„სახანძრო და სასწრაფოც ვეღარ შემოვა“ – ბათუმში მოქალაქეები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ბათუმში, 26 მაისის #70-ში, მოქალაქეები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ – ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 13 ივლისს. აღნიშნულ მისამართზე კორპუსის აშენებას კომპანია „გეო 2020“ გეგმავს. ადგილზეა პოლიციაც, რომელსაც მოქალაქეების თქმით, სამშენებლო კომპანიამ გამოიძახა. მოქალაქეების თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა მერიისგან უკვე მიღებული აქვს. ახალი, 26-სართულიანი კორპუსი ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენდეს. „ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი …

„უნდათ ერთმანეთს გადაგვკიდონ“- ელექტრომოპედების გამქირავებლების პროტესტი ბათუმში

დღეს, 2 ივნისს, ელექტრომოპედებისა და კვადროციკლების გამქირავებელმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან. აღნიშნული პირები ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ტურისტულ სეზონზე ელექტრომოპედებსა და კვადროციკლებს აქირავებდნენ დამსვენებლებზე, თუმცა წელს ბათუმის მერიამ მათ ბულვარში მუშაობის ნებართვა აღარ მისცა ბათუმში ელექტრომოპედებისა და სკუტერების გამქირავებლები, ასევე, სუვენირებითა და წვენებით მოვაჭრეები, 4 თვეა, რაც მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. …

„ოცნება აპირებს მოქალაქეები ფიქრების გამო დასაჯოს“ – ინტერვიუ

„ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ „თუ პარლამენტი თანახმა იქნება”, გრატების შესახებ კანონპროექტში დაამატებს დებულებას, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს ან პარტიებს, ვინც „საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია“. ამ ინიციატივას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა დღეს, 4 თებერვალს და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი და …

„ახალი ცვლილებები ყველას ეხება და განსხვავებული აზრის მოგუდვის ახალი ფაზაა“ – ლევან ავალიშვილი

„ახალი რეპრესიული შეზღუდვები ყველას და ყველაფერს ეხება. ავტორიტარიზმი გადადის დიქტატურაში, ამის ნიშანია ეს“- ამბობს ლევან ავალიშვილი, ორგანიზაცია IDFI-ის თანადამფუძნებელი. „ბათუმელები“ ლევან ავალიშვილს გრანტების კანონში შესატან ახალ, რეპრესიულ ცვლილებებზე ესაუბრა.  ბატონო ლევან, „გრანტების შესახებ“ კანონში ახალი, ბევრად რეპრესიული ცვლილებები შეაქვს „ოცნებას“. აქამდე იყო განცდა, რომ ვერ იმუშავა რეპრესიებმა და პროტესტი მაინც გაგრძელდა. რა შედეგებს მოიტანს ეს …

საპროტესტო აქციებს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეებიც შეუერთდნენ

დღეს, 15 იანვარს, ბათუმის საპროტესტო აქციებს, რომელიც თითქმის ყოველდღე იმართება აჭარის მთავრობასთან, ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც შეუერთდნენ. „ჩვენ უსამართლობა შეგვეხო და 30 წელი მოგვისაჯეს არაფრის გამო. მიუხედავად ამისა, აქ პირადი ინტერესების გამო არ მოვსულვართ, ჩვენ ვდგავართ როგორც ქართველები. ჩემს ძმას წაართვეს მთელი მისი ნაშრომი, სპორტული კარიერა – ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ჩვენ ოჯახს …

ლუკა ნაცვლიშვილი, შუშანა მაცაბერიძე და სხვა დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დღეს, 14 იანვარს, 12-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ახალგაზრდა აქტივისტები – ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. აღნიშნული პირები ბათუმში 13 იანვარს დააკავა პოლიციამ ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა. დღეს გაიმართა პარტია „დროას“ აქტივისტის შუშანა მაცაბერიძისა და მოქალაქე გიორგი კაკალაძის სასამართლოც. ყველა პირი ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული და გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი …

ბათუმში პოლიციამ მინიმუმ რვა ადამიანი დააკავა 12 იანვარს

დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულნი არიან: გიორგი კირთაძე ელენე ხოშტარია გიორგი კაკალაძე ელიზბარ ჩხიკვაძე ლუკა ნაცვლიშვილი შუშანა მაცაბერიძე გურამ მურვანიძე ლევან ხორავა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი. „გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და …

ივანიშვილი შიშით შეპყრობილია, მან შეიძლება დაკარგოს ფული და საფრანგეთის მოქალაქეობაც – ინტერვიუ

„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა. დავით, …

„გამოსავალი არის ავჯანყდეთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა“ – სტუდენტები

