ყველაზე რთული დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, გამარჯვებამდე ნახევარი გზა გავლილია – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმები უკრაინასთან მიმართებაში არ შეცვლილა – მას ისევ სურს უკრაინელების, როგორც ერის განადგურება. ამის შესახებ დანილოვი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს. დანილოვის შეფასებით, პუტინს ეს არ გამოუვა. დანილოვმა არსებული ვითარება შეაფასა და თქვა, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ნახევარი გზა უკვე გაიარა. თუმცა, …

წადით უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობა დაიცავით – დანილოვი კადიროვს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს მიმართავს და მოუწოდებს, მისმა მებრძოლებმა უკრაინა დატოვონ და საკუთარი მიწის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ. „ვიდრე გვიან არაა, წადით უკრაინიდან და იბრძოლეთ იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის – ეს საუკეთესო გარანტიაა, რომ რუსეთი მეორედ ვეღარ გაასწორებს მიწასთან ქალაქ ჯოხარს (გროზნო). თუ რუსეთი არ განადგურდება, ისინი დაბრუნდებიან, რათა ისევ …

რა მოხდება, თუ რუსეთი კახოვკის ჰესზე აფეთქებას მოაწყობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმის საფრთხეზე იმსჯელა. საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე სცენარი განიხილეს. თუ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბას ააფეთქებს, ეს უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა იქნება, რომელიც უდიდეს მსხვერპლს და დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, როგორც დანილოვმა უკრაინის 24-ე არხს უთხრა, შესაძლებელია რუსეთმა ჰესზე სხვა ტიპის ქმედებებიც ჩაიდინოს, მაგალითად, გაანადგუროს …

Happy Birthday, Mr. President – დანილოვი ყირიმის ხიდის ხანძარზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდზე ხანძარს ფეისბუქპოსტით ეხმაურება. „დილა მშვიდობისა უკრაინა“ წერს დანილოვი და ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს – კოლაჟის ერთ ნაწილში ჩანს ხანძარი ყირიმის ხიდზე, მეორეში კი 1962 წლის ცნობილი ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი მერილინ მონრო პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს სიმღერით ულოცავს – Happy Birthday, Mr. President (დაბადები დღეს გილოცავთ, …

რუსეთთან მხოლოდ რეპარაციაზე ვილაპარაკებთ – დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, სერგეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – კონტრიბუციის გადახდა და რეპარაცია [საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მატერიალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სამართლის დამრღვევს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული საქონლის ანაზღაურება მოეთხოვება] იმ ნგრევისა და ზიანისთვის, რაც რუსეთმა ამ ომის პერიოდში უკრაინას მიაყენა. ამის …

რუსეთს ვინმეს საკბენად კბილები აღარ უნდა შერჩეს – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში წლობით არ გაგრძელდება, თუმცა უკრაინელებს არც სწრაფი გამარჯვების იმედი უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ დანილოვმა LB.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ წლები-წლები-წლები უნდა ვებრძოლოთ ამ აგრესორს. მე უფრო ოპტიმისტურად ვარ გამწყობილი ამ შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი მაქვს, როგორ უნდა დასრულდეს ეს …

რუსეთს უკრაინისგან „რუხი ზონის“ შექმნა სურს – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, ტელემარათონის ეთერში რუსეთის შესაძლო გეგმებზე ილაპარაკა. მისი თქმით, რუსებს სურთ, „რუხ ზონად“ აქციონ არამხოლოდ ზაპოროჟიე, არამედ მთელი უკრაინა. „მათ აქვთ პროექტი, რომელსაც ეწოდება „კუნძული რუსეთი“. მისი მიზანი ძალიან მარტივია – რუსეთი შეიძლება გარშემორტყმული იყოს ან წყლით, ან ვასალი სახელმწიფოებით. არანაირი სხვა სცენარი არ განიხილება. ერთადერთი გამონაკლისი …

ფრონტზე ვითარება შეიცვალა, თუმცა შეიარაღება გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის – დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა NATO-ს სტანდარტის შეიარაღებაზე გადადის, კონკრეტულ პოზიციებზე კი უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიასთან პარიტეტს მიაღწიეს – ამის შესახებ ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ ისეთი ჭურვების მიღება, რომლებიც უფრო შორს სწვდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, კიდევ შემოვა იმ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, როგორიც ჩვენ გვჭირდება,“ – …

რუსებმა თავდასხმის შიშით ყირიმის ხიდის დაცვა გააძლიერეს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთი ისეა შეშინებული ყირიმის ხიდზე შესაძლო სარაკეტო დარტყმით, რომ ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს ხიდის უსაფრთხოების დაცვას. „ძალიან დაძაბულები არიან ყირიმის ხიდის გამო. საფუძვლიანად იცავენ. თითქმის ყოველდღიურად გადიან წვრთნებს. სრულიად წარმოუდგენელი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგეს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად უყურებენ იმ შეიარაღებას, რომელიც უკვე აქვს უკრაინას. …

უკრაინაში ოლიგარქების რეესტრი შეიქმნა – დანილოვი

ოლიგარქების რეესტრი მზადაა, თუმცა მასში ჯერჯერობით არავინ შეუყვანიათ – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, დღეისთვის ხელისუფლება ვერავის დაასახელებს ოლიგარქად, რადგან ჯერ კიდევ გროვდება ინფორმაცია ყველა შესაძლო კანდიდატზე. „პროცესი მიდის, თვითონ რეესტრი მზადაა, გადაწყვეტილებაც მიღებულია. ინსტიტუციები, რომლებსაც უფლება აქვთ რეესტრში შესაყვანად კანდიდატი წარადგინონ, დოკუმენტებზე მუშაობენ“, – აღნიშნავს დანილოვი. ის დასძენს, რომ სწორედ …

დანილოვი რუსეთის აგენტების ევროპაში შეგზავნასა და უკრაინის მოღალატეებზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, იმ ფონზე, როდესაც ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას, რუსეთი ევროპულ ქვეყნებში თავის აგენტურულ ქსელს აძლიერებს და დეზინფორმაციის გავრცელებით, უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ცდილობს. უკრაინულ გამოცემა Liga.net-თან ინტერვიუში, დანილოვი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომების ნაწილი სწორედ რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებას ეხება. მისი თქმით, არაერთხელ საჯაროდ დასახელდა …

მე კაპიტულაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მას სხვა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის ძალებისგან დროებით უკან დახევა და  ტერიტორიების დროებით დაკარგვა ტრაგედია არ არის, მთავარი – ქვეყნის შენარჩუნებაა. ამის შესახებ დანილოვმა ექსკლუზიურად 24-ე არხთან ისაუბრა. მან ასევე ილაპარაკა იმაზე, რა ხდება ახლა ლუგანსკის ოლქში, რა პირობებში არიან „აზოვსტალის“ ტყვეები და რა იციან უკრაინაში …

Exit mobile version