საფარს დააგებენ, ქალაქის ბიუჯეტიდან კი, ჯამში 22,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მთლიანობაში შეეხება ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთიდან [საბაგიროს სადგურიდან] ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთს. სამუშაოები ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე …

რუსთაველზე 46 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ

ბათუმში, რუსთაველის 21-ში, სადაც ე.წ. ბარაკული ტიპის და ორსართულიანი სახლებია, კომპანია შპს „გრინკო“, მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში,  არსებულ შენობებს დაანგრევს და აქ 13-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ბათუმის მერიამ 2023 წლის 11 იანვარს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სკრინინგის განცხადებით  მიმართა. ამ ადგილის განაშენიანების დეტალური კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2022 წლის …

რუსთაველზე, გრიბოედოვთან, გზაგამყოფი აღარ არის – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში], გზაგამყოფი გაიხსნა. შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს უკვე შეუძლია რუსთაველის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩაზე გასვლა. გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშანიც ამუშავდა. ამ ადგილიდან ახალი ბულვარის მიმართულებით კი, რუსთაველის ქუჩა ჯერ კიდევ ცალმხრივადაა გადაკეტილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. რუსთაველის ქუჩის სავალი ნაწილის აღდგენა, გრიბოედოვის ქუჩიდან ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ მიმდებარე წრიულამდე, როგორც …

რუსთაველის ქუჩის აღსადგენად 174 557 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე [არდაგანის ტბა] გზის სავალი ნაწილის აღსადგენად, 174 557 ლარი ტენდერის გარეშე დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ორჯერ [მარტსა და მაისში] გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. გზის აღნიშნულ მონაკვეთში, „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში“ სანიაღვრე და საკანალიზაციო სამუშაოები ჩატარდა, რის გამოც აყარეს ქვაფენილი და გადათხარეს …

როდის გაკეთდება რუსთაველის ქუჩა დელფინარიუმიდან არდაგანის ტბამდე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, დელფინარიუმიდან არდაგანის ტბამდე მონაკვეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ქუჩის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი შედგება და სამუშაოები არსებული გეგმით ჩატარდება. ტენდერი ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 174 557 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 27 მაისია, სამუშაოები კი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა …

ბათუმში, რუსთაველზე, 3 თაუერი აშენდება – უმაღლესი ნიშნული 182 მეტრია

შპს „ალიანს სიტი“ ბათუმში, რუსთველის #52-ში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, სამ თაუერს ააშენებს, მათ შორის ყველაზე მაღალი თაუერის სიმაღლე  182 მეტრი იქნება. კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს.   ამ დროისთვის „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი კომპანიას უკვე დასრულებული აქვს. აქ არსებული შენობა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის კომპანიამ ააშენა, შენობას …

დავა ნახევარმილიონიანი ტენდერისთვის და კორპუსის ფასადების შეცვლაზე არშემდგარი კონკურსები

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და სახურავის სარეაბილიტაციოდ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 531 346- ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია სამმართველოს  დავების საბჭოში უჩივის. რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის  შესაცვლელად ესკიზებისთვის გამოცხადებული კონკურსები კი, არ შედგა. საკონკურსო თანხა ჯამში 14 300 ლარი იყო. რუსთაველის ქ. N41-ში მდებარე საცხოვრებელი …

ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად

ბათუმის მერია რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის  შესაცვლელად ესკიზებისთვის 14 300 ლარს დახარჯავს. საცხოვრებელი ბინების ექსტერიერის  საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად კონკურსი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. შეიცვლება ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ მდგარი 12-სართულიანი კორპუსების ფასადები – [ახმეტელის N1-ში, N3-ში, N5-ში, N7-სა და N9-ში და რუსთაველის N10-ში]. ასევე  ე.წ. კგბ-ს ბინების ფასადები …

რუსთაველზე კორპუსის ფასადის შეცვლისთვის ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციოდ ქალაქის მერიამ 531 346 ლარი გამოყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, სახლის ფასადზე ლითონის კონსტრუქციები, მოაჯირები და მზისგან დამცავი ალუმინის ჟალუზები მოეწყობა. ფასადის გარდა, ამავე ტენდერის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიც გარემონტდება. „რუსთაველის 41-დან რამდენიმე განცხადება იყო შემოსული მერიაში …

მხოლოდ რუსული ფირნიშები ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე

მოქალაქემ, რომელმაც „ბათუმელებს“ იმის დამადასტურებელი ფოტოები მოაწოდა, რომ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მხოლოდ რუსულენოვანი ფირნიშებია განთავსებული, ითხოვა, რედაქციამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს. მისივე ინფორმაციით, ქობულეთის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – რუსთაველზე ფირნიშები არათუ ინგლისურად, არამედ ქართულადაც კი არ არის. სამაგიეროდ – არის რუსულ ენაზე. „ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. გამგეობის პრესცენტრის თქმით, “რუსთაველის ქუჩაზე …

Exit mobile version