„დუმილი მშვიდობას ნიშნავს?“, „როგორ იმღერებ, თუ ხმა მოგპარეს?“, „თავისუფალი მეცნიერებები თავისუფლების გარეშე?!“, „რისთვის სწავლობ სამართალს, თუ თავისუფლებისთვის არ იბრძვი?“- ეს ის სლოგანებია, რომლებიც სტუდენტებმა თსუ-ს კიბეებზე გამოფინეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი ღამესაც  თსუ-ს შენობაში ათევენ. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ახალი არჩევნების გარდა მოითხოვენ თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას იმის გამო, რომ …

„გაჟონილია!“ – ხმის ფარულობა, როგორც კონსტიტუციური უფლება

ქალაქში საპროტესტო აქციებზე თეთრსამკლავურიანი ადამიანების სიმრავლეს ადვილად შეამჩნევთ. თეთრ ფონზე დიდი შავი ლაქა უკვე იქცა გაყალბებული არჩევნების სიმბოლოდ. „დაუსვი წერტილი რუსულ ოცნებას“, „ოცნების შავი ლაქა“, „სამუდამო წერტილი ოცნებას“, – ამ სლოგანებს მოისმენთ საქართველოს მოქალაქეებისგან აქციებსა თუ თავშეყრის სხვა ადგილებში, სადაც ისინი წართმეულ ხმებს აპროტესტებენ. თეთრ ფონზე შავი წერტილის სამკლავურად ქცევის იდეა ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ აქტივისტებს ეკუთვნით. …

მარტვილში საპროტესტო აქციას „ბალდის კანიონის გადასარჩენად”, სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან

ამ წუთებში, მარტვილში, მერიის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია “ბალდის კანიონის გადასარჩენად”. მოსახლეობა ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას გასული წლის შემოდგომიდან აპროტესტებს. სოფელში კარავია გაშლილი, სადაც ადგილობრივები ღამეს ათევენ. დღეს საპროტესტო აქციას მარტვილის ცენტრში, სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან.  „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ 2022 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლია, კერძო კომპანიას – 40 …

„ძალადობა არის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი პოლიტიკური დასასრულის წინ“ – ცუცქირიძე „ოცნებაზე“

„საზოგადოება არ შეიკეტება სახლში, ხალხს არ შეეშინდება. ასლან აბაშიძესაც ეხმარებოდა კრემლი, მაგრამ რა გააწყო?!“ – ამბობს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე. მას „ბათუმელები“ სახალხო პროტესტსა და „ოცნების“ ძალადობრივ პოლიტიკაზე ესაუბრა. ბატონო ლევან, თქვენი ხედვით, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რუსული კანონი რომ ვერ მიიღოს ხელისუფლებამ? წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ფორმით, რის შესაძლებლობასაც …

აუტანელი სუნი და ანტისანიტარია – რატომ გამოიძახა მოსახლეობამ პოლიცია

ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის #8-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა მოთხოვნით, შეწყდეს მათი სახლის მიმდებარედ საზამთროების თვითნებური ვაჭრობა. მოსახლეობის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადგან ადგილზე ჩერდება სატვირთო ტრაილერები, რის გამოც შეუძლებელია ბავშვების გასეირნება, ფანჯრების გაღება, რადგან გარემოვაჭრეები ქუჩაში ყრიან საზამთროს ნარჩენებს, ასევე გაფუჭებულ პროდუქტს, რის გამოც არის აუტანელი სუნი. აქ მცხოვრებლებმა დღეს, 14 სექტემბერს, …

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი  ჩაიკეტება და ისინი ზღვის სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან ითხოვენ არ მიიღონ …

მაჭახლის ხეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს – პროტესტი ჰესის წინააღმდეგ

სოფელ ქედქედის [მაჭახლის ხეობა] მოსახლეობ მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. „ბათუმელები“ სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, ნუგზარ მსხალაძეს ესაუბრა. „ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ხეობაში ჰესის მშენებლობას და არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ისევ განაახლეს სამუშაოები. ტოპოგრაფიის დასრულება უნდათ. ცოტა ხნის წინ ეს ხალხი ხეობიდან გავაძევეთ და ახლა ისევ მოვიდნენ“, – გვეუბნება ის. ნუგზარ მსხალაძე ამბობს, რომ …

მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ  მიაღწია იმას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრობოძები სასაფლაოებზე აღარ გაივლის. მოსახლეობა ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვდა, რადგან ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროხაზები უნდა გაეყვანათ, სოფლის ძველ სასაფლაოზე გადიოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, კომპანიასთან …

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

დღეს, 10 აპრილს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში, ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა პირებმა მაღალმთიან რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. სოფელ კორომხეთის მცხოვრებთა თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანის გამო მათი საკუთრება დაზიანდა, რის გამო ისინი კომპენსაციას ითხოვენ. „ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო დაზიანდა. შემოვიდნენ, მითხარ-მოთხარეს ყველაფერი და წავიდნენ. ის …

Exit mobile